⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (26.12.2006)
გაუქმებულია:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 19.05.2003
ძალის დაკარგვა 26.12.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №238
სარეგისტრაციო კოდი 190040000.11.117.005834
გამოქვეყნების წყარო სსმ, 47, 29/05/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,058 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.05.2003 მიღება
26.12.2006 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Geo-English;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:0in; margin-right:-4.5pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo-English","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 45.0pt .5in .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.11.117.005.834 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №238 2003 წლის 19 მაისი ქ.თბილისი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის  მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის “ი” ქვეპუნქტისა და 33-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის სამსახურის დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. გოგიაშვილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის სამსახურის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის სამსახური წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით და განკარგულებებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებით. 3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან მჭიდრო კავშირში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და ამ დებულების საფუძველზე. 4. სამსახური მის წინაშე მდგომი ამოცანების გადაწყვეტისა და დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას სამინისტროს ხელმძღვანელობის მეშვეობით საქმიან ურთიერთობებს ამყარებს და თანამშრომლობს სხვადასხვა სამინისტროებთან, უწყებებთან, სახელმწიფო დეპარტამენტებთან, სამეცნიერო დაწესებულებებთან, ცალკეულ საწარმოებთან და ორგანიზაციებთან.     მუხლი 2🔗. სამსახურის ამოცანები 1. ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამსახურის ძირითად ამოცანას წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ბუღალტრული აღრიცხვის საერთო მეთოდოლოგიის შემუშავება; სამინისტროების, უწყებების, სხვა საბიუჯეტო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საქმიანობის მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და მონიტორინგი; ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ანგარიშგების ფორმების, ნორმებისა და წესების შემუშავება.     მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები 1. ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის სამსახური შეიმუშავებს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საერთო მეთოდოლოგიას; ამზადებს დებულებებს, ინსტრუქციებს, მეთოდურ მითითებებს სამინისტროების, უწყებების, სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების და დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების აღრიცხვა-ანგარიშგების საკითხებზე; შეიმუშავებს პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების მათ შორის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ტიპურ ფორმებს და ბუღალტრული ანგარიშგების ტიპურ ფორმებს. 2. გასცემს დასკვნებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დეპარტამენტებისა და სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებული დებულებების, წერილების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების და სხვა ნორმატიული დოკუმენტების პროექტებზე. 3. სამინისტროების, უწყებების და სხვა მმართველობითი ორგანოების წინადადებათა შესაბამისად მონაწილეობას ღებულობს თათბირებში, რომლებზეც სამინისტროები, უწყებები და სამეურნეო მართვის სხვა ორგანოები განიხილავენ თავიანთი საქვეუწყებო საწარმოების საბიუჯეტო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ბუღალტრულ ანგარიშგებასა და ბალანსებს და უწევს მათ მეთოდურ დახმარებას. 4. ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდოლოგიის სრულყოფის მიზნით შეისწავლის საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების მდგომარეობას და შეიმუშავებს წინადადებებს მისი გაუმჯობესებისათვის. 5. მეთოდურ დახმარებას უწევს ფინანსთა სამინისტროს დეპარტამენტებსა და სამმართველოებს იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომლებიც ეხება სამინისტროში წარმოდგენილი ანგარიშებისა და ბალანსების შემოწმებასა და განხილვას. 6. ამზადებს და გასცემს პასუხებს სამინისტროებისა და უწყებების, საფინანსო და საგადასახადო ორგანოების სხვა საბიუჯეტო დაწესებულებების, ასევე საწარმოთა და მოქალაქეთა შეკითხვებზე, რომლებიც ეხება ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაციას და მეთოდოლოგიას.     მუხლი 4🔗. სამსახურის უფლებამოსილებანი სამსახური უფლებამოსილია: 1. მიიღოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებიდან სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის აუცილებელი ინფორმაცია, განმარტებები და ნორმატიული დოკუმენტები. 2. საჭიროების შემთხვევაში ცალკეული მეთოდური და ორგანიზაციული საკითხების განსახილველად და გადასაწყვეტად მინისტრის მოადგილე – კურატორის მეშვეობით მოიწვიოს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლები, მეცნიერები და სპეციალისტები. 3. მინისტრის მოადგილე-კურატორის თანხმობით სამინისტროს სათათბირო საბჭოზე განსახილველად წარადგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები და წინადადებები. 4. განახორციელოს ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ სამსახურისადმი მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.     მუხლი 5🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფინანსთა მინისტრი. 2. სამსახურის უფროსი უშუალოდ და სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით წყვეტს სამსახურის ამოცანებით, ფუნქციებით და უფლებამოსილებით განსაზღვრულ საკითხებს. კოორდინაციას უწევს სამინისტროს ხელმძღვანელობისა და სათათბირო საბჭოს გადაწყვეტილებათა რეალიზაციისათვის საჭირო სამუშაოებს. 3. სამსახურის უფროსი პერსონალურად აგებს პასუხს სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე.     მუხლი 6🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის სამსახური შედგება ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდოლოგიის განყოფილებისაგან და პირველადი აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილებისაგან. 2. ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდოლოგიის განყოფილება შეიმუშავებს საერთო მეთოდოლოგიური ხასიათის დოკუმენტების პროექტებს; გასცემს დასკვნებს შემოსულ წერილებსა და სხვადასხვა ნორმატიული აქტების პროექტებზე. ამზადებს პასუხებს შემოსულ შეკითხვებზე, რომელიც ეხება ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაციას და მეთოდოლოგიას. 3. პირველადი აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება შეიმუშავებს პირველადი აღრიცხვის დოკუმენტებს, მათ შორის საბუღალტრო აღრიცხვაში გამოყენებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების პროექტებს. შეიმუშავებს საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული ანგარიშგების ფორმებს და მათი შედგენის ინსტრუქციებს. 4. სამსახურში შემავალ განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. სამსახურში შემავალი განყოფილების უფროსი: ა)სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) ანაწილებს განყოფილებაში შემოსულ მასალებს; გ) ახორციელებს ზედამხედველობას განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; დ) ანგარიშს წარუდგენს სამსახურის უფროსს განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე; ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს. 6. სამსახურში შემავალი განყოფილების უფროსები ანგარიშვალდებული არიან სამსახურის უფროსის წინაშე და ასრულებენ მის დავალებებს.     მუხლი 7🔗. სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება 1. სამსახურის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამსახურის მოსამსახურეების უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით.