„ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პროცედურის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 29.05.2003
ძალის დაკარგვა 29.10.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010170000.11.108.005854
გამოქვეყნების წყარო სსმ, 49, 02/06/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პროცედურის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.65pt 59.15pt 49.65pt 63.8pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.11.108.005.854
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის
ბრძანება №10
2003 წლის 29 მაისი
ქ. თბილისი
„ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პროცედურის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
„ლტოლვილთა შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 18 თებერვლის კანონის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს დებულება „ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პროცედურის შესახებ“.
2. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეს გ. ნოზაძეს.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ო. ყეინაშვილი
დ ე ბ უ ლ ე ბა
ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პროცედურის შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება
1. ეს დებულება ემყარება საქართველოს კანონს ,,ლტოლვილთა შესახებ“ და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს.
2. დებულება განსაზღვრავს ლტოლვილის სტატუსის მაძიებელ პირთა რეგისტრაციის, ლტოლვილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის ან მოხსნის წესს, აგრეთვე მათ უფლებებსა და მოვალეობებს.
3. საქართველოში ლტოლვილის სტატუსი პირს შეიძლება მიენიჭოს ,,ლტოლვილთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობების არსებობისას.
4. საქართველო ხელს უწყობს ლტოლვილის ოჯახის ერთიანობის შენარჩუნების პრინციპს.
5. ლტოლვილის ოჯახის წევრებად ითვლებიან: ლტოლვილის მეუღლე, არასრულწლოვანი ბავშვები და ლტოლვილის კმაყოფაზე მყოფი შრომისუუნარო მშობლები.
6. ლტოლვილის სტატუსის მაძიებელ ან ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებთან დაკავშირებული ყველა საკითხი, რომელიც სცილდება ამ დებულების ფარგლებს, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 2🔗. ლტოლვილად ცნობის შესახებ მიმართვის წესი
1. ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი პირი განცხადებით პირადად მიმართავს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო).
2. განცხადება მიღებულად ითვლება სამინისტროში რეგისტრაციის დღიდან.
3. განცხადებას თან ერთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, აგრეთვე ის საბუთები, რომლებიც ადასტურებენ პირის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
4. სამინისტროს უფლებამოსილი პირი ვალდებულია გააცნოს განმცხადებელს გადაწყვეტილების მიღების წესი და განუმარტოს მისი უფლებები და მოვალეობები.
5. ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა სამმართველოში ლტოლვილის სტატუსის მაძიებელ პირზე ივსება საოჯახო ანკეტა.
6. საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ლტოლვილის სტატუსი, თუ მისი მოქალაქეობის (ან მუდმივ საცხოვრებელ) ქვეყანაში მოხდა ცვლილებები, რომელთა გამოც მას არ შეუძლია ან არ სურს დაბრუნდეს უკან "ლტოლვილთა შესახებ" საქართველოს კანონის 1-ლი მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებში.
7. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის შემთხვევაში ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი პირი ვალდებულია, საზღვრის გადმოკვეთიდან სამი დღის განმავლობაში განცხადებით მიმართოს პირველივე სახელმწიფო ორგანოს.
მუხლი 3🔗. ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პროცედურა
1. განმცხადებლის პირადი საქმე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე განიხილება სამინისტროს ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა სამმართველოში (შემდგომში –სამმართველო).
2. სამინისტროში განცხადების რეგისტრაციიდან სამ დღეში სამმართველო იღებს გადაწყვეტილებას პირის ლტოლვილის სტატუსის მაძიებლად რეგისტრაციის შესახებ.
3. პირის რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში სამმართველო განმცხადებელს აძლევს ცნობას მისი განცხადების განსახილველად მიღების შესახებ. .
4. პირი, რომლის განცხადებაც გატარდება რეგისტრაციაში სამმართველოს მიერ, მოწვეულ უნდა იქნეს გასაუბრებაზე, რის შესახებაც იგი წინასწარ უნდა იქნეს ინფორმირებული არაუგვიანეს სამი დღისა გასაუბრებისათვის დადგენილ დღემდე.
5. ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი პირის, საპატიო მიზეზის გარეშე, გასაუბრებაზე არ გამოცხადება განიხილება, როგორც სამმართველოს კანონიერი მოთხოვნისაგან თავის არიდება და გახდება პირისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძველი.
6. გასაუბრების დროს სამმართველო უფლებამოსილია ისარგებლოს მთარგმნელის მომსახურებით. მთარგმნელი ვალდებულია მკაცრად დაიცვას კონფიდენციალობა და არ გაახმაუროს განმცხადებლის პირად საქმეში დაცული ინფორმაცია.
7. პირის ვინაობის დადგენისა და მისი წარმომავლობის ქვეყანაში არსებული ვითარების შესწავლის მიზნით, სამმართველო უფლებამოსილია მიმართოს როგორც ადგილობრივ, ისე შესაბამის საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს.
8. პირის მიერ ყალბი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, თუ ასეთი ფაქტი დადასტურდა, ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი პირი კარგავს სტატუსის მიღების უფლებას, რის შესახებაც იგი მიმართვისთანავე უნდა იქნეს ინფორმირებული.
მუხლი 4🔗. გადაწყვეტილების მიღება
1. საქმის შესწავლის შემდეგ სამმართველო ამზადებს დასკვნას ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი პირისათვის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ.
2. სამმართველოს დასკვნა თანდართულ მასალებთან ერთად, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, განცხადების რეგისტრაციიდან არა უგვიანეს სამი თვისა, წარედგინება სამინისტროში არსებულ ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა საკითხების შემსწავლელ კომისიას (შემდგომში – კომისია).
3. კომისია განიხილავს სამმართველოს მიერ მომზადებულ დასკვნას და ერთი თვის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას განმცხადებლისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ.
4. საქართველოს ტერიტორიაზე ლტოლვილად ცნობილი პირის უფლებები და მოვალეობები განსაზღვრულია საქართველოს კანონით ,,ლტოლვილთა შესახებ“.
5. ყოველწლიურად სამმართველო ატარებს ლტოლვილთა სავალდებულო რეგისტრაციას, რომლის დროსაც ხელახლა მოწმდება პირის ლტოლვილობის საფუძველი.
6. სავალდებულო რეგისტრაციის შესახებ ლტოლვილს წინასწარ აფრთხილებს სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ერთად. ინფორმაცია სავალდებულო რეგისტრაციის თაობაზე გადაიცემა მასმედიის საშუალებითაც.
7. გადაწყვეტილება ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის, მოხსნის ან დატოვების თაობაზე მიიღება ხელახალი რეგისტრაციიდან ერთი თვის განმავლობაში.
8. ხელახალ რეგისტრაციაზე ლტოლვილის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სამმართველო იღებს გადაწყვეტილებას ლტოლვილის შესახებ ცნობების მოძიების თაობაზე.
9. არასაპატიო მიზეზით ხელახალ რეგისტრაციაზე გამოუცხადებლობისას სამინისტროში მოქმედი კომისია მსჯელობს ლტოლვილის სტატუსის თაობაზე.
მუხლი 5🔗. ქვეყანაში მასობრივი შემოსვლის დროს ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი პირისათვის prima facie* პრინციპით სტატუსის მინიჭების, ლტოლვილთა ყოველწლიური რეგისტრაციის, სტატუსის ჩამორთმევის და მოწმობის გაცემის წესი
1. საქართველოს კანონის "ლტოლვილთა შესახებ" მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირთა მასობრივი შემოსვლის დროს, სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი პირებისათვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ ქვეყნის საერთო მდგომარეობის გათვალისწინებით.
2. ლტოლვილის სტატუსის მაძიებელ პირთა prima facie პრინციპით რეგისტრაციისა და ლტოლვილთა ყოველწლიური რეგისტრაციის კამპანიის ჩატარების მიზნით, იქმნება სტატუსის მინიჭებისა და ყოველწლიური რეგისტრაციის კომისია, რომელშიც ჩართულნი არიან სამინისტროს თანამშრომლები, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების წარმომადგენლები, აგრეთვე საქართველოში ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის თანამშრომლები – დამკვირვებლის სტატუსით. სარეგისტრაციო ჯგუფის შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი.
3. ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი პირის რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს მის მიერ წარმოდგენილი პირადობის დამადასტურებელი საბუთი და მასთან გასაუბრება. პირადობის დამადასტურებელი საბუთის არარსებობისას პიროვნების შესახებ დადასტურებას აკეთებს საამისოდ შექმნილი ლტოლვილის სტატუსის დამდგენი კომისია.
შენიშვნა: ა) სრულწლოვანმა პირებმა უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი – პასპორტი, რომლითაც დასტურდება მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ან მისი არქონის შემთხვევაში წარმომავლობის ქვეყნის ტერიტორიაზე სათანადო ორგანოს მიერ გაცემული მისი შემცვლელი დოკუმენტი (პირადობის დროებითი მოწმობა, სამხედრო ბილეთი, მართვის მოწმობა);
ბ) 16 წლამდე ასაკის ბავშვებზე წარმოდგენილი უნდა იყოს დაბადების მოწმობა;
გ) ის პირები, რომლებიც სრულწლოვანები გახდნენ საქართველოში ლტოლვილად ყოფნის პერიოდში, პასპორტის არქონის შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, რეგისტრაციას გაივლიან დაბადების მოწმობით.
4. prima faci პრინციპით მინიჭებული ლტოლვილის სტატუსის მქონე პირთა ყოველწლიური რეგისტრაციის საფუძველია წინა წელს გაცემული ლტოლვილის მოწმობა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გასაუბრება. არასაპატიო მიზეზით რეგისტრაციაზე გამოუცხადებლობისას კომისია მსჯელობს ლტოლვილის სტატუსის თაობაზე.
5.ლტოლვილის სტატუსის მაძიებელ პირზე ივსება საოჯახო ანკეტა, რომელშიც ფიქსირდება დროებითი მისამართი, ოჯახის ნომერი, ოჯახის წევრთა რაოდენობა; მათი გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა, ეროვნება, პირადობის დამადასტურებელი საბუთის ტიპი, ნომერი და გაცემის თარიღი, საქართველოში შემოსვლის თარიღი, მუდმივი საცხოვრებელი მისამართი.
6. ლტოლვილები ყოველწლიური რეგისტრაცისათვის, წინასწარ გამოცხადებულ ვადებში უნდა მივიდნენ სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შერჩეულ ადგილზე. რეგისტრაციის დროს ხელახლა შემოწმდება პირის ლტოლვილობის საფუძველი.
7. ლტოლვილები, რომლებიც წინასწარ განსაზღვრულ ვადაში ვერ გაივლიან რეგისტრაციას საპატიო მიზეზით, ვალდებულნი არიან რეგისტრაცია გაიარონ სამინისტროში რეგისტრაციის დამთავრებიდან ერთი თვის განმავლობაში.
8. რეგისტრაციის შემდეგ ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთა ასაკი აღემატება 12 წელს, გაიცემა ლტოლვილის მოწმობა.
9. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობასთან შეთანხმების სფუძველზე ახმეტის რაიონის პანკისის ხეობაში განსახლებულ რეგისტრირებულ ოჯახზე გაიცემა საოჯახო პლასტიკური სასურსათო ბარათი, რომლის ნომერი იდენტურია საოჯახო ნომრისა. მასზე კეთდება აღნიშვნა ოჯახის წევრთა რაოდენობის შესახებ. სასურსათო ბარათის მიღებას ოჯახის რომელიმე სრულწლოვანი წევრი ადასტურებს ანკეტაზე ხელმოწერით.
10. ლტოლვილის მოწმობებს გასცემს სამინისტროს ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა სამმართველო, რომელიც ხელმძღვანელობს რეგისტრაციის შედეგების საფუძველზე შექმნილი კომპიუტერული სიით.
11. ლტოლვილი მოწმობის მიღებას ადასტურებს ხელმოწერით სიაში გამოყოფილ გრაფაში.
12. სამმართველო პასუხისმგებელია მის მიერ გაცემულ ყოველ მოწმობაზე.
13. ლტოლვილის მიერ დროებითი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში, ანკეტაში შესაბამისი აღნიშვნის გასაკეთებლად, იგი უნდა გამოცხადდეს სამინისტროში.
14. ოჯახის შემადგენლობაში ცვლილების შემთხვევაში, ახალი სასურსათო ბარათის მისაღებად, პირი უნდა გამოცხადდეს სამინისტროში.
15. სამმართველო პანკისის ხეობაში კომპაქტურად განსახლებულ ლტოლვილთა სიებს ჰუმანიტარული დახმარების განაწილებისათვის ყოველი თვის ბოლოს გადასცემს საქართველოში გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობას.
16. ლტოლვილის მოწმობები დაბეჭდილია ქართულ და ინგლისურ ენაზე, მასზე არის პირის ფოტოსურათი, პირადი მონაცემები და ხელმოწერა, მოწმობის ნამდვილობა დასტურდება სამინისტროს ბეჭდით და მინისტრის ფაქსიმილიით.
17. ლტოლვილის მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში პირს ეძლევა დროებითი ცნობა დუბლიკატის გაცემამდე.
მუხლი 6🔗. პასუხისმგებლობა ამ დებულების დარღვევისათვის
ამ დებულების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
* prina facie – ლტოლვილის სტატუსის მინიჭება ჯგუფური წესით. გაეროს გენერალური ასამბლეის 1994 წლის 7 სექტემრის 45-ე სესიის ოქმი.