საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №129 „ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის კონკურსისა და აუქციონის ჩატარების ვადების, წესისა და პირობების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 16.11.1999
ძალის დაკარგვა 14.11.2006
გამომცემი ორგანო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო
ნომერი №129
სარეგისტრაციო კოდი 000000290.01(2).003.000943
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,044 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.11.1999 მიღება
14.11.2006 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 5 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №129 „ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის კონკურსისა და აუქციონის ჩატარების ვადების, წესისა და პირობების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.karixml, li.karixml, div.karixml {mso-style-name:kari_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.karisataurixml, li.karisataurixml, div.karisataurixml {mso-style-name:kari_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 290.012.003.943 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №129 1999 წლის 16 ნოემბერი ქ.თბილისი “ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის კონკურსისა და აუქციონის ჩატარების ვადების, წესისა და პირობების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე ”ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს 1996 წლის კანონის (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება, საქართველოს კანონები, 1997 წელი, №1-2 (33-347) 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ჯ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ამავე მუხლებით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით ვბრძანებ: დამტკიცდეს: I. თანდართული დებულება “ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის კონკურსისა და აუქციონის ჩატარების ვადების, წესისა და პირობების შესახებ” II. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან მე-20 დღეს. III. ეს ბრძანება გამოქვეყნდეს მისი სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან 7 დღის განმავლობაში. ნ. ჩხობაძე დებულება ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის კონკურსისა და აუქციონის ჩატარების ვადების, წესისა და პირობების შესახებ კარი I ზოგადი ნაწილი თავი 1. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც და რომლის შესასრულებლადაც გამოიცა “ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის კონკურსისა და აუქციონის ჩატარების ვადების, წესისა და პირობების შესახებ” დებულება წინამდებარე დებულება მომზადებულია “ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის, მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონის შესასრულებლად.     მუხლი 2🔗. დებულების რეგულირების საგანი წინამდებარე დებულება არეგულირებს საქართველოში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის ლიცენზიის გაცემის, კონკურსისა და აუქციონის ჩატარების წესისა და პირობების ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და ასევე სახელმწიფოს შორის.     მუხლი 3🔗. კანონმდებლობის სისტემა საქართველოში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის ლიცენზიის გაცემის, კონკურსისა და აუქციონის ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის სფეროში კანონმდებლობის სისტემა საქართველოში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის ლიცენზიის გაცემის, კონკურსისა და აუქციონის ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის სფეროში შედგება “ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, სხვა საკანონმდებლო აქტების, აგრეთვე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან.     მუხლი 4🔗. დებულების მიზნები და ამოცანები. წინამდებარე დებულების მიზანს წარმოადგენს საქართველოში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის ლიცენზიის გაცემისათვის, კონკურსისა და აუქციონის ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრა.     მუხლი 5🔗. დებულებაში გამოყენებული ძირითადი ცნებები ამ დებულებაში გამოყენებულ ძირითად ცნებებს, თუ განსაკუთრებული მითითება არ არის, შემდეგი მნიშვნელობა აქვთ. 1. ტრანსლოკაცია _ კრებსითი შინაარსის ტერმინი, რომელიც მოიცავს რეინტროდუქციის, ინტროდუქციისა და რესტოკინგის ცნებებს. 2. ინტროდუქცია _ ფაუნისთვის უცხო სახეობების შემოყვანა მათი ბუნებაში გაშვების მიზნით. 3. რეინტროდუქცია _ გარეულ ცხოველთა სახეობების ბუნებაში აღდგენის ღონისძიება. გარეული ცხოველის შეყვანა მისი გავრცელების ისტორიულ არეალში, სადაც ამ სახეობის არც ერთი ინდივიდი აღარ არის შენარჩუნებული. 4. რესტოკინგი _ გარეულ ცხოველთა სახეობების ბუნებაში აღდგენის ღონისძიება. გარეული ცხოველის შეყვანა მისი გავრცელების ისტორიულ არეალში, სადაც შემორჩენილია ამ სახეობის ძალზე მცირერიცხოვანი პოპულაცია. თავი II. უფლებები და ვალდებულებები საქართველოში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის ლიცენზიის გაცემის, კონკურსისა და აუქციონის ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის სფეროში     მუხლი 6🔗. უფლებები ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს: 1. ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით ლიცენზიით განსაზღვრულ ფარგლებში და აწარმოოს მეურნეობა მათთვის სასურველი ფორმით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გარემოს დაცვითი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს. 2. მიმართოს ლიცენზიის გამცემს თხოვნით ლიცენზიის პირობებში ცვლილებების ან დამატებების შეტანის შესახებ, თუ წარმოიშვა არსებითად სხვა, ლიცენზიით გაუთვალისწინებელი მდგომარეობა. 3. მიმართოს სასამართლოს სარჩელით, თუ არ ეთანხმება ლიცენზიის უფლების შეზღუდვის, შეჩერების და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას.     მუხლი 7🔗. ვალდებულებები ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია: 1. შეასრულოს ცხოველთა სამყაროს ობიექტების დაცვის, აღწარმოების და სარგებლობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. 2. დაიცვას ლიცენზიაში მოყვანილი პირობები; 3. უზრუნველყოს მოსახლეობისა და ამ სფეროში დასაქმებულ მუშაკთა უსაფრთხოება; 4. უზრუნველყოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისას შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა; 5. წარუდგინოს ინფორმაცია ცხოველთა სამყაროს ობიექტების შესახებ მათთვის გამოყოფილი უბნის ფარგლებში საექსპერტო საბჭოს მოთხოვნის შემთხვევაში თავი III. კომპეტენციები საქართველოში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის ლიცენზიის გაცემის, კონკურსისა და აუქციონის ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის სფეროში     მუხლი 8🔗. საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციები საქართველოში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის ლიცენზიის გაცემის, კონკურსისა და აუქციონის ჩატარების წესისა და პირობებისგანსაზღვრის სფეროში 1. საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციები საქართველოში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის ლიცენზიის გაცემის, კონკურსისა და აუქციონის ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის სფეროში განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, “ცხოველთა სამყაროს შესახებ” საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებით, ამ დებულებით, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტებით. 2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიას გასცემს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე სამონადირეო სავარგულების ფარგლებში სანადირო სამონადირეო მეურნეობების, გარეულ ცხოველთა ობიექტების ხელოვნური საშენების, ზოოპარკების და ზოობაღების შესაქმნელად.     მუხლი 9🔗. საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციები საქართველოში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის ლიცენზიის გაცემის, კონკურსისა და აუქციონის ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის სფეროში საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენცია საქართველოში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის ლიცენზიის გაცემის, კონკურსისა და აუქციონის ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის სფეროში განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, “ცხოველთა სამყაროს შესახებ,” “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონებით, ამ დებულებით, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტებით.     მუხლი 10🔗. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების კომპეტენციები საქართველოში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის ლიცენზიის გაცემის, კონკურსისა და აუქციონის ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების კომპეტენციები საქართველოში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის ლიცენზიის გაცემის, კონკურსისა და აუქციონის ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის სფეროში განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, “ცხოველთა სამყაროს შესახებ,” “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” საქართველოს კანონებით, ამ დებულებით, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტებით. კარი II ძირითადი ნაწილი თავი IV. ძირითადი სადებულებო მუხლები     მუხლი 11🔗. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზირება 1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზია არის ორი სახის_ გენერალური ლიცენზია და ერთჯერადი სახელობითი ლიცენზია. 2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზია წარმოადგენს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ერთადერთ დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტს. 3. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზია ამტკიცებს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის (შესწავლის, მოპოვების, ტრანსლოკაცია და გამოყენების) პირობებსა და ფორმას, რომელიც გაიცემა საქართველოს კანონმდებლობის და ამ დებულების მოთხოვნების მიხედვით საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან (სამინისტრო) არსებულ საუწყებათაშორისო სალიცენზიო საექსპერტო საბჭოს (საექსპერტო საბჭო) გადაწყვეტილების საფუძველზე; 4. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა პირადად ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლეზე, რომელსაც ეკრძალება გენერალური და ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიის სხვა პირებზე გადაცემა (უფლების დელეგირება). 5. ერთჯერადი სახელობითი ლიცენზია გაიცემა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით კონკრეტული ვადით სპეციალური სარგებლობისათვის ნადირობის, ტრანსლოკაცია, გარკვეულ ცხოველთა დატყვევება-აღწარმოების, მეცნიერული შესწავლის და ცხოველმყოფელი პროდუქტების მიღების მიზნით; 6. ერთჯერად სახელობით ლიცენზიას სამონადირეო მეურნეობებისა და სხვა ტერიტორიების ფარგლებში, რომლებიც უკვე გადაცემულია ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის გენერალური ლიცენზიის მიხედვით, გასცემენ გენერალური ლიცენზიის მფლობელები. 7. ლიცენზია “საქართველოს წითელ წიგნში” შეტანილ სახეობებზე გაიცემა, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში საექსპერტო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 8. სამეცნიერო მიზნით ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებზე დაკვირვება ლიცენზირებას არ ექვემდებარება.     მუხლი 12🔗. ლიცენზიის გაცემის ორგანიზება და მისი განხორციელების ეტაპები 1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის ორგანიზების და განხორციელების ეტაპებია: ა) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის კვოტის დადგენა და საინფორმაციო ფონდის შექმნა; ბ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისა და შესაბამისი ლიცენზიის მოპოვებისათვის საჭირო დოკუმენტების მომზადება; გ) ლიცენზიის მოპოვების მსურველთა გამოვლენის მიზნით განცხადების გამოქვეყნება; დ) ლიცენზიის მოპოვების მსურველთა განცხადებების მიღება; ე) საექსპერტო საბჭოს მიერ განცხადებების განხილვა და კონკურსის (აუქციონის) საფუძველზე გამარჯვებულის გამოვლენა. ვ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა.     მუხლი 13🔗. სალიცენზიო უბნების განსაზღვრა ცხოველური ობიექტების რესურსების შესწავლისა და მოპოვებისათვის განკუთვნილ უბნებს განსაზღვრავს საექსპერტო საბჭო და ამტკიცებს სამინისტრო;     მუხლი 14🔗. სალიცენზიო დოკუმენტაცია 1. სალიცენზიო დოკუმენტაციას ამზადებს სალიცენზიო საბჭო; 2. სალიცენზიო დოკუმენტაციას შეადგენს: ა) კონკურსში მონაწილეობის წესი; ბ) საკონკურსო დოკუმენტაციის აუცილებელი ტექნიკურ ეკონომიკური მახასიათებლები; 3. კონკურსში მონაწილეობის წესი მოიცავს: ა) მითითებას წარსადგენი განცხადებისა და სალიცენზიო წინადადებების      გაფორმებისა და ჩაბარების შესახებ; ბ) მითითებას საჭიროების შემთხვევაში წარდგენილ წინადადებაში   ცვლილებების შეტანის შესახებ; გ) წარმოდგენილი წინადადებების განხილვისა და ლიცენზიის მოპოვების ვადებს; 4. საკონკურსო დოკუმენტაციის აუცილებელი ტექნიკურ-ეკონომიკური ნაწილი უნდა ასახავდეს: ა) ცხოველთა სამყაროს ობიექტების სახეობრივ ჩამონათვალს; ბ) ცხოველთა სამყაროს ობიექტების რაოდენობას; გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტების ადგილმდებარეობას; დ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის გადასახადის ოდენობას.     მუხლი 15🔗. მოთხოვნები კონკურსში მონაწილეთა წინადადებების მიმართ 1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე იურიდიული ან ფიზიკური პირის მონაცემები; ბ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახე (შესწავლა, მოპოვება, ტრანსლოკაცია, გამოყენება); გ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახეობა; დ) სარგებლობის საორიენტაციო ვადები და ადგილები; ე) ტერიტორიის ფართობი და საზღვრები; ვ) განმცხადებლის ფინანსური,ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობანი; ზ) წინადადებები ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის პირობების შესახებ; თ) საერთო ცნობები მოთხოვნილი ტერიტორიის შესახებ; 2. კონკურსი ჩაშლილად ჩაითვლება, თუ ვერც ერთი პრეტენდენტი ვერ აკმაყოფილებს წამოყენებულ პირობებს; 3. აუქციონი იმართება იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი პროექტები თანაბრად აკმაყოფილებენ კონკურსის პირობებს; 4. კონკურსში მონაწილეობისათვის არ დაიშვებიან: ა) პრეტენდენტები, რომლებმაც საექსპერტო საბჭოში წარადგინეს ყალბი ინფორმაცია; ბ) პრეტენდენტები, რომლებმაც დროულად არ წარმოადგინეს კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაცია; 5. გადაწყვეტილებას ამა თუ იმ პრეტენდენტის კონკურსში დაუშვებლობის შესახებ იღებს საექსპერტო საბჭო.     მუხლი 16🔗. კონკურსის შესახებ განცხადების მომზადება და გამოქვეყნება 1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზიის მოპოვებისათვის კონკურსის (აუქციონის) მოწყობის პირობებისა და ვადების შესახებ განცხადებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში აქვეყნებს საექსპერტო საბჭო; 2. საექსპერტო საბჭო შეიმუშავებს ინსტრუქციას საკონკურსო დოკუმენტაციის შედგენის შესახებ და განსაზღვრავს მის ფორმას.     მუხლი 17🔗. საექსპერტო საბჭოს სახსრები 1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სალიცენზიო საექსპერტო საბჭოს სახსრები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. 2. საექსპერტო საბჭოს სახსრები გამოიყენება კონკურსის მოწყობასთან დაკავშირებული დანახარჯების ანაზღაურებისათვის მოწვეული ექსპერტებისა და საექსპერტო ორგანიზაციების მომსახურეობის ანაზღაურების ჩათვლით.     მუხლი 18🔗. ლიცენზიის შეზღუდვის, შეჩერების და შეწყვეტის საფუძვლები 1. ლიცენზიით სარგებლობის უფლება წყდება: ა) ლიცენზიის ვადის გასვლის შემთხვევაში; ბ) ლიცენზიის მფლობელის მიერ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობაზე უარის თქმის შემთხვევაში; გ) ლიცენზიის მფლობელის მიერ ისეთი საქმიანობისათვის, რომელმაც შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებს; 2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა ვადაზე ადრე შეიძლება შეიზღუდოს, შეჩერდეს და შეწყდეს შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ ლიცენზიის მფლობელმა დაარღვია გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნები ან ლიცენზიის პირობები; ბ) თუ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისას მოქმედების ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე ადამიანები სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ემუქრება უშუალო საფრთხე; გ) თუ ლიცენზიის მფლობელმა დაარღვია უსაფრთხოების დადგენილი წესები; დ) საგანგებო მდგომარეობის (ომი, სტიქიური უბედურება, ბუნებრივი კატასტროფები და ა.შ.) პირობებში; ე) თუ ლიცენზიის მფლობელი ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობას არ შეუდგა ლიცენზიით დადგენილი ვადების და მოთხოვნების შესაბამისად; ვ) იმ ორგანიზაციის ლიკვიდაციისას, რომელზეც გაცემული იყო ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზია; ზ) იმ ფიზიკური პირის გარდაცვალებისას ან მისი არაქმედუნარიანად აღიარებისას, ვისაც მიეცა გენერალური ლიცენზია. 3. 2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა გადაწყვეტილების მიღებისთანავე წყდება და ლიცენზიის მფლობელს ეგზავნება წერილობითი შეტყობინება; 4. გადაწყვეტილებას ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის შეზღუდვის ან შეჩერების შესახებ ამ დებულების მე-2. პუნქტის ა), გ), ე) და ვ) ქვეპუნქტების შემთხვევაში იღებს საექსპერტო საბჭო; 5. ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის ლიკვიდაცია ან კონსერვაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ხარჯები ეკისრება ლიცენზიის მფლობელს თუ საქმიანობა შეწყვეტილია 1-ლი პუნქტის ბ) ქვეპუნქტში მოყვანილი მიზეზით, აგრეთვე 2 პუნქტის ა), გ), ე) ქვეპუნქტებში მოყვანილი მიზეზით ან ლიცენზიის მფლობელის ინიციატივით. 6. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის უფლება შეიძლება შეწყდეს ლიცენზიის მფლობელის ცალმხრივი ინიციატივით, რაც უნდა ეცნობოს საექსპერტო საბჭოს ორი თვით ადრე; 7. ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა შეიძლება შეიზღუდოს, შეჩერდეს ან აიკრძალოს ეროვნული უშიშროების, სახეობების, ბუნებრივი გარემოს ან ისტორიის და კულტურის ძეგლთა დაცვის მიზნით, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. კარი III დასკვნითი ნაწილი თავი V პასუხისმგებლობა დებულების მოთხოვნათა დარღვევისათვის     მუხლი 19🔗. პასუხისმგებლობა ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. თავი VI. დებულებაში ცვლილებები და დამატებები     მუხლი 20🔗. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.