„ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების და მათი გამოყენებით დამზადებული ნაწარმის სასინჯი კონტროლის (ზედამხედველობის) განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 06.09.1999
ძალის დაკარგვა 26.12.2006
გამომცემი ორგანო ფინანსთა სამინისტრო
ნომერი №192
სარეგისტრაციო კოდი 000000100.01(2).003.000818
გამოქვეყნების წყარო სსმ, 44(51), 16/09/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| სინჯი ოქროს ზოდისათვის | დასაშვებიგანსხვავებები (სინჯი) |
| პარალელებს შორის | ზედა და ქვედა ფენებში |
| 400-მდე 401-600 601-800 800-1000-მდე | 2 1 0.6 0.3 |
დოკუმენტის ტექსტი
„ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების და მათი გამოყენებით დამზადებული ნაწარმის სასინჯი კონტროლის (ზედამხედველობის) განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:42.55pt 42.55pt 19.85pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სასახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.012.003.818
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №192
1999 წლის 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების და მათი გამოყენებით დამზადებული ნაწარმის სასინჯი კონტროლის (ზედამხედველობის) განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს კანონის ,,ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ” მოთხოვნებიდან გამომდინარე, დამტკიცდეს ,,ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების და მათი გამოყენებით დამზადებული ნაწარმის სასინჯი კონტროლის (ზედამხედველობის) განხორციელების წესი”.
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
წინამდებარე წესები შემუშავებულია საქართველოს კანონის ,,ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ” საფუძველზე. მის მიზანს წარმოადგენს ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვებისაგან დამზადებულ ნაწარმსა და სხვა მასალებზე სასინჯი ზედამხედველობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა, იგი აწესებს ამ საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა მიმართ მოთხოვნებს სასინჯ კონტროლზე, რომლის ფუნქციასაც ასრულებს სასინჯი ზედამხედველობის ინსპექცია, შემდგომში ინსპექცია, ნაწარმის წარდგენისას.
მუხლი 2🔗.
ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ,,რესტავრაცია” –ნაწარმის აღდგენა პირვანდელი სახით;
ბ) ,,შეკეთება” – ნაწარმის დაზიანებული ნაწილების აღდგენა ან მისი გადაკეთება;
გ) ,,ნაკეთობათა სერია” – ერთი განცხადებით შემოსული ერთი და იმავე დასახელების, სახეობის და ფორმის ორი ან მეტი ნაკეთობა, რომლებიც დამზადებულია ერთი და იგივე შენადნობიდან და აქვთ ერთი და იმავე სინჯი.
თავი II
სასინჯ კონტროლზე ნაწარმის მიღება, შენახვა და გაცემა
მუხლი 3🔗
1. ნაწარმი სასინჯ კონტროლზე წარედგინება ინსპექციას განცხადებით – ფორმა №1,1ა; ან წერილობითი მიმართვით.
2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ,,საქართველოს ეროვნული ზარაფხანის” მიერ სასინჯ კონტროლზე წარმოდგენილი ნაწარმი მიიღება ქვითრებით ფ 2ა, 3ა.
3. ინსპექციაში სასინჯი ოპერაციების ჩატარების ვადები დგინდება არა უმეტეს სამი სამუშაო დღისა. იმ შემთხვევაში, თუ სასინჯი ოპერაციები ვერ სრულდება დადგენილ ვადებში, ამის შესახებ ეცნობება წარმომდგენს და დგინდება დამატებითი ვადები.
4. ნაწარმი და სხვა მასალები, რომლებიც ინსპექციაში შემოდის სასინჯ კონტროლზე, მიიღება ჩამბარებლის თანდასწრებით წონის ან მოცულობის და რაოდენობის მიხედვით.
5. ნაწარმის აწონვა მიღებისა და გაცემისას უნდა ხდებოდეს სასწორზე, რომელზეც ოქროს, პლატინის და პალადიუმის ნაკეთობები იწონება 0,01გ სიზუსტით, ვერცხლის – 0,1გ სიზუსტით.
6. თუ წარმოდგენილი ნაწარმის წონა, მოცულობა ან რაოდენობა არ შეესაბამება განცხადებაში მითითებულ მონაცემებს, იგი მიიღება ფაქტობრივი წონით, მოცულობით ან რაოდენობით, რაზედაც კეთდება შესაბამისი ჩანაწერი განცხადება-ქვითარში და დამოწმდება ფასეულობათა მიმღებისა და ჩამბარებლის ხელმოწერით. ჩამბარებელთან შედეგების შეუთანხმებლობის შემთხვევაში ნაკეთობები უბრუნდება ჩამბარებელს, განსხვავების მიზეზის გამოსარკვევად.
7. სხვადასხვა ნაწარმის წარმოდგენისას განცხადება-ქვითრის (განცხადება) ,,შენიშვნაში” ჩამბარებელი მიუთითებს მათ სახეობებს და რაოდენობას, ნაკეთობაში ქვების და ცარიელი ბუდეების (ქვების გარეშე) რაოდენობას. ქვების ფაქტობრივი რაოდენობისა და განცხადება-ქვითარში მითითებულ მონაცემებს შორის სხვაობის გამოვლენისას გამოიყენება წესი, რომელიც მოცემულია ამ მუხლის მე-6 პუნქტში.
8. თუ ნაწარმი ძვირფას ლითონთან ერთად შეიცავს სხვა მასალას (დანა, სათვალე, ყანწი, ბროლის ნაკეთობა და სხვა) ძვირფასი ლითონის წონა განისაზღვრება გაანგარიშებით ან ჩამბარებელთან შეთანხმებით აიღება საორიენტაციო წონა.
მუხლი 4🔗
უცხოურ ნაწარმს ინსპექციაში სასინჯ კონტროლზე წარმოადგენს იმპორტიორი (საჭიროების შემთხვევაში საბაჟო ორგანოს წარმომადგენელთან ერთად) შესაბამისი საბაჟო სამსახურის მიერ დალუქული ლუქის ბეჭდით. ნაწარმის მიღება ხდება ნაწარმის თანმხლები დოკუმენტაციის დედნების ან ასლების და საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე. იმპორტიორი ინსპექციაში ავსებს განცხადებას ფ №1ა იმ შემთხვევაში, როდესაც ნაწარმი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ინსპექციის ლუქის ბეჭდით დალუქული და წერილობითი დასკვნის თანხლებით იგი გადაეცემა საბაჟო სამსახურს.
მუხლი 5🔗
ფიზიკური პირის კუთვნილ ნაწარმს, რომელიც ყიდვა-გაყიდვის საგანი ხდება, ნაწარმის მფლობელის წერილობითი თანხმობის საფუძველზე სასინჯ კონტროლზე წარადგენს ის იურიდიული პირი, რომელსაც აქვს ყიდვა-გაყიდვის და ვაჭრობის უფლება.
მუხლი 6🔗
სასინჯ კონტროლზე მიღებულ ნაწარმზე ინსპექციის მიმღები აფორმებს ქვითარს 3 ეგზემპლარად ფორმა №2, 3, 4, 5 და 6-ის მიხედვით. ქვითრის პირველი ეგზემპლარი ეძლევა ჩამბარებელს, მეორე – რჩება მიმღებთან, მესამე, ე.წ. ,,განაწესი”, გადაეცემა სამუშაოს შემსრულებელს.
მუხლი 7🔗
მიღება-გაცემის ქვითრები ინახება ინსპექციაში, როგორც მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტები და აღირიცხებიან დანომრილ, ზონარგაყრილ და დალუქულ ჟურნალში. მათი გაცემა ფასეულობათა მიმღებზე ხორციელდება ხელმოწერით ხოლო ჩამბარებელზე – არსებული წესით გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე.
მუხლი 8🔗
არასწორად გაფორმებული ქვითრები ითვლება გაუქმებულად, რის შესახებაც:
ა) კეთდება მასზე შესაბამისი აღნიშვნა ინსპექციის ხელმძღვანელის მიერ და ეკვრება სხვა ქვითრებთან ერთად რიგითობის დაცვით;
ბ) ქვითარი ფორმა №2ა, 3ა უქმდება საწარმოს ხელმძღვანელის მიერ, ბარდება ინსპექციას და ეკვრება სხვა ქვითრებთან ერთად საერთო რიგითობის დაცვით.
მუხლი 9🔗
ინსპექცია ვალდებულია არანაკლებ წელიწადში ერთხელ ჩაატაროს ყველა ფორმის ქვითრების ინვენტარიზაცია.
მუხლი 10🔗
1. ისპექციაში სასინჯ კონტროლზე სპეცკავშირით ან სხვა გზავნილებით გადმოგზავნილ ნაწარმს თან ერთვის განცხადების ერთი ეგზემპლარი ფასეულობათა მიღებაზე ფორმა №1 და ნაწარმის აღწერა.
ა) სპეცკავშირით შემოსული ამანათი მოწმდება ინსპექციის მიმღების მიერ ლუქის ბეჭდისა და ამანათის შალითის მთლიანობაზე. დაუზიანებლობის შემთხვევაში ამანათი მიიღება მიმღების მიერ რეესტრის საფუძველზე;
ბ) ამანათის გახსნა ხდება ინსპექციის უფროსის მიერ დანიშნული 3-კაციანი კომისიის მიერ (მიმღები და ინსპექციის ორი სხვა თანამშრომელი) სამი დღის ვადაში და ფორმდება აქტით – ფორმა №7;
გ) აქტი ფორმდება ორ ეგზემპლიარად და ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი.
დ) იმ შემთხვევაში, როცა მიღებისას ამანათის მთლიანობა დარღვეულია:
დ.ა) დაუყოვნებლივ იხსნება ამანათი კომისიისა და სპეცკავშირის ან სხვა გზავნილების წარმომადგენლის თანდასწრებით.
დ.ბ) ამანათის გახსნის შედეგები ფორმდება აქტით, ხელს აწერენ კომისიის წევრები და სპეცკავშირის წარმომადგენელი.
2. ამანათის გახსნის აქტის და ნაწარმის ჩამბარებლის განცხადების საფუძველზე მიმღების მიერ იწერება ქვითრები ფორმა №2, 3, 4, 5, 6 სამ ეგზემპლიარად. ქვითრის პირველი ეგზემპლარი ამანათის გახსნის აქტის ერთ ეგზემპლიართან ერთად ეგზავნება მფლობელს, მეორე და მესამე ეგზემპლარი რჩება ინსპექციაში.
მუხლი 11🔗
1. მიღებული ნაწარმი შესაბამისი სამსახურის უფროსის მითითებით გადაეცემა სამუშაოს შემსრულებელს ქვითრის მეორე ეგზემპლიარზე ხელმოწერის შემდეგ. ამასთან, ნაწარმი აიწონება ან დაითვლება (რაც დამოკიდებულია მის სახეობაზე).
2. სასინჯი სამუშაოს შედეგები ჩაიწერება ქვითრის ფორმა №2, 2ა, 3, 3ა, 4, 5, და 6 მესამე ეგზემპლარის უკანა მხარეზე და ხელს აწერენ სამუშაოს შემსრულებლები. შესაბამისი სამსახურის უფროსი ამოწმებს შესრულებული სამუშაოს და ქვითრის შევსების სისწორეს და აწერს ხელს მე-2 და მე-3 ეგზემპლიარზე.
3. სასინჯი სამუშაოების დამთავრების შემდეგ ნაწარმი ქვითრის მესამე ეგზემპლიართან ერთად ბარდება პირს, რომელიც პასუხისმგებელია მათ შენახვაზე ქვითრის მეორე ეგზემპლიარზე მისი ხელმოწერით ფასეულობათა გადაწონვის შემდეგ.
მუხლი 12🔗
1. ინსპექციაში არსებული საცავი, რომელშიც ინახება ფასეულობები, სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ იკეტება და ილუქება ინსპექციის და ფასეულობის შენახვაზე პასუხისმგებელი პირის ლუქის ბეჭდით, შესაბამისი სამსახურის უფროსის ან მისი შემცვლელის თანდასწრებით. ლუქის ბეჭდის ახსნა წარმოებს ფასეულობის შენახვაზე პასუხისმგებელი პირის მიერ შესაბამისი სამსახურის უფროსის ან მისი შემცვლელის თანდასწრებით. დალუქული საცავი დანომრილ, ზონარგაყრილ და ინსპექციის ლუქის ბეჭდით დალუქულ სპეციალურ წიგნში სათანადო ხელმოწერით ბარდება დაცვას და მიიღება მისგან. საცავის გასაღებების ერთი ეგზემპლარი ინახება ფასეულობათა შენახვაზე პასუხისმგებელ პირთან, მეორე – დალუქულ პენალში ინსპექციის უფროსთან ან მის შემცვლელ პირთან.
2. მატერიალურად პასუხისმგებელი პირის არყოფნის შემთხვევაში, დალუქული პენალისა და საცავის გახსნა შეიძლება მხოლოდ კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედის არანაკლები სამი თანამშრომლისა, ინსპექციის უფროსის ან მისი შემცვლელი პირის აუცილებელი თანდასწრებით.
მუხლი 13🔗
1. სასინჯი ოპერაციების წარმოების შემდეგ ნაწარმი უბრუნდება ჩამბარებელს ქვითრის პირველი ეგზემპლარის, ფინანსური ანგარიშსწორების, ქვითრის მეორე ეგზემპლიარზე ხელმოწერისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან მინდობილობის წარდგენის შემდეგ. დაბრუნებული ნაწარმის წონა და რაოდენობა იწერება ქვითრის პირველი და მეორე ეგზემპლარის უკანა გვერდზე, ესმება შტამპი ,,ფასეულობა გაცემულია” და პირველი ეგზემპლარი შესაბამისი ხელმოწერის შემდეგ უბრუნდება ნაწარმის მფლობელს.
2. სპეცკავშირით მიღებული ნაწარმი სასინჯი ღირებულების გადახდის ცნობის მიღების შემდეგ უბრუნდება მფლობელს. ამანათში ნაწარმთან ერთად ჩაიდება მათი აღწერა (ფორმა №8) და შევსებული ქვითრის პირველი ეგზემპლარი.
ა) ნაწარმის გადაგზავნის ხარჯების ანაზღაურება ხდება მფლობელის მიერ;
ბ) სპეცკავშირით გადმოგზავნილი ფასიანი ამანათების აღრიცხვა ხდება სპეციალურ დანომრილ, ზონარგაყრილ და ბეჭდით დალუქულ ჟურნალში;
გ) სასინჯი სამუშაოების აღრიცხვის წიგნში (ფორმა №9) კეთდება ჩანაწერი ნაწარმის გაცემასა და გაგზავნაზე.
მუხლი 14🔗
1. ინსპექციაში სასინჯ კონტროლზე და ექსპერტიზაზე შემოსული ნაწარმი და სხვა მასალები, რომლებიც ჩამბარებლის მიერ მოუკითხავია ექვსი თვის განმავლობაში, ინსპექციის წერილობითი გაფრთხილებიდან ექვსი თვის შემდეგ
ა) გადაეცემა სასამართლოს მისი საკუთრების საკითხების განსახილველად;
ბ) არაძვირფასი ლითონი და სხვა მასალები უბრუნდება უკან იმ პირს, რომლისგანაცაა იგი ამოღებული ან სათანადო აქტით ნადგურდება.
თავი III
სასინჯი სამუშაოების აღრიცხვა და მოსაკრებელთა გადახდა
მუხლი 15🔗
1. ინსპექციაში სასინჯ კონტროლზე წარმოდგენილ ძვირფას ლითონებზე, ძვირფას ქვებზე და მათი გამოყენებით დამზადებულ ნაწარმზე და სხვა მასალებზე შესრულებულ სამუშაოთა აღრიცხვა ხდება სპეციალურ წიგნებში სამ განყოფილებად
ა) ოქრო;
ბ) ვერცხლი;
გ) პლატინა და პალადიუმი.
2. აღრიცხვის წიგნი დანომრილია, ზონარგაყრილია, დალუქულია და დამოწმებულია ინსპექციის და რეგიონალური სამსახურების უფროსების ხელმოწერით.
3. წიგნებში ჩანაწერები კეთდება არა უგვიანეს მომდევნო დღისა, ქვითრების ფ №2, 2ა, 3, 3ა, 4, 5 და 6-ის თანახმად.
4. წიგნებში ჩანაწერები კეთდება შესაბამისი სამსახურის უფროსის მიერ.
5. ინსპექციის უფროსის მოადგილე პერიოდულად ამოწმებს წიგნში ჩანაწერების სისწორეს.
6. წიგნებში შედეგები გამოიყვანება თვის, კვარტალის და წლის ბოლოს.
7. გასინჯვისა და დადამღვის ყოველდღიური სამუშაოები აღირიცხება შემსრულებლის მიერ სპეციალურ რვეულებში, რომლის ფორმაც შემუშავებულია და დამტკიცებულია ინსპექციის უფროსის მიერ.
მუხლი 16🔗
1. ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების, მათი გამოყენებით დამზადებული ნაწარმის სასინჯ კონტროლთან დაკავშირებულ და სხვა სამუშაოთა მოსაკრებლების გადახდევინება ხდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებელთა განაკვეთების მიხედვით.
2. მოსაკრებელთა განაკვეთები გამოკრულია მიმღების ოთახში თვალსაჩინო ადგილზე.
3. ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებულ მოსაკრებელს იხდის ყველა პირი.
4. სასინჯი მოსაკრებელი არ გადაეხდევინება:
ა) ინსპექციის მიერ განხორციელებულ საკონტროლო-საზედამხედველო შემოწმებიდან გამომდინარე ნაწარმზე ან სხვა მასალებზე ჩატარებულ სამუშაოებზე;
ბ) ძვირფასი ლითონის ნაწარმის განმეორებით დადამღვისას, თუ ისინი ადრე არასწორად იყო დადამღული ინსპექციის მიერ.
5. მოსაკრებელთა გადახდა ხდება ცენტრალური ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების წესით:
ა) ნაღდი ანგარიშსწორება ხდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული დებულების ,,საწარმოებში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში სალაროს მეურნეობის გაძღოლის შესახებ” მოთხოვნების თანახმად;
ბ) უნაღდო ანგარიშსწორება ხდება თანხების გადარიცხვით ცენტრალური ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.
თავი IV
ძვირფასი ლითონებიდან დამზადებული საიუველირო და საყოფაცხოვრებო ნაკეთობების გასინჯვა
მუხლი 17🔗
ძვირფასი ლითონებიდან დამზადებული საიუვილერო და საყოფაცხოვრებო ნაკეთობებში ოქროს, ვერცხლის, პლატინის, პალადიუმის სინჯის განსაზღვრა, მათი მთლიანობის დაუზიანებლად, ხდება სასინჯ ქვაზე სასინჯი ეტალონებისა და რეაქტივების ან დიაგნოსტიკური აპარატურის გამოყენებით.
მუხლი 18🔗
სასინჯ ქვაზე ან დიაგნოსტიკურ აპარატურაზე გასინჯვას ექვემდებარება:
ყველა ოქროს, პლატინის, პალადიუმის როგორც ახალი, ისე რესტავრირებული ან შეკეთებული ან გადაკეთებული ნაკეთობა.
2. ვერცხლის ახალი ნაკეთობა
ა) წარმოდგენილი პარტიიდან 100 ცალამდე – ყველა.
ბ) წარმოდგენილი პარტიიდან 100 ცალზე მეტი 30% ნაკეთობისა, მაგრამ არანაკლები 50 ცალისა;
გ) ვერცხლის რესტავრირებული ან შეკეთებული ან გადაკეთებული ნაკეთობა – ყველა გამონაკლისის გარეშე;
დ) ოქროს, ვერცხლის, პლატინის და პალადიუმის საზღვარგარეთული წარმოების ნაკეთობა – ყველა.
3. ერთი სერიის ძვირფასი ლითონის ნაკეთობები, რომლებიც შედგება ძირითადი და დამატებითი ნაწილებისაგან, ისინჯება შემდეგი წესით:
ა) ძირითადი ნაწილი – ყველა ნაკეთობის;
ბ) მეორეხარისხოვანი და დამატებითი ნაწილები ისინჯება თანმიმდევრულად ან შერჩევით, თანახმად სამუშაო ინსტრუქციისა.
მუხლი 19🔗
1. ფიზიკური პირების მიერ წარმოდგენილ ერთეულ ნაკეთობაზე ქიმიური ანალიზი შეიძლება ჩატარდეს ჩამბარებლის წერილობითი თანხმობის საფუძველზე ფორმა №1ა).
2. წერილობითი თანხმობის გარეშე საბოლოო პასუხი გაიცემა სასინჯ ქვაზე გასინჯვის შედეგების მიხედვით.
თავი V
ძვირფასი ლითონების ნაწარმიდან და მათი შემცველი სხვა მასალებიდან სინჯის აღება
მუხლი 20🔗
1. სინჯები ანალიზისათვის საიუველირო და საყოფაცხოვრებო ნაკეთობებიდან აიღება:
ა) მასიურიდან (არა ღრუსხეულიანი) გაშაბირებით ან ნაკეთობის გარკვეული ნაწილის აღებით;
ბ) ღრუსხეულიანი, ფილიგრანული და პატარა ნაწილებით მირჩილულიდან – მჟავაში გახსნით, ცალკეული რგოლების ან მთელი ნაკეთობის გალღობით, ამასთანავე, საშუალო სინჯის დასადგენად (ძირითადი შენადნობი სარჩილთან ერთად) ნაკეთობის ცალკეული რგოლები, საჭიროების შემთხვევაში მთლიანი ნაკეთობაც, შეიძლება გაიხსნას მჟავაში ან შელღვეს.
2. მავთულიდან აიღება ორი ნიმუში მავთულის ბოლოების მოჭრით. მავთულის ხვიის ანალიზის დროს დასაშვებია ერთი ბოლოდან ორი ნაჭრის მოჭრით, რომლებიც ერთმანეთისაგან დაშორებულია არანაკლებ ერთი მეტრისა.
3. ფურცლოვანი ოქროსა და ვერცხლიდან – ,,წიგნის” ფურცლების შებერვით და მათი შემდგომ გახვევით ქაღალდში. წარმოდგენილი ,,წიგნების” 1% ოდენობით, მაგრამ არანაკლები ერთი წიგნისა; წონაკები აიღება თითოეული სინჯის ,,წიგნიდან” ცალ-ცალკე.
4. ოქროს, ვერცხლის, პლატინის და პალადიუმის ზოდებიდან – გაბურღვით ბურბუშელას სახით.
ა) 1000 გრ. მეტი წონის ზოდიდან – ზოდის ზევიდან და ქვევიდან მისი სისქის ნახევრამდე ოთხივე კუთხეში ზოდის კუთხეებიდან დიაგონალის სიგრძის ერთ მეოთხედ მანძილზე;
ბ) 50–1000 გრ-მდე წონის ზოდიდან - ზოდის ზევიდან და ქვევიდან მისი სისქის ნახევრამდე ორ კუთხეში ზოდის კუთხეებიდან დიაგონალის სიგრძის ერთ მეოთხედ მანძილზე;
გ) 50 გრ-მდე წონის ზოდის ცენტრში მისი სისქის გამჭოლი გაბურღვით.
ა) ბ) გ)
დ) წონაკები აიღება ზოდის ზევიდან და ქვევიდან ცალ-ცალკე. თუ სინჯის აღება დიაგონალზე ან ცენტრში არ ხერხდება ზოდის პატარა ზომის ან ზედაპირის არასწორი კონფიგურაციის გამო, მაშინ სინჯები აიღება იმ ადგილებიდან,რომლებიც უზრუნველყოფენ ძვირფასი ლითონების შემცველობის ზუსტ განსაზღვრას. ზოდებს ბურღავენ წვრილი დიამეტრის ბურღით. მიღებული ბურბუშელა ქუცმაცდება და მაგნიტით სუფთავდება ლითონური მინარევებისაგან.
მუხლი 21🔗
1. სასინჯ კონტროლზე წარმოდგენილ ოქროსა და ვერცხლის ზოდების ანალიზისას პარალელურ და ზედა და ქვედა ფენებში შესაბამისი სინჯის მიხედვით განსხვავებები უნდა აკმაყოფილებდეს ცხრილში მოცემულ მონაცემებს:
სინჯი ოქროს
ზოდისათვის
დასაშვებიგანსხვავებები
(სინჯი)
სინჯი ვერცხლის
ზოდისათვის
დასაშვები განსხვავებები
(სინჯი)
პარალელებს შორის
ზედა და ქვედა ფენებში
პარალელებს შორის
ზედა და ქვედა ფენებში
400-მდე
401-600
601-800
800-1000-მდე
2
1
0.6
0.3
3
2.5
2
1
500-მდე
501-700
701-900
901-1000-მდე
3
2
1
0.5
6
4
2
1
2. ზოდის სინჯი განისაზღვრება ზედა და ქვედა ფენების ანალიზის შედეგების საშუალო არითმეტიკულით.
მუხლი 22🔗
დასაშვებია მთლიანი ნაკეთობის სინჯის შენარჩუნებით სპეციალური არაძვირფასი ლითონის სარჩილის გამოყენება ძვირფასი ლითონის ძეწკვების ავტომატ-დანადგარებზე დამზადებისას.
მუხლი 23🔗
1. ძვირფასი ლითონების ნაკეთობების დადამღვა ხდება სასინჯ ქვაზე გასინჯვისა და ძირითადი შენადნობის საკონტროლო ანალიზის შედეგების მიხედვით.
2. ზოდების დადამღვა ხდება ქიმიური ანალიზის შედეგების მიხედვით, თანახმად 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა. ზოდების სინჯის შესახებ წერილობითი ცნობები გაიცემა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანიზაციებისათვის, თუ ეს დაკავშირებულია გამოძიებასთან.
მუხლი 24🔗
1. საკონტროლო ანალიზზე აიღება განვლილ პერიოდში ინსპექციაში გასინჯული და დადამღული ნაკეთობების საერთო წონიდან 1 ცალი ნაკეთობა, შერჩევით ნაკეთობათა სერიიდან.
2. ოქროს ნაკეთობებისათვის:
ა) საქართველოს ეროვნული ზარაფხანისათვის – 3 კგ-ის შემდგომ;
ბ) სხვა იურიდიული პირებისთვის – 1 კგ-ის შემდგომ;
გ) ინდივიდუალური საწარმოსათვის – 0,5 კგ-ის შემდგომ.
3. ვერცხლის ნაკეთობებისათვის:
ა) საქართველოს ეროვნული ზარაფხანისათვის – 2 კგ-ის შემდგომ;
ბ) სხვა იურიდიული პირებისთვის – 0,5 კგ-ის შემდგომ;
გ) ინდივიდუალური საწარმოსათვის – 0,2 კგ-ის შემდგომ.
4. პლატინის და პალადიუმის ნაკეთობებისათვის:
ა) საქართველოს ეროვნული ზარაფხანისათვის – 0,5 კგ-ის შემდგომ;
ბ) სხვა იურიდიული პირებისთვის – 0,2 კგ-ის შემდგომ;
გ) ინდივიდუალური საწარმოსათვის – 0,2 კგ-ის შემდგომ.
თავი VI
ძვირფასი ლითონების შემცველი ნაწარმისა და სხვა მასალების საკონტროლო და საარბიტრო ანალიზები
მუხლი 25🔗
ნაწარმში ან სხვა მასალებში საარბიტრო ანალიზები ოქროს, ვერცხლის, პლატინის და პალადიუმის შემცველობაზე სრულდება განცხადების საფუძველზე.
მუხლი 26🔗
1. საარბიტრო ნიმუშები აიღება მხარეთა წარმომადგენლების მიერ სახელმწიფო სტანდარტების ან ტექნიკური პირობების მოთხოვნების დაცვით. იგი ილუქება და თანმხლები აქტით ბარდება ინსპექციას.
2. საარბიტრო ნიმუშიდან საანალიზოდ აიღება ნიმუშის არა უმეტეს 1/2 ნაწილისა. დარჩენილი ნაწილი ინახება ინსპექციაში 6 თვის განმავლობაში, როგორც საკონტროლო ნიმუში. 6 თვის გასვლის შემდეგ იგი უბრუნდება წარმომდგენს.
3. მხარეთა მოთხოვნით საარბიტრო ნიმუში შეიძლება აღებულ იქნეს ინსპექციის წარმომადგენლის მიერ.
4. საარბიტრო ანალიზის ჩატარების ვადები დგინდება ინსპექციის უფროსის მიერ. იგი არ აღემატება 10 სამუშაო დღეს.
მუხლი 27🔗
1. საარბიტრო ანალიზები წარმოებს შესაბამისი სახელმწიფო სტანდარტების დაცვით.
2. საარბიტრო ანალიზის შედეგები ფორმდება აქტით, რომელშიც მითითებულია:
ა) საარბიტრო ანალიზის ჩატარების საფუძველი და არსი;
ბ) საკვლევი ნაწარმის ან სხვა მასალის აღწერილობა, მისი მასა;
გ) ძვირფასი ლითონის სახე და მისი შედგენილობა.
3. აქტს ამტკიცებს ინსპექციის უფროსი.
მუხლი 28🔗
საკონტროლო და სხვა ანალიზები ძვირფასი ლითონების შემცველობაზე და ძვირფასი ქვების ექსპერტიზაზე, რომლებიც დაკავშირებულია ინსპექციის საკონტროლო-საზედამხედველო საქმიანობასთან, ფორმდება ქვითრით (ფორმა №4,5).
მუხლი 29🔗
1. საკონტროლო და სხვა ანალიზების შედეგად მიღებული ძვირფასი ლითონების ნარჩენები:
ა) უბრუნდება ჩამბარებელს, სინჯის აღებასა და ანალიზის მსვლელობაზე ძვირფასი ლითონების დანაკარგების გათვალისწინებით, რომელიც არ აღემატება ნორმატიულს, თუ ანალიზი ჩატარებულია კუპელირების მეთოდით;
ბ) რჩება ინსპექციაში, თუ ანალიზი ჩატარებულია ანალიზის მოცულობითი მეთოდით;
გ) ჩამოიწერება ხარჯში (დანაკარგში), თუ ანალიზი ჩატარებულია ფიზიკო-ქიმიური მეთოდით.
თავი VII
ტექნიკური ექსპერტიზის სამუშაოთა წარმოება
მუხლი 30🔗
ტექნიკური ექსპერტიზის სამუშაოთა სახეებია:
ა) ძვირფასი ლითონების რაობის, შემცველობის (სინჯის) და მასის განსაზღვრა ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების გამოყენებით დამზადებულ ნაწარმში, ქიმიურ შენადნობებსა და სხვა მასალებში. საჭიროების შემთხვევაში კომერციული ფასის განსაზღვრა;
ბ) ძვირფასი ქვების დიაგნოსტიკის, რაობის, წონის, ხარისხის, ფერის, სიწმინდის, ფორმის და თლილის განსაზღვრა, კლასიფიკაციური და კომერციული სახელწოდების განსაზღვრა. საჭიროების შემთხვევაში კომერციული ფასის განსაზღვრა;
გ) სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღის ჭეშმარიტების დადგენა; ნაწარმის დამამზადებელის დამღის სუბიექტურობის და დამზადების წლის განსაზღვრა;
დ) ნებისმიერ ნაკეთობაზე ელექტროქიმიური, ქიმიური ან სხვა მეთოდით (ვაკუუმით გაფრქვევა და სხვა) დაფენილი ძვირფასი ლითონების დანაფარის სისქის განსაზღვრა.
მუხლი 31🔗
1. ექსპერტიზა წარმოებს კომისიურად, არანაკლებ სამი კაცის შემადგენლობით.
2. ექსპერტიზის საფუძვლად ითვლება საგამომძიებლო ორგანოთა დადგენილება, სხვა წარმომდგენი ორგანიზაციების ან იურიდიული პირების წერილებითი მოთხოვნა ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ.
3. ექსპერტიზის დანიშვნაზე წარმოდგენილ დოკუმენტებში ასახული უნდა იყოს:
ა) წარმომდგენი ორგანოს დასახელება, დოკუმენტის (დადგენილების) შედგენის თარიღი და ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი;
ბ) საექსპერტო კომისიის წინაშე დასმული საკითხები;
გ) ინსპექციაში წარდგენილი ნაწარმისა და სხვა მასალების სრული აღწერილობა, რაოდენობა და სხვა მახასიათებელი პარამეტრები.
მუხლი 32🔗
1. ექსპერტიზის ჩატარების ვადად განსაზღვრულია არა უმეტეს 20 სამუშაო დღე.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელია 20 დღის განმავლობაში, ამის შესახებ ინსპექცია ვალდებულია აცნობოს წარმომდგენ ორგანოს და მასთან შეთანხმებით ადგენს დამატებით ვადებს.
მუხლი 33🔗
1. ნაწარმი და მასალები, საექსპერტიზოდ, ინსპექციაში შეიძლება წარმოდგენილი იქნეს როგორც დალუქული, ისე დაულუქავი სახით.
2. მიღება და გაცემა საექსპერტიზო ნაწარმისა და სხვა მასალებისა ხდება კომისიურად, მათი რაოდენობის, მასისა და მოცულობის ჩვენებით, ჩამბარებლის თანდასწრებით, რაც ფორმდება ქვითრით ფორმა №4, 5.
3. ინსპექციიდან ნაწარმის გაცემა ხდება დალუქული სახით.
4. ნაწარმისა და სხვა მასალების გაცემა ინსპექციიდან ხდება ქვითრის პირველი ეგზემპლარის, მინდობილობის ან პირადობის მოწმობის წარდგენისას.
5. საექსპერტიზოდ წარმოდგენილი ძვირფასი ლითონების და ძვირფასი ქვების გამოკვლევა ხდება:
ა) სასინჯ ქვაზე სასინჯი ეტალონებისა და რეაქტივების გამოყენებით;
ბ) ქიმიური ანალიზით;
გ) დიაგნოსტიკური ხელსაწყოების გამოყენებით.
6. ლითონის სინჯის ან პროცენტული შემადგენლობის დადგენისას დაცულია გამოსაკვლევი ნაკეთობისა და დეტალების მთლიანობა.
7. იმ შემთხვევაში, როცა ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელია საექსპერტიზოდ წარმოდგენილი ნაკეთობების და დეტალების დაუზიანებლად, ამაზე საჭიროა წარმომდგენლის წერილობითი თანხმობა, ამასთან უზრუნველყოფილია გამოსაკვლევი მასალის უმნიშვნელო დაზიანება მისი პირველდაწყებითი სახის შენარჩუნებით, როგორც ნივთმტკიცებისა.
8. სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღების ან მისი ანაბეჭდების ექსპერტიზა წარმოებს მათი და დედანის ანაბეჭდის იდენტურობის განსაზღვრის მიზნით. მათი კონფიგურაციის, ჩარჩოს ზომების, ელემენტების გრაფიკული შესრულების, დამღის ნახატის რელიეფის შესაბამისობის დადგენით დიაგნოსტიკური ხელსაწყოების გამოყენებით.
9. ექსპერტიზის დამთავრებისას, პირი, რომელიც ხელმძღვანელობს საექსპერტო კომისიას, ამოწმებს ჩატარებული გამოკვლევების სისწორეს და დასკვნის სწორად გაფორმებას.
10. ექსპერტიზის შედეგები ფორმდება აქტით სამ ეგზემპლიარად, რომელშიც სრულყოფილად აისახება დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხები.
11. თუ ექსპერტიზის ჩატარებისას, კომისია გამოავლენს ფაქტებს, რომლებსაც არ გულისხმობს საექსპერტო კომისიის წინაშე დასმული კითხვები, მაგრამ მნიშვნელობა აქვს მოცემული საკითხის განხილვისას, ექსპერტი უფლებამოსილია ამის შესახებ გააფორმოს შესაბამისი დასკვნა.
12. ექსპერტიზის აქტს ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი და ამტკიცებს ინსპექციის უფროსი, რაც დასტურდება ინსპექციის გერბიანი ბეჭდით.
მუხლი 34🔗
ექსპერტთა პასუხისმგებლობა განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 35🔗
ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ნაწარმზე ყალბი დამღის ანაბეჭდის დადგენის შემთხვევაში ძალაშია ,,სინჯის აღმნიშვნელი ყალბი დამღების ან მისი ანაბეჭდის გამოვლენის და შემდგომი რეაგირების წესებით” განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება.
თავი VIII
სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღების, ეტალონური ნემსებისა და რეაქტივების აღრიცხვა
მუხლი 36🔗
1. სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღები შესრულებულია სახელმწიფო დაკვეთით და მკაცრად შეესაბამება დამტკიცებულ ერთიან ნიმუშებსა და ტექნიკურ პირობებს.
ა) სინჯის აღმნიშვნელი ძირითადი დამღების ნახაზი მტკიცდება ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. მათი დამზადება ხორციელდება ზარაფხანაში, რომელსაც გააჩნია მაღალი ტექნოლოგიური და ტექნიკური შესაძლებლობები სრულიად იდენტური დამღების დასამზადებლად;
ბ) სინჯის აღმნიშვნელი დამატებითი დამღების ესკიზები მტკიცდება ფინანსთა სამინისტროში. მათი დამზადება შესაძლებელია სათანადო დაკვეთით.
2. სახელმწიფო დამღები იყოფა:
ა) მუშა – რომლებიც იხმარება ყოველდღიურად;
ბ) სათადარიგო – რომლებიც იხმარება ექსპლუატაციისათვის უვარგისი და ხმარებიდან გამოსულის შესაცვლელად;
გ) საიდენტიფიკაციო – რომლებიც იხმარება დამღის ანაბეჭდის იდენტურობის დასადგენად;
დ) სამუშაოსთვის გამოუყენებელი – რომლებიც ხმარებისგან ან სხვა მიზეზების გამო გამოსულია წყობილებიდან, ამოღებულია ხმარებიდან და ჯერ არ მომხდარა მისი სათანადო წესით ჩამოწერა (განადგურება).
3. სასინჯი ეტალონები იყოფა:
ა) მუშა – რომლებიც იხმარება ყოველდღიურად;
ბ) სათადარიგო – რომლებიც იხმარება ექსპლუატაციისათვის უვარგისი და ხმარებიდან გამოსულის შესაცვლელად;
გ) სამუშაოსთვის გამოუყენებელი – რომელიც ხმარების შედეგად გაცვეთილია და ექვემდებარება ჩამოწერას.
მუხლი 37🔗
1. სახელმწიფო დამღები და ეტალონები ინახება ფასეულობათა საცავში განთავსებულ სპეციალურ ყუთებში და სეიფებში. სახელმწიფო დამღების და ეტალონების შენახვაზე პასუხისმგებელია საწარმოო განყოფილების უფროსი. სახელმწიფო დამღების და ეტალონების შესანახ ყუთში ინახება დამღებისა და ეტალონების აღწერილობა. დამღებისა და ეტალონების შენახვაზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი ინიშნება ინსპექციის სპეციალური ბრძანებით. პასუხისმგებლობა მათ შენახვაზე ეკისრება საწარმოო განყოფილების უფროსს.
2. მატერიალურად პასუხისმგებელი პირის არყოფნის შემთხვევაში სახელმწიფო დამღებისა და ეტალონების გადაცემა ხდება ინსპექციის ბრძანების საფუძველზე კომისიურად ინვენტარიზაციის ჩატარებისა და აქტის გაფორმების შემდეგ.
3. სამუშაო სახელმწიფო დამღებისა და ეტალონების გაცემა და მიღება ხდება საწარმოო განყოფილების უფროსის მიერ, რის შესახებაც კეთდება ჩანაწერი სპეციალურ ჟურნალში, რაც დასტურდება სამუშაოს შემსრულებლის ხელმოწერით.
4. სახელმწიფო დამღების გატანა და ხმარება ინსპექციისა და საწარმოო განყოფილების გარეთ აკრძალულია.
მუხლი 38🔗.
ინსპექციის გარეთ შესასრულებული ექსპერტიზის სამუშაოებია:
ა) სახელმწიფო მუზეუმებში ექსპონატების გასინჯვა;
ბ) ოპერატიული ღონისძიებებიდან გამომდინარე, სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნა;
გ) ინსპექციის საკონტროლო-საზედამხედველო სამუშაოები;
დ) ფინანსთა მინისტრის მითითებით სხვა სამუშაოების ჩატარება.
2. ინსპექციის გარეთ ექსპერტიზის სამუშაოთა ჩასატარებლად სასინჯი ეტალონების, ხელსაწყოებისა და აპარატურის გატანა ხდება ინსპექციის უფროსის ნებართვით, რომელშიც ასახულია ზემოთ აღნიშნული ფასეულობების ინსპექციის გარეთ გატანის ვადები და მათი შენახვის ადგილი.
3. სასინჯი ეტალონები შესაბამისი სამსახურის უფროსის მიერ გაიცემა ექსპერტთა ჯგუფის უფროსზე, აქტის გაფორმებით, რომელშიც აღნიშნულია ეტალონების რაოდენობა, მასა, შენადნობის № და სინჯი, ხელსაწყო-აპარატურის დასახელება.
მუხლი 39🔗
სახელმწიფო დამღებისა და ეტალონების აღრიცხვა ხდება სპეციალურ წიგნში ფ. №10ა მათი ლიტერისა და სინჯის მიხედვით.
მუხლი 40🔗
სასინჯი რეაქტივი, რომელიც შეიცავს ძვირფას ლითონს, აღირიცხება მისი მოცულობისა და მასში შემავალი ძვირფასი ლითონის (სისუფთავეში) მიხედვით, ხოლო რეაქტივები, რომლებიც არ შეიცავენ ძვირფას ლითონებს, აღირიცხებიან საერთო წესით.
მუხლი 41🔗
1. ექსპლუატაციისათვის უვარგისი და ხმარებიდან გამოსული სახელმწიფო დამღების ჩამოწერა ხარჯში ხდება პერიოდულად და ნადგურდება კომისიურად ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
2. ექსპლუატაციისათვის უვარგისი და ხმარებიდან გამოსული სასინჯი ეტალონების ჩამოწერა ხდება ინსპექციის ბრძანებით დანიშნული კომისის მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე, ხოლო ძვირფასი ლითონების ნარჩენები გადაეცემა ქიმიურ ლაბორატორიას გასასუფთავებლად.
მუხლი 42🔗
სასინჯი რეაქტივების დამზადება ხდება ინსპექციის მასალით, კომისიურად ლაბორატორიის უფროსის კონტროლით, რაზედაც ფორმდება სათანადო აქტი, რომელსაც ამტკიცებს ინსპექციის უფროსი.
თავი IX
სახელობითი დამღის რეგისტრაცია
მუხლი 43🔗
სახელობითი დამღის რეგისტრაცია წარმოებს ყოველწლიურად სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციაში.
მუხლი 44🔗
მომდევნო წლის სახელობითი დამღის რეგისტრაცია წარმოებს ინსპექციაში დადგენილი წლიური ლიტერისა და მწარმოებლის შესაბამისი შიფრის მიხედვით და მზადდება ცენტრალიზებული წესით, მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე.
მუხლი 45🔗
ახალი სახელობითი დამღების ექსპლოატაციაში შესვლის მომენტიდან წინა წლის სახელობითი დამღები ექვემდებარება ლიკვიდაციას, რისთვისაც მეწარმენი ვალდებულნი არიან იანვრის თვეში ინსპექციაში წარადგინონ ძველი (ნახმარი) სახელობითი დამღები.
მუხლი 46🔗
სახელობითი დამღების ლიკვიდაცია ხდება ინსპექციაში სათანადო აქტის გაფორმებით.
თავი X
ინსპექციაში წარმოქმნილი ძვირფასი ლითონების ნარჩენების შეგროვება
მუხლი 47🔗
1. სასინჯი ოპერაციების (გასინჯვა, ანალიზი, დადამღვა) წარმოების დროს, ასევე ხელსაწყოებისა და დანადგარების წყობილებიდან გამოსვლისას, ინსპექციაში წარმოიქმნება ძვირფასი ლითონების ნარჩენები, კერძოდ:
ა) საწარმოო და ექსპერტიზის უბანზე სასინჯი ქვებიდან დაფენილი ძვირფასი ლითონების ხაზების მოცილების (გაწმენდის) შემდეგ, ასევე ნამუშევარი ფილტრის ქაღალდის დაწვის შემდეგ მიიღება ძვირფასი ლითონის შემცველი ნაცარი;
ბ) ლაბორატორიაში ოქროს (,,სორსალი” და ,,მილაკი”) შემცველი ფხვნილი, ვერცხლის, პლატინის და პალადიუმის შემცველი მასალების ლაბორატორიული ანალიზების შედეგად მიღებული ნარჩენები.
2. ძვირფასი ლითონების ნარჩენები, რომლებიც წარმოიქმნება ლაბორატორიული ანალიზების, სასინჯი და სხვა ოპერაციების შედეგედ, გროვდება და სუფთავდება, რის შემდეგაც იგი გამოიყენება ინსპექციის საჭიროებისათვის.
3. ძვირფასი ლითონების ნარჩენების შეგროვება და დამუშავება ხორციელდება ინსპექციაში შემუშავებული და დამტკიცებული ნორმატივების მიხედვით.
თავი XI
დასკვნითი დებულებები
მუხლი 48🔗
ეს წესები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. ონოფრიშვილი