აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სს ,,დეზებიანი მამლების“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს ,,დეზებიანი მამლების“ დირექცია და სამეთვალყურეო საბჭო იწვევენ საზოგადოების აქციონეთა საერთო კრებას, რომელიც ჩატარდება 2011 წლის 30 ივნისს, 14 საათზე, საჩხერეში, სოფელ სავანე, სს ,,დეზებიანი მამლების“ ადმინისტრაციულ შენობაში.
სააქციო საზოგადოების მიერ სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2011 წლის 20 ივნისი.
დღის წესრიგი:
1. საზოგადოების 2010 წლის წლიური შედეგების განხილვა;
2. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნები;
3. საზოგადოების წესდებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
საზოგადოების წესდებაში განსაზღვრულია შემდეგი ცვლილებების შეტანა:
წესდების 6.8 მუხლი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:
,,6.8 საერთო კრების მუშაობას ხელმძღვანელობს სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის არყოფნისას მისი მოადგილე, ამ უკანასკნელის არყოფნისას გენერალური დირექტორი. კრების მიმდინარეობისა და გადაწყვეტილებების შესახებ ოქმს ხელს აწერს საერთო კრების თავმჯდომარე”.
აქციონერებს დამატებითი წინადადებებისა და განმარტებებისათვის შეუძლიათ მიმართონ წერილობით საზოგადოების გენერალურ დირექტორს კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე.
აქციონერთა საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობა სააღრიცხვო დღის მდგომარეობით შეგიძლიათ შეამოწმოთ სააქციო საზოგადოებაში ,,საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი”. მისამართი: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №74ა, მე-7 სართული, ოფისი №714.
გენერალური დირექტორი ნ. ჭიღლაძე