საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ახალგაზრდა იურისტთა საბჭოს შესახებ
მიღების თარიღი 30.01.2003
ძალის დაკარგვა 08.05.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №46
სარეგისტრაციო კოდი 020090000.11(1).060.005659
გამოქვეყნების წყარო სსმ, 8, 30/01/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ახალგაზრდა იურისტთა საბჭოს შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.090.000.11.106.005.659
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №46
2003 წლის 30 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ახალგაზრდა იურისტთა საბჭოს შესახებ
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურის და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის და „იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულების საფუძველზე, ახალგაზრდა, პერსპექტიული კადრების წარმოჩენის, მათი იუსტიციის სამინისტროში მოზიდვისა და შემდგომი სტიმულირების, აგრეთვე იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ახალგაზრდა იურისტთა საბჭოს თანდართული დებულება (დანართი №1).
2. დაევალოს „ნორმატიული აქტების რეგისტრაციის, კოდიფიკაციის და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტის უფროსს (საბჭოს თავმჯდომარე) ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს საბჭოს კოლეგიის პირველი სხდომა.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ახალგაზრდა იურისტთა საბჭოს დებულება
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. დებულების რეგულირების სფერო
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში _სამინისტრო) ახალგაზრდა იურისტთა საბჭოს (შემდგომში _ საბჭო) მიზნებსა და ამოცანებს, კომპეტენციას, მისი ფორმირების და საქმიანობის წესს.
მუხლი 2🔗. საბჭოს სტატუსი
საბჭო წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრის სათათბირო ორგანოს და მოწოდებულია ხელი შეუწყოს სამინისტროსათვის კომპეტენციაში შემავალი საკითხების გადაწყვეტისა და პერსპექტიული კადრებით დაკომპლექტების საქმეში.
თავი II. საბჭოს მიზნები, ამოცანები და კომპეტენცია
მუხლი 3🔗. საბჭოს მიზნები და ამოცანები
საბჭოს მიზანია:
ა) ახალგაზრდა, პერსპექტიული კადრების წარმოჩენა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით მათი სამინისტროს სისტემაში მოზიდვის ხელშეწყობა;
ბ) სამინისტროში სტაჟირების ინსტიტუტის ეფექტურად ფუნქციონირებისთვის ხელის შეწყობა;
გ) კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის თაობაზე წინადადებების წარმოდგენა;
დ) ცალკეული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადების საქმეში სამინისტროსთვის ხელის შეწყობა, მოთხოვნისდა მიხედვით მათ განხილვაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
ე) მოთხოვნის შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში მონაწილეობის მიღება;
ვ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხოეთის შესაბამის დაწესებულებებთან საზოგადოებრივი კონტაქტების დამყარება;
ზ) სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება.
მუხლი 4🔗. საბჭოს კომპეტენცია
დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად საბჭო უფლებამოსილია:
ა) ითანამშრომლოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, აგრეთვე საქართველოსა და უცხოეთის სხვადასხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებთან;
ბ) დადგენილი წესით ხელი შეუწყოს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს სტაჟიორთა მიღებისა და ატესტაციის სამუშაოების განხორციელებაში;
გ) უზრუნველყოს პერიოდულ ბეჭდვით ორგანოში გამოსაქვეყნებელი საკუთარი მასალების მომზადება;
დ) მონაწილეობა მიიღოს საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოვლენისა და მათი აღმოფხვრის სამუშაოებში;
ე) მოთხოვნისამებრ მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მიერ მომზადებული ან სამართლებრივ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ცალკეული ნორმატიული აქტების პროექტების განხილვაში.
ვ) მოთხოვნის შესაბამისად, მონაწილეობა მიიღოს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში;
ზ) გაუწიოს უფასო იურიდიული კონსულტაცია მოქალაქეებს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დადგენილი წესით კონსულტაციის გაწევა ევალება სამინისტროს შესაბამის მოხელეს;
თ) შეიმუშაოს და სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგინოს საბჭოს სამუშაო გეგმა;
ი) შექმნას საბჭოს სექტორები;
კ) საბჭოს წევრთა დაკომპლექტების მიზნით მოაწყოს კონკურსები;
ლ) განახორციელოს ამ დებულებით და მინისტრის სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები.
თავი III. საბჭოს წევრები, ხელმძღვანელობა, სტრუქტურა და დაკომპლექტების წესი
მუხლი 5🔗. საბჭოს სტრუქტურა და შემადგენლობა
1. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება არა უმეტეს 25 წევრით.
2. საბჭოს წევრი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოაქლაქე 35 წლამდე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და დასაქმებულია სამინისტროს სისტემაში ან სწავლობს ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტის მე-4 ან მე-5 კურსზე.
3. საბჭოს მმართველი ორგანოა კოლეგია, რომლის შემადგენლობას თავმჯდომარის წარდგინებით სამინისტროს მოხელეთაგან ამტკიცებს მინისტრი.
4. საბჭოს კოლეგია შედგება 9 წევრისგან.
5. საბჭოს წევრებს (გარდა კოლეგიის წევრებისა) კონკურსის შედეგების შეჯამების საფუძველზე ამტკიცებს საბჭოს კოლეგია ერთი წლის ვადით.
6. საბჭოს წევრად (გარდა კოლეგიის წევრებისა) მიიღება პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს და წარმატებით გაიარა საბჭოს წევრთა შესარჩევი კონკურსი.
7. საბჭო იყოფა სექტორებად, რომელთა შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე წინასწარ გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს კოლეგია.
8. სექტორს ხელმძღავნელობს კოლეგიის ერთ-ერთი წევრი, რომელიც სამ თვეში ერთხელ წარუდგენს საბჭოს კოლეგიას ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ.
9. საბჭო სამინისტროს ცენტრალური აპარატიდან მიღებული პირადი განცხადებების განხილვის შედეგად ირჩევს საბჭოს მდივანს, რომელიც ახორციელებს საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.
მუხლი 6🔗. საბჭოს წევრი. უფლებები და მოვალეობები
1. საბჭოს წევრის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებით.
2. საბჭოს წევრი უფლებამოსილია:
ა) აქტიური მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომებში;
ბ) თავისუფლად გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები და წამოაყენოს წინადადებები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით;
გ) განსახილველი საკითხის თაობაზე ინფორმაციის მიღების მიზნით, დადგენილი წესით, დაუკავშირდეს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მოხელეებს;
დ) წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები ნორმატიულ აქტებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრასთან დაკავშირებით;
ე) განახორციელოს ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
3. საბჭოს წევრი ვალდებულია:
ა) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის და ამ დებულების მოთხოვნები;
ბ) დამტკიცებული გეგმის შესაბამისად საბჭოზე განსახილველად წარმოადგინოს საკითხები;
გ) სისტემატურად დაესწროს საბჭოს სხდომებს (დასწრების შეუძლებლობის შემთხვევაში წინასწარ აცნობოს საბჭოს მდივანს);
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა პერიოდული ბეჭდვითი ორგანოს გამოცემის სამუშაოებში;
ე) დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, უზრუნველყოს მოქალაქეებისთვის უფასო იურიდიული კონსულტაციის გაწევა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დადგენილი წესით კონსულტაციის გაწევა ევალება სამინისტროს შესაბამის მოხელეს;
ვ) დებულებით დაკისრებული ფუნქციების განხორციელების პროცესში პასუხისმგებლობით მოეკიდოს მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას.
მუხლი 7🔗. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა
1. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია:
ა) უფლებამოსილების ვადის გასვლა (გარდა კოლეგიის წევრებისა);
ბ) არასაპატიო მიზეზით საბჭოს ან კოლეგიის 5 სხდომის გაცდენა;
გ) დაკისრებული ფუნქციების სისტემატურად არაჯეროვანი შესრულება;
დ) პირადი განცხადება;
ე) სხვა სამსახურში გადასვლა (შესვლა).
2. საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს:
ა) მინისტრი (კოლეგიის წევრების შემთხვევაში);
ბ) საბჭოს კოლეგია (საბჭოს დანარჩენი წევრების შემთხვევაში).
3. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში:
ა) საბჭოს კოლეგიის წევრის დანიშვნის თაობაზე, საბჭოს თავმჯდომარე კოლეგიასთან შეთანხმებით, ერთი კვირის ვადაში, წარუდგენს მინისტრს ახალ კანდიდატურას;
ბ) საბჭოს წევრად (გარდა კოლეგიის წევრისა), გასაუბრების საფუძველზე ინიშნება ის პირი, რომელსაც კონკურსის მიხედვით აქვს საუკეთესო შედეგები (რეზერვისტი).
4. საბჭოს წევრების (გარდა კოლეგიის წევრებისა) უფლებამოსილების ვადის გასვლამდე ერთი კვირით ადრე კოლეგია ატარებს ახალ შესარჩევ კონკურსს.
5. საბჭოს წევრები ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს საბჭოს ახალი შემადგენლობის ფორმირებამდე.
მუხლი 8🔗. საბჭოს ხელმძღვანელობა
1. საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც საბჭოს კოლეგიის წევრებისგან ნიშნავს მინისტრი.
2. საბჭოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრისა და საბჭოს წინაშე.
3. საბჭოს თავმჯდომარე სამ თვეში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს მინისტრს და საბჭოს გაწეული მუშაობის შესახებ.
4. საბჭოს თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს საბჭოს სხდომებს;
ბ) კოლეგიასთან შეთანხმებით წარუდგენს წინადადებებს მინისტრს კოლეგიის წევრების დანიშვნის და/ან გათავისუფლების შესახებ;
გ) საერთო კოორდინაციას უწევს საბჭოს და სექტორების საქმიანობას;
დ) ხელს აწერს საბჭოს და კოლეგიის გადაწყვეტილებებს;
ე) იწვევს საბჭოს სხდომებს;
ვ) წარუდგენს მინისტრს და მოთხოვნისამებრ სამინისტროს ხელმძღვანელობას საბჭოს მიერ მიღებული მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რეკომენდაციებს და საბჭოს მიერ მომზადებულ ნორმატიული აქტების პროექტებს;
ზ) კოლეგიასთან შეთანხმებით წარუდგენს მინისტრს წინადადებებს საბჭოს გამორჩეული წევრების სტიმულირების (ფულადი პრემია, მადლობის გამოცხადება, უცხოეთში მივლინება, რეკომენდაციის გაწევა და ა.შ) თაობაზე;
თ) ახორციელებს კონტროლს საბჭოს წევრების მიერ ამ დებულების მოთხოვნების შესრულებაზე;
ი) ასრულებს მინისტრის სხვა დავალებებს.
5. საბჭოს თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელსაც საკუთარი შემადგენლობიდან თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს კოლეგია.
6. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობას თავმჯდომარის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში.
მუხლი 9🔗. საბჭოს კოლეგია
საბჭოს კოლეგია უფლებამოსილია:
ა) დაამტკიცოს საბჭოს მუშაობის დღის წესრიგი;
ბ) მიიღოს გადაწყვეტილება საბჭოს წევრად (გარდა კოლეგიის წევრისა) მიღების და გათავისუფლების თაობაზე;
გ) დაამტკიცოს საბჭოს სექტორების შემადგენლობა;
დ) სამინისტროს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსების ჩატარების შესახებ და გამოავლინოს საუკეთესო კანდიდატები და გამარჯვებულები;
ე) წინასწარ განიხილოს საბჭოზე გამოსატანი საკითხები;
ვ) განახორციელოს ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
თავი IV. საბჭოს მუშაობის ორგანიზაცია, სხდომის მოწვევისა და გადაწყვეტილების მიღების წესი
მუხლი 10🔗. საბჭოს დღის წესრიგი და სამუშაო გეგმა
1. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს სამთვიანი სამუშაო გეგმის შესაბამისად.
2. საბჭოს ყოველი სხდომა წარიმართება წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგის შესაბამისად.
მუხლი 11🔗. საბჭოს სხდომები
1. საბჭოს სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის, კოლეგიის არანაკლებ სამი წევრის ან არანაკლებ საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევრის ინიციატივით.
2. საბჭოს სხდომას, როგორც წესი, იწვევს თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე მისი არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში.
3. საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს მინისტრი.
4. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრების ნახევარზე მეტი.
მუხლი 12🔗. კოლეგიის სხდომები
1. კოლეგიის სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის, კოლეგიის არანაკლებ ორი წევრის ან არანაკლებ სამი სექტორის ხელმძღვანელის ინიციატივით.
2. კოლეგიის სხდომას იწვევს თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე მისი არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში.
3. კოლეგიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კოლეგიის წევრების ნახევარზე მეტი.
მუხლი 13🔗. საკითხის განსახილველად მომზადება და განხილვა
1. საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებს გეგმის შესაბამისად ამზადებს საბჭოს შესაბამისი სექტორი.
2. საბჭოს სხდომაზე საკითხი განსახილველად გამოაქვს სექტორის ხელმძღვანელს.
3. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით სხდომაზე ინფორმაციას აკეთებს სექტორის ხელმძღავნელი, რომლის ირგვლივ საბჭოს წევრებს შორის იმართება დისკუსია და მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება.
4. საბჭოზე განსახილველი საკითხი წინასწარ უნდა იქნეს განიხილული საბჭოს კოლეგიის სხდომაზე.
მუხლი 14🔗. გადაწყვეტილების მიღება
1. გადაწყვეტლება მიიღება ღია კენჭისყრით დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის 1/3-ისა.
2. კენჟისყრაზე საკითხს აყენებს საბჭოს თავმჯდომარე.
3. კენჭისყრის შემთხვევაში პრიორიტეტი ენიჭება საბჭოს კოლეგიის წევრების ხმას.
მუხლი 15🔗. პერიოდული ბეჭდვითი ორგანო
1. მინისტრის გადაწყვეტილებით, სამინისტროს სისტემაში შესაძლებელია გამოიცეს პერიოდული ბეჭდვითი ორგანო, რომლის გამოცემის ორგანიზებას ახორციელებს საბჭოს კოლეგია.
2. ბეჭდვით ორგანოში ქვეყნდება:
ა) ანალიტიკური ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ან/და მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ;
ბ) ინფორმაცია მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით საბჭოს წევრების მოსაზრებების შესახებ;
გ) მნიშვნელოვანი ნორმატიული აქტების პროექტები და მოსაზრებები მათ შესახებ;
დ) საბჭოს წევრების, ასევე სამინისტროს სხვა მოხელეთა მნიშვნელოვანი ნაშრომები;
ე) ნორმატიული აქტის (საკანონმდებლო აქტის) არაოფიციალური კომენტარები;
ვ) ანალიტიკური ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებისა და მიღწევების შესახებ.
მუხლი 16🔗. იურიდიული კონსულტაცია
1. ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით საბჭოს წევრების მიერ სისტემატურად ხორციელდება იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით უფასო იურიდიული კონსულტაციის გაწევა.
2. კონსულტაციის გაწევა ხორციელდება საბჭოს კოლეგიის მიერ დამტკიცებული მორიგეობის გრაფიკის შესაბამისად.
3. მორიგეობის პერიოდში საბჭოს ორი წევრი (გარდა კოლეგიის წევრებისა), შესაბამისი სექტორის ხელმძღვანელის კოორდინაციის საფუძველზე, ყოველდღიურად სამუშაო საათების პერიოდში ეწევა უფასო იურიდიულ კონსულტაციას.
თავი V. დასკვნითი დებულებები
მუხლი 17🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანა
1. საბჭოს ლიკვიდაციის საკითხს წყვეტს მინისტრი.
2. დებულებაში ცვლილებების და/ან დამატებების შეტანა ხორციელდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.