საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო „ენერგეტიკის საბაჟოს” დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.12.2002
ძალის დაკარგვა 26.12.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №387
სარეგისტრაციო კოდი 230200000.11(1).170.005582
გამოქვეყნების წყარო სსმ, 118, 09/12/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო „ენერგეტიკის საბაჟოს” დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.25in; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.4pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.25in; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:42.55pt 42.55pt 42.55pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.000.110.117.005.582
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №387
2002 წლის 2 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო „ენერგეტიკის საბაჟოს” დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 19 ივლისის №343 ბრძანებულების მე-4 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს და ამოქმედდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო „ენერგეტიკის საბაჟოს” თანდართული დებულება.
2. ბრძანება ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე.
მ. გოგიაშვილი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “ენერგეტიკის საბაჟოს” დებულება
თავი I. ზოგადი დებულება
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო „ენერგეტიკის საბაჟო” (შემდგომში _ საბაჟო) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის (შემდგომში საბაჟო დეპარტამენტი) დაქვემდებარებული საბაჟო ორგანო და iგი პასუხისმგებელია საქართველოს საბაჟო საზღვარზე მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული ნედლი ნავთობის და სხვა ნავთობპროდუქტების, ბუნებრივი გაზის და ელექტროენერგიის (შემდგომში ენერგომატარებლები) მიმართ ერთიანი საბაჟო პოლიტიკის განხორციელებაზე და საბაჟო კანონმდებლობის შესრულებაზე.
2. საბაჟო თავისი საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საბაჟო საქმის მარეგულირებელი სამართლებლივი აქტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის და საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებებით და ამ დებულებით.
3. საბაჟოს აქვს ბეჭედი და ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, აგრეთვე სხვა ბეჭდები და დამღები საბაჟო კონტროლისა და საბაჟო გაფორმებისათვის, დამოუკიდებელი ბალანსი, შესაბამისი საბანკო და სახაზინო ანგარიშები.
4. საბაჟო ფინანსდება საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან.
თავი II. საბაჟოს ამოცანები
5. საბაჟოს ძირითადი ამოცანებია:
ა) სამოქმედო ტერიტორიაზე საქართველოს საბაჟო პოლიტიკის განხორციელება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკური სუვერენიტეტისა და ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვა;
გ) საბაჟო გადასახდელების, სხვა გადასახადებისა და მოსაკრებლების დარიცხვა-ამოღებას და შესაბამის ბიუჯეტებში მათი დროული და სრული აკუმულირება;
დ) საბაჟო საზღვარზე საბაჟო წესების დარღვევით გატარებული ენერგომატარებლების გამოვლენა-აღკვეთა და სათანადო რეაგირება.
თავი III. საბაჟოს ძირითადი ფუნქციები
6. საბაჟოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო პოლიტიკის ამოცანების პრაქტიკული რეალიზაციის უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიის მთლიანობის უზრუნველყოფისა და ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა;
გ) საქართველოს ტერიტორიაზე გატარებული ენერგომატარებლების ეფექტური აღრიცხვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით საბაჟო ინფრასტრუქტურის შექმნა და სრულყოფა;
დ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ენერგომატარებლების მიმართ საბაჟო რეჟიმის გამოყენების კანონიერების უზრუნველყოფა;
ე) საბაჟო სფეროში არსებული პრაქტიკული გამოცდილებების გაანალიზება, საბაჟო დეპარტამენტში საბაჟო საქმის მართვის სრულყოფის თაობაზე წინადადებების წარდგენა;
ვ) საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ენერგომატარებლების აღიცხვა, საბაჟო გაფორმება და საბაჟო კონტროლი;
ზ) საბაჟო გადასახდელებისა ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გადასახადებისა და მოსაკრებლების დარიცხვა, ამოღება და მათ შესაბამის ბიუჯეტებში გადარიცხვა, დადგენილი წესით საბაჟო დეპარტამენტში შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში ენერგომატარებლების კლასიფიცირება და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურაში აღნიშნული პოზიციების მიკუთვნება;
ი) ენერგომატარებლების საქართველოს ტერიტორიაზე გატარებისას საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა-აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება;
კ) საგარეო ვაჭრობის, საბაჟო სტატისტიკისა და სპეციალური საბაჟო სტატისტიკის ფორმირების მიზნით, პირველადი მონაცემების დამუშავება და საბაჟო დეპარტამენტში წარდგენა;
ლ) საბაჟო საქმის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებასა და განხილვაში მონაწილეობა;
მ) კომპეტენციის ფარგლებში იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საჩივარ-განცხადებების განხილვა-რეაგირება;
ნ) საბიუჯეტო შემოსავლების ოპერატიულ და წლიური პროგნოზულ მონაცემებზე წინადადებების მომზადება და საბაჟო დეპარტამენტში წარდგენა, მათ შემდგომ დაზუსტებასა და კორექტირებაში მონაწილეობა;
ო) კადრების შერჩევა და განაწილება, მათი კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებების განხორციელება;
პ) კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო დეპარტამენტის და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობა;
ჟ) საბაჟო სამსახურების ერთიანი ავტომატიზებული ინფორმაციული სისტემის შექმნისა და სრულყოფის ღონისძიებებში მონაწილეობა;
რ) საბუხჰალტრო აღრიცხვა და ანგარიშგების განხორციელება, საანგარიშო პერიოდების მიხედვით საბუჰხალტრო ბალანსების შედგენა და შესაბამისი ანგარიშების საბაჟო დეპარტამენტში წარდგენა;
ს) სხვადასხვა წყაროებიდან საქართველოს ტერიტორიაზე გატარებული ენერგომატარებლების გატარების შესახებ ინფორმაციის მოპოვება;
ტ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების აღსრულება.
თავი V. საბაჟოს უფლებები
7. საბაჟოს (მის უფლებამოსილ პირს) მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად, უფლება აქვს:
ა) მოახდინოს საბაჟო საზღვარზე გატარებული ენერგომატარებლების საბაჟო კონტროლი და საბაჟო გაფორმება;
ბ) მოითხოვოს და უსასყიდლოდ მიიღოს (თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებიდან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან დოკუმენტაცია, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად;
გ) საბაჟო გაფორმების მიზნით აიღოს საქონლის სინჯები, ჩაატაროს მათი გამოკვლევა. მისცეს ნებართვა საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ საქონლზე სინჯები აიღოს საქონლის მფლობელმა ან მათმა წარმომადგენელმა და სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოების წარმომადგენლებმა, მოითხოვოს გამოკვლევის შედეგების გაცნობა;
დ) საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფის წინადადებები;
ე) საბაჟო გადასახდელების გადაუხდელობისას მიმართოს სასამართლოს საბაჟო გადასახადების გადამხდელის ქონებაზე ყადაღის დადებაზე ან საბანკო ანგარიშებიდან საინკასო დავალებით (განკარგულებით) საბაჟოს კუთვნილი თანხის ჩამოწერის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად;
ვ) საბაჟო კონტროლის უზრუნველყოფის აუცილებლობიდან გამომდინარე, აკონტროლოს საბაჟო კონტროლის ზონებში საქონლის, სატრანსპორტო საშუალებების და ფიზიკურ პირთა გადაადგილება;
ზ) საბაჟო კონტროლის განხორციელებისას მოიწვიოს სამართალდამცავი და მაკონტროლებელი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების სპეციალისტები და ექსპერტები;
თ) მოახდინოს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ენერგომატარებლების ტრანსპორტირების საშუალებების იდენტიფიცირება;
ი) საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით შევიდეს ნებისმიერ შენობაში, სადაც ხორციელდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ენერგომატარებლების გადაადგილების ორგანიზება ან სადაც შეიძლება მოთავსებული იყოს საბაჟო კონტროლისათვის საჭირო დოკუმენტები;
კ) განახორციელოს კადრების შერჩევა, განაწილება, მომზადება და მათი პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება;
ლ) საბაჟო წესების დარღვევის გამოვლენისას შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაადოს დამრღვევს ადმინისტრაციული სახდელი;
მ) ისარგებლოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებით.
თავი VI. საბაჟოს სტრუქტურა და მართვა
8. საბაჟოს ხემძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე.
9. საბაჟოს უფროსის მოადგილეებს, მთავარ ბუჰხალტერს, განყოფილებათა უფროსებს, მათ მოადგილეებს და სხვა საჯარო მოსამსახურეებს საბაჟოს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე.
10. საბაჟოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს საბაჟოს მუშაობას და პასუხს აგებს მის წინაშე მდგარი ამოცანების და დაკისრებული ფუნქციათა შესრულებაზე;
ბ) პასუხისმგებელია საბაჟო საქმის მარეგულირებელი სამართლებლივი აქტების შესრულებაზე და ანგარიშვალდებულია საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე;
გ) იღებს გადაწყვეტილებებს საბაჟოს მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს საბაჟოს სახელით, წარმოადგენს მას სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
დ) საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთულების საჯარო მოსამსახურეებს;
ე) სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში წარადგენს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებს;
ზ) განიხილავს საბაჟო წესების დარღვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს;
თ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები საბაჟოს საჯარო მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ;
ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა ფუნქციებს და სარგებლობს სხვა უფლებამოსილებით.
11. საბაჟოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.
12. საბაჟოს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) საბაჟო გაფორმების განყოფილება;
ბ) საფინანსო საბუხჰალტრო განყოფილება;
გ) ინფორმატიკისა და სტატისტიკის განყოფილება;
დ) კადრებისა და სამართლებრივ საკითხთა განყოფილება;
ე) კანცელარია;
13. საბაჟო გაფორმების განყოფილების ძირითადი ამოცანებია: სამოქმედო ტერიტორიაზე საქართველოს საბაჟო პოლიტიკის განხორციელება; საბაჟო საზღვარზე გატარებული ენერგომატარებლების აღრიცხვა, საბაჟო კონტროლი და საბაჟო გაფორმება; საბაჟო გადასახდელების, სხვა გადასახადებისა და მოსაკრებლების დარიცხვა-ამოღება და შესაბამის ბიუჯეტებში მათი დროული და სრული აკუმულირება; ცალკეული საბაჟო რეჟიმში მოქცეული ენერგომატარებლების, რეჟიმით გათვალისწინებული პირობების და ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლი; საბაჟო საზღვარზე საბაჟო წესების დარღვევით გატარებული ენერგომატრებლების გამოვლენა-აღკვეთა და სათანადო რეაგირება.
14. საფინანსო-საბუხჰალტრო განყოფილების ძირითადი ამოცანებია: ნაერთი ხარჯთაღრიცხვით დამტკიცებულ მოცულობათა ფარგლებში საბუხჰალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების საქმის წარმოება; საანგარიშო პერიოდების მიხედვით ბალანსების შედგენა და შესაბამისი ანგარიშგების საბაჟო დეპარტამენტში წარდგენა; ქვეყნის ბიუჯეტის სასარგებლოდ როგორც ნაღდი ასევე უნაღდო ანგარიშსწორების წესით ამონაგები თანხების აღრიცხვა, მათ შორის ცალკეულ გადასახდელების სახეობების მიხედვით; ძირითადი საშუალებების, მცირეფასიანი და სწრაფცვეთადი საგნების აღრიცხვიანობის წარმოება; დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებიების აღრიცხვის წარმოება და მათ სალიკვიდაციოდ შესაბამისი ღონისძიებების გატარება; იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილი საგარანტიო ვალდებულებებით გათვალისწინებული პირობების შესრულების უზრუნველყოფაზე კონტროლი; ზედმეტად ან არასრულად დარიცხული თანხების გადაანგარიშება და შესაბამისი საბუხჰალტრო ოპერაციების ჩატარება; ხელფასების, პრემიების და სხვა ანაზღაურებების დარიცხვა-გაცემა.
15. ინფორმატიკისა და სტატისტიკის განყოფილების ძირითადი ამოცანებია: საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ენერგომატარებლების სტატისტიკური ინფორმაციის აღრიცხვა; საბაჟო კანონმდებლობის დარღვევებზე მონაცემთა ინფორმაციული ბაზის შექმნა; საბაჟო ინფორმაციული ტექნოლოგიების და მონაცემთა გადაცემის სისტემების მომსახურება; საბაჟო საზღვარზე გატარებული ენერგომატარებლების ტენდენციების სტრუქტურის დინამიკა და ანალიზი; დეკლარაციისათვის სტატისტიკური ნომრის მინიჭება; საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურებისათვის დადგენილი წესით და ფორმით ინფორმაციის მიწოდება.
16. კადრებისა და სამართლებრივ საკითხთა განყოფილების ძირითადი ამოცანებია: დადგენილი ერთიანი საკადრო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა, კადრების შემადგენლობის თვისობრივი გაუმჯობესება, მათი შერჩევა, განაწილება და პროფესიული დონის ამაღლება; წოდებათა მინიჭების, ასევე დასჯა-წახალისების საკითხების მომზადება; მოხელეთა პროფესიული მომზადების, გადამზადების, საბაჟოს მოხელეთა ატესტაციების ორგანიზება; საბაჟო მოხელეთა შვებულების გრაფიკის მომზადება და მის განხორციელებაზე კონტროლი; საბაჟოს პირადი შემადგენლობის მიერ დისციპლინისა და კანონიერების განუხრელ დაცვაზე ზედამხედველობა; თანამშრომელთა მიერ კანონდარღვევების, მოქალაქეთა და იურიდიული პირების უფლებების დარღვევის, სამსახურებრივი გადაცდომების ფაქტების გამოვლენა და მათი პროფილაქტიკა, აღნიშნულ საკითხებზე შემოსული საჩივარ-განცხადებების შესწავლა და სათანადო რეაგირება; საბაჟო საქმის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმატიული აქტების პროექტების მომზადების ორგანიზება; შემოსული საჩივრებისა და პროტესტების განხილვა; საბაჟო საქმის წარმოებისათვის სამართლებრივ საშუალებათა გამოყენების უზრუნველყოფა (იურიდული კონსულტაცია საბაჟო ორგანოების თანამშრომლებისათვის); თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო ორგანოს ინტერესების წარმოდგენა და დაცვა სასამართლოსა და სხვა ორგანოებში სამართლებრივი საკითხების განხილვისას; საბაჟოში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოება.
17. კანცელარიის ძირითადი ამოცანებია: შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვა და დამუშავება, მათ შესრულებაზე ზედამხედველობა; საქმისწარმოების, საჩივარ-განცხადებების განხილვის და მოქალაქეთა მიღების ორგანიზაცია; თათბირების საოქმო გაფორმება და მის შესრულებაზე ზედამხედველობა.