⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.12.2006)
გაუქმებულია:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №221 „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის შესახებ

მიღების თარიღი 05.04.2005
ძალის დაკარგვა 22.12.2006
გამომცემი ორგანო ფინანსთა სამინისტრო
ნომერი №221
სარეგისტრაციო კოდი 200220010.22.033.007225
გამოქვეყნების წყარო სსმ, 41, 08/04/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,138 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.04.2005 მიღება
22.12.2006 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ვალუტის დასახელება ოდენობა (ღირებულება)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №221 „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:GEO-Grigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.TXT1, li.TXT1, div.TXT1 {mso-style-name:TXT1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"GEO-Grigolia","sans-serif"; layout-grid-mode:line;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.007.225 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №221 2005 წლის 5 აპრილი ქ. თბილისი ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის შესახებ საქართველოს საბაჟო კოდექსის 84-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 95-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და 97-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქარ­თველოს 2003 წლის 6 ივნისის №2391 კანონის მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესასრულებლად და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული „სა­ქარ­­თვე­ლოს ფინანსთა სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხ­ლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველ­ზე, ვბრძანებ:     მუხლი 1🔗 საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ გადაადგილებული პირადი სარგებლობის საგნების, ვალუტის და ფასიანი ქაღალდების დეკლარირება გან­ხორციელდეს ”ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარა­ციის“ (დანართი № 1) გამოყენებით.     მუხლი 2🔗 საბაჟო დეპარტამენტმა (ზ. ანთელიძე), ფინანსთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურთან შეთანხმებით, უზრუნველყოს ,,ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის“ ფორმების სამ ენაზე (ქარ­­თუ­­ლი, რუსული, ინგლისური) საჭირო რაოდენობით დამზა­დება.     მუხლი 3🔗 ამ ბრძანების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 25 მაისის №86 ბრძანება „ფიზი­კური პირის საბაჟო დეკლარაციის შესახებ“.     მუხლი 4🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ვ. ჩეჩელაშვილი დანართი №1 ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია შენიშვნა: საბაჟო დეკდარაციაში არასწორი მონაცემების შეტანა ან საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მუშაკისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად 1.  ფიზიკური პირის მონაცემები: ა) ____________/______________________/___________    სახელი    გვარი       დაბადების                 თარიღი ბ) ________________________/_____________________________________________________   საცხოვრებელი ადგილი (ქვეყანა, მისამართი) გ) _________________________/___________________/____________________   პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახეობა, ნომერი, პირადი ნომერი დ) __________________________   მოქალაქეობა (ქვეყანა) ე) __________________________________   ქვეყანა, საიდანაც ჩამოვიდა პიროვნება ვ) __________________________________       ქვეყანა, სადაც მიემგზავრება პიროვნება ზ) მგზავრობის მიზანი:  საქმიანი პირადი ტურიზმი სხვა 2.  პირადად, აგრეთვე ხელბარგსა და ჩემს კუთვნილ ბარგში მაქვს დეკლარირებას ქვემდებარე: ა) საქართველოს ეროვნული და უცხოური ვალუტა და ფასიანი ქაღალდები: კი  არა    ვალუტის დასახელება ოდენობა (ღირებულება) ციფრებით სიტყვიერად ბ) ძვირფასეულობა (ძვირფასი ლითონები, ქვები და ნაკეთობები), ანტიკვარული ნივთები და ხელოვნების ნიმუში (ხატები, ნახატები, ქანდაკებები და სხვა), ყოველგვარი იარაღი, ტყვია-წამალი, ადვილადაალებადი ნივთიერება, ნარკოტიკები, ფსიქოტროპული, ძლიერმოქმედი და მომწამლავი ნივთიერებები, რადიაქტიური ნივთიერებანი, მაღალსიხშიარიანი რადიოელექტრონული მოწყობილობა და კავშირგაბმულობის საშუალებანი, ცოცხალი ცხოველები, ცოცხალი ფრინველები, მცენარეები კი  არა საგნების დასახელება, მათი მოკლე აღწერი-ლობა, საზღვარზე გადა-ადგილების ნებართვა რაოდენობა საბაჟოს აღნიშვნისათვის რაოდენობის ერთეული ციფრებით სიტყვიერად გ) შემოსატანი საქონელი დაუბეგრავ ნორმაზე (300 ლარამდე ღირებულების) ზემოთ  (მათ შორის აქციზური საქონელი)    კი  არა დ) შემოსატანი ერთგვაროვანი საქონელი 20 კგ-ზე მეტი წონის    კი  არა ე) შემოსატანი არაერთგვაროვანი საქონელი 50 კგ-ზე მეტი წონის კი  არა 3. მე გავეცანი შენიშვნას, dეკლარაცია შეავსებულია ჩემს მიერ, რაზეც ხელს ვაწერ   ______________________/ _____________________      ხელმოწერა                            თარიღი   _____________________________________________________________ 4. მებაჟის ხელმოწერა     _________________            ბ.ა. „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის“ შევსების ინსტრუქცია I. ზოგადი დებულებები 1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ დეკლარირებას ქვემდებარე საქონლის, პირადი საგნების, ვალუტისა და ფასიანი ქაღალდების გადაადგილებისას ”ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის“ (შემდგომში _ „დეკლარაცია“) შევსების წესს. 2. შევსებული დეკლარაცია რჩება საბაჟო ორგანოში და ინახება არანაკლებ 6 წლის განმავლობაში. 3. დეკლარციაში არ უნდა იყოს წაშლილი და გადასწორებული ადგილები. ყოველი შესწორებების შეტანა უნდა მოხდეს არასწორი მონაცემების გადახაზვით და, თუ საჭიროა, შესაბამისი მონაცემების იმავე ფურცელზე ჩამატებით. ყოველი შესწორება მოწმდება საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და პირადნომრიანი ბეჭდის დასმით. 4. დეკლარაცია ივსება ფიზიკური პირის სურვილისამებრ ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე. გაურკვევლად შევსებული დეკლარაციები საბაჟო ორგანოების მიერ არ მიიღება. 5. დეკლარაციის 1–3 პუნქტები, გარდა მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ცხრილის უჯრედისა - „საბაჟოს აღნიშვნისათვის“, ივსება ფიზიკური პირის მიერ.     6. დეკლარაციიის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ცხრილის უჯრედი _ „საბაჟოს აღნიშვნისათვის“ და მე-4 პუნქტი ივსება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელის მიერ. II. დეკლარაციის შევსების წესი  7. ფიზიკური პირის (შემდგომში _ პირის) მიერ დეკლარაციის შევსების წესი:  პუნქტი 1. „ფიზიკური პირის მონაცემები“:  „ა“ ქვეპუნქტში აღინიშნება პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი. ამ მონაცემებისათვის გამოყოფილ ადგილებზე დაუშვებელია ინიციალების მითითება.  „ბ“ ქვეპუნქტში აღინიშნება პირის მუდმივი საცხოვრებელი (რეგისტრაციის) ადგილი.  „გ“ ქვეპუნქტში აღინიშნება პირადობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის სახეობა და ნომერი, პირადი ნომერი პირადობის მოწმობის (პასპორტის) მიხედვით.  „დ“ ქვეპუნქტში აღინიშნება პირის მოქალაქეობა.  „ე“ ქვეპუნქტში აღინიშნება ქვეყანა, საიდანაც ჩამოვიდა პიროვნება.  „ვ“ ქვეპუნქტში აღინიშნება ქვეყანა, სადაც მიემგზავრება პიროვნება.  „ზ“ ქვეპუნქტში მგზავრობის მიზნის შესაბამის კვადრატში კეთდება აღნიშვნა „X“.  პუნქტი 2. „პირადად, აგრეთვე ხელბარგსა და ჩემს კუთვნილ ბარგში მაქვს დეკლარირებას ქვემდებარე“ -   „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნაღდი ფულის არსებობის შემთხვევაში „კი“-ს გასწვრივ კვადრატში კეთდება აღნიშვნა ”X“, ხოლო ცხრილის შესაბამის უჯრედებში აღინიშნება საქართველოს ეროვნული ან უცხოური ვალუტის და ფასიანი ქაღალდების დასახელება და რაოდენობა როგორც ციფრებით, ისე სიტყვიერად. თუ ცხრილში დარჩება ცარიელი უჯრები, ისინი გადაიხაზება. ნაღდი ფულის არარსებობის შემთხვევაში „არა“-ს გასწვრივ კვადრატში კეთდება აღნიშვნა „X“, ხოლო ცხრილის ყველა ცარიელი უჯრედი გადაიხაზება.   „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ნივთების არსებობის შემთხვევაში ”კი“-ს გასწვრივ კვადრატში კეთდება აღნიშვნა ”X“, ხოლო ცხრილის შესაბამის უჯრედებში აღინიშნება ნივთების დასახელება, მათი მოკლე აღწერილობა, საზღვარზე გადაადგილების ნებართვა, რაოდენობა (რაოდენობის ერთეულის მითითებით) როგორც ციფრებით, ისე სიტყვიერად. თუ ცხრილში დარჩება ცარიელი უჯრედები, ისინი გადაიხაზება. მითითებული ნივთების არარსებობის შემთხვევაში ”არა“-ს გასწვრივ კვადრატში კეთდება აღნიშვნა „X“, ხოლო ცხრილის ყველა ცარიელი უჯრედი გადაიხაზება. „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში მითითებული საქონლის არსებობის შემთხვევაში „კი“-ს გასწვრივ კვადრატებში კეთდება აღნიშვნა „X“, წინააღმდეგ შემთხვევაში „არა“-ს გასწვრივ კვადრატებში კეთდება აღნიშვნა „X“; პუნქტ 3-ში შესაბამის ადგილზე პირი აკეთებს ხელმოწერას, ხოლო „თარიღი“-ს გასწვრივ აღნიშნავს დეკლარაციის შევსების თარიღს რიცხვის, თვის და წელიწადის მითითებით; 8. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელის მიერ გრაფების შევსების წესი: საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელის მიერ უცილებლობის შემთხვევაში კეთდება სათანადო აღნიშვნა დეკლარაციიის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ცხრილის ”საბაჟოს აღნიშვნისათვის“ გამოყოფილი უჯრედის შესაბამის დანაყოფში; მე-4 პუნქტში საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი მოხელე შესაბამის ადგილზე აწერს ხელს და „ბ.ა“-ზე (ბეჭდის ადგილზე) ამოწმებს მისი პირადნომრიანი ბეჭდით. ამასთან,     სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდის ნომერი და წარწერა.