📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 09.06.2011
ძალის დაკარგვა 13.05.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 360010010.22.023.016061
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110609046, 13/06/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,353 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.06.2011 მიღება
13.05.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:LitMtavrPS; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-9.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:45.0pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold; text-decoration:underline;} p.MsoDocumentMap, li.MsoDocumentMap, div.MsoDocumentMap {margin:0in; margin-bottom:.0001pt; background:navy; font-size:10.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt .5in 26.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანება №20 2011 წლის 9 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №132 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 15 თებერვლის №7 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ.ხაჩიძე საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. სამსახური წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.     მუხლი 2🔗 სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და მინისტრის ცალკეული დავალებებით.     მუხლი 3🔗 სამსახური თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. თავი II სამსახურის ფუნქციები და ამოცანები     მუხლი 4🔗 სამსახურის ფუნქციები და ამოცანებია: ა) ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და რეალიზაციის უზრუნველყოფა; ბ) საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია; გ) ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ორგანიზება და კოორდინაცია; დ) ველურ მცენარეთა და გარეულ ცხოველთა დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, დაგეგმვა, განხორციელება და კოორდინაცია, სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტების გარემოდან ამოღების რეგულირება, გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირება. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება და კოორდინაცია, „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების გარემოდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა; ე) მონაწილეობა ცხოველთა სამყაროს ობიექტების გარემოდან ამოღების წესებისა (მათ შორის, მოპოვების ვადების, ადგილების, აკრძალული იარაღებისა და მეთოდების, მოპოვებისათვის დაშვებული სახეობების, სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერის) და რესურსის მოპოვების კვოტების დადგენაში; ვ) მონაწილეობა სამონადირეო მეურნეობებისა და თევზსამეურნეო მართვის გეგმების შედგენის წესის შემუშავებაში და თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღნიშნული გეგმების შეთანხმება; ზ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ ცვლილებებისა და დამატებების პროექტების განხილვა, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვისა და აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება და კოორდინაცია, „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების გარემოდან ამოღების რეგულირება; თ) ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზება და კოორდინაცია; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშებით საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირება; კ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის (შემდგომში – ნებართვა) გაცემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება; მ) ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით შენახვა; ნ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტების მიღება, აღრიცხვა, დამუშავება, მომზადება ; ო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნებართვის გაცემისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მინისტრისათვის რეკომენდაციისა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენა; პ) ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სანებართვო მოწმობების გამოყენება და აღრიცხვა; ჟ) სანებართვო მოწმობების გაცემა; რ) ნებართვებში ცვლილებების შეტანის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება; ს) უწყებრივი სანებართვო რეესტრის წარმოება; ტ) კომპეტენციის ფარგლებში ნებართვებთან დაკავშირებული საჩივრისა და სარჩელის ადმინისტრაციული და სასამართლო წესით განხილვის პროცესში მონაწილეობის მიღება სამინისტროს შესაბამის წარმომადგენლებთან ერთად; უ) ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების განხილვა; ფ) კომპეტენციის ფარგლებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა; ქ ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვაში მონაწილეობა; ღ ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.     მუხლი 5🔗 დაკისრებული ფუნქციების და ამოცანების შესრულებისას სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს სახელმწიფო დაწესებულებებისა და სხვა პირებისაგან სათანადო ინფორმაცია და მასალები სამსახურის კომპეტენციით განსაზღვრულ საკითხებზე; ბ) მოამზადოს წინადადებები ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში არსებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციისთვის; გ) მონაწილეობა მიიღოს ბიომრავალფეროვნების კომპონენეტების დაცვის და ბიოლოგიური რესურსების მდგრადი გამოყენების სფეროში მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში; დ) კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი. თავი III სამსახურისის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები     მუხლი 6🔗 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.     მუხლი 7🔗 1. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს; დ) აკონტროლებს სამსახურის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; პერიოდულად ისმენს სამსახურში შემავალ მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ე) მინისტრს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ვ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხიმგებლობის დაკისრების შესახებ; თ) შუამდგომლობს სამსახურისათვის იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; ი) სამსახურის სახელით ამზადებს დასკვნებს, ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს და კომპეტენციის ფარგლებში ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებულ დოკუმენტებს; კ) ხელს აწერს სანებართვო მოწმობებს; ლ) კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ორგანიზების მიმდინარეობას; მ) ასრულებს მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ დავალებებს; ნ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 2. სამსახურის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამსახურის უფროსის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება ეკისრება სამსახურის მთავარ სპეციალისტს.     მუხლი 8🔗 1. სამსახურის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამსახურის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.