საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბრძანება №176 „თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტარციო კოდი 360.012.003.326
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
ბრძანება №176
1998 წლის 13 ივლისი
ქ.თბილისი
თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლობის შესახებ“.
2. ნება დაერთოს საქართველოს საბაჟო დეპარტამენტს გახსნას თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლობა.
3. დადგინდეს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლობის ფინანსურ და მატერიალურ ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს საბაჟო დეპარტამენტი.
მ. ჭკუასელი
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლობის შესახებ
1. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლობა თურქეთის რესპუბლიკა ში(შემდგომში-წარმომადგენლობა)და მისი აპარატიწარმოადგენენ საქართველოსსაბაჟო დეპარტამენტის საზღვარგარეთის აპარატს.
საზღვარგარეთისქვეყნების საბაჟო სამსახურების თანხმობის შემთხვევაში წარმომადგენლობამ თავისი ფუნქციები შეიძლება განახორციელოს შეთავსებით ორ ან მეტქვეყანაში.
2. თავის საქმიანობაში წარმომადგენლობა ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საბაჟოკოდექსით, სხვაკანონებით, პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, პარლამენტისდადგენილებებით, ფინანსთა სამინისტროს დებულებით, ფინანსთა მინისტრის ბრძანებებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნორმატიული აქტებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამ დებულებით, დეპარტამენტის კოლეგიის დადგენილებებით და დეპარტამენტისთავმჯდომარის ბრძანებებით, აგრეთვე ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონებით.
3. ადგილსამყოფელქვეყანაში წარმომადგენლობას მისი კომპეტენციის ფარგლებშიევალება შემდეგი ფუნქციების განხორციელება:
- საქართველოს სახელმწიფო საბაჟო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა;
-საქართველოს საბაჟოდეპარტამენტისა და, აუცილებელ შემთხვევებში, საქართველოს სხვა სამინისტროებისა და უწყებების ინტერესების წარმოდგენა საბაჟო საქმის საკითხებზე და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დაცვა;
- საქართველოსსაბაჟო ორგანოებისადა მათი საზღვარგარეთელიპარტნიორებისოპერატიული ურთიერთქმედების უზრუნველყოფა;
- კონტროლისაქართველოდან სტრატეგიული ნედლეულის, საქონლისა და ორმაგი და ნიშნულების ტექნოლოგიების, აგრეთვესხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საქონლის ექსპორტზე;
- საქართველოსსაბაჟო საზღვარზეუკონტროლო ტვირთბრუნვის აღკვეთის მიზნით, საქართველოდან ექსპორტირებული და საქართველოში იმპორტირებული საქონლის, აგრეთვე, საქართველოსტერიტორიაზე გამავალი ტრანზიტული ტვირთის შესახებრეალური ინფორმაციისშეგროვება დასაქართველოს საბაჟოორგანოებისათვის ოპერატიულად მიწოდება, მოპოვებულიინფორმაციის საფუძველზეშედარებითი ანალიზის ჩატარება და სტატისტიკის წარმოება;
-ადგილსამყოფელი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებთან ურთიერთქმედება და კონტროლიექსპორტირებული საქონლიდან და მომსახურებიდან მიღებული სავალუტო ამონაგების საქართველოში რეპატრიაციაზე;
- საქონლის განცხადებული და რეალური საბაჟო ღირებულების შესაბამისობის ანალიზი საქართველოდან ექსპორტისას და საქართველოში იმპორტისას;
- ნარკოტიკებისადა ფსიქოტროპულისაშუალებებისარაკანონიერი ბრუნვისა და საქართველოდან კულტურული ფასეულობების უკანონო გატანის აღკვეთის ღონისძიებებში მონაწილეობა;
-შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის საქართველოდან არასანქცირებული ექსპორტისა და დასახელებული საქონლის საქართველოში არასანქცირებული იმპორტისაღკვეთის ღონისძიებების ჩატარება;
-საბაჟო საქმის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისათვის ხელშეწყობა;
- დაკვირვება(თვალყურის დევნება) საბაჟოსაკითხებისმარეგულირებელიიმ საერთაშორისო ხელშეკრულებებისშესრულებაზე, რომლებიცდაიდო საქართველოსა დაადგილსამყოფელ ქვეყანას შორის;
-ადგილსამყოფელიქვეყნის საბაჟო სამსახურის გამოცდილების შესწავლა, წინადადებების მომზადება საბაჟო კანონმდებლობის უნიფიცირებისა და საბაჟო პროცედურების გამარტივების მიზნით;
-საზღვარგარეთის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ საერთაშორისო გადაზიდვების 1956 და 1975 წლების კონვენციების პირობების დაცვის უზრუნველყოფა;
- საქართველოს მეწარმეებისათვის, ბიზნესმენებისათვის ინფორმაციის მომზადება ადგილსამყოფელქვეყნებში არსებული საბაჟო პოლიტიკის, საბაჟო კანონმდებლობის, საბაჟოტარიფებისა და სასაქონლო ნომენკლატურის შესახებ, უცხოელი ბიზნესმენებისათვის ანალოგიური ინფორმაციის მიწოდება საქართველოში მოქმედი საბაჟო წესების შესახებ;
- საქართველოსსაბაჟო სისტემის კადრების მომზადება ადგილსამყოფელი ქვეყნის საბაჟოსაქმის უცხოელი სპეციალისტების მოწვევა, საქართველოს საბაჟო სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისათვის ხელშეწყობა;
- საქართველოსკანონმდებლობის შესაბამისადსაბაჟოდეპარტამენტის სახელით მოლაპარაკებების წარმოება საზღვარგარეთის ქვეყნების საბაჟო სამსახურებთან.
4. წარმომადგენლობამასზე დაკისრებულ ფუნქციებს ასრულებს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საკონსულოდაწესებულებებთანდა საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოსსხვა ორგანიზაციებთან მჭიდრო კონტაქტში, ადგილსამყოფელი ქვეყნის საბაჟოდა სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან ურთიმერთქმედებაში და ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურის საერთო ხელმძღვანელობის ქვეშ.
საქართველოსსაგარეო საქმეთა სამინისტრო წარმომადგენლობას უწევს პოლიტიკურმხარდაჭერას.
5. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი (წარმომადგენელი) თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, საქართველოს ფინანსთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან შეთანხმებით.
წარმომადგენლობისთანამშრომლები თანამდებობაზე ინიშნებიან და თანამდებობიდან თავისუფლდებიან საქართველოსსაბაჟო დეპარტამენტის თფავმჯდომარის ბრძანებით წარმომადგენლის წარდგინების საფუძველზე.
6. წარმომადგენლობადადგენილი წესითსარგებლობს საქართველოს დიპლომატიური
წარმომადგენლობების დიპლომატიურიფოსტითა და დახურული (შიფრული და საერთაშორისო სამთავრობო), სატელეფონო და სატელფაქსო კავშირით.
7. წარმომადგენლობისფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს საბაჟო დეპარტამენტი.
8. წარმომადგენლობაწარმოადგენსიურიდიულ პირს, აქვსბეჭედი საქართველოს სახელმწიფოგერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, ხსნის სავალუტო ანგარიშს ადგილსამყოფელი ქვეყნის საბანკო დაწესებულებაში.
9. წარმომადგენლობის საშტატო განაკვეთს და ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს საქართველოს საბაჟო დეპარტამენტი.
10. წარმომადგენლობისთანამშრომლებზე ვრცელდება მატერიალური უზრუნველყოფის წესი, რომელიც დადგენილია საქართველოს საზღვარგარეთის დაწესებულებების მუშაკთათვის.
11. წარმომადგენლობის თანამშრომლებზე და მათი ოჯახის წევრებზე ვრცელდება ისუფლებები, შეღავათები, გარანტიები და კოპენსაციები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვარგარეთის დაწესებულებებისადა აგრეთვე, საქართველოს საბაჟო სამსახურის მუშაკთათვის.