ძვირფასი ლითონების ნაკეთობათა დადამღვის წესების შესახებ დამტკიცების თაობაზე
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 06.09.1999
ძალის დაკარგვა 26.12.2006
გამომცემი ორგანო ფინანსთა სამინისტრო
ნომერი №191
სარეგისტრაციო კოდი 000000100.01(2).003.000818
გამოქვეყნების წყარო სსმ, 44(51), 16/09/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
ძვირფასი ლითონების ნაკეთობათა დადამღვის წესების შესახებ დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:LitMtavrPS;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:10.0pt; font-family:LitMtavrPS;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:34.0pt 48.2pt 25.5pt 62.35pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სასასახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.012.003.817
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №191
1999 წლის 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
ძვირფასი ლითონების ნაკეთობათა დადამღვის წესების შესახებ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს კანონის ,,ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ” მოთხოვნებიდან გამომდინარე, დამტკიცდეს ,,ძვირფასი ლითონების ნაკეთობათა დადამღვის წესები”
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
1. ძვირფასი ლითონების ნაწარმის დადამღვის წესები შემუშავებულია ,,ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ” კანონის საფუძველზე. მის მიზანს წარმოადგენს სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღებისა და მათი გამოყენებით ნაწარმის დადამღვის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება. იგი განსაზღვრავს ნაწარმის დადამღვის პრინციპებს და პროცედურებს, ადგენს ამ პროცედურებთან დაკავშირებულ ტექნიკურ მოთხოვნებს.
2. ძვირფასი ლითონების ნაწარმის დადამღვას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასინჯი ზედამხედველობის ინსპექცია (შემდგომში ,,ინსპექცია”).
მუხლი 2🔗.
1. ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ,,ძირითადი ნაწილი” – ნაწარმის ელემენტი ან ელემენტების ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს მის ფორმას და დანიშნულებას;
ბ) ,,დამატებითი ნაწილი” – ნაწარმის ძირითადი ნაწილის ელემენტი, რომელიც ცალკე აღებული არ წარმოადგენს ნაწარმს;
გ) ,,მეორეხარისხოვანი ნაწილი” – ნაწარმის დამატებითი ნაწილის მოძრავი ელემენტი, რომლის მოხსნა და ადვილად მოცილება შეიძლება.
თავი II
დადამღვის პრინციპები
მუხლი 3🔗.
1. ახლად დამზადებულ, შეკეთებულ ან რესტავრირებულ ნაწარმს სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღა ესმება სახელობითი დამღის გვერდით, მარჯვნივ.
2. ნაწარმი, რომელზეც არაძვირფასი ლითონების შემცველ ნაწილებს არ აქვს ნიშნის ,,METAL”, ,,MET” ან ,,M” ანაბეჭდი, არ იდამღება. იგი დეფორმირდება (გარდა ფიზიკური პირის კუთვნილი ნაწარმისა).
3. ,,მისხლურ” ან სსრკ-ს დროინდელ ნაწარმზე, სახელმწიფო დამღების ანაბეჭდი ესმება ადრე დასმული ანაბეჭდის გვერდით, მარჯვნივ.
4. საზღვარგარეთიდან შემოტანილი ნაწარმი, რომლის სინჯი არ შეესაბამება საქართველოში დადგენილს და მეწარმე თანახმაა დაიდამღოს მოქმედი წესის მიხედვით, ნაწარმზე აღნიშნული სინჯის განმსაზღვრელი ციფრი იშლება და იგი იდამღება საერთო წესით.
5. შეკეთებული ან რესტავრირებული ნაწარმი, რომელზეც აღნიშნული სინჯი არ შეესაბამება ფაქტობრივს, ამ დამღის ანაბეჭდი იშლება და იდამღება საერთო წესით ფაქტობრივი სინჯის აღმნიშვნელი დამღით.
6. ნაწარმი, რომლის ცალკეული ნაწილები არ შეესაბამება წარმოდგენილ სინჯს, მეწარმესთან შეთანხმებით იდამღება ფაქტობრივთან ახლოს მდგომი ქვედა სინჯის აღმნიშვნელი დამღით ან შესწორების უფლებით სარგებლობისას იდამღება ,,ვ” ლიტერის დამღით ,,აშს” (არ შეესაბამება სინჯს).
7. ნაწარმი, რომლის ცალკეული ნაწილები არ შეესაბამება წარმოდგენილ სინჯს და სცილდება ქვედა დასაშვებ ზღვარს, დეფორმირდება (გარდა ფიზიკური პირის კუთვნილი ნაწარმისა).
8. ფიზიკური პირის კუთვნილი ნაწარმი, რომელზეც აღნიშნული სინჯი არ შეესაბამება ფაქტობრივს, სინჯის აღმნიშვნელი დამღის წაშლის შემდეგ მფლობელის
თანხმობით იდამღება ფაქტობრივი სინჯის აღმნიშვნელი დამღით; წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უბრუნდება მფლობელს დაუდამღავად.
მუხლი 4🔗.
1. საქართველოს ტერიტორიაზე დამზადებული საიუველირო და საყოფაცხოვრებო ნაკეთობა:
ა) რომელიც შედგება ერთი და იგივე სინჯის ძვირფასი ლითონისაგან, იდამღება ,,ბ” ლიტერის დამღით;
ბ) რომელიც შედგება ერთი ძვირფასი ლითონის, მაგრამ სხვადასხვა სინჯის ძირითადი ნაწილებისაგან იდამღება უმდაბლესი სინჯის ,,ბ” ლიტერის და დანარჩენი ნაწილების შესაბამისი სინჯების ,,ე” ლიტერის დამღით;
გ) რომლის მეორეხარისხოვანი და დამატებითი ნაწილები, როგორიცაა მანჭვალი, შტიფტი, ფილიგრანი, მყიფე და ადვილად მსხვრევადი საიუველირო ქვების თვალბუდეები და სხვა, დამზადებული სხვადასხვა სინჯის ერთი და იგივე ძვირფასი ლითონისაგან, რაც ტექნოლოგიურად გამართლებულია, იდამღება ძირითადი ნაწილის შესაბამისი სინჯის ,,ბ” ლიტერის დამღით და მეორეხარისხოვანი და დამატებითი ნაწილების შესაბამისი სინჯის ,,ე” ლიტერის დამღით;
დ) რომლის ძირითადი ნაწილები დამზადებულია სხვადასხვა ძვირფასი ლითონიდან, იდამღება იმ ძვირფასი ლითონის შესაბამისი სინჯის ,,ბ” ლიტერის დამღით, რომლის ხვედრითი წილიც აღემატება დანარჩენი ლითონების ხვედრით წილს და დანარჩენი ლითონების შესაბამისი სინჯების ,,ე” ლიტერის დამღებით;
ე) რომელიც შედგება ორი იდენტური ნაწილისაგან (პორტსიგარი, საკინძე, საყურე და სხვა) ორივე ნაწილზე იდამღება ,,ბ” ლიტერის დამღით.
2. მხატვრული, მომინანქრებული, ღრუსხეულიანი ან სხვა ნაწარმი, რომლის დადამღვაც ტექნიკურად შეუძლებელია ან იწვევს მის დაზიანებას, იდამღება დაკიდულ პლომბებზე ,,გ” ლიტერის დამღით.
3. მედლები და ორდენები იდამღება ,,ბ” ლიტერის დამღით.
4. ოქროსა და ვერცხლის ვარაყი იდამღება წიგნის ყუაზე ,,დ” ლიტერის დამღით.
5. სტომატოლოგიური ძვირფასი ლითონები:
ა) დისკები იდამღება ,,ა” ლიტერის დამღით, ,,ე” და ,,ვ” ლიტერის დამღებთან ერთად.
ბ) მავთულები, ზოლები და ლენტები იდამღება მის თავსა და ბოლოში ,,ბ” ლიტერის დამღით.
6. ზოდები იდამღება ,,ა” ლიტერის დამღით, ,,ზ” და ,,თ” ლიტერის დამღებთან ერთად შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) დადამღვის წელი;
ბ) ზოდის ნომერი;
გ) ,,ა” ლიტერის დამღა;
დ) ,,თ” ლიტერის დამღა;
ე) ,,ზ” ლიტერის დამღა.
7. თუ ოქროსა და ვერცხლის ზოდის სინჯებში სხვაობა როგორც პარალელურ, ისე ზედა და ქვედა ფენებში რჩება დადგენილ ზღვრებზე მეტი, მაშინ დამამზადებელთან შეთანხმებით ზოდი იდამღება დაბალი სინჯის შესაბამისი სამნიშნა ციფრით, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უბრუნდება მფლობელს ხელახალი გადადნობისათვის.
მუხლი 5🔗.
1. საზღვარგარეთიდან საქართველოში გასაყიდად შემოტანილი უცხოური ნაწარმი, რომელზეც:
ა) აღნიშნული სინჯი შეესაბამება ფაქტობრივს, იდამღება ,,ა” ლიტერის დამღით.
ბ) აღნიშნული სინჯი არ შეესაბამება ფაქტობრივს, იგი იშლება და იდამღება ,,ა” და ფაქტობრივი სინჯის შესაბამისი ,,ე” ლიტერის დამღით;
გ) სინჯი არაა აღნიშნული, იდამღება ,,ა” და ,,ე” ლიტერის დამღით.
მუხლი 6🔗.
1950 წლამდე დამზადებული ნაწარმი წარმომდგენლის თანხმობით იდამღება ,,ა” და ,,ე” ლიტერის დამღით ან დაკიდებული პლომბით ,,გ” ლიტერის დამღით, ან მასზე გაიცემა ცნობა.
მუხლი 7🔗.
ფიზიკური პირის კუთვნილი ნაწარმი მისი თანხმობით იდამღება დაკიდებულ პლომბზე ,,გ” ლიტერის დამღით, ან მასზე გაიცემა შესაბამისი ცნობა.
მუხლი 8🔗.
ნაწარმი, რომელიც დადამღულია სსრკ-ს ან ,,ზოლოტნიკის” სისტემის დროინდელი სინჯის აღმნიშვნელი დამღით, წარმომდგენლის მოთხოვნით იდამღება შესაბამისი სინჯის ,,ბ” ლიტერის დამღით (გარდა 583 – სინჯის ოქროს ნაწარმისა და 750 და 800 სინჯის ვერცხლის ნაწარმისა) ან ,,ა” ლიტერის დამღით.
მუხლი 9🔗.
მეწარმე ვალდებულია:
ა) ნაწარმი ინსპექციაში დასადამღად წარმოადგინოს დასრულებული ლითონური ნაწილებით, ან აწყობილი სახით ყველა შემადგენელი ნაწილით ხინჯის, ცხიმისა და ჭუჭყისაგან გასუფთავებული და გამშრალი;
ბ) განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია ნაწარმის დადამღვა აწყობილი სახით, მეწარმეს უფლება ეძლევა იგი წარმოადგინოს დასადამღად დაშლილი სახით მისი ყველა შემადგენელი ნაწილითურთ;
გ) ახალ და რესტავრირებულ ნაწარმს ძირითად ნაწილზე დაუსვას სახელობითი დამღა მასზე მინიჭებული შიფრისა და დამზადების ან რესტავრაციის შესრულების შესაბამისი წლის ბოლო ციფრის მკაფიო ანაბეჭდით;
დ) რესტავრირებულ ნაწარმს სახელობითი დამღის ანაბეჭდი დაუსვას ასო ,,რ” (რესტავრაცია) ანაბეჭდის მარჯვნივ;
ე) დასადამღად წარმოდგენილ ფურცლოვან ოქროსა და ვერცხლის, აგრეთვე სტომატოლოგიურ ძვირფას ლითონებს ნაცვლად საწარმოს სახელობითი დამღის ანაბეჭდისა, უნდა ახლდეს ეტიკეტი დამამზადებლის დასახელების, ძვირფასი ლითონის ლიგატურული წონისა და შემადგენლობის ჩვენებით;
ვ) დაიცვას ნაწარმი სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღისა და საწარმოს სახელობითი დამღის ანაბეჭდის წაშლისა და დეფორმაციისაგან; დეფორმაციის შემთხვევაში ნაწარმის განმეორებით წარმოდგენისას მათი დადამღვა ხდება საერთო წესით;
ზ) ნაწარმზე სახელობითი დამღის ანაბეჭდი დაუსვას იმ ადგილზე, რომლებსაც ითვალისწინებს დანართი;
თ) ნაწარმი, რომელსაც დანართი არ ითვალისწინებს, ან მეწარმეს რაიმე მიზეზის გამო არ სურს დანართში მითითებულ ადგილზე სახელობითი დამღის დასმა, შეათანხმოს ინსპექციასთან სახელობითი დამღის ანაბეჭდის დასმის ადგილი;
ი) ნაწარმის იმ ადგილებზე, რომლებიც დამზადებულია არაძვირფასი ლითონისაგან, დაუსვას ანაბეჭდი ,,METAL”, ან ,,MET” ან ,,M”, რომელიც მოთავსებულია მართკუთხედის ან კვადრატის კონტურის შიგნით; გამონაკლისს წარმოადგენს გულსაბნევის, ქინძისთავის და სხვათა შესაკრავები, სადაც ამ ანაბეჭდის დასმა პრაქტიკულად შეუძლებელია.
2. დასადამღად წარმოდგენილი ზოდები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ პირობებს:
ა) შენადნობის ერთგვაროვნება;
ბ) წიდისა და სხვა ჩანართის არარსებობა;
გ) ფუჭვილის არარსებობა.
თავი III
სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღების სურათი, კონტური, ინსპექციისა და მისი რეგიონალური სამსახურების შიფრები და საკონტროლო ნიშნები
მუხლი 10🔗.
სინჯის განმსაზღვრელი დამღები არის ორგვარი:
ა) ძირითადი, რომელთაც მიეკუთვნება ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” და ,,დ” ლიტერის დამღები;
ბ) დამატებითი, რომელთაც მიეკუთვნება ,,ე”, ,,ვ”, ,,ზ” და ,,თ” ლიტერის დამღები.
მუხლი 11🔗.
1. სინჯის განმსაზღვრელი დამღის ელემენტებია:
ა) დამოწმების ნიშანი – ემბლემით – ბორჯღალი, ლათინური G და დაცვითი ნიშანი, რომლებიც აქვს ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” და ,,დ” ლიტერის ძირითად დამღებს.
ბ) ინსპექციის შიფრი – საკონტროლო ნიშნებით T– თბილისის, B – ბათუმის და K– ქუთაისის სამსახურები, რომლებიც აქვს ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” და ,,დ” ლიტერის დამღებს.
გ) სინჯი (სამნიშნა ციფრი), რომელიც აღნიშნავს ძვირფასი ლითონების შემცველობას ლიგატურის ათას წონით ერთეულში. იგი აქვს ,,ბ”, ,,გ”, ,,დ” და ,,ე” ლიტერის დამღებს.
მუხლი 12🔗.
1. ძირითადი დამღები:
ა) ,,ა” ლიტერის დამღა (დამოწმების ნიშანი) – კვადრატული ფორმის, შედგება დამოწმების ნიშნის და ინსპექციის შიფრისგან, 1X1 მმ-იანი. განკუთვნილია კბილის საპროტეზო ძვირფასი ლითონის დისკოების, აგრეთვე ოქროს, ვერცხლის, პლატინის, პალადიუმის ნაკეთობების დასადამღად ,,ე” და ,,ვ” ლიტერის დამღებთან ერთად, ხოლო ზოდებისათვის 4X4 მმ-იანი, ,,ზ” და ,,თ” ლიტერის დამღებთან ერთად;
ბ) ,,ბ” ლიტერის დამღა: – ნიჩბისმაგვარი, განკუთვნილია ოქროსა და პლატინის ნაკეთობების დასადამღად და შედგება დამოწმების ნიშნის, ინსპექციის შიფრისა და ერთი რომელიმე დადგენილი
სინჯისაგან: 375, 585, 750 და 958 ოქროსათვის და 950 პლატინისათვის;
გ) ,,ბ” ლიტერის დამღა – მართკუთხედის ფორმის, რომლის მოპირდაპირე ჰოროზონტალური გვერდები ამოზნექილია. განკუთვნილია ვერცხლის ნაკეთობათა დასადამღად და შედგება დამოწმების ნიშნის, ინსპექციის შიფრისა და ერთი რომელიმე დადგენილი სინჯისაგან: 830, 875, 925, 960;
დ) ,,ბ” ლიტერის დამღი – წაკვეთილი ოვალური ფორმის, განკუთვნილია პალადიუმის ნაკეთობების დასადამღად და შედგება დამოწმების ნიშნის, ინსპექციის შიფრისა და ერთი რომელიმე დადგენილი სინჯისაგან: 500 და 850;
ე) ,,გ” ლიტერის დამღი – ორმხრივი, მრგვალი, განკუთვნილია ოქროს, ვერცხლის, პლატინის, პალადიუმის ნაკეთობათა და საათებზე ჩამოკიდებული პლომბების დასადამღად, შედგება ორი დამოუკიდებელი ნაწილისაგან. დამოწმების ნიშანი, ინსპექციის შიფრით და მრგვალი ნიშანი დადგენილი სინჯის ციფრებით: 375, 585, 750 958, 830, 875, 925, 960, 950, 500 და 850.
ვ) ,,დ” ლიტერის დამღა – წაგრძელებული ფორმის მომრგვალებული კუთხეებით, განკუთვნილია ფურცლოვანი ოქროსა და ვერცხლის დასადამღად. შედგება დამოწმების ნიშნის, ინსპექციის შიფრისა და ერთი რომელიმე დადგენილი სინჯის აღმნიშვნელი ციფრისაგან: 910, 920, 930, 940, 950, 960, 970, 980, 990, 1000 და 750.
2. დამატებითი დამღები:
ა) ,,ე” ლიტერის დამღა – კვადრატული ფორმის მომრგვალებული კუთხეებით, განკუთვნილია ოქროს, ვერცხლის, პლატინის, პალადიუმის ნაკეთობათა დასადამღად ერთი რომელიმე დადგენილი სინჯით: 375, 585, 750 958, 830, 875, 925, 960, 950, 500 და 850;
ბ) ,,ვ” ლიტერის დამღა – კვადრატული ფორმის, მომრგვალებული კუთხეებით. მასზე გამოსახულია ასოები ,,აშს” (არ შეესაბამება სინჯს). განკუთვნილია ოქროს, ვერცხლის, პლატინის, პალადიუმის ნაწარმის დასადამღად, რომლებიც არ შეესაბამება წარმოდგენილ სინჯს (სცილდება დასაშვებ ზღვარს) და იმ ნაკეთობათა დასადამღად, რომელთა სინჯიც რესტავრაციის შემდეგ დადგენილ უმდაბლეს სინჯზე დაბლაა. ეს დამღი დაესმება ნაწარმს ,,ა” ლიტერის დამღთან ერთად;
გ) ,,ზ” ლიტერის დამღა – ცალკეული ციფრები: 0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 განკუთვნილია ძვირფასი ლითონის ზოდებისა და ნახევარფაბრიკატების დასადამღად.
დ) ,,თ” ლიტერის დამღა – ცალკეული ასოები: Au, Ag, pt, pd – გამოიყენება ძვირფასი ლითონების შემოკლებული აღნიშვნებისათვის (ოქრო, ვერცხლი, პლატინა, პალადიუმი).
თავი IV
დასკვნითი დებულებები
მუხლი 13🔗.
ეს წესები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. ონოფრიშვილი
დანართი
ნაწარმის ნუსხა, რომელშიც მითითებულია სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღის ანაბეჭდის დადების ადგილი
აზარფეშა – (ფიალებში ღვინის ჩამოსასხმელი ძველებური დიდი ჭურჭელიან სუფრაზე ჩამოსატარებელი საერთო სასმისი, საერთო დიდი თასი სასმელის და საჭმელისათვის) კორპუსზე ,,ბ” დამღით.
ალბომი – თითოეულ ფირფიტაზე - ,,ბ” დამღით.
აქანდაზი – აქანდაზზე ან სახელურზე - ,,ბ” დამღით.
ბიუვარი – (საწერი მაგიდის მოწყობილობა საქაღალდეს სახით, საწერი ქაღალდისა და კონვერტებისათვის) ფირფიტაზე - ,,ბ” დამღით.
ბლოკნოტი – ფისკოტზე - ,,ბ” დამღით, ჩარჩოზე, რომელიც იჭერს ქაღალდის ფურცელს - ,,ე” დამღით.
ბოთლი – კორპუსზე - ,,ბ” დამღით.
ბონბონიერი – კოლოფი ტკბილეულისათვის, კოლოფის ძირზე - ,,ბ” დამღით, სახურავზე - ,,ე” დამღით.
ბუდე სხვადასხვა – მინის ჭურჭლისათვის, ჯაგრისისათვის, სავარცხლისათვის, სარკისათვის - ,,ბ” დამღით.
ბუტონიორი – (საღილე გასარჭობი ან ტანსაცმელზე მისამაგრებელი ან ყვავილების თაიგული):
ა) დიდი – კორპუსზე - ,,ბ” დამღით;
ბ) მცირე – ქინძისთავით - ,,ბ” დამღით;
ბ) სხვა ნაკეთობასთან ერთად წარმოდგენილი - ,,ე” დამღით.
გულსაბნევი – კორპუსზე ან კაუჭზე - ,,ბ” დამღით.
დანა –
ა) მთლიანი დანისპირზე - ,,ბ” დამღით;
ბ) თუ დანის პირი ვერცხლისაა, ვერცხლის ტარი კი მირჩილულია – დანის პირზე - ,,ბ” დამღით, თუ ეს შეუძლებელია მიბმულ პლომბზე - ,,გ” დამღით.
დიადემა – რკალზე - ,,ბ” დამღით.
დისკი კბილისათვის – ,,ა” დამღით დისკის კიდეზე.
დოქი (ხელადა) – კორპუსზე ან ძირზე - ,,ბ” დამღით, სახელურზე – ,,ე” დამღით.
ზანზალაკი – ზანზალაკზე - ,,ბ” დამღით, სახელურზე - ,,ა” დამღით.
ზედსადები – სხვადასხვა ნაკეთობაზე - ,,ა” დამღით.
ზოდი – 50 გრ-ზე მეტი წონის ოქროს, ვერცხლის, პლატინისა და პალადიუმის ზოდების დადამღვისას სინჯის განმსაზღვრელი დამღი დაიდება შეძლებისდაგვარად ზემო მარცხენა კუთხეში შემდეგი თანმიმდევრობით: წელი, ზოდის რიგითი ნომერი, ,,ა” ლიტერის დამოწმების ნიშანი, ლითონის აღმნიშვნელი ასო: Au, Ag, pt, pd სინჯის სამნიშნა ციფრი დამრგვალების გარეშე და წონის ამსახველი ციფრი. 50 გრ-მდე წონის ზოდები იდამღება ,,ა” ლიტერის დამოწმების ნიშნით, ლითონის აღმნიშვნელი ასოთი და სინჯის სამნიშნა ციფრით.
თასი – კორპუსზე ან ძირზე - ,,ბ” დამღით. სახურავზე – ,,ე” დამღით.
თეფში – სხვადასხვა - ,,ბ” დამღით.
კალათი – კორპუსზე - ,,ბ” დამღით, სახელურზე, თუ იგი მირჩილული არ არის – ,,ე” დამღით.
კალამი – ,,ბ” დამღით.
კარაბინი – (საათისა და ბრელოკის მზამბრავი ნაწილის კაუჭი, რომელიც შიგნიდან იხსნება, თუ იგი წარმოდგენილია დამოუკიდებლად - ,,ბ” დამღით).
კათხა – (ხელადის მსგავსი თავსახურიანი ჭურჭელი, რომელსაც იყენებენ სასმელებისა და წყლისათვის) კორპუსზე - ,,ბ” დამღით, სახურავზე – ,,ე” დამღით.
კოვზი –
ა) მთლიანი სხვადასხვა (დასასხმელი, სუფრის, ჩაის, ყავის, და სხვა) ტარზე და თუ ეს შეუძლებელია ხიდზე ,,ბ” დამღით;
ბ) ხის ან ძვლისტარიანი – ხიდზე ,,ბ” დამღით.
გულსაკიდი – დადამღვისათვის მოხერხებულ ნაწილზე - ,,ბ” დამღით.
კოლოფი – კორპუსზე ან ძირზე - ,,ბ” დამღით, სახურავზე - ,,ე” დამღით.
კოლოფი – (სახურავიანი, მრგვალი, ხიზილალისათვის) კორპუსზე ,,ბ” დამღით, სახურავზე - ,,ე” დამღით.
კაბარე არყისათვის – ქვესადგამზე - ,,ბ” დამღით.
ლანგარი – (სინი) სხვადასხვა - ,,ბ” დამღით.
ლანგარი სხვადასხვა – ლანგარზე (ძირზე) ან ლანგრის არეებზე - ,,ბ” დამღით.
ლორნეტი – სახურავზე - ,,ბ” დამღით.
მათარა – ძირზე ან კორპუსზე, ჭიქაზე - ,,ბ” დამღით.
მაკრატელი – სახელურზე - ,,ბ” დამღით.
მედალიონი – ორივე ნაწილზე - ,,ბ” დამღით. თუ ეს შეუძლებელია, უკანა სადგელზე ან მირჩილულ ყურზე - ,,ბ” დამღით.
მონოგრამა – ,,ბ” დამღით.
მუნდშტუკი – სხვადასხვა - ,,ბ” დამღით.
მომჭერი ჰალსტუხის – ძირითად ფირფიტაზე - ,,ბ” დამღით.
ნიჩაბი სუფრის – ნაწიბურზე - ,,ბ” დამღით.
ორთომელი (ბოკალი) – კორპუსზე ან ძირზე - ,,ბ” დამღით.
პორტსიგარი – ორივე ნახევარზე - ,,ბ” დამღით.
პოსტამენტი სამელნისათვის და სხვა პოსტამენტზე - ,,ბ” დამღით.
ჟღარუნა – მირჩილულ ყურზე - ,,ბ” დამღით.
ჟეტონი – თვით ჟეტონზე და ყურზე - ,,ბ” დამღით, სამკაულებზე ,,ე” დამღით.
რგოლები – ხელზე გასაკეთებელი, ასევე ნიშნობის ბეჭდები
ა) გლუვი - ,,ბ” დამღით (შიგა მხარეს);
ბ) გლუვი (ღრუ), თუ იგი წარმოდგენილია ცალკე (მიურჩილველი) რკალით, ორივე რკალზე - ,,ბ” დამღით, თუ შეუძლებელია ოვალურ (ზედა) რკალზე ,,ბ” დამღით დადამღვა, ეს უკანასკნელი დაიდამღება - ,,ე” დამღით;
გ) სხვადასხვა ფორმის თვალბუდით - ,,ბ” დამღით გარე მხარეს, თუ თვალბუდეები სხვა ლითონის ან სხვა სინჯისაა, ,,ბ” და ,,ე” დამღით.
რგოლები – ხელსახოცებისათვის, გასაღებისათვის, ფარდებისათვის ,,ბ” დამღით.
საათი –
ა) მაჯის – კორპუსის გარეთა მხარეზე - ,,ბ” დამღით კორპუსის ზედა ნაწილზე: ერთ ყურზე (ღერძზე) - ,,ე” დამღით. მეორე ყურზე (ღერძზე) სახელობითი დამღით;
ბ) ჯიბის: სახურავზე - ,,ბ” დამღით. თუ ეს შეუძლებელია, საათი და საათის კორპუსი დაიდამღება - ,,გ” დამღით შებმულ პლომბზე.
სათითე – ,,ბ” დამღით.
სათლი (ვედრო) – კორპუსზე ან ძირზე - ,,ბ” დამღით;
საკარაქე – კორპუსზე - ,,ბ” დამღით.
საკეტები –
ა) ჩვეულებრივი საკეტის ერთ მხარეს - ,,ბ” დამღით.
ბ) მედალიონი ძეწკვისათვის – ერთი ნახევრის ყურზე ,,ბ” დამღით.
საკინძე – სხვადასხვა ფორმის, ორივე საკინძეზე - ,,ბ” დამღით, დადამღვისათვის მოხერხებულ ადგილზე.
სამოვარი – კორპუსზე ,,ბ” დამღით, სახურავზე, კომფორსა და საქრობელაზე ,,ე” დამღით.
სამაჯური – ოქროს, ვერცხლის, პლატინის, პალადიუმის სხვადასხვა ფორმის – ,,ბ” დამღით. დადამღვისათვის მოხერხებულ ნაწილზე: თუ შედგენილია ორი იდენტური ნაწილისაგან ყოველ ნახევარზე - ,,ბ” დამღით.
საათის ერთ ნახევარზე (ნაპირზე) - ,,ბ” დამღით. მეორე ნახევარზე - ,,ე” დამღით, დადამღვისათვის ყველაზე მოხერხებულ ადგილას.
სანამცხვრე – კორპუსზე ან ძირზე - ,,ბ” დამღით.
სანემსე – ერთ ნახევარზე - ,,ბ” დამღით, მეორეზე - ,,ე” დამღით
სანთებელა – კორპუსზე - ,,ბ” დამღით, სახურავიან ფუთლარზე - ,,ბ” დამღით, სახურავზე - ,,ე” დამღით.
საპარსი მოწყობილობის ბუდე – კორპუსზე ან ძირზე - ,,ბ” დამღით.
საპუდრე – კორპუსზე ან ძირზე - ,,ბ” დამღით.
სარკე – ჩარჩოზე - ,,ბ” დამღით, სახელურზე, თუ იგი მირჩილული არ არის - ,,ე” დამღით.
სარძევე – კორპუსზე ან ძირზე - ,,ბ” დამღით.
სასაწებლე – (პატარა ფიალა, სახელურებიანი ჯამი, რომელსაც იყენებენ საწებლისათვის, სოუსისათვის, საკაზმისათვის) ძირზე - ,,ბ” დამღით, სახელურზე – ,,ე” დამღით.
სასანთლე – კორპუსზე ან ძირზე - ,,ბ” დამღით.
სასიგარე და სათუთუნე – კორპუსზე ან ძირზე - ,,ბ” დამღით, სახელურზე– ,,ე” დამღით.
სასოუსე – კორპუსზე - ,,ბ” დამღით.
საფერფლე – (სხვადასხვა), საფერფლეზე - ,,ბ” დამღით.
საყურე – (სხვადასხვა ფორმის), ანჯამაზე ან საკიდარზე - ,,ბ” დამღით.
საყურე ხრახნიანი ანჯამის გარეშე – საკიდარზე ,,ბ” დამღით.
საშაქრე – კორპუსზე ან ძირზე - ,,ბ” დამღით, სახურავზე – ,,ე” დამღით.
საცობი – - ,,ბ” დამღით.
საწუმწუმე – წუმწუმის კედლებზე - ,,ბ” დამღით.
საწყარი – (გაზისებრი, თხევადი ან ფხვიერი ნივთიერების საზომი) ძირზე – ,,ბ” დამღით, სახელურზე – ,,ე” დამღით.
საწური – (სხვადასხვა) საწურზე - ,,ბ” დამღით.
საჭიქე – კორპუსსა და ქვესადგამზე - ,,ბ” დამღით.
სახელური – (სხვადასხვა ნაკეთობის) თუ სახელური მოსახსნელია, მირჩილული არ არის ნაკეთობასთან - ,,ე” დამღით. ნაკეთობასთან მირჩილული სახელური არ დაიდამღება.
სურა – (ვიწრო ყელიანი დოქი ძეწკვზე მიმაგრებული საცობით) კორპუსზე - ,,ბ” დამღით, საცობსა და ძეწკვზე - ,,ე” დამღით.
ტოლჩა – კორპუსზე ან ძირზე - ,,ბ” დამღით, სახურავზე – ,,ე” დამღით.
ტაბაკი (ლანგარი) ტუალეტის და სხვა - ,,ბ” დამღით.
უსკურა – (ერთმანეთზე მიმაგრებული რამდენიმე ჯამი) ყოველ უსკურაზე –,,ბ” დამღით, სახურავსა და სახელურზე - ,,ე” დამღით.
ფინჯანი სხვადასხვა – კორპუსზე ან ძირზე - ,,ბ” დამღით.
ფირფიტა წარწერისათვის ალბომზე, პორტრეტზე, ყურზე და სხვა – ,,ბ” დამღით.
ფედერინგი ძეწკვებისათვის ყურზე ან შიდა ნაწილზე, რომელიც რგოლში გამოიწევა - ,,ე” დამღით. თუ წარმოდგენილია დამოუკიდებლად ,,ბ” დამღით.
ფლაკონი სუნამოს – ძირზე, კორპუსსა და ყელზე - ,,ბ” დამღით, საცობზე – ,,ე” დამღით.
ფურცლოვანი ოქრო და ვერცხლი – დასტის ყუაზე - ,,დ” დამღით.
ქამარი – აბზინდის ყოველ ნახევარზე - ,,ბ” დამღით. მამაკაცის, – აბზინდაზე - ,,ბ” დამღით, ბალთასა და ბუნიკზე - ,,ე” დამღით.
ქვაბი – კორპუსზე ან ძირზე - ,,ბ” დამღით.
ქილა – კორპუსზე ან ძირზე - ,,ბ” დამღით.
ქინძისთავი – ქალის ქუდისათვის, მამაკაცის ჰალსტუხისათვის - ,,ბ” დამღით.
ქისა – ორივე ნახევარზე - ,,ბ” დამღით.
ქვესადგამი სხვადასხვა – ,,ბ” დამღით.
ღილი – ყუნწზე - ,,ბ” დამღით.
ყავადანი – კორპუსზე - ,,ბ” დამღით, სახურავზე - ,,ე” დამღით.
ყანწი – ზედა და ქვედა ფერსოზე - ,,ბ” დამღით, დანარჩენ ნაწილზე - ,,ე” დამღით.
ყელსაბამი – (კოლიე) ძირითად ნაწილზე ან შნაპორზე – ,,ბ” დამღით.
ყელსაკიდი – (ფარღული) შნაპორზე – ,,ბ” დამღით.
ყულაბა – კორპუსზე - ,,ბ” დამღით, სახურავზე - ,,ე” დამღით.
შანა (ბრელოკი) – ა) დამოუკიდებლად წარმოდგენილი - ,,ბ” დამღით.
შაქრის ასაღები – ა) ჩვეულებრივი - ,,ბ” დამღით;
ბ) ორი ნახევრისაგან – თითოეულ ნახევარზე - ,,ბ” დამღით.
შესაკრავი – შესაკრავის უფრო დიდ ნაწილზე - ,,ბ” დამღით.
შპინგელი ძეწკვისათვის – ,,ე” დამღით. ძეწკვთან - დამოუკიდებლად წარმოდგენილი ,,ბ” დამღით.
ჩანგალი – სუფრის, დესერტის, ლიმონის და სხვა - ,,ბ” დამღით.
ჩაიდანი – კორპუსზე ან ძირზე - ,,ბ” დამღით. სახურავზე - ,,ე” დამღით.
ჩანთა – კორპუსზე ან ძირზე - ,,ბ” დამღით.
ჩარჩო ფოტოსურათისათვის – ჩარჩოზე - ,,ბ” დამღით, სადგამზე - ,,ე” დამღით.
ჩარჩო სხვადასხვა – მინის ჭურჭლისათვის, ჯაგრისისათვის, სავარცხლისათვის, სარკისათვის - ,,ბ” დამღით.
ძეწკვები – (სხვადასხვა ფორმის) ერთ ბოლოში რგოლზე - ,,ბ” დამღით, მეორე ბოლოს რგოლზე – სახელობითი დამღით, ძეწკვი დადამღვისათვის მოხერხებულ რგოლებზე დაიდამღება ძეწკვის სიგრძის მიხედვით - ,,ე” დამღით, გარკვეულ მონაკვეთებზე სახელობითი დამღით. ერთი მეტრი და მეტი სიგრძის ძეწკვი – ყოველ 10 სმ-ზე. მედალიონის, კიდური მოკლე ძეწკვები, ქალის ხელჩანთასა და პორტმონეზე დამაგრებული ძეწკვები - ,,ე” დამღით ყოველ 7,5 სმ-ზე. თუ ბოლოს 4 სმ-ზე ნაკლები მონაკვეთი რჩება, ძეწკვის უკანასკნელი ან ბოლოდან მეორე რგოლი დაიდამღება - ,,ე” ლიტერის დამღით.
ჭიქა – კორპუსზე - ,,ბ” დამღით
ჯამი – კორპუსზე ან ძირზე - ,,ბ” დამღით.