„საბაჟო კონტროლის ზონების შექმნის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 05.06.2003
ძალის დაკარგვა 22.12.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №300
სარეგისტრაციო კოდი 230210000.11.117.005863
გამოქვეყნების წყარო სსმ, 54, 09/06/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საბაჟო კონტროლის ზონის შექმნის წესის და საბაჟო კონტროლის ზონის ადგილებით განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 20.12.2006
დოკუმენტის ტექსტი
„საბაჟო კონტროლის ზონების შექმნის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.75in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.25in; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.5in .6in .5in .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.11.117.005.863
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №300
2003 წლის 5 ივნისი
ქ. თბილისი
„საბაჟო კონტროლის ზონების შექმნის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საბაჟო კოდექსის 125-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ
1. დამტკიცდეს „საბაჟო კონტროლის ზონების შექმნის წესის შესახებ” თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. გოგიაშვილი
დანართი
დებულება „საბაჟო კონტროლის ზონების შექმნის წესის შესახებ”
თავი I
ზოგადი დებულებები
1. საბაჟო კონტროლის ზონა არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის სპეციალურად გამოყოფილი და მონიშნული ნაწილი, რომელიც იქმნება საბაჟო კონტროლისა და საბაჟო გაფორმებისათვის.
2. საბაჟო კონტროლის ზონები შეიძლება შეიქმნას საქართველოს საბაჟო საზღვრის გასწვრივ, აგრეთვე საბაჟო გაფორმების, საბაჟო ორგანოებისა და საბაჟო კონტროლზე მყოფი საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების განთავსების და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ადგილებში.
3. საბაჟო კონტროლის ზონებები იქმნება:
ა) საბაჟო გაფორმების, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიერ საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებული საბაჟო გამშვები პუნქტებისა და სხვა საბაჟო ორგანოების განთავსების ადგილებში;
ბ) ელექტროსადგურების, ქვესადგურების, გაზისა და ნედლი ნავთობის მაგისტრალური სადენების, გაზგამანაწილებელი სადგურების და სხვა ობიექტების ჩამკეტი და გამშვები ხელსაწყოების ან საქონლის აღრიცხვის სისტემების განლაგების ადგილებში;
გ) სასაზღვრო სარკინიგზო სადგურებისა და იმ სარკინიგზო სადგურების ტერიტორიაზე, საიდანაც ხორციელდება საერთაშორისო მიმოსვლა;
დ) დროებითი შენახვის საწყობების, საბაჟო საწყობების, უბაჟო ვაჭრობის მაღაზიების ტერიტორიებზე და ნაგებობებში;
ე) საბაჟო კონტროლის ზონებს წარმოადგენს საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი აეროდრომებისა და საზღვაო პორტების შემოფარგლური ტერიტორიები.
4. საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-19 და 77-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში საბაჟო კონტროლის ზონების სტატუსს ღებულობს ის ტერიტორიები, ნაგებობები, სატრანსპორტო საშუალებებში (მათ შორის, საჰაერო და საზღვაო ხომალდები, სარკინიგზო შემადგენლობები), სადაც იმყოფება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალებები და მათი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ საბაჟო კონტროლისა და საბაჟო გაფორმების პროცედურების განხორციელების პერიოდში.
თავი II
საბაჟო კონტროლის ზონების შექმნა
5. საბაჟო კონტროლის ზონის შექმნა მოიცავს: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ საბაჟო კონტროლის ზონის შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას (ბრძანების გამოცემას), მისი საზღვრების განსაზღვრას (მოქალაქეთა და სატრანსპორტო საშუალებების მიერ ზონის გადაკვეთის ადგილების მითითებით), საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიის აღმნიშვნელი ნიშნების გამოკვრას და შესაბამისი ორგანოების შეტყობინებას საბაჟო კონტროლის ზონის შექმნის თაობაზე.
6. საბაჟო კონტროლის ზონები იქმნება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, გარდა ამ დებულების მე-3 მუხლის “4” პუნქტით და გათვალისწინებული შემთხვევებში. ბრძანებაში მიეთითება საბაჟო კონტროლის ზონის ფარგლები, კონტროლის ზონის საზღვრების გადაკვეთის ადგილები, ასევე საბაჟო კონტროლის ზონების აღნიშვნელი საშუალებების განთავსების ადგილები და საბაჟო კონტროლის ზონის დაცვაზე პასუხისმგებელი პირები. ბრძანებას თან ერთვის გრაფიკული ნახაზი (გეგმა ან რუკა) საბაჟო კონტროლის ტერიტორიის ფარგლების, გასასვლელების და მონიშვნების შესახებ.
7. ამ დებულების მე-3 მუხლის “4” პუნქტით და მე-4 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბაჟო კონტროლის ზონის შექმნა, ხორციელდება ავტომატურად ამ დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შემთხვევაში საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ შესაბამისი ნებართვის გაცემასთან ერთად.
8. ამ დებულების მე-4 მუხლის შემთხვევაში, საბაჟო კონტროლისა და საბაჟო გაფორმების ადგილები ავტომატურად ღებულობენ საბაჯო კონტროლის ზონის სტატუსს, რომელიც უქმდება საბაჟო კონტროლისა და საბაჟო გაფორმების პროცედურების დამთავრებისთანავე.
9. საქართველოს სახელმწიფო საზღვრზე განლაგებულ საბაჟო გამშვებ პუნქტებში საბაჟო კონტროლის ზონების შექმნა თანმხდება საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან.
თავი III
საბაჟო კონტროლის ზონების მონიშვნა
10. საბაჟო კონტროლის ზონების მონიშვნა ხდება სწორკუთხა სამკუთხედის ფორმის ნიშნებით, რომელზეც მწვანე ფერის ფონზე თეთრი ფერით გაკეთებულია წარწერა ქართულ და ინგლისურ ენაზე „საბაჟო კონტროლის ზონა” („Customs control zone“). აღნიშნული ნიშნები ითვლება საბაჟო კონტროლის ზონების მთავარ აღმნიშვნელად. საბაჟო კონტროლის ზონა შეიძლება აღინიშნოს უშუალოდ საბაჟო კონტროლის ზონის პერიმეტრზე მდებარე ღობეზე ან შენობაზე წარწერით „საბაჟო კონტროლის ზონა” (“Customs control zone“). დასაშვებია ქართული და ინგლისური ენის გვერდით სხვა ენაზეც გაკეთდეს წარწერა.
11. საბაჟო კონტროლის ზონის აღმნიშვნელი ნიშნები, რომლებიც იდგმება საავტომობილო გზებზე, უნდა დამზადდეს საგზაო მოძრაობის ნიშნების დამზადების ტექნოლოგიისა და სტანდარტების შესაბამისად.
12. საბაჟო კონტროლის ზონების მონიშვნა შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი ლენტებით, ფირნიშებით და სხვა საინფორმაციო მინიშნებებით.
13. საბაჟო გამშვებ პუნქტებში, აგრეთვე საბაჟო საწყობების, დროებითი შენახვის საბაჟო საწყობების საბაჟო კონტროლის ზონების აღნიშვნა ხდება მისი ტერიტორიის პერიმეტრზე. აღნიშნული ნიშნები კეთდება ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი დანახვა ორივე მხრიდან.
14. საბაჟო კონტროლის ზონებში ფიზიკური პირების, მათი ბარგის, ასევე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება ხორციელდება ტექნოლოგიური სქემების შესაბამისად, რომელსაც შეიმუშავებს საბაჟო ორგანოები და ამტკიცებს:
ა) საბაჟო გაფორმების, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების მიერ საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებული საბაჟო გამშვები პუნქტებისა და სხვა საბაჟო ორგანოების განთავსების ადგილებში – საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე;
ბ) დროებითი შენახვის საწყობების, საბაჟო საწყობების, უბაჟო ვაჭრობის მაღაზიების, ელექტროსადგურების, ქვესადგურების, ბლოკსადგურების, გაზისა და ნედლი ნავთობის მაგისტრალური სადენების, გაზგამანაწილებელი სადგურების და სხვა ობიექტების ჩამკეტი და გამშვები ხელსაწყოების ან საქონლის აღრიცხვის სისტემების განლაგების ადგილებში (ტერიტორიებზე) – საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე, ტერიტორიის მფლობელთან შეთანხმებით;
გ) სასაზღვრო სარკინიგზო სადგურებისა და იმ სარკინიგზო სადგურების ტერიტორიაზე, ასევე საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი აეროდრომებისა და საზღვაო პორტების ტერიტორიებზე, საიდანაც ხორციელდება საერთაშორისო მიმოსვლა – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსთან, საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამეტნთან და ტერიტორიის მფლობელთან შეთანხმებით.
თავი IV
საბაჟო კონტროლის ზონის გაუქმება
15. საბაჟო კონტროლის ზონა უქმდება შესაბამისი საბაჟო ორგანოს განთავსების ადგილის, საქართველოს საზღვარზე არსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გაუქმების, საბაჟო გაფორმების ადგილის გაუქმების, ამ დებულების მე-4 მუხლით გათვალიწინებული მიზნით გათვალისწინებული პროცედურების დამთავრების და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
16. საბაჟო საწყობების, დროებითი შენახვის საწყობების ტერტიტორიებზე საბაჟო კონტროლის ზონები უქმდება აღნიშნულ საქმიანობაზე ნებართვების გაუქმებასთან (ჩამორთმევა) ერთად.
17. საბაჟო კონტროლის ზონის გაუქმება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, გარდა ამ დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით და მე-4 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
18. საბაჟო კონტროლის ზონების გაუქმება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის ტერიტორიაზე აღარ იმყოფება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი და/ან სატრანსპორტო საშუალებები.