⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (02.08.2005)
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

მიღების თარიღი 14.05.2002
ძალის დაკარგვა 02.08.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №1426
სარეგისტრაციო კოდი 240.090.000.05.001.001.073
გამოქვეყნების წყარო სსმ, 15, 03/06/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 7,704 სიტყვა · ~39 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.05.2002 მიღება
02.08.2005 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)

დოკუმენტის ტექსტი

სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:GeoDumba;} @font-face {font-family:EngKolkhCap;} @font-face {font-family:G&G_Ilia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:LitNusx;} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:13.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} h4 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:35.45pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoHeading7, li.MsoHeading7, div.MsoHeading7 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:LitNusx; font-weight:bold; text-decoration:underline;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.45pt; font-size:12.0pt; font-family:"EngKolkhCap","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:G&G_Ilia;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.45pt; font-size:13.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:13.0pt; font-family:G&G_Ilia;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.karixml, li.karixml, div.karixml {mso-style-name:kari_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.karisataurixml, li.karisataurixml, div.karisataurixml {mso-style-name:kari_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:42.55pt 42.45pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს კანონი სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ კარი I. ზოგადი დებულებანი თავი I. კანონის რეგულირების სფერო. ტერმინთა განმარტება     მუხლი 1🔗. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ლიცენზირებადი და სანებართვო საქმიანობის სახეების ამომწურავ ჩამონათვალს, ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის, მათში ცვლილების შეტანის, მათი მოქმედების შეჩერებისა და განახლების და მათი გაუქმების წესებს. 2. ამ კანონის მხოლოდ I, II, V და VIII თავები და 37-ე მუხლი ვრცელდება შემდეგ საქმიანობებსა და ორგანოებზე: ა) საქმიანობა, რომელსაც არეგულირებს საქართველოს ეროვნული ბანკი; ბ) საქმიანობა, რომელსაც არეგულირებს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია; გ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობა, რომელსაც არეგულირებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; დ) ნავთობისა და გაზის ოპერაციები, ნავთობის გადამუშავება, გაზის დამუშავება, ნავთობის, გაზის ან/და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირება, რომელსაც „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არეგულირებს საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო; ე) საქმიანობა, რომელსაც არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია; ვ) სადაზღვევო საქმიანობა და დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობა, რომელსაც არეგულირებს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური; ზ) აუდიტორული საქმიანობა, რომელსაც არეგულირებს საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო. 3. ამ კანონის მხოლოდ I, II, V და VIII თავები და 37-ე მუხლი ვრცელდება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათ შორის, ტყით სარგებლობის სფეროში ამ კანონის           მე-6 მუხლის „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ლიცენზიებისა და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნებართვების გაცემისას საქართველოს სპეციალური კანონმდებლობით მოწესრიგებულ ურთიერთობებზე. 4. ამ კანონის მოქმედება არ ზღუდავს შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის საქართველოს სპეციალური საკანონმდებლო აქტებით დადგენილ წესებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობებსა და ორგანოებთან დაკავშირებით. 5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ სამეწარმეო საქმიანობის სახეებზე ლიცენზია შეიძლება გაიცეს განსაზღვრული ვადით, თუ ეს დადგენილია შესაბამისი კანონით. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1861 – სსმI, №3, 17.01.2003წ., მუხ.13     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ლიცენზია – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებული უფლება, განუსაზღვრელი ვადით განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული სამეწარმეო საქმიანობა კანონით დადგენილი პირობების დაცვით; ბ) სალიცენზიო მოწმობა – ლიცენზიის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ნებართვა – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებული უფლება, ერთჯერადად ან/და გარკვეული ვადით განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა განსაზღვრულ ტერიტორიაზე, კანონით დადგენილი პირობების დაცვით; დ) სანებართვო მოწმობა – ნებართვის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) ლიცენზიის მაძიებელი – ლიცენზიის მიღების მსურველი პირი; ვ) ნებართვის მაძიებელი – ნებართვის მიღების მსურველი პირი; ზ) ლიცენზიის გამცემიადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კანონით დადგენილი წესით გასცემს ლიცენზიას; თ) ნებართვის გამცემიადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კანონით დადგენილი წესით გასცემს ნებართვას; ი) სალიცენზიო რეესტრი (სახელმწიფო, უწყებრივი) – დოკუმენტი ლიცენზიების გაცემის, მათში ცვლილების შეტანის, მათი მოქმედების შეჩერებისა და განახლების და მათი გაუქმების თაობაზე მონაცემთა ერთობლიობის შესახებ; კ) სანებართვო რეესტრი (სახელმწიფო, უწყებრივი) – დოკუმენტი ნებართვების გაცემის, მათში ცვლილების შეტანის, მათი მოქმედების შეჩერებისა და განახლების და მათი გაუქმების თაობაზე მონაცემთა ერთობლიობის შესახებ; ლ) ლიცენზიის მფლობელი – პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ლიცენზიით განსაზღვრული სამეწარმეო საქმიანობა; მ) ნებართვის მფლობელი – პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს უფლება, განახორციელოს ნებართვით განსაზღვრული საქმიანობა; ნ) სალიცენზიო მოსაკრებელი – ერთჯერადი სავალდებულო გადასახდელი საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში, რომელსაც ლიცენზიის მაძიებელი იხდის კანონით დადგენილი ოდენობით, მისთვის კანონით განსაზღვრული ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებისათვის; ო) სანებართვო მოსაკრებელი – ერთჯერადი სავალდებულო გადასახდელი საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში ან შესაბამის ადგილობრივ ბიუჯეტში (თუ ნებართვას გასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანო), რომელსაც ნებართვის მაძიებელი იხდის კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ (თუ ნებართვას გასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანო) დადგენილი ოდენობით, მისთვის კანონით განსაზღვრული სანებართვო საქმიანობის განხორციელების ან სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის; პ) ლიცენზიის/ნებართვის მოქმედების შეჩერება – ლიცენზიით/ნებართვით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების აკრძალვა ლიცენზიის/ნებართვის მოქმედების განახლებამდე; ჟ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი; რ) სალიცენზიო პირობები – კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად, აგრეთვე წესების, ნორმებისა და მოთხოვნების ერთობლიობა, რომელთა დაცვაც კანონით მოეთხოვება ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიით განსაზღვრული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას; ს) სანებართვო პირობები – კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად, აგრეთვე წესების, ნორმებისა და მოთხოვნების ერთობლიობა, რომელთა დაცვაც კანონით მოეთხოვება ნებართვის მფლობელს ნებართვით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისას; ტ) სათბობ-ენერგეტიკული სისტემა – სათბობ-ენერგეტიკული რესურსების, ანუ ენერგიაშემცველების მოპოვების, გადამუშავების, ტრანსპორტირების, გადაცემისა და განაწილებისათვის საჭირო მოწყობილობებისა და ნაგებობების ერთობლიობა.     მუხლი 3🔗. ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის პრინციპები ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის სფეროებში მოქმედი კრიტერიუმები, მოთხოვნები, პირობები და წესები უნდა ეყრდნობოდეს შემდეგ პრინციპებს: ა) კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობა; ბ) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მისი საცხოვრებელი და კულტურული გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაცვა; გ) მეწარმეთა ინტერესების დაცვა; დ) სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა; ე) მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა; ვ) კულტურული მემკვიდრეობის დაცვა.     მუხლი 4🔗. დამატებითი ლიცენზიისა და ნებართვის შემოღების დაუშვებლობა 1. დაუშვებელია ლიცენზიისა და ნებართვის შემოღება ამ კანონით გაუთვალისწინებელ საქმიანობაზე. 2. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ისეთი დოკუმენტის შემოღება, რომელიც გულისხმობს რაიმე საქმიანობაზე შინაარსობრივად სალიცენზიო ან სანებართვო რეჟიმის დაწესებას.     მუხლი 5🔗. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უფლებამოსილება სალიცენზიო და სანებართვო სფეროებში სახელმწიფოსა და ავტონომიური რესპუბლიკის ერთობლივ გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროებში, ამ კანონით განსაზღვრულ საქმიანობის სახეებზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ლიცენზიასა და ნებართვას გასცემს ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამთავრობო დაწესებულება ამ კანონით დადგენილი წესით.     კარი II. ლიცენზირება     თავი II. ლიცენზირებადი საქმიანობის სახეები და ლიცენზიის გამცემი ორგანოები     მუხლი 6🔗. ლიცენზირებადი საქმიანობის სახეები და ლიცენზიის გამცემი ორგანოები ლიცენზირებადი საქმიანობის სახეები და შესაბამისი ლიცენზიის გამცემი ორგანოებია: ა) სადაზღვევო საქმიანობა და დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობა – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური; ბ) საბანკო და არასაბანკო სადეპოზიტო საქმიანობა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობა – საქართველოს ეროვნული ბანკი; გ) ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეების, აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალური დეპოზიტარის საქმიანობა – საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია; დ) სამედიცინო საქმიანობა – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; დ​1) ფარმაცევტული საქმიანობა – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – წამლის სააგენტო; ე) საპროექტო-სამშენებლო საქმიანობა – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო; ვ) აღმზრდელობით-საგანმანათლებლო დაწესებულებათა საქმიანობა – საქართველოს განათლების სამინისტრო; ზ) აუდიტორული საქმიანობა – საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო; თ) მეტროლოგიური და გაზომვათა საშუალებების წარმოება და შეკეთება – საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი; ი) იარაღისა და საბრძოლო მასალის დამზადება, შეკეთება და მათით ვაჭრობა – საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; კ) საზღვაო სამგზავრო გადაყვანა – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაცია; ლ) საბაჟო ბროკერისა და საბაჟო გადამზიდველის საქმიანობა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი; მ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობა – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; ნ) კვების (მათ შორის, ბავშვთა კვების) პროდუქტებისა და თამბაქოს პროდუქციის წარმოების სფეროში: ნ.ა)    ალკოჰოლიანი სასმელებისა და ეთილის სპირტის წარმოება – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი – „სამტრესტი“; ნ.ბ)    ლუდის, უალკოჰოლო სასმელებისა და წყლის, მათ შორის, მინერალური წყლის, სასაქონლო პროდუქციის წარმოება – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – „საქმინხილწყალი“; ნ.გ) ყველა სხვა სახის კვების (მათ შორის, ბავშვთა კვების) პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოება – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახური; ნ​1) თამბაქოს ნაწარმის ვაჭრობის სფეროში: ნ​1.ა) იმპორტიორის ან მწარმოებლის მიერ თამბაქოს ნაწარმის საბითუმო ვაჭრობა ერთი ობიექტიდან – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი; ნ​1.ბ) სხვა პირის მიერ თამბაქოს ნაწარმის საბითუმო ვაჭრობა ერთი ობიექტიდან – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი; ნ​1.გ) პირის მიერ თამბაქოს ნაწარმით საცალო ვაჭრობა ერთი ობიექტიდან – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული ერთეულის საგადასახადო ინსპექცია; ნ​1.დ) თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი. ო) ელექტროენერგიის წარმოება („ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მნიშვნელობით), გადაცემა, დისპეტჩერიზაცია, განაწილება, ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, რეიმპორტი; ბუნებრივი გაზის მიწოდება, ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი, რეიმპორტი, ტრანსპორტირება და განაწილება – საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია; პ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობა –საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; ჟ) ვეტერინარიის, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წარმოებისა და ვაჭრობის სფეროში: ჟ.ა) ვეტერინარული საქმიანობა, მხოლოდ ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ბიოლოგიური, სამკურნალო და სხვა ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების, ცხოველთა საკვების წარმოება და ვაჭრობა, სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტების ფუნქციონირება – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტი; ჟ.ბ) პესტიციდების წარმოება და ვაჭრობა – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახური; ჟ.გ) აგროქიმიკატების წარმოება და ვაჭრობა – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახური; რ) ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობა, ნავთობის გადამუშავება, გაზის დამუშავება, ნავთობის, გაზის ან/და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირება („ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში) – საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო; ს) საშემფასებლო საქმიანობა – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო; ტ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა (გარდა „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ და „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო; უ) გარემოსდაცვითი საქმიანობა – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; ფ) გარემოზე ზემოქმედების შეფასებითი საქმიანობა – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; ქ) სამთომოპოვებითი და სამთამადნო საქმიანობა – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; ღ) ჰიდრომეტეოროლოგიური საქმიანობა – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;  ყ) გეოლოგიური საქმიანობა – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო; შ) (ამოღებულია); ჩ) რეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია; ც) აგროქიმიურ და ნიადაგის დაცვისა და აგროქიმიკატების ხარისხის განსაზღვრის სფეროში ლაბორატორიული საქმიანობა – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახური; ძ) სამყნობი, სათესლე და სარგავი მასალების წარმოება – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო; წ) მეცხოველეობის სფეროში სანაშენე საქმიანობა – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მეცხოველეობისა და სანაშენე საქმის დეპარტამენტი. საქართველოს 2002 წლის 19 ივნისის კანონი №1521 – სსმI, №21, 12.07.2002წ., მუხ.89 საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1861 – სსმI, №3, 17.01.2003წ., მუხ.13 საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2176 – სსმI, №15, 04.06.2003წ., მუხ.103 საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2394 – სსმI, №18, 24.06.2003წ., მუხ.114 საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3006 – სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.207 საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3056 – სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.218 საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №451 – სსმI, №28, 07.10.2004წ., მუხ.136 საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1135 – სსმI, №13, 12.04.2005წ., მუხ.85 საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1583 – სსმI, №31, 27.06.2005წ., მუხ.196     მუხლი 7🔗. ლიცენზიის გამცემის უფლება-მოვალეობები ლიცენზიის გამცემი: ა) კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით გასცემს ლიცენზიას, შეაქვს მასში ცვლილება, შეაჩერებს ან განაახლებს მის მოქმედებას ან აუქმებს მას; ბ) აწარმოებს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრს; გ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში აცნობებს სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის, მისი მოქმედების შეჩერების ან განახლების ან მისი გაუქმების თაობაზე; დ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში აქვეყნებს ინფორმაციას ლიცენზიის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის, მისი მოქმედების შეჩერების ან განახლების ან მისი გაუქმების შესახებ, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული საიდუმლო ინფორმაციისა, საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ინახავს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას; ვ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს კონტროლს ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულებაზე.     მუხლი 8🔗. სალიცენზიო მოწმობის ფორმა      სალიცენზიო მოწმობის ფორმა განისაზღვრება ლიცენზიის გამცემის ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტით ანდა კანონით.     თავი III. ლიცენზიის გაცემის ზოგადი წესი     მუხლი 9🔗. ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია 1. ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის გამცემს წარუდგენს წერილობით განცხადებას. 2. ლიცენზიის მიღების თაობაზე განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; იგი ასევე უნდა შეიცავდეს: ა) სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემებს; ბ) მითითებას, თუ რომელი ლიცენზიის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი. 3. განცხადებას უნდა ერთვოდეს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ლიცენზიის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით. 4. საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე, ლიცენზიის მისაღებად, ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების გარდა, დამატებითი სალიცენზიო პირობები განისაზღვრება მხოლოდ კანონით. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიის გამცემს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.     მუხლი 10🔗. ლიცენზიის გაცემის ზოგადი წესი 1. ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით განსაზღვრული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით და ამ კანონის შესაბამისად. 2. გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის, მისი მოქმედების შეჩერების ან განახლების ან მისი გაუქმების შესახებ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს და უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით ადმინისტრაციული აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს. 3. ლიცენზიის გამცემი 3 დღის ვადაში ამოწმებს ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადების შესაბამისობას ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან. 4. ლიცენზიის გამცემი საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ ცნობას აქვეყნებს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან განცხადების შესაბამისობის დადგენიდან 3 დღის ვადაში. 5. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან განცხადების შესაბამისობის დადგენიდან 1 თვის ვადაში. 6. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად აუცილებელია ადმინისტრაციული წარმოებისათვის კანონით განსაზღვრულ ვადაზე მეტი, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების ვადის არა უმეტეს 3 თვემდე გაგრძელების თაობაზე. 7. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია მიიღოს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან 7 დღის ვადაში და ამის შესახებ არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა აცნობოს ლიცენზიის მაძიებელს. 8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია გააგრძელოს წერილობითი მოსაზრებების წარდგენის ვადა. 9. ლიცენზიის შესახებ საკითხის გადასაწყვეტად ზეპირი მოსმენა უნდა გაიმართოს წერილობითი მოსაზრებების წარდგენის ვადის გასვლიდან 5 დღეში. 10. ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში გასცემს სალიცენზიო მოწმობას. 11. ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევა ჩაითვლება ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმად და გასაჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. 12. ამ კანონის მე-6 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დანიშნულ ავიაგადამზიდველთა რაოდენობა რომელიმე შეთანხმებულ საჰაერო ხაზზე შეზღუდულია საქართველოს კანონმდებლობით ანდა იმ ქვეყნის მოთხოვნით, რომლის ტერიტორიაზედაც უნდა განხორციელდეს საჰაერო ხომალდის აფრენა, გადაფრენა ან დაფრენა, ხოლო ლიცენზიის მაძიებელთა რაოდენობა შეზღუდვით დადგენილზე მეტია, ლიცენზია გაიცემა ამ კანონის 24-ე და 25-ე მუხლების გათვალისწინებით.     მუხლი 11🔗. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები 1. ლიცენზიის გამცემი არ გასცემს ლიცენზიას, თუ: ა) ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს; ბ) ლიცენზიის მაძიებელი მოითხოვს იმ საქმიანობის ლიცენზიას, რომლის ლიცენზიაც მას გაუუქმდა და გაუქმებიდან არ გასულა 1 წელი; გ) ლიცენზიის მაძიებელს შეჩერებული აქვს ამავე ლიცენზირებად სფეროში მიღებული ლიცენზიის მოქმედება და არ არის აღმოფხვრილი მისი შეჩერების საფუძველი. 2. დაუშვებელია ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმა გასაცემი ლიცენზიების რაოდენობის შეზღუდვის მოტივით, გარდა ამ კანონის მე-10 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.     მუხლი 12🔗. ლიცენზიის გაცემაზე უარის გასაჩივრება ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში.     მუხლი 13🔗. სალიცენზიო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება 1. სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი (წარმომადგენელი) ლიცენზიის გამცემს მიმართავს წერილობითი განცხადებით სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თაობაზე. 2. განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში ლიცენზიის გამცემი გასცემს სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატს, შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და ამის თაობაზე აცნობებს სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში შესაბამისი ცვლილების შესატანად. 3. სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს. 4. სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის გაცემისათვის გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით.     მუხლი 14🔗. ლიცენზიის ამოქმედება და მოქმედების ვადა 1. ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. 2. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა განახორციელოს ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან. 3. ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა აკრძალულია.     თავი IV. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და განახლება. ლიცენზიის გაუქმება     მუხლი 15🔗. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და განახლება 1. ლიცენზიის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ, თუ ლიცენზიის მფლობელი არღვევს კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს. 2. ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ლიცენზიის გაცემისათვის ამ კანონით დადგენილი წესით. 3. გადაუდებლობის შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ან კერძო ინტერესებს, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის დაუცველად მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ და ვალდებულია ლიცენზიის მფლობელს არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა შეატყობინოს ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან მისი შეჩერების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. 4. ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში მიუთითებს კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს, რომელთა შესრულებაც (გამოსწორებაც) გამოიწვევს ლიცენზიის მოქმედების განახლებას. 5. ლიცენზიის მოქმედება შეჩერდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობების შესრულებამდე (გამოსწორებამდე), მაგრამ გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 3 თვისა. ამ ვადის გაგრძელება დასაშვებია ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ლიცენზიის გაუქმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებასთან ერთად. 6. ლიცენზიის მოქმედება განახლდება ლიცენზიის მოქმედების შეჩერებისათვის ამ კანონით დადგენილი წესით. ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ლიცენზიის მოქმედების განახლების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე, წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით განაახლოს ლიცენზიის მოქმედება. 7. ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან განახლების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში.     მუხლი 16🔗. ლიცენზიის გაუქმება 1. ლიცენზიის გაუქმება ნიშნავს ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადებას. 2. ლიცენზიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა წარმოადგენს: ა) ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა; ბ) ლიცენზიის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია), დადგენილი წესით გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან ქმედუუნაროდ ცნობა; გ) ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ ამ ვადის განმავლობაში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი; დ) კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. 3. ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ლიცენზიის გაცემისათვის ამ კანონით დადგენილი წესით. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, გადაუდებლობის შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ან კერძო ინტერესებს, ლიცენზიის გამცემი ვალდებულია 3 დღის ვადაში მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ლიცენზიის გაუქმების შესახებ და ლიცენზიის მფლობელს დაუყოვნებლივ შეატყობინოს ლიცენზიის გაუქმების ან მისი გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. 5. სალიცენზიო მოწმობა ლიცენზიის გამცემს უნდა დაუბრუნდეს ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის განმავლობაში.     მუხლი 17🔗. განსაკუთრებულ შემთხვევებში ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან ლიცენზიის გაუქმების მარეგულირებელი წესი თუ ლიცენზიის მოქმედების შეჩერებამ ან ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოებრივი ან სახელმწიფო ინტერესებისათვის ზიანის მიყენება, ლიცენზიის მფლობელს კანონის საფუძველზე შეიძლება მიეცეს უფლება, გარკვეული ვადით გააგრძელოს ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა ლიცენზიის გამცემის ზედამხედველობით.     მუხლი 18🔗. ლიცენზიის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის, მისი მოქმედების შეჩერების ან განახლების ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების შეჩერება ადმინისტრაციული საჩივრის ან სარჩელის წარდგენის შემთხვევაში ადმინისტრაციული საჩივრის ან სარჩელის წარდგენის შემთხვევაში ლიცენზიის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის, მისი მოქმედების შეჩერების ან განახლების ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება არ შეჩერდება, თუ ლიცენზიის გამცემი ან საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ანდა სასამართლო არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას.     კარი III. ნებართვის გაცემა     თავი V. ნებართვის სახეები და ნებართვის გამცემი ორგანოები     მუხლი 19🔗. ნებართვის სახეები და ნებართვის გამცემი ორგანოები 1. ნებართვის სახეები და შესაბამისი ნებართვის გამცემი ორგანოებია: ა) საერთაშორისო საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვის, საქალაქთაშორისო, საგარეუბნო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისა და სახიფათო ტვირთების საავტომობილო გადაზიდვის ნებართვა – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაცია; ბ) საჰაერო ხომალდის სამგზავრო და სატვირთო მოცულობების რეალიზაციის, არარეგულარული საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ან/და საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვა – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია; გ) საშიში საწარმოო ობიექტების ექსპლუატაციასთან, კონსტრუირებასთან, გაუქმებასთან, ექსპლუატაციის შეწყვეტასა და კონსერვაციასთან, საშიშ საწარმოო ობიექტებზე გამოყენებული ტექნიკური მოწყობილობების დამზადებასა და მონტაჟთან, მომსახურებასა და რემონტთან, ტექნიკური უსაფრთხოების ექსპერტიზის ჩატარებასთან, მშენებლობის წარმოებისას საშიში საწარმოო მექანიზმების გამოყენებასთან (გარდა ნავთობისა და გაზის სფეროებისა), სახელმწიფოს დაკვეთით სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტით საშიში ტვირთების ტრანსპორტირებასთან, სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების ბრუნვასთან, საწარმოო უსაფრთხოების სფეროში პერსონალის მომზადებასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვა – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია; დ) ისტორიისა და კულტურის ძეგლებზე სამუშაოების ჩასატარებლად დაშვების ნებართვა – საქართველოს კულტურის სამინისტრო; ე) განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების მშენებლობის ნებართვა – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო; ვ) ანტიკვარული ნივთებით ვაჭრობის ნებართვა – საქართველოს კულტურის სამინისტრო; ზ) გარემოსდაცვითი ნებართვა – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; თ) საბაჟო საწყობების (გარდა საბაჟო ორგანოების მიერ დაარსებული საწყობების) საქმიანობის, უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტის საქმიანობის, საბაჟო კონტროლის ქვეშ და საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ნებართვები – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტი. ი) ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალი-ერებისათვის აუცილებელი დიაგნოსტიკური ცენტრების საქმიანობის ნებართვა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; კ) ნავთობგადამამუშავებელი ობიექტების სათბობ-ენერგეტიკულ სისტემაში განთავსების, ელექტროენერგიის წარმოების ობიექტების, აგრეთვე იმ საშუალებების განთავსების ნებართვა, რომლებიც გამოიყენება ელექტროენერგიის ტრანზიტისათვის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის – საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო; ლ) აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების, სამორინეების მოწყობის ნებართვა – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; მ) ქვეყნის ტერიტორიაზე ტოპოგრაფიულ-გეოდეზიური, კარტოგრაფიული და აეროგადაღებითი საქმიანობის (გარდა თემატური ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა) ნებართვა ­– საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;  ნ) ტყითსარგებლობის ნებართვა – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო; ო) საქონლის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სფეროში: ო.ა) შეიარაღების (მათ შორის, იარაღის,), საბრძოლო მასალის, სამხედრო ტექნიკის, ტექნიკური დოკუმენტაციის, აგრეთვე იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოებისა და მომსახურების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა – საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; ო.ბ) სამკურნალო საშუალებების, ფარმაცევტული სუბსტანციებისა და დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტისა და რეექსპორტის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტისა და ექსპორტის ნებართვა – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – წამლის სააგენტო; ო.გ) ხე-ტყის ექსპორტისა და იმპორტის ნებართვა – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო; ო.დ) შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების (მათ შორის, საწარმოო ნარჩენების) ექსპორტისა და რეექსპორტის, ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის ნებართვა – საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო; ო.ე) პესტიციდების ექსპორტისა და იმპორტის ნებართვა – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახური; ო.ვ) არასახიფათო ნარჩენების იმპორტისა და ტრანზიტის, ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა იმპორტის ნებართვა – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; ო.ზ) მხოლოდ ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ბიოლოგიური, სამკურნალო და სხვა ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების, ცხოველთა, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, ცხოველთა საკვების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტი; ო.თ) აგროქიმიკატების ექსპორტისა და იმპორტის ნებართვა – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახური; ო.ი) კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქტების იმპორტისა და ტრანზიტის ნებართვა – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახური; ო.კ) წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურას დაქვემდებარებული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტისა და ექსპორტის ნებართვა – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ო.ლ) არაიოდირებული მარილის სამედიცინო მიზნით იმპორტის ნებართვა – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; პ) ნავთობისა და გაზის ოპერაციებთან, ნავთობის გადამუშავებასთან, გაზის დამუშავებასთან, ნავთობის, გაზის ან/და ნავთობგაზპროდუქტების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოების ნებართვა („ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში) – საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო; ჟ) კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ნებართვა – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; რ) იარაღის შეძენის, შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის, იარაღის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის (გარდა ექსპორტ-იმპორტისა, ტრანზიტისა და რეექსპორტისა), ტირის, სასროლეთის, სასროლო სანადირო სტენდის გახსნის ნებართვა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო უც­ხო სა­ხელ­მწი­ფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარ­მო­მად­გე­ნელ­თა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვი­ზი­ტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ ია­რა­ღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შე­მო­ტანისა და საქართველოდან გა­ტა­ნის ნებართვა – საქართველოს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი; ს) საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა – საქართველოს კულტურის სამინისტრო; ტ) ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სფეროში საქმიანობის ნებართვა – საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია; უ) (ამოღებულია); ფ) დაკვირვების ელექტრონული საშუალებების დამზადების, შეძენის, საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; ქ) ბეჭდებისა და შტამპების დამზადების ნებართვა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; ღ) საზღვაო ბუქსირზიდვის (გარდა სანავსადგურო ბუქსირზიდვისა) ნებართვა – საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაცია; ყ) (ამოღებულია); შ) ია­რა­ღის კო­ლექ­ცი­ო­ნი­რე­ბისა და ექ­სპო­ნი­რე­ბის ნებართვა – სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო; „ჩ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შემოტანის (გატანის) წინასწარი ნებართვა – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“. 2. რაიონისა და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი მმართველობის ორგანო ან/და მისი შესაბამისი ადგილობრივი სამსახურები გასცემენ შემდეგი სახის ნებართვებს: ა) მშენებლობის ნებართვა (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების მშენებლობის ნებართვისა); ბ) ადგილობრივი (საქალაქო, საგარეუბნო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვა; გ) ადგილობრივი სატაქსო (მსუბუქი ავტომობილით, 7 კაცამდე) გადაყვანის ნებართვა; დ) არქიტექტურული ობიექტის სტრუქტურულ-ფუნქციური წყობისა და იერსახის შეცვლის ნებართვა. 3. სოფლის, თემის, დაბის, ქალაქისა და იმ ქალაქის, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო ან/და მისი შესაბამისი ადგილობრივი სამსახურები გასცემენ შემდეგი სახის ნებართვებს: ა) გარე ვაჭრობის ნებართვა; ბ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვა. 4. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ეკონომიკური (მათ შორის, მოსალოდნელი შემოსავლის გათვალისწინებით) ინტერესებიდან გამომდინარე, კანონით შეიძლება შემოღებულ იქნეს ადგილობრივი თვითმმართველობისადმი (მმართველობისადმი) დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ამ კანონით გაუთვალისწინებელი საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის ნებართვა, რომელსაც გასცემენ ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ორგანოები კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობის ფარგლებში ნებართვის მაძიებლის მიერ შესაბამისი საკრებულოს მიერ დაწესებული მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე. 5. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე საქმიანობისათვის ამ კანონით გათვალისწინებულ ნებართვას გასცემს ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი ორგანო. საქართველოს 2002 წლის 19 ივნისის კანონი №1521 – სსმI, №21, 12.07.2002წ., მუხ.89 საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1861 – სსმI, №3, 17.01.2003წ., მუხ.13 საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2176 – სსმI, №15, 04.06.2003წ., მუხ.103 საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონი №2248 – სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.78 საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2394 – სსმI, №18, 24.06.2003წ., მუხ.114 საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3056 – სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.218 საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №451 – სსმI, №28, 07.10.2004წ., მუხ.136 საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №605 – სსმI, №36, 08.12.2004წ., მუხ.166 საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №660 – სსმI, №38, 24.12.2004წ., მუხ.182 საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №815 – სსმI, №39, 25.12.2004წ., მუხ.194 საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი №1058 – სსმI, №9, 17.03.2005წ., მუხ.62 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1182 – სსმI, №15, 19.04.2005წ., მუხ.97 საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1583 – სსმI, №31, 27.06.2005წ., მუხ.196     მუხლი 20🔗. ნებართვის გამცემის უფლება-მოვალეობები ნებართვის გამცემი: ა) კანონით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით გასცემს ნებართვას, შეაქვს მასში ცვლილება, შეაჩერებს ან განაახლებს მის მოქმედებას ან აუქმებს მას; ბ) აწარმოებს უწყებრივ სანებართვო რეესტრს; გ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში აცნობებს სახელმწიფო სანებართვო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით ნებართვის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის, მისი მოქმედების შეჩერების ან განახლების ან მისი გაუქმების თაობაზე; დ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში აქვეყნებს ინფორმაციას ნებართვის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის, მისი მოქმედების შეჩერების ან განახლების ან მისი გაუქმების შესახებ: დ.ა) საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გაცემული ნებართვის თაობაზე – საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“; დ.ბ) მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით გაცემული ნებართვის თაობაზე, აგრეთვე ინფორმაციას, რომელიც შეიცავს სახელმწიფო, კომერციულ ან/და პირად საიდუმლოებას – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ინახავს ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას; ვ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს კონტროლს ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე.     მუხლი 21🔗. სანებართვო მოწმობის ფორმა სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება ნებართვის გამცემის ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტით ანდა კანონით.     თავი VI. ნებართვის გაცემის ზოგადი წესი     მუხლი 22🔗. ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია 1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად ნებართვის გამცემს წარუდგენს წერილობით განცხადებას. 2. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს; იგი ასევე უნდა შეიცავდეს: ა) ფიზიკური პირისათვის – დაბადების ადგილსა და თარიღს, სამუშაო და საცხოვრებელი ადგილების მისამართებს; ინდივიდუალური მეწარმისათვის – სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემებს; ბ) იურიდიული პირისათვის (სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის) – სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შესახებ მონაცემებს; გ) მითითებას, თუ რომელი ნებართვის მიღებას მოითხოვს ნებართვის მაძიებელი. 3. განცხადებას უნდა ერთვოდეს სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით (თუ ნებართვას გასცემს ადგილობრივი თვითმმართველობის ან მმართველობის ორგანო). 4. საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე, ნებართვის მისაღებად, ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების გარდა, დამატებითი სანებართვო პირობები განისაზღვრება კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია ნებართვის გამცემს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.     მუხლი 23🔗. ნებართვის გაცემის ზოგადი წესი 1. ნებართვის გამცემი ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და ამ კანონის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით გაიცემა შემდეგი ნებართვები: ა) მშენებლობის (მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების მშენებლობის) ნებართვა; ბ) არქიტექტურული ობიექტის სტრუქტურულ-ფუნქციური წყობისა და იერსახის შეცვლის ნებართვა; გ) ადგილობრივი (საქალაქო, საგარეუბნო), საქალაქთაშორისო და საგარეუბნო რეგულარული სამგზავრო საავტომობილო გადაყვანის ნებართვა. 3. გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის, მისი მოქმედების შეჩერების ან განახლების ან მისი გაუქმების შესახებ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს და უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით ადმინისტრაციული აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს. 4. ნებართვის გამცემი ვალდებულია უზრუნველყოს ნებართვის მაძიებლის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. 5. საჭიროების შემთხვევაში ნებართვის გამცემი ნებართვის მაძიებელს აძლევს 3 დღეს კანონით გათვალისწინებული დამატებითი დოკუმენტაციის ან ინფორმაციის წარსადგენად. ამ ვადის გაგრძელება ხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. 6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როცა ნებართვის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციულ წარმოებაში წარმომადგენლის მონაწილეობა სავალდებულოა, განცხადების განხილვის ვადა შეჩერებულად ითვლება წარმომადგენლის დანიშვნამდე. 7. ნებართვის მაძიებლის მიერ ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა იწვევს ნებართვის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას, თუ ამ მოთხოვნათა შესრულების გარეშე შეუძლებელია ნებართვის გამცემის მიერ გადაწყვეტილების მიღება. 8. ნებართვის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოებისას მოწმე და ექსპერტი ვალდებულნი არიან მისცენ ახსნა-განმარტება. 9. ნებართვის გამცემი ან საზოგადოებრივი ექსპერტი დასკვნას წარადგენს 7 დღეში. განსაკუთრებულ შემთხვევაში, როცა ამ ვადაში დასკვნის წარდგენა შეუძლებელია და საქმის გარემოებების გათვალისწინებით დასკვნის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა მიზანშეუწონელია, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია, ხოლო დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია დასკვნის წარდგენის ვადა გააგრძელოს არა უმეტეს 7 დღით. დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება. 10. ნებართვის მაძიებელი ნებართვის გამცემს 3 დღის ვადაში წარუდგენს მოსაზრებებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 101-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. 11. ნებართვის გამცემი ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში გასცემს სანებართვო მოწმობას. 12. ნებართვის გაცემის ან ნებართვის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევა ჩაითვლება ნებართვის გაცემაზე უარის თქმად და გასაჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. 13. საერთაშორისო საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის მისაღებად, ამ კანონით გათვალისწინებული პირობების გარდა, დამატებითი სანებართვო პირობები განისაზღვრება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე ან/და კანონით.     მუხლი 24🔗. ნებართვის გაცემის დამატებითი წესი 1. ამ კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვა გაიცემა ამ მუხლის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვა გაიცემა კონკურსის (აუქციონის) წესით. ნებართვის გამცემი საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ ცნობაში მიუთითებს კონკურსის (აუქციონის) ჩატარების თარიღს. 3. ნებართვის გამცემი ატარებს კონკურსს (აუქციონს) წერილობითი მოსაზრებების წარდგენის ვადის გასვლიდან 5 დღეში და ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კონკურსის (აუქციონის) ჩატარებიდან 3 დღის განმავლობაში. 4. ნებართვის გამცემი ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში გასცემს სანებართვო მოწმობას.     მუხლი 25🔗. კონკურსის (აუქციონის) ჩატარების წესისა და პირობების შესახებ ნორმატიული აქტის გამოცემა 1. კონკურსის (აუქციონის) ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება კანონით ან კანონის საფუძველზე შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტით. 2. ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტი კონკურსის (აუქციონის) ჩატარების წესისა და პირობების შესახებ მიიღება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XV თავით დადგენილი წესით, ამ მუხლის გათვალისწინებით. 3. ადმინისტრაციული წარმოება კონკურსის (აუქციონის) ჩატარების წესისა და პირობების შესახებ ნორმატიული აქტის გამოსაცემად შეიძლება დაიწყოს დაინტერესებული მხარის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს განცხადების საფუძველზედაც. 4. ადმინისტრაციული ორგანო ამ მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის მისაღებად ადმინისტრაციულ აქტს გამოსცემს და საჯარო გაცნობისათვის მასალებს წარადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან განცხადების შესაბამისობის დადგენიდან 3 დღის ვადაში.     მუხლი 26🔗. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები 1. ნებართვის გამცემი არ გასცემს ნებართვას, თუ: ა) ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილ სანებართვო პირობებს; ბ) ნებართვის მაძიებელი მოითხოვს იმ საქმიანობის ნებართვას, რომლის ნებართვაც მას გაუუქმდა და გაუქმებიდან არ გასულა 6 თვე; გ) ნებართვის მაძიებელს შეჩერებული აქვს ამავე სანებართვო სფეროში მიღებული ნებართვის მოქმედება და არ არის აღმოფხვრილი მისი შეჩერების საფუძველი. 2. დაუშვებელია ნებართვის გაცემაზე უარის თქმა გასაცემი ნებართვების რაოდენობის შეზღუდვის მოტივით, გარდა საერთაშორისო საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვისა (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი კვოტების ფარგლებში) და ნებართვის კონკურსის (აუქციონის) წესით გაცემის შემთხვევებისა.     მუხლი 27🔗. ნებართვის გაცემაზე უარის გასაჩივრება ნებართვის გამცემის გადაწყვეტილება ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში.     მუხლი 28🔗. სანებართვო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება 1. სანებართვო მოწმობის (გარდა კვოტების ფარგლებში გაცემული საერთაშორისო საავტომობილო ერთჯერადი გადაზიდვის ნებართვისა) დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი (წარმომადგენელი) ნებართვის გამცემს მიმართავს წერილობითი განცხადებით სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის თაობაზე. 2. განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში ნებართვის გამცემი გასცემს სანებართვო მოწმობის დუბლიკატს, შესაბამისი ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში და ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამის თაობაზე აცნობებს სახელმწიფო სანებართვო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს სახელმწიფო სანებართვო რეესტრში შესაბამისი ცვლილების შესატანად. 3. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს. 4. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემისათვის გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით ან „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით.     მუხლი 29🔗. ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა 1. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად ან გარკვეული ვადით საქმიანობის განსახორციელებლად. ეს ვადა განისაზღვრება კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით. 2. ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია ნებართვით გან-საზღვრული საქმიანობა განახორციელოს ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღიდან. 3. ნებართვის სხვა პირისათვის გადაცემა აკრძალულია, გარდა მშენებლობის ნებართვისა და არქიტექტურული ობიექტის სტრუქტურულ-ფუნქციური წყობისა და იერსახის შეცვლის ნებართვისა, როდესაც ხდება მშენებარე ან არქიტექტურული ობიექტის მესაკუთრის (მფლობელის) შეცვლა. თავი VII. ნებართვის მოქმედების შეჩერება და განახლება. ნებართვის გაუქმება     მუხლი 30🔗. ნებართვის მოქმედების შეჩერება და განახლება 1. ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის მოქმედების შეჩერების შესახებ, თუ ნებართვის მფლობელი არღვევს კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით დადგენილ სანებართვო პირობებს. 2. ნებართვის გამცემი ნებართვის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ნებართვის გაცემისათვის ამ კანონით დადგენილი წესით, ამ მუხლის გათვალისწინებით. 3. გადაუდებლობის შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ან კერძო ინტერესებს, ნებართვის გამცემი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის დაუცველად მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ნებართვის მოქმედების შეჩერების შესახებ და ვალდებულია ნებართვის მფლობელს დაუყოვნებლივ შეატყობინოს ნებართვის მოქმედების შეჩერების ან მისი შეჩერების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. 4. ნებართვის მფლობელის მიერ ნებართვის გამცემთან თანამშრომლობის შეუძლებლობა ან თანამშრომლობაზე უარის თქმა არ დააბრკოლებს ნებართვის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას. 5. ნებართვის გამცემი ნებართვის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში მიუთითებს კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით დადგენილ სანებართვო პირობებს, რომელთა შესრულებაც (გამოსწორებაც) გამოიწვევს ნებართვის მოქმედების განახლებას. 6. ნებართვის მოქმედება შეჩერდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შესრულებამდე (გამოსწორებამდე), მაგრამ გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 3 თვისა. ამ ვადის გაგრძელება დასაშვებია ამ კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ნებართვის გაუქმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებასთან ერთად. 7. ნებართვის მოქმედება განახლდება ნებართვის მოქმედების შეჩერებისათვის ამ კანონით დადგენილი წესით. ნებართვის გამცემი უფლებამოსილია ნებართვის მოქმედების განახლების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე, წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით განაახლოს ნებართვის მოქმედება. 8. ნებართვის მოქმედების შეჩერების ან განახლების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში.     მუხლი 31🔗. ნებართვის გაუქმება 1. ნებართვის გაუქმება ნიშნავს ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადებას. 2. ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა წარმოადგენს: ა) ნებართვის მფლობელის მოთხოვნა; ბ) ნებართვის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია), დადგენილი წესით გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან ქმედუუნაროდ ცნობა, გარდა მშენებლობის დაწყების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვისა და არქიტექტურული ობიექტის სტრუქტურულ-ფუნქციური წყობისა და იერსახის შეცვლის ნებართვებისა, როდესაც ხდება მშენებარე ან არქიტექტურული ობიექტის მესაკუთრის (მფლობელის) ან სამშენებლო ან/და სარემონტო სამუშაოების დამკვეთის შეცვლა; გ) ნებართვის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ ამ ვადის განმავლობაში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი; დ) კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. 3. ნებართვის გამცემი ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ნებართვის გაცემისათვის ამ კანონით დადგენილი წესით. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, გადაუდებლობის შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ან კერძო ინტერესებს, ნებართვის გამცემი ვალდებულია 3 დღის ვადაში მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ნებართვის გაუქმების შესახებ და ნებართვის მფლობელს დაუყოვნებლივ შეატყობინოს ნებართვის გაუქმების ან მისი გაუქმების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. 5. ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში. 6. სანებართვო მოწმობა ნებართვის გამცემს უნდა დაუბრუნდეს ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის განმავლობაში.     მუხლი 32🔗. განსაკუთრებულ შემთხვევებში ნებართვის მოქმედების შეჩერების ან ნებართვის გაუქმების მარეგულირებელი წესი თუ ნებართვის მოქმედების შეჩერებამ ან ნებართვის გაუქმებამ შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოებრივი ან სახელმწიფო ინტერესებისათვის ზიანის მიყენება, ნებართვის მფლობელს კანონის საფუძველზე შეიძლება მიეცეს უფლება, გარკვეული ვადით გააგრძელოს ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობა ნებართვის გამცემის ზედამხედველობით.     მუხლი 33🔗. ნებართვის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის, მისი მოქმედების შეჩერების ან განახლების ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების შეჩერება ადმინისტრაციული საჩივრის ან სარჩელის წარდგენის შემთხვევაში ადმინისტრაციული საჩივრის ან სარჩელის წარდგენის შემთხვევაში ნებართვის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის, მისი მოქმედების შეჩერების ან განახლების ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება არ შეჩერდება, თუ ნებართვის გამცემი ან საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ანდა სასამართლო არ მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას.     კარი IV. სალიცენზიო და სანებართვო რეესტრები. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. პასუხისმგებლობა     თავი VIII. სალიცენზიო და სანებართვო რეესტრები. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა     მუხლი 34🔗. სალიცენზიო და სანებართვო რეესტრები. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 1. სალიცენზიო/სანებართვო რეესტრი ორი სახისაა: ა) უწყებრივი სალიცენზიო/სანებართვო რეესტრი; ბ) სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრი. 2. უწყებრივ სალიცენზიო/სანებართვო რეესტრს აწარმოებს ლიცენზიის/ნებართვის გამცემი. 3. ლიცენზიის/ნებართვის გამცემს ლიცენზიის/ნებართვის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის, მისი მოქმედების შეჩერებისა და განახლების, მისი გაუქმების და დუბლიკატის გაცემის შესახებ მონაცემები შეაქვს უწყებრივ სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში. 4. უწყებრივ სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში ასევე შეიტანება: ა) მონაცემები ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის შესახებ: სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე მონაცემები –ინდივიდუალური მეწარმისათვის ან იურიდიული პირისათვის (სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის); სახელის, გვარის, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე მონაცემები – ფიზიკური პირისათვის; ბ) მონაცემები ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის საფირმო სახელწოდების (სახელის, გვარის), ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის, ადგილსამყოფლის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ; გ) ლიცენზიის/ნებართვის სახე (სახეები); დ) სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი. 5. ლიცენზიის ან/და საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით ნებართვის გამცემი ვალდებულია: ა) ლიცენზიის/საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გაცემული ნებართვის თაობაზე უწყებრივ სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში შეტანილი მონაცემები შეტანიდან 10 დღის განმავლობაში აცნობოს სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის მწარმოებელ ორგანოს; ბ) გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოაქვეყნოს მონაცემები ლიცენზიის/ნებართვის გაცემის, მასში ცვლილების შეტანის, მისი მოქმედების შეჩერებისა და განახლების და მისი გაუქმების თაობაზე. 6. სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის მიზანია შეიქმნას ლიცენზიების/საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გაცემული ნებართვების გაცემის, მათში ცვლილების შეტანის, მათი მოქმედების შეჩერებისა და განახლების და მათი გაუქმების შესახებ მონაცემთა სრული და ერთიანი ბაზა. 7. სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრს აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. 8. სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში შეიტანება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები, აგრეთვე აღინიშნება ლიცენზიის/საჯარო ადმინისტრაციული წარმოებით გაცემული ნებართვის გამცემის იურიდიული მისამართი და შესაბამის გადაწყვეტილებაზე ხელმომწერი თანამდებობის პირის ვინაობა. 9. სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის ფორმას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს ამ რეესტრის მონაცემების კვარტალური გამოქვეყნება. 10. ლიცენზიის/ნებართვის შესახებ მონაცემები სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში შეიტანება სარეგისტრაციო ჩანაწერის სახით, რაც არ გულისხმობს ლიცენზიაში/ნებართვაში რაიმე ცვლილების შეტანის შესაძლებლობას. 11. ყველას აქვს უფლება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით გაეცნოს სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის მონაცემებს და მიიღოს ლიცენზიებთან/ნებართვებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია. თავი IX. პასუხისმგებლობა     მუხლი 35🔗. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.   კარი V. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი თავი X. გარდამავალი დებულებანი     მუხლი 36🔗. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების მოქმედების ვადა 1. ამ კანონის ამოქმედებამდე კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების მოქმედება გრძელდება უვადოდ, თუ ლიცენზიით/ნებართვით არ არის გათვალისწინებული მისი მოქმედების ამოწურვის ვადა. 1​1. ამ კანონის ამოქმედებამდე აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობაზე გაცემული ლიცენზიები ექვემდებარება ნებართვებად გადაფორმებას „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო ლატარიების და სამორინეების მოწყობაზე გაცემული ლიცენზიები და ნებართვები ძალაშია 2006 წლის 1 იანვრამდე. 2. ამ კანონის ამოქმედებამდე კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული ვადიანი ლიცენზიებისა და ნებართვების მოქმედება გრძელდება ლიცენზიის/ნებართვის მოქმედების ვადის გასვლამდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუშვებელია ლიცენზიის/ნებართვის მოქმედების ვადის ავტომატურად გაგრძელება. ლიცენზიის/ნებართვის მფლობელი იღებს ახალ ლიცენზიას/ნებართვას ამ კანონით დადგენილი წესით. 3. თუ ამ კანონის ამოქმედებამდე შეტანილ განცხადებებზე მიმდინარეობს წარმოება ლიცენზიის/ნებართვის გასაცემად, გადაწყვეტილება მიიღება ამ კანონით დადგენილი წესით. თუკი ლიცენზიის/ნებართვის გამცემი ამ კანონის მიღების შემდეგ უფლებამოსილი არ არის, გადაწყვიტოს ეს საკითხი, იგი საქმის მასალებს უგზავნის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1182 – სსმI, №15, 19.04.2005წ., მუხ.97     მუხლი 37🔗. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ მონაცემების მიწოდება ლიცენზიის/ნებართვის გამცემი, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე გასცემს ლიცენზიას/ნებართვას, ვალდებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2002 წლის 1 ივლისამდე მიაწოდოს ამ მუხლის ძალაში შესვლამდე, აგრეთვე ამ მუხლის ძალაში შესვლიდან 2002 წლის 1 ივლისამდე გაცემული ლიცენზიების/ნებართვების შესახებ მონაცემები, რომლებიც ამ კანონის VIII თავის შესაბამისად ექვემდებარება სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრში შეტანას.     მუხლი 38🔗. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამთავრობო დაწესებულებების უფლებამოსილება გარდამავალ პერიოდში      საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის თანახმად ერთობლივ გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხთა განსაზღვრამდე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების უფლებამოსილება სალიცენზიო და სანებართვო სფეროებში განისაზღვრება „საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა და ამ ბრძანებულების საფუძველზე გამოცემული საქართველოს და ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების ნორმატიული აქტების მიხედვით.     მუხლი 39🔗. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებები 1. საქართველოს პარლამენტმა 2003 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს კანონმდებლობის ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. 2. საქართველოს კანონმდებლობის ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით საქართველოს შესაბამისმა სამთავრობო დაწესებულებებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში 2003 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყონ საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტისათვის იმ საკანონმდებლო აქტების პროექტების ერთიან პაკეტად წარდგენა, რომლებიც დაკავშირებულია ამ კანონით დაწესებულ ლიცენზირებადი და სანებართვო საქმიანობის სახეებთან, კერძოდ: ა) „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; ბ) „საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; გ) „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; დ) „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; ე) „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; ვ) საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; ზ) „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; თ) კვებისა და თამბაქოს პროდუქციის ლიცენზირების შესახებ; ი) „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; კ) „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; ლ) „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; მ) „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; ნ) „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; ო) „გარემოსდაცვითი ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; პ) „წყლის შესახებ“ და „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონებში, საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; ჟ) სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ; რ) „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე; ს) ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ; ტ) მოქმედ საკანონმდებლო აქტებში სხვა შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე. 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2002 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს სახელმწიფო სალიცენზიო/სანებართვო რეესტრის ფორმის განსაზღვრა და წარმოების წესის დამტკიცება. 4. საქართველოს პრეზიდენტმა 2003 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს ბრძანებულება „საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ“. 5. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გამოსცეს ბრძანება: ა) „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს რეგლამენტის შესახებ“; ბ) „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან არსებული საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1845 – სსმI, №35, 30.12.2002წ., მუხ.166 საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №451 – სსმI, №28, 07.10.2004წ., მუხ.136 თავი XI. დასკვნითი დებულებანი     მუხლი 40🔗. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი 1. ამ კანონის ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ 1999 წლის 14 მაისის საქართველოს კანონი, გარდა მე-14 მუხლისა. 2. „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლი ძალადაკარგულად ჩაითვალოს 2002 წლის 1 ივლისიდან.     მუხლი 41🔗. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, VIII თავისა, 37-ე და 39-ე მუხლებისა, აგრეთვე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ამოქმედდეს 2003 წლის 1 ივნისიდან. 2. ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან. 3. ამ კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარე ვაჭრობის ნებართვის მიმართ ეს კანონი ამოქმედდეს 2002 წლის 1 ივლისიდან. 4. ამ კანონის VIII თავი ამოქმედდეს 2002 წლის 1 ივლისიდან. 5. ამ კანონის 37-ე და 39-ე მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 6. მე-6 მუხლის ნ​1 ქვეპუნქტის მოქმედება  შეჩერებულ იქნეს კანონმდებლობაში თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობისა და ლიცენზირების საკითხებთან დაკავშირებით სათანადო ცვლილებების განხორციელებამდე. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1845 – სსმI, №35, 30.12.2002წ., მუხ.166 საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2044 – სსმI, №9, 16.04.2003წ., მუხ.52 საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №318 – სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.109 საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე თბილისი, 2002 წლის 14 მაისი №1426–რს შეტანილი ცვლილებები: 1. საქართველოს 2002 წლის 19 ივნისის კანონი №1521 – სსმI, №21, 12.07.2002წ., მუხ.89 2. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1845 – სსმI, №35, 30.12.2002წ., მუხ.166 3. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1861 – სსმI, №3, 17.01.2003წ., მუხ.13 4. საქართველოს 2003 წლის 28 მარტის კანონი №2044 – სსმI, №9, 16.04.2003წ., მუხ.52 5. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2176 – სსმI, №15, 04.06.2003წ., მუხ.103 6. საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონი №2248 – სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.78 7. საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2394 – სსმI, №18, 24.06.2003წ., მუხ.114 8. საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3006 – სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.207 9. საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3056 – სსმI, №29, 18.09.2003წ., მუხ.218 10. საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №318 – სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.109 11. საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №451 – სსმI, №28, 07.10.2004წ., მუხ.136 12. საქართველოს 2004 წლის 25 ნოემბრის კანონი №605 – სსმI, №36, 08.12.2004წ., მუხ.166 13. საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №660 – სსმI, №38, 24.12.2004წ., მუხ.182 14. საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №815 – სსმI, №39, 25.12.2004წ., მუხ.194 15. საქართველოს 2005 წლის 25 თებერვლის კანონი №1058 – სსმI, №9, 17.03.2005წ., მუხ.62 16. საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონი №1135 – სსმI, №13, 12.04.2005წ., მუხ.85 17. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1182 – სსმI, №15, 19.04.2005წ., მუხ.97 18. საქართველოს 2005 წლის 3 ივნისის კანონი №1583 – სსმI, №31, 27.06.2005წ., მუხ.196 19. ძალადაკარგულია – საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1775 – სსმI, №40, 18.07.2005წ., მუხ.264