შპს "კონელტექი‘‘-ს გაკოტრების მმართველის განცხადება აუქციონის გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
შპს „კონელტექი ს“ გაკოტრების მმართველი ს განცხადება აუქციონის გამოცხადების შესახებ
შპს „კონელტექი ს“ გაკოტრების მმართველი თემურ მამასახლისი აცხადებს აუქციონს შპს „კონელტექი ს“ სამეურვეო ქონების (აქტივი), კერძოდ, ჰაერის კომპრესორის რეალიზაციაზე, რომლის საწყისი ღირებულებაა 950 ლარი.
აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს.
აუქციონში მონაწილეობა, თანხის გადახდის ვადები და ვალდებულებები:
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად მონაწილმ წინასწარ უნდა გადაიხადოს ბე _ სარეალიზაციოდ გამოტანილი ნივთის საწყისი ღირებულების 10%.
მყიდველი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან ორი კალენდალური დღის ვადაში გადაიხადოს მის მიერ აუქციონზე დასახელებული ობიექტის საბოლოო გასაყიდი ფასი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას არ მიეცემა საკუთრების უფლება ობიექტზე და ბეს შენატანი არ დაუბრუნდება. ბეს შენატანი არ დაუბრუნდება ასევე აუქციონის შედეგების ოქმზე ხელმოწერის უარის მთქმელ გამარჯვებულ მონაწილეს.
ინფორმაცია აუქციონის ჩატარების შესახებ
აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განცხადების მიღება მიმდინარეობს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, გამოქვეყნებიდან 2011 წლის 22 ივნისის ჩათვლით, ქ. თბილისში, ჩაჩავას ქუჩა №8-ში, შპს „კონელტექის“ ოფისში, 10 სთ-დან 17:00 სთ-მდე.
აუქციონი გაიმართება 2011 წლის 25 ივნისს, 12.00 საათზე. მისამართი: ქ. თბილისი, ჩაჩავას ქუჩა №8.
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად პირმა უნდა წარ ა დგინოს შემდეგი დოკუმენტები:
1. განაცხადი;
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი;
3. ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ იგი მოქმედებს სხვა პირის სახელით.
4. იურიდიული პირები დამატებით წარადგენენ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან და ქონების შეძენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებას აუქციონში მონაწილეობის თაობაზე.
გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები:
აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ყველაზე მაღალი ფასის დასახელება (არანაკლებ საწყისი გასაყიდი ფასისა).
დამატებითი ინფორმაცია ობიექტის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ საკონტაქტო ტელეფონ ზე: 899980280, საკონტაქტო პირი ნინო შერმაზანაშვილი.