⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.09.2007)
გაუქმებულია:

ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ

მიღების თარიღი 28.10.1998
ძალის დაკარგვა 20.09.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №1663
სარეგისტრაციო კოდი 370.020.000.05.001.000.339
გამოქვეყნების წყარო სსმ, 4, 20/11/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,629 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.10.1998 მიღება
20.09.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:"GEO LitNusx";} @font-face {font-family:Martve;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:normal; font-size:14.0pt; font-family:"GEO LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:normal; font-size:14.0pt; font-family:"GEO LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:normal; font-size:14.0pt; font-family:"GEO LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:normal; font-size:15.0pt; font-family:"Martve","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; line-height:normal; font-size:16.0pt; font-family:"GEO LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:normal; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:4.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:normal; font-size:14.0pt; font-family:"GEO LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:normal; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; line-height:normal; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; line-height:normal; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:normal; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:normal; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; line-height:normal; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:27.0pt 42.5pt 49.65pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს კანონი ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ თავი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადება – ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის მათ სარგებლობაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭება; ბ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – მიწის ყველა ნაკვეთი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით არ გამოიყენება; გ) სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი – დადგენილი წესით ფიზიკური პირების ან კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის გამოყოფილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; დ) მიწის გამოყოფის დადგენილი წესი – მიწით მოსარგებლისათვის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გამოყოფის დროისათვის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მიწის გამოყოფის წესი; ე) გამოყოფილი მიწა – ფიზიკური პირების ან კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთით განსაზღვრული ფორმით სარგებლობაში გადაცემული მიწა; ვ) მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი საბუთი – ამ კანონის ამოქმედებამდე დადგენილი წესით რომელიმე შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა ან სათანადო წესით მათი დამოწმებული ასლი; ზ) შესაბამისი სამსახური – სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და მისი ტერიტორიული ორგანოები. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2636 – სსმI, №5, 20.01.2006წ., მუხ.44     მუხლი 2🔗. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი აწესრიგებს ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. ფიზიკურ პირებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს კერძო საკუთრების უფლება მიენიჭებათ მათ სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგ მიწებზე: ა) პრივატიზებულ (კერძო) საწარმოთა სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე; ბ) ფიზიკური პირების ან კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სარგებლობაში დადგენილი წესით გამოყოფილ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე; გ) იმ კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სარგებლობაში დადგენილი წესით გამოყოფილ არასა­სოფ­ლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომ­ლებიც სახელმწიფომ დააფუძნა როგორც ამ კანონის ამოქმედებამდე, ისე მისი ამოქმედების შემდეგ. 3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე; ბ) სახაზინო საწარმოების სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე; გ) მაგისტრალური მილსადენებით, მიწისქვეშა კომუნიკაციებით, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებით, რკინიგზისა და სხვა სატრანსპორტო მაგისტრალებით, საზღვაო ნავსადგურებით, ჰიდროტექნიკური ნაგებობებით დაკავებულ და მათ სანიტარიულ-ტექნიკურ ზონას მიკუთვნებულ მიწებზე, აგრეთვე ნავმისადგომების ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად არსებულ ტერიტორიებზე და სახელმწიფოს მიერ ისტორიის, ბუნებისა და კულტურის ძეგლებად მიჩნეულ სახელმწიფო საკუთრების ნაგებობების დაცვითი ზონების მიწებზე; დ) დროებითი სარგებლობის უფლებით გამოყოფილ იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანოების მოთხოვნისთანავე მოყვანილ უნდა იქნეს პირვანდელ მდგომარეობაში და რაც აღნიშნულია მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელ საბუთში; ე) იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ფიზიკური პირების ან კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებად; ვ) ყველა სხვა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ამ მუხლის მე-2 პუნქტით არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4130 – სსმI, №49, 29.12.2006წ., მუხ.361     მუხლი 3🔗. ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭების წესი 1. კერძო საკუთრების უფლება ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე მათ მიწით სარგებლობის დამადასტურებელი საბუთით აქვთ გამოყოფილი. ამ მიწის ნაკვეთებზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები. 2. მიწის ნაკვეთზე კერძო საკუთრების მინიჭებისას ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე იხდის ერთჯერად საზღაურს 1998 წლის 1 ოქტომბრისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური გადასახადის ოდენობით. 2​1. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვე­პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიწის ნაკვეთზე საკუთრების მინიჭებისას მიწის ერთ კვად­რატულ მეტრზე საზღაური განისაზღვროს გამოსყიდვის დროი­სათვის მოქმედი მიწის ნორმატიული ფასის მიხედვით, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასა­სოფ­ლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბა­მისად. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დაწესებული ერთჯერადი საზღაური გადაიხდება 1998 წლის 31 დეკემბრამდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ ერთჯერადი საზღაური ორმაგდება. 4. თუ ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი არ გადაიხდის ამ კანონით დადგენილ ერთჯერად საზღაურს, იგი ვალდებულია 1999 წლის 31 დეკემბრამდე მიწის ნაკვეთი გაიფორმოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი სარგებლობის (იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი, ქირავნობა) ფორმით. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული ერთჯერადი საზღაურის გადახდისთანავე მას მიენიჭება მიწაზე კერძო საკუთრების უფლება. 5. მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭებისათვის ერთჯერადი საზღაურის გადახდა მიწის კერძო საკუთრებაში მიმღებ სუბიექტს არ ათავისუფლებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მიწის გადასახადისაგან. 5​1. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიწაზე კერ­ძო საკუთრების უფლების მინიჭებისათვის საზღაურის გადახ­და მიწის კერძო საკუთრებაში მიმღებ სუბიექტს არ ათავისუფლებს საქართველოს საგადასახადო კოდექ­სით დადგენილი ქონების (მიწის) გადასახადისაგან. 6. ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დადგენილი წესით ბინათმშენებლობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთი, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსით კერძო საკუთრებად არ გამოცხადებულა, უსასყიდლოდ გადადის მათ საკუთრებაში, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც გამოყოფილი ჰქონდათ სახელმწიფო უწყებებსა და ორგანიზაციებს საბინაო მშენებლობისათვის. საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4130 – სსმI, №49, 29.12.2006წ., მუხ.361     მუხლი 4🔗. რეგისტრაციის წესი 1. საკუთრების ან სარგებლობის უფლება მიწის ნაკვეთზე, რომელიც ამ კანონის საფუძველზე მიენიჭება ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს პირველადი რეგისტრაციის ფორმით რეგისტრირდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურში ამ კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირველადი რეგისტრაცია წარმოებს საკუთრების უფლების დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე, რომელიც ოფიციალურად აღრიცხული ან გაცემულია რომელიმე შესაბამისი სამსახურის მიერ. 3. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციისათვის განმცხადებელი სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს: ა) განცხადებას; ბ) მიწით სარგებლობის უფლების დამადასტურებელ საბუთს; გ) კერძო საკუთრების უფლების მისანიჭებელ მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ საბუთს; დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული მიწის გადასახადისა და ამ კანონით დადგენილი ერთჯერადი საზღაურის გადახდის დამადასტურებელ საბუთს; ე) კერძო სამართლის იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ასლს. 4. განცხადებისა და თანდართული საბუთების მიღებას სარეგისტრაციო სამსახური ადასტურებს გან-ცხადების რეგისტრაციის წიგნში განცხადების რეგისტრაციითა და განცხადების მიღების ბარათის გაცემით. 5. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლების რეგისტრაციას რეგისტრატორი ახორციელებს განცხადების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში. დაჩქარებული რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს ერთი, სამი ან ხუთი დღის ვადაში. 6. რეგისტრაციის განხორციელებაზე უარის შესახებ დასაბუთებულ წერილობით გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო სამსახური იღებს განცხადების მიღებიდან სამი დღის ვადაში და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს დაინტერესებულ პირს. 7. მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს შეიძლება ეთქვას უარი, თუ: ა) ვერ წარადგინა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საბუთები; ბ) არსებულ დოკუმენტში დაფიქსირებული სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთი ან მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობანი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაა. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2636 – სსმI, №5, 20.01.2006წ., მუხ.44     მუხლი 5🔗. მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებულ გარიგებათა ბათილობა 1. მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებს და გარიგებათა ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავს სასამართლო. 2. მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებულ სადავო საკითხთა განხილვისა და გარიგებათა ბათილად ცნობის უფლებრივი და ქონებრივი შედეგები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 3. მიწაზე კერძო საკუთრების უფლების მინიჭებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. თავი II. გარდამავალი დებულებანი     მუხლი 6🔗. გარდამავალი დებულებანი 1. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ სახელმწიფო საკუთ­რებაში არსებული შენობა-ნაგებობის განკარგვა ხდება იმ მიწის ნაკვეთთან ერთად, რომელზედაც ის არსე­­­ბუ­­ლი წესით არის დამაგრებული საქართველოს კა­ნონ­­­მდებლობის შესაბამისად. ამასთანავე, მიწის ნაკვეთის საფასურის გადახდა შესაძლებელია განვადებით, არა უმეტეს ორი წლის განმავლობაში. 2. საქართველოს სასაზღვრო ზონაში მოქცეული მიწებით სარგებლობა რეგულირდება „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონით. 3. საქართველოს ტერიტორიის ნაწილის დროებით მაკონტროლებელი სეპარატისტული სტრუქტურების მიერ მიწის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით მიღებული აქტები ბათილია. 4. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადება განხორციელდეს ამ კანონით დადგენილი წესით. 2005 წლის 31 დეკემბრამდე ერთჯერადი საზღაური, რომელიც დადგენილია ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით, განისაზღვროს 1998 წლის 1 ოქტომბრისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური გადასახადის ოდენობით. ამ ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნული ერთჯერადი საზღაურის ოდენობა ორმაგდება. საქართველოს 2001 წლის 14 მარტის კანონი №790 – სსმI, №8, 31.03.2001წ., მუხ.24 საქართველოს 2005 წლის 10 მარტის კანონი №1072 – სსმI, №11, 29.03.2005წ., მუხ.71 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2636 – სსმI, №5, 20.01.2006წ., მუხ.44 საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4130 – სსმI, №49, 29.12.2006წ., მუხ.361 თავი III. დასკვნითი დებულება     მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულება ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი         ე. შევარდნაძე თბილისი, 1998 წლის 28 ოქტომბერი. №1663–Iს შეტანილი ცვლილებები: 1. საქართველოს 2001 წლის 14 მარტის კანონი №790 – სსმI, №8, 31.03.2001წ., მუხ.24 2. საქართველოს 2005 წლის 10 მარტის კანონი №1072 – სსმI, №11, 29.03.2005წ., მუხ.71 3. საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2636 – სსმI, №5, 20.01.2006წ., მუხ.44 4. საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4130 – სსმI, №49, 29.12.2006წ., მუხ.361 5. ძალადაკარგულია – საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5274 – სსმI, №29, 27.07.2007წ., მუხ.319 (ამოქმედდეს 2007 წლის 20 სექტემბრიდან) 6. საქართველოს 2007 წლის 11ივლისის კანონი №5299 – სსმI, №31, 03.08.2007წ., მუხ.351