⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.11.2008)
გაუქმებულია:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 25.06.2003
ძალის დაკარგვა 04.11.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №331
სარეგისტრაციო კოდი 190040000.11.117.005932
გამოქვეყნების წყარო სსმ, 68, 07/07/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,525 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.06.2003 მიღება
04.11.2008 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.5in 46.35pt 45.0pt 53.85pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.11.117.005.932 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №331 2003 წლის 25 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის “ი” ქვეპუნქტისა და 20-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მინისტრის აპარატის დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. გოგიაშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის აპარატის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი საქართველოს ფინანსთა მინისტრის აპარატი (შემდგომში – მინისტრის აპარატი) წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომლის კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებით. წინამდებარე დებულება შემუშავებულია საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების საფუძველზე. მინისტრის აპარატი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებით, მინისტრის სპეციალური დავალებებითა და ამ დებულებით. მინისტრის აპარატი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და მათ საჯარო მოსამსახურეებთან მჭიდრო კავშირში თანასწორუფლებიანობის პრინციპზე. მინისტრის აპარატი საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს სასამართლო სისტემას და საქართველოს სახელმწიფო მინისტრს მიმართავს მხოლოდ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მეშვეობით. მინისტრის აპარატი, მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებისას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში და კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმიან ურთიერთობებს ამყარებს და თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტის, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის, სამინისტროების, სახელმწიფო დეპარტამენტების, სხვა უწყებების, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულების, თვითმმართველობისა და მმართველობის ადგილობრივი ორგანოების შესაბამის, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების ანალოგიურ სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან.     მუხლი 2🔗. მინისტრის აპარატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. მინისტრის აპარატის ძირითადი ამოცანებია: ა) მინისტრის მიერ კორესპონდენციის განხილვისა და დავალებების განსაზღვრის შემდეგ მისი სრულყოფილი აღრიცხვა მინისტრის რეზოლუციების აღნიშვნით და შემსრულებლებამდე დაყვანა სამინისტროს საქმისწარმოების სამსახურის მეშვეობით; ბ) მინისტრის დავალებათა შესრულების ოპერატიული კონტროლის განხორციელება და აღნიშნულის თაობაზე ფინანსთა მინისტრისთვის (არანაკლებ თვეში ერთხელ) ინფორმაციის მიწოდება; გ) საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების, მისიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების წარმომადგენლებისა და სხვა იურიდიული და ფიზიკური პირების მიღების ორგანიზება და პროტოკოლის წარმოება; დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის სპეციალურ და ოპერატიულ დავალებათა დროულად და მაღალკვალიფიციურ დონეზე შესრულება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად საქართველოს ფინანსთა მინისტრის საჯარო გამოსვლებისთვის მასალების მომზადება; ვ) საფინანსო, საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკის სრულყოფის საკითხებზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დეპარტამენტებისა და ადგილობრივი საფინანსო ორგანოების მუშაკებისათვის მეთოდური, პრაქტიკული დახმარებისა და კონსულტაციის გაწევა; ზ) საფინანსო საკითხების თაობაზე საინიციატივო წინადადებების მომზადება და საქართველოს ფინანსთა მინისტრისათვის წარდგენა; საქართველოს ფინანსთა მინისტრის საჯარო გამოსვლების უზრუნველყოფა შესაბამის სამსახურთან ერთად; სამინისტროს სისტემაში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად ქვეყანაში მიმდინარე ფინანსური რეფორმების პროპაგანდა; მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების მიღება და სამინისტროს შესაბამის სამსახურებისთვის გადაცემა; გადაცემული განცხადებებისა და საჩივრების რეაგირებაზე ზედამხედველობის განხორციელება. 2. მინისტრის აპარატის ფუნქციებია: ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრისათვის მუშაობის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფა; ბ) ფინანსთა მინისტრის სახელზე შემოსული სამთავრობო, საერთო და უცხოური კორესპონდენციის აღრიცხვა და დამუშავება; გ) ფინანსთა მინისტრის მიერ კორესპონდენციის განხილვისა და დავალებების განსაზღვრის შემდეგ, მისი სრულყოფილი აღრიცხვა, მინისტრის აპარატის ნომრის მინიჭება, დახარისხება მინისტრის რეზოლუციების აღნიშვნით, უცხოური კორესპონდენციის სახელმწიფო ენაზე თარგმნა, საბოლოო ფოსტის შექმნა და შემსრულებამდე დაყვანა სამინისტროს საქმისწარმოების სამსახურის მეშვეობით; დ) ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ მომზადებული ხელმოსაწერი წერილების, მოხსენებითი ბარათების, ბრძანების პროექტებისა და განცხადებების აღწერა, შემოწმება; ე) ფინანსთა მინისტრისათვის ხელმოსაწერად წარსადგენი დოკუმენტების სტილისტური და რედაქციული თვალსაზრისით სრულყოფილად მომზადებასა და აუცილებელი რეკვიზიტების გაფორმების წესის დაცვაზე კონტროლი; ვ) ფინანსთა მინისტრის სახელზე, სამინისტროს კანცელარიის ნომრის გარეშე შემოსული კორესპონდენციის არსებობის შემთხვევაში, მინისტრის მიერ ამ კორესპონდენციის განხილვისა და დავალებების განსაზღვრის შემდეგ მისი სრულყოფილი აღრიცხვა მინისტრის რეზოლუციების აღნიშვნით და შემსრულებამდე დაყვანა სამინისტროს კანცელარიის მეშვეობით; ზ) არასამუშაო საათებში “სასწრაფოდ” გასაგზავნი და დასარიგებელი კორესპონდენციის აღრიცხვა, დამუშავება, სამინისტროს კანცელარიის ნომრის მინიჭება და კურატორ მინისტრის მოადგილესთვის გადაცემა; თ) საცნობარო მუშაობისათვის ფინანსთა მინისტრისგან გამოსული დასრულებული დოკუმენტების დახარისხება და შენახვა, მოქმედი საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად. საარქივო პერიოდის დადგომისას დასრულებული დოკუმენტების სამინისტროს არქივისთვის დადგენილი წესით გადაცემა; ი) საქართველოს მთავრობის სხდომის, პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოების სხდომათა მასალების მიღება და არსებული წესით დამუშავება და კურატორ მოადგილისათვის გადაცემა; კ) მინისტრის პირადი ბლანკების შენახვისა და დაცულობის უზრუნველყოფა; ლ) საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, განკარგულებებითა და სხვა გადაწყვეტილებებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით გათვალისწინებული და პარლამენტის წევრის მიერ შეკითხვის წესით დასმულ საკითხებზე პასუხის დროულად გაცემასა და შესრულებაზე კონტროლი; მ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო, სამთავრობო საბჭოებისა და საგანგებო კომისიების დავალებების შესრულების კონტროლი; ნ) ფინანსთა მინისტრის ბრძანებებითა და სხვა გადაწყვეტილებებით გათვალისწინებული დავალებების შესრულების კონტროლი; ო) ფინანსთა მინისტრთან ჩატარებულ თათბირებზე, სათათბირო საბჭოს სხდომებზე მიღებული დავალებების შესრულების კონტროლი; პ) ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის კონტროლზე აყვანილი დოკუმენტაციისა და სამსახურებრივი დავალებების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა; ჟ) ფინანსთა მინისტრისა და მისი მოადგილეების მიერ კონტროლზე აყვანილ დოკუმენტებსა და სამსახურებრივ დავალებებზე საკონტროლო ბარათების გამოწერა, შევსება და გადაცემა შემსრულებლისათვის; რ) კონტროლზე აყვანილი დოკუმენტისა და სამსახურებრივი დავალების შესრულების ვადის დადგომამდე 2 (ორი) დღით ადრე წერილობითი შეხსენების შედგენა და შემსრულებლისათვის გადაცემა; ს) კონტროლზე აყვანილი დოკუმენტის დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში შეფერხების მიზეზების შესწავლა, დავალების შესრულებაში შემსრულებლისათვის საჭირო დახმარების აღმოჩენა, წერილობითი ინფორმაციის მომზადება და ფინანსთა მინისტრისათვის წარდგენა; ტ) საკონტროლო დავალებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ 2 (ორ) კვირაში ერთხელ ინფორმაციის მომზადება და ფინანსთა მინისტრისათვის წარდგენა; უ) საკონტროლო დავალებათა შესრულების შედეგების ყოველ კვარტალური ინფორმაციის მომზადება და ფინანსთა მინისტრისათვის გადაცემა, ფინანსთა მინისტრის სათათბირო საბჭოს სხდომაზე მოსახსენებლად; ფ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის სახელზე საქართველოს პრეზიდენტისგან, საქართველოს პარლამენტიდან, საქართველოს კონტროლის პალატიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან და სახელმწიფო კანცელარიიდან, საქართველოს პარლამენტის დეპუტატებისგან და მინისტრებისგან შემოსული კორესპონდენციის დადგენილი წესით დამუშავება და ფინანსთა მინისტრისთვის მიწოდება; ქ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შექმნილი დროებითი ან მუდმივმოქმედი საბჭოებისა და კომისიების მუშაობის ორგანიზება და მონაწილეობის მიღება; ღ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებიდან მიღებულ მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალ დავალებებზე კვალიფიციური დასკვნების დროულად მომზადება; ყ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და დაქვემდებარებული საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ საფინანსო, საბიუჯეტო, საგადასახადო, საბაჟო და საფინანსო-სამართლებრივი სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; შ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროში მოვლინებულ უცხოელ წარმომადგენლებთან (ექსპერტებთან, მისიებთან) ფინანსთა მინისტრის შეხვედრების ორგანიზაციულ-ინფორმაციული უზრუნველყოფა და პროტოკოლის განხორციელება; ჩ) ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში არსებული ორგანოების დავალებების შესრულების კოორდინირება; ც) სხვა ადმინისტრაციული ფუნქციების განხორციელება;     მუხლი 3🔗. მინისტრის აპარატის უფლებამოსილებანი მინისტრის აპარატი უფლებამოსილია: ა) განახორციელოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ ხელმოსაწერი დოკუმენტების ვიზირება; ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატიდან, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან განსაზღვრულ ვადაში მიიღოს მინისტრის აპარატის საქმიანობისათვის, მინისტრის სპეციალური და ოპერატიული დავალებების შესრულებისათვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაცია; გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის სპეციალური და ოპერატიული, აგრეთვე სხვა დავალებების შესაბამისად, ცალკეული საკითხის მომზადებისას იმუშაოს დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად; დ) მოითხოვოს დეპარტამენტებისა და სამმართველოების უფროსებისაგან, უშუალოდ შემსრულებლისა და საქმის მწარმოებლისაგან, როგორც კონტროლზე აყვანილი დოკუმენტი, ასევე მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია; ე) მიიღოს დეპარტამენტების ან სამმართველოების უფროსებისაგან ოფიციალური ცნობები კონტროლზე აყვანილი დავალებების შესრულების მიმდინარეობის საკონტროლო ვადის დადგენილი წესით გაგრძელების, აგრეთვე მისი შეუსრულებლობის მიზეზთა თაობაზე; ვ) შეამოწმოს დეპარტამენტებსა და სამმართველოებში დავალებათა შესრულების კონტროლთან დაკავშირებული მუშაობის მიმდინარეობა და საჭიროების შემთხვევაში მისცეს მათ შესაბამისი მითითებანი.     მუხლი 4🔗. მინისტრის აპარატის ხელმძღვანელობა მინისტრის აპარატს ხელმძღვანელობს მინისტრის აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი; მინისტრის აპარატის უფროსი: ა) ახორციელებს მინისტრის აპარატის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) მოქმედებს მინისტრის აპარატის სახელით და წარმოადგენს მას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემაში შემავალ ორგანოებთან; გ) დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე; დ) უშუალოდ წყვეტს მინისტრის აპარატის სამმართლებრივი სტატუსით, ფუნქციებით, ამოცანებითა და უფლებამოსილებით განსაზღვრულ საკითხებს; ე) ასრულებს ფინანსთა მინისტრის დავალებებს; ვ) აყენებს მინისტრის აპარატის თანამშრომელთა პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხს; მინისტრის აპარატის უფროსი საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს მინისტრის აპარატის თანამშრომელთა დაწინაურებისა და გადაადგილების, აგრეთვე წახალისების, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში მათზე ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ; მინისტრის აპარატის თანამშრომლებს, შესაბამისი მინისტრის მოადგილის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.     მუხლი 5🔗. მინისტრის აპარატის სტრუქტურა 1. მინისტრის სამდივნო. 2. დოკუმენტაციის წარმოებისა და ზედამხედველობის განყოფილება. 3. პროტოკოლის განყოფილება.