⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (25.12.2006)
გაუქმებულია:

საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებების 2002 წლის სპეციალური სახსრების ხარჯვის წესის შესახებ

მიღების თარიღი 25.10.2002
ძალის დაკარგვა 25.12.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №338
სარეგისტრაციო კოდი 190040000.11(1).170.005545
გამოქვეყნების წყარო სსმ, 107, 31/10/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 697 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.10.2002 მიღება
25.12.2006 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებების 2002 წლის სპეციალური სახსრების ხარჯვის წესის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Literaturuly; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"Literaturuly","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"Literaturuly","sans-serif";} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 106.040.000.11.117.005.545 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №338 2002 წლის 25 ოქტომბერი ქ. თბილისი საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებების 2002 წლის სპეციალური სახსრების ხარჯვის წესის შესახებ  „საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 36-ე პუნქტის შესრულების მიზნით, ვბრძანებ: დამტკიცდეს „საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის განსაზღვრული სპეციალური სახსრების ხარჯვის წესი დანართის მიხედვით. მ. გოგიაშვილი საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სპეციალური სახსრების ხარჯვის წესი 1. ზოგადი ნაწილი 1.1. საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებების (შემ­დგომ­ში ორგანიზაციები) სპეციალური სახსრების ხარ­ჯვის წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შე­სა­ხებ“ საქართველოს კანონის სა­ფუძველზე. 1.2. წესი განსაზღვრავს ორგანიზაციების მიერ საქართველოს კა­­­ნონ­მდებლობით და პრეზიდენტის ბრძანებულებებით გან­საზღვ­რუ­ლი, ფასიანი მომსახურებიდან, აგრეთვე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ების ეკო­ნო­მი­კური საქმიანობიდან, დონორი ორგანიზაციების მიზნობრივი გრან­ტებიდან, შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბი­დან და აგრეთვე სხვა ნორ­მა­ტი­უ­ლი აქტებით დადგენილი შე­მოსავლებიდან სახსრების განკარგვის მექა­ნიზმს. 2. სპეციალური სახსრების ხარჯები 2.1. ორგანიზაციის მიერ სპეციალური სახსრებიდან ხარჯების გა­წევის ძირითადი მარეგლამენტირებელი დოკუმენტებია სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონი და ორგანიზაციების სპეციალური სახსრების ხარჯთაღრიცხვა. 2.2. ორგანიზაციების სპეციალური სახსრების ხარჯთაღრიცხვა წა­­რედგინება და მტკიცდება საქართველოს ფინანსთა სა­მი­ნის­ტროს მიერ დადგენილი ფორმით. 2.3. სპეციალური სახსრების ხარჯთაღრიცხვა შეიცავს ორგა­ნი­ზა­ციის მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტებითა და მისი დებულებით განსაზღვრული მიზნებისათვის გასაწევ ხარჯებს, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს ორგანიზაციისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულ სპეციალური შემოსავლების პარამეტრებთან. გარდა ამისა, სპეციალური სახსრების ხარჯთაღრიცხვაში ფიქსირდება მთლიანი შემოსავალი და სხვა ვალდებულებების მთლიანი მოცულობა. 2.4. სპეციალური სახსრების ხარჯთაღრიცხვა უნდა შეესა­ბა­მე­ბო­დეს საბიუჯეტო ხარჯთაღრიცხვის დადგენილ ეკონომიკურ კლა­სიფიკაციას. 2.5. ორგანიზაციების მიერ წლის განმავლობაში დამატებითი შემოსავლის მიღების შემთხვევაში მათივე წარდგენილი წინადადებისა და გაანგარიშების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამზადებს საქართველოს კანონის პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ მოქმედი კანონის დასაზუსტებლად. 3. სპეციალური სახსრების ხარჯვა 3.1. ორგანიზაციების მიერ სპეციალური სახსრების, მათ შორის, დეპოზიტურ ანგარიშებზე ორგანიზაციების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის კუთვნილი თანხების ხარჯვა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ ორგანიზაციისათვის ამ მიზნით გახსნილი სპეციალური ანგარიშიდან. 3.2. სახაზინო სამსახურის მიერ ორგანიზაციების დაფინანსება ხდება მათ სპეციალურ ანგარიშზე შემოსავლების არსებობის პირობებში. 3.3. იკრძალება სპეციალური სახსრებიდან შრომის ანაზღა­უ­რე­ბის გაცემა შესაბამისი გადასახადის, სოციალური გადა­სა­ხა­დისა და სავალდებულო სახელმწიფო შესატანების გა­რეშე. 3.4. დაუშვებელია საბიუჯეტო ხარჯებისა და სპეციალური შე­მო­სავლებით გასაწევი ხარჯების ურთიერთგადანაწილება. 3.5. დეპოზიტური და ანალოგიური სახის თანხები წინასწარ გან­საზღვრას არ ექვემდებარება და იხარჯება დამატებით დამ­ტკი­ცებული ხარჯთაღრიცხვით, ადრე დამტკიცებული სპე­ცი­ა­ლუ­რი სახსრების ხარჯების დამატებით, რის გამოც ცვლილება უნ­და განხორციელდეს 2.5. პუნქტის მიხედვით. 3.6. ორგანიზაციის მიერ აღნიშნული წესით დადგენილი პი­რო­ბე­­ბის დარღვევისას სახაზინო სამსახური ვალდებულია შე­აჩეროს სახსრების გაცემა. 4. სპეციალური სახსრების ხარჯვის კონტროლი 4.1. წინამდებარე წესით განსაზღვრულ დებულებებზე კონტროლი ეკისრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.