⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (29.03.2007)
გაუქმებულია:

საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანება №206 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.10.2003
ძალის დაკარგვა 29.03.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №206
სარეგისტრაციო კოდი 430010000.11.101.006115
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,298 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.10.2003 მიღება
29.03.2007 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანება №206 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"ACADEMIURY A&V";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"ACADEMIURY A&V","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:17.75pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"ACADEMIURY A&V","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"ACADEMIURY A&V","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:21.8pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:45.0pt; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"ACADEMIURY A&V","sans-serif";} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:17.75pt; margin-bottom:0in; margin-left:2.75in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-2.5in; font-size:14.0pt; font-family:"ACADEMIURY A&V","sans-serif";} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.55pt 56.7pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.11.101.006.115 საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანება �206 2003 წლის 3 ოქტომბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის � საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონის �განათლების შესახებ� 57-ე მუხლის �ბ� პუნქტისა და საქართველოს კანონის �საჯარო სამართლის იურიდიულ პირის შესახებ� შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს �საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების� ტიპური დებულება. 2. ტიპური დებულება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. 3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საშუალო პროფესიული განათლების სამმართველოს (დ. ლოლაძე). ა. კარტოზია საჯარო სამართლის იურიდიულ პირის � საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულება I. ზოგადი დებულებები 1. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება (კოლეჯი, ტექნიკუმი, სასწავლებელი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებით და წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას. 2. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით �განათლების შესახებ�, შესაბამისი საგანმანათლებლო აქტებითა და წინამდებარე დებულებით. 3. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების სამინისტრო, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარდგენა. 4. საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო ღერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით, ანგარიშსწორების ანგარიშები ბანკში, იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტიკა. II. მიზნები, ფუნქციები, საქმიანობის საგანი 5. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება მიზნად ისახავს მოამზადოს საშუალო რგოლის კვალიფიციური სპეციალისტები. 6. საშუალო პროფესიული განათლების მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს მიღებული აქვს საბაზო განათლება. 7. საშუალო პროფესიული განათლების მიღება შეიძლება საშუალო ზოგად განათლებასთან ერთად ან უამისოდ. 8. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტანდარტი მოიცავს საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სტანდარტს. 9. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას სასწავლო გეგმების მოთხოვნათა ზუსტი დაცვით. 10. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება თავის საქმიანობას ახორციელებს როგორც სახელმწიფო ფინანსირებისა და პროგრამების ფარგლებში, ისე მის ფარგლებს გარეთ, სათანადო წესით დადებულ ხელშეკრულებების საფუძველზე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან. იგი ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ ნებისმიერ საქმიანობას. III. საგანმანათლებლო პროცესი 11. საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროცესი ხორციელდება მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის პრინციპით. 12. განათლების შინაარსი განისაზღვრება სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შემუშავებული სასწავლო გეგმებითა და პროგრამებით. 13. საგანმანათლებლო პროცესი საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში განისაზღვრება საქართველოს კანონით �განათლების შესახებ�, სხვა კანონებით და კანონქვემდებარე ნორმატული აქტებით. IV. დაწესებულების დირექტორი 14. დირექტორი არის დაწესებულების უმაღლესი თანამდებობის პირი. იგი ხელმძღვანელობს დაწესებულების მთელ საქმიანობას და წარმოადგენს მას სხვა პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში. 15. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორს ნიშნავს საქართველოს განათლების მინისტრი. 16. დირექტორი უფლებამოსილია დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკითხები. კერძოდ, ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურში მიიღოს და გაათავისუფლოს ყველა მუშაკი, პედაგოგიურ საბჭოსთან ერთად შეადგინოს დადგენილი წესის შესაბამისად პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და ატესტაციის გავლის გრაფიკი. 17. დირექტორი უფლებამოსილია, პედაგოგიურ საბჭოსთან თანხმობით, დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო, მათ შორის უცხოეთის დაწესებულებებთან. 18. �განათლების შესახებ� საქართველოს კანონისა და დაწესებულების წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში დირექტორი გამოსცემს ბრძანებებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად დაწესებულების მომსახურე ყველა პირისთვის, და განკარგულებებს, რომლებიც ერთჯერადი ხასიათისაა და სავალდებულოა შესასრულებლად მხოლოდ მათში მითითებულ პირთათვის. V. პედაგოგები 19. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგიურ პერსონალს მიეკუთვნება სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის წარმმართველი პირები (მასწავლებელი, საწარმოო სწავლების ოსტატი, მეთოდისტი და სხვ.). 20. პედაგოგები სამუშაოზე მიიღებიან ხელშეკრულების საფუძველზე, კონკურსის წესით ან მის გარეშე. 21. პედაგოგთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოს კანონით �განათლების შესახებ� და სხვა კანონქვემდებარე ნორმატული აქტებით. VI. მოსწავლეები 22. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე არის პირი, რომელიც დადგენილი წესით ჩარიცხულია სასწავლებელში. 23. საშუალო პროფესიულ სასწავლებელში მიიღებიან მოსწავლეები არა უადრეს 15 წლის ასაკიდან. ცალკეული სპეციალობის დასაუფლებლად შეიძლება დაწესდეს უფრო მაღალი ასაკობრივი ცენზი. 24. დაწესებულებაში სწავლება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ დასწრებული სწავლების ფორმით, რომელსაც აფინანსებს ცენტრალური ბიუჯეტი სახელმწიფო დაკვეთის შესაბამისად. 25. საშუალო პროფესიულ სასწავლებელს შეუძლია მოემსახუროს ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებას შესაბამისი დებულებით დადგენილი წესით. 26. მოსწავლის უფლებები და მოვალეობები განსაზღვრულია �ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით�, �ბავშვთა უფლებების კონვენციით�, საქართველოს კანონით �განათლების შესახებ� და სხვა ნორმატული აქტებით. VII. პედაგოგიური საბჭო 27. დაწესებულების პედაგოგიური საბჭო არის დაწესებულების მართვის არჩევითი ორგანო, რომლის შექმნის, საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონით �განათლების შესახებ�, ამ დებულებითა და საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. 28. პედაგოგიური საბჭო წარმართავს დაწესებულების სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ საქმიანობას. იგი უფლებამოსილია ცვლილებები შეიტანოს დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში გადაწყვიტოს ტესტირებისა და გამოცდების დანიშვნის საკითხი. 29. საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დადგენილ ფარგლებში პედაგოგიური საბჭო განსაზღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავლო კვირის ხანგრძლივობას და არდადეგების გრაფიკს. 30. პედაგოგიური საბჭო შედგება დაწესებულების პედაგოგთა მიერ თავისი შემადგენლობიდან არჩეული წევრებისაგან, რომელთა რიცხვი უნდა შეადგინდეს დაწესებულების პედაგოგთა არანაკლებ 1/5-ს და არა უმეტეს 1/3-ს. თუკი დაწესებულების პედაგოგთა რიცხვი ათს არ აღემატება, მაშინ პედაგოგიური საბჭო შედგება დაწესებულების ყველა პედაგოგისაგან. პედაგოგიური საბჭოს წევრთა არჩევის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით. 31. პედაგოგიური საბჭო წესდებით განსაზღვრული წესითა და რაოდენობით წარადგენს თავის წარმომადგენელს (წარმომადგენლებს) დაწესებულების სამეურვეო საბჭოში. 32. პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია აირჩიოს სწავლების მეთოდიკა და სახელმძღვანელოები განათლების სამინისტროს მიერ რეკომენდირებულთაგან. 33. პედაგოგიური საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს დაწესებულების ყველა პედაგოგი. VIII. სამეურვეო საბჭო 34. საგანმანათლებლო დაწესებულებაში საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვის, განკარგვისა და კონტროლის მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო. 35. სამეურვეო საბჭო შედგება თავმჯდომარისა და წევრებისაგან, რომლის რაოდენობა, არჩევის (დანიშვნის) და საქმიანობის წესები განისაზღვრება დაწესებულების წესდებით. IX. დაფინანსება 36. საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება დაფინანსდეს: ცენტრალური, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ყველა იმ წყაროდან, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს კანონები �განათლების შესახებ�, �საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ� (მუხლი 13🔗) და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 37. საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტის პროექტს ადგენს ადმინისტრაცია (დირექტორი), განსაზღვრავს სამეურვეო და პედაგოგიური საბჭოები და ბრძანებით ამტკიცებს დირექტორი. 38. დაწესებულების სახსრები იქმნება სახელმწიფო დაკვეთის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებისა და კანონმდებლობით ნებადართული არასაბიუჯეტო შემოსავლებისაგან. 39. დაწესებულებას შეუძლია კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მოიზიდოს და განკარგოს არასაბიუჯეტო ფინანსები. იჯარით გასცემს როგორც საკუთარ, ისე მფლობელისა და სარგებლობის უფლებით მისთვის გადაცემულ იმ ქონებას, რომელიც აღემატება საგანმანათლებლო პროგრამის შესრულებისათვის საჭირო ნორმატივებს. 40. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაწესებულების საბიუჯეტო სახსრებს განკარგავს დირექტორი. X. დაწესებულების შექმნა და ლიკვიდაცია 41. დაწესებულება იქმნება განუსაზღვრელი ვადით. 42. ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. 43. საჯარო სამართლის იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით შექმნილი დაწესებულების შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.