⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (26.12.2006)
გაუქმებულია:

საწარმოო-დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში სასინჯი კონტროლის (ზედამხედველობის) მოთხოვნების დაცვის შემოწმების ჩატარების წესების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 06.09.1999
ძალის დაკარგვა 26.12.2006
გამომცემი ორგანო ფინანსთა სამინისტრო
ნომერი №193
სარეგისტრაციო კოდი 000000100.01(2).003.000819
გამოქვეყნების წყარო სსმ, 44(51), 16/09/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,308 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.09.1999 მიღება
26.12.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საწარმოო-დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში სასინჯი კონტროლის (ზედამხედველობის) მოთხოვნების დაცვის შემოწმების ჩატარების წესების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:28.35pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.55pt 28.35pt 42.55pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სასახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი           100.012.003.819 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №193 1999 წლის 6 სექტემბერი ქ. თბილისი საწარმოო-დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში სასინჯი კონტროლის (ზედამხედველობის) მოთხოვნების დაცვის შემოწმების ჩატარების წესების დამტკიცების თაობაზე საქართველოს კანონის „ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ” მოთხოვნებიდან გამომდინარე დამტკიცდეს „საწარმოო-დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში სასინჯი კონტროლის (ზედამხედველობის) მოთხოვნების დაცვის შემოწმების ჩატარების წესები”. თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. 1. წინამდებარე წესი შემუშავებულია საქართველოს კანონის „ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ” საფუძველზე, იგი განსაზღვრავს ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან, მათი გამოყენებით დამზადებულ ნაწარმთან საქმიანობით დაკავებულ სამეწარმეო სუბიექტთა მიმართ აღნიშნული ფასეულობების მიღების, აღრიცხვის, შენახვის, ხარჯვის გამოყენების და რეალიზაციის საკითხებში სასინჯი კონტროლის განხორციელების სახეებს და ფორმებს; საწარმოო-დაწესებულებებსა და სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციის უფლებამოსილ თანამშრომელთა შორის ურთიერთობებს.     მუხლი 2🔗. 1. ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მიწერილობა – სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციის უფროსის ან მისი რეგიონალური სამსახურების უფროსების ხელმოწერილი და ინსპექციის ბეჭდით დამოწმებული დავალება კონკრეტული შემმოწმებლის მიერ მასზე კანონით გათვალისწინებული უფლებების ფარგლებში კონკრეტული სუბიექტის შემოწმების თაობაზე; ბ) ლიგატურული წონა – შენადნობის, მარილების, ხსნარების და სხვა მასალების ფიზიკური წონა (მოცულობა) მასში შემავალი ყველა ქიმიური ელემენტების ერთობლიობით (გრ, ლიტრი); გ) სუფთა წონა – ლიგატურულ წონაში ძვირფასი ლითონების შემცველობა გრამებში; დ) აუცილებელი მითითება – შემოწმების აქტში აღნიშნული დარღვევების შესახებ სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციის წერილი ამ დარღვევების აღმოფხვრის შესახებ; ე) შემხვედრი შემოწმება – სუბიექტის შემოწმებისას წამოჭრილი კონკრეტული საკითხების შემოწმება მასთან ურთიერთობაში მყოფ სხვა სუბიექტთან; ვ) ცალმხრივი აქტი – დოკუმენტი, რომელიც ასახავს შემოწმების შედეგებს და რომელსაც ადგენს შემმოწმებლი, ხოლო გაცნობისა და ერთი ეგზემპლარის მიღების შესახებ ხელს აწერს შესამოწმებლი ობიექტის ხელმძღვანელობა; ზ) ორმხრივი აქტი – დოკუმენტი, რომელიც ასახავს შემოწმების პროცესში წამოჭრილ კონკრეტულ საკითხებს და ხელს აწერს ორივე მხარე.     მუხლი 3🔗. 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციის კონტროლი ვრცელდება იმ საწარმოებზე, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებზე, მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, რომლებიც ახორციელებენ არაერთჯერად საქმიანობას ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათი გამოყენებით დამზადებულ ნაწარმთან, კერძოდ: ა) ყიდვა-გაყიდვას – საკრედიტო დაწესებულებების, მათ შორის, ლომბარდების მიერ ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების და ნაწარმის ყიდვა-გაყიდვას, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირებისგან ნაწარმის, ჯართისა და ნარჩენების შესყიდვას და მათ შემდგომ რეალიზაციას; ბ) დამუშავებას – ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვებისაგან საიუვილერო და საყოფაცხოვრებო ნაკეთობების დამზადებას, შეკეთებას და რესტავრაციას; გ) ძვირფასი ქვების საექსპორტო-შეფასებით სამუშაოებს – ფიზიკური და იურიდიული პირების მომსახურებას ძვირფასი ქვების იდენტიფიკაციის, ექსპერტიზის, შეფასებისა და სერტიფიკაციის მიზნით; დ) ვაჭრობას – ნაწარმით საკომისიო, საცალო და საბითუმო ვაჭრობას; ე) გადამუშავებას და აფინაჟს – მადნიდან, ჯართიდან, ნარჩენებიდან და სხვა მასალებიდან ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების რეგენერაციას მათი ამოღების მიზნით, აგრეთვე ძვირფასი ქვების მოწახნაგებას; ვ) გამოყენებას – ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების და მათი გამოყენებით დამზადებული ინსტრუმენტების საწარმოო და სამეცნიერო-კვლევითი მიზნებით მოხმარებას; ზ) სამედიცინო მომსახურებას – სტომატოლოგიური ძვირფასი ლითონებისაგან კბილის პროთეზების დამზადებას, შეკეთებას და რესტავრაციას.     მუხლი 4🔗. 1. იმ საწარმოებში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, რომლებიც ფინანსირდებიან სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, აგრეთვე იმ სააქციო და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში, რომლებიც დაფუძნებულია სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ და რომლებიც ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან, მათი გამოყენებით დამზადებულ ნაწარმთან ეწევიან საქმიანობას, მოწმდება ძვირფას ლითონებზე, ძვირფას ქვებზე, მათი გამოყენებით დამზადებულ ნაწარმზე: ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციის სისწორე; ბ) მიღების აღრიცხვისა და შენახვის მდგომარეობა; გ) ხარჯვის (ნაწარმზე, დასაბრუნებელი ნარჩენებისა და დანაკარგთა) ნორმების განსაზღვრის სისწორე და მისი დაცვა; დ) ტექნოლიგიური პარამეტრების და ნორმატივების დაცვა; ე) ნარჩენებისა და ჯართის აღრიცხვის და სრულად შეგროვების მდგომარეობა: ე.ა) წარმოების პროცესში წარმოქმნილი; ე.ბ) ელექტროგამშვები მოწყობილობა-დანადგარების, ელექტრონული და რადიოტექნიკური ხელსაწყო  აპარატურის მწყობრიდან გამოსვლის შედეგად წარმოქმნილი; ე.გ) კინო-ფოტო მასალების მოხმარების შემდგომ წარმოქმნილი; ვ) შენახვის მდგომარეობა. 2. კერძოსამართლებრივი ფორმის საწარმოებში, ორგანიზაციებში და დაწესებულებებში მოწმდება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის “ა”, “ბ”, “გ”, და “დ” ქვეპუნქტებით განსაზღვრული საკითხები.     მუხლი 5🔗. 1. სასინჯი ზედამხედველობის ინსპექცია ატარებს: ა) გეგმურ შემოწმებას, როდესაც ამა თუ იმ სუბიექტის შემოწმება განპირობებულია ინსპექციის საკონტროლო-საზედამხედველო მუშაობის შესახებ დამტკიცებული გეგმით; ბ) არაგეგმურ შემოწმებას, როდესაც ამა თუ იმ სუბიექტის შემოწმება განპირობებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავალებით, აგრეთვე მაკონტროლებელი და სამართალდამცავი ორგანოების ან სხვა სამთავრობო სტრუქტურების მოთხოვნით; გ) შემხვედრ შემოწმებას, როდესაც გეგმური ან არაგეგმური შემოწმებისას წამოჭრილი სადავო საკითხების გადამოწმებაა აუცილებელი შესამოწმებელ სუბიექტსა და მასთან ურთიერთობაში მყოფ სხვა სუბიექტს შორის. 2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ შემოწმებათა საფუძველია: ა) ინსპექციის საკონტროლო-საზედამხედველო სამუშაო გეგმა; ბ) ფინანსთა სამინისტროს წერილობითი დავალება; გ) მაკონტროლებელი ორგანოების, აგრეთვე სამართალდამცავი და სხვა სამთავრობო სტრუქტურათა წერილობითი თხოვნა; დ) ინსპექციის უფლებამოსილი თანამშრომლის მოხსენებითი ბარათი კონკრეტული საკითხის გადამოწმების თაობაზე, სათანადო დასაბუთებით, შემხვედრი შემოწმების დანიშვნის შესახებ.     მუხლი 6🔗. 1. საკონტროლო-საზედამხედველო სამუშაო გეგმა დგინდება ყოველკვარტალურად, კვარტალის დაწყებამდე ერთი თვით ადრე. მასში ასახულია: ა) შესამოწმებელ სუბიექტთა დასახელება და მათი ადგილსამყოფელი; ბ) შემოწმების თემატიკა; გ) შემოწმების ჩატარების თვე; დ) შემოწმების ხანგრძლივობა კალენდარულ დღეებში; ე) კვარტლის კალენდარულ და შემოწმებისთვის განკუთვნილ დღეთა ბალანსი, სარეზერვო, საშვებულებო და სხვა დავალებათა შესასრულებლად განკუთვნილ დღეთა რაოდენობის ჩვენებით; ვ) კონკრეტულ შესამოწმებელ სუბიექტზე ინსპექციის უფლებამოსილი კონკრეტული თანამშრომლის ან თანამშრომელთა გვარების მითითებით. 2. სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციის საკონტროლო საზედამხედველო სამუშაო გეგმას ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 3. დამტკიცებულ გაგმაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციის კონკრეტული ცვლილების თაობაზე დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნების საფუძველზე.     მუხლი 7🔗. შემოწმების ვადის გაზრდის მიზეზებია: ა) შემმოწმებლის ავადმყოფობა; ბ) შესამოწმებელი სუბიექტის მიერ მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობა; გ) შემოწმების გეგმით განსაზღვრულ საკითხებზე სათანადო ცნობების, საინფორმაციო და სხვა მასალების (ახსნა-განმარტებითი ბარათების, დასკვნების და სხვა) წარმოდგენის ამა თუ იმ მიზეზით გაჭიანურება. 2. შემოწმების ვადის გაზრდის საფუძველია შემმოწმებლის მოხსენებითი ბარათი, რომელშიც სრულადაა წარმოდგენილი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული მიზეზების თაობაზე. 3. შემოწმების ვადის გაზრდაზე შემოწმების გეგმაში არსებული სარეზერვო დროის ხარჯზე გადაწყვეტილებას ღებულობს ინსპექციის და მისი რეგიონალური სამსახურის უფროსი. 4. სარეზერვო დროის ამოწურვის შემდგომ, შემოწმების ვადის გაზრდაზე გადაწყვეტილებას ღებულობს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. თავი II შემოწმების ჩატარების წესი     მუხლი 8🔗. 1. სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციის თანამშრომლები საკონტროლო-საზედამხედველო სამუშაო გეგმით შესამოწმებელ საწარმოებში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში დაიშვებიან მიწერილობისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე. 2. მიწერილობაში მოცემულია: ა) სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციის უფლებამოსილი პირის გვარი და ინიციალები; ბ) შესამოწმებელი სუბიექტის დასახელება; გ) შესამოწმებელი საკითხების თემატიკა; დ) შემოწმების პერიოდი; ე) შემოწმების ჩატარების ვადა. 3. მიწერილობა ხელმოწერილია სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციის ან მისი რეგიონალური სამსახურების უფროსის მიერ და დამოწმებულია ბეჭდით. 4. მიწერილობა რეგისტრირდება მკაცრი აღრიცხვის ჟურნალში, აქვს თავისი ნომერი და თარიღი. 5. არაგეგმური შემოწმებები ხორციელდება ინსპექციის უფროსის შესაბამისი ბრძანებით.     მუხლი 9🔗. 1. სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციის თანამშრომელი  უფლებამოსილია: ა) აწარმოოს შესამოწმებელი სუბიექტის ხელმძღვანელის მიერ დანიშნული საინვენტარიზაციო კომისიის წევრებთან, ინდივიდუალური საწარმოს შემთხვევაში მეწარმესთან ერთად ობიექტის, სათავსების, სამუშაო ადგილების, საწყობების, ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვებისა და ნაწარმის შენახვის ადგილების დათვალიერება; ბ) გაეცნოს შესამოწმებელ ობიექტზე არსებულ ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტაციას, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს არსებული დოკუმენტების ქსეროასლები; გ) აწარმოოს იმ ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების და ნაწარმის ამოღება ექსპერტიზისათვის, რომელთაც: გ.ა) კანონმდებლონის თანახმად არ გაუვლიათ სასინჯი კონტროლი და არა აქვთ საქართველოში მოქმედი სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღის ანაბეჭდი; გ.ბ) აქვთ საქართველოში მოქმედი სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღის ანაბეჭდი, მაგრამ ეჭვს იწვევს თავის უტყუარობაში გაურკვეველი რელიეფის გამო, რაც გამოწვეულია ნაკეთობის დაზიანებით, ანაბეჭდის წაშლით ან სხვა მიზეზით; გ.გ) მირჩილული აქვთ სინჯის აღმნიშვნელი დამღი ან დადამღულია დადგენილი წესების გაუთვალისწინებლად ან ნაწარმს აქვს ყალბი დამღის ანაბეჭდი; გ.დ) იარლიყზე ან სხვა თანადროულ დოკუმენტაციებზე, აღნიშნული მახასიათებლები როგორიცაა: რაობა, წონა, ხარისხი, ფერი, სიწმინდე, იწვევენ ეჭვს თავის ჭეშმარიტებაში; გ.ე) ნაკეთობა არის დაბალი სინჯის, მასზე გამოყენებულია ზედმეტი რაოდენობის სარჩილი ან არაძვირფასი ლითონის ელემენტები; დ) აწარმოოს სინჯისა და ნიმუშის აღება, საწარმოსა და სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციის ლაბორატორიებში საანალიზოდ ძვირფასი ლითონების შემცველი პროდუქციიდან: დ.ა) ზოდებიდან, მავთულებიდან, ფირფიტებიდან და სხვა მასალებიდან, რომლებიც გათვალისწინებულია საიუველირო ნაწარმის ან სხვა პროდუქციის დასამზადებლად; დ.ბ) სამრეწველო და სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის გათვალისწინებული ყველა სახის ქიმიური შენაერთებიდან; დ.გ) კვანძებიდან და დეტალებიდან; დ.დ) ძვირფასი ლითონების შემცველი ჯართიდან და ნარჩენებიდან; ე) შეამოწმოს ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვების და მათგან დამზადებული ნაწარმის ფიზიკური ნაშთი, მათი შენახვის, გამოყენებისა და ხარჯვის ადგილებში, რაც ხორციელდება შესამოწმებელი ობიექტის ხელმძღვანელის მიერ დანიშნული საინვენტარიზაციო კომისის მიერ. მატერიალურად პასუხისმგებელი პირებისა და ბუღალტერიის წარმომადგენლის, ინდივიდუალური საწარმოს შემთხვევაში თვით მეწარმის, აუცილებელი თანდასწრებით; ინვენტარიზაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც მთლიანად, ასევე შერჩევით, შემოწმების სპეციფიკიდან გამომდინარე. 2. შემოწმების დაწყებამდე შემმოწმებელი ამოწმებს სასაწონე მეურნეობას აწონვის სიზუსტის უზრუნველყოფის მიზნით; 3. შემოწმებამდე შემმოწმებელი მატერიალურად პასუხისმგებელი პირისაგან ითხოვს ხელმოწერას მასზედ, რომ ყველა ძვირფასი ლითონი, ძვირფასი ქვა, მათი გამოყენებით დამზადებული ნაკეთობები წარმოდგენილია შესამოწმებლად და ყველა ბუღალტრული დოკუმენტი (მიღების, ჩამოწერის, შენახვის და სხვა) ჩაბარებულია ბუღალტერიაში და არავითარი აღურიცხავი და ჩამოუწერავი ფასეულობები მასთან არ ინახება. 4. იმ შემთხვევაში, როცა ფიზიკური ნაშთის მოხსნა ერთ დღეში შეუძლებელია, მაშინ ფასეულობების შესანახი ადგილი ილუქება შემმოწმებლისა და მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ლუქის ბეჭდით, რომელთა ახსნა სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციის წარმომადგენლის გარეშე აკრძალულია. თავი III შემოწმების შედეგების გაფორმება და რეაგირება     მუხლი 10🔗. 1. ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების აღწერის შედეგები აისახება აქტში, რომელიც შედგენილია სამ ეგზემპლარად და რომლის ყველა გვერდს ხელს აწერს შემმოწმებელი, საინვენტარიზაციო კომისიის წევრები ან ინდივიდუალური მეწარმე. ამასთანავე, მატერიალურად პასუხისმგებელი პირი ან ინდივიდუალური მეწარმე ვალდებულია გააკეთოს ჩანაწერი, რომ ყველა მატერიალური ფასეულობა, რომელიც ნაჩვენებია აქტში ინახება მისი პასუხისმგებლობის ქვეშ. 2. ინვენტარიზაციის აქტში განუმარტებელი შესწორებები დაუშვებელია. 3. სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციის უფლებამოსილი პირი ამოწმებს დოკუმენტებს იმ ძვირფას ლითონებზე და ძვირფას ქვებზე, რომლებიც იმყოფება გზაში ან გადამუშავების პროცესში. აღნიშნულ ფასეულობებზე გაიცემა ცნობა, რომლებსაც ხელს აწერენ საწარმოო-დაწესებულებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელი და მთავარი ბუღალტერი. 4. ინვენტარიზაციის აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ბუღალტერიას შედარების უწყისის შესადგენად, ერთი ეგზემპლიარი ინახება მატერიალურად პასუხისმგებელ პირთან (ინდივიდუალურ პირთან), ერთი ეგზემპლარი შემმოწმებელთან. შედარების უწყისს ხელს აწერს მთავარი ბუღალტერი და ამტკიცებს შესამოწმებელი ობიექტის ხელმძღვანელი ან ინდივიდუალური მეწარმე. 5. სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციის უფლებამოსილი პირი: ა) ამოწმებს შედარების უწყისში შეტანილ მონაცემებს ბუღალტრული აღრიცხვისა და პირველადი დოკუმენტების მონაცემებთან; ბ) ზედმეტობის ან ნაკლებობის გამოვლენის შემთხვევაში იღებს წერილობით ახსნა-განმარტებებს მატერიალურად პასუხისმგებელი პირისაგან ან ინდივიდუალური მეწარმისაგან.     მუხლი 11🔗. 1. შემოწმების მასალები რეგისტრირდება სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციაში, სპეციალურ ჟურნალში. 2. შემოწმების მასალები შედგება: ა) მოხსენებითი ბარათისაგან; ბ) შემოწმების აქტისაგან (აქტებისაგან); გ) დანართებისაგან. 3. მოხსენებით ბარათში აისახება საწარმოო-დაწესებულებისა და ორგანიზაციის: ა) საანგარიშო პერიოდში გაწეული იმ ღონისძიებების შესახებ, რომლითაც ძვირფას ლითონებზე, ძვირფას ქვებზე და ნაწარმზე აღრიცხვის, შენახვის და ხარჯვის საკითხებზე აღმოფხვრილ იქნა წინა შემოწმების შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებები; ბ) შემოწმების პროცესში აღმოფხვრილი ნაკლოვანებების შესახებ; გ) მეწარმე სუბიექტის მონაცემები და წინადადებები ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და ნაწარმთან შემდგომი მუშაობის გაუმჯობესების საკითხებზე; დ) სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციის უფლებამოსილი პირის მოსაზრებები შემოწმებული სუბიექტის მუშაობის დადებითი ფაქტორების ირგვლივ. 4. შემოწმების აქტში აისახება: ა) შემოწმების გეგმით გათვალისწინებულ საკითხებზე გამოვლენილი კონკრეტული დარღვევების შესახებ; ბ) გამოვლენილი მეტობის, ნაკლებობის, აღურიცხავ ფასეულობათა შესახებ; გ) წინა შემოწმების დროს გამოვლენილ ნაკლოვანებათა აღმოუფხვრელობის მიზეზების თაობაზე; დ) შენადნობების, მარილების, ხსნარების და სხვა მასალების მოძრაობის შესახებ, ამასთან, იმ მასალებზე, რომლებშიც ძვირფასი ლითონების შემცველობა: დ.ა) ცნობილია ლიგატურული და სუფთა წონით; დ.ბ) უცნობია მხოლოდ ლიგატურული წონით. 5. დანართებში აისახება: ა) შემოწმებული სუბიექტის მიერ გამოთქმული პრეტენზიები და შენიშვნები შემოწმების ჩატარებისას, შემოწმების აქტში ან აქტებში გამოთქმული დასკვნების მიმართ; ბ) ცნობები და სხვა ინფორმაციული ხასიათის მასალები დაკავშირებული შემოწმების აქტში ასახულ ფაქტობრივ მონაცემებთან.     მუხლი 12🔗. 1. შემოწმების აქტში აღნიშნული ყველა დარღვევა და შენიშვნა ეყრდნობა შესამოწმებელ სუბიექტზე არსებულ და საქართველოში მოქმედ ნორმატიულ ტექნიკურ დოკუმენტებს. 2. შემოწმების აქტზე თანდართული დოკუმენტები და ცნობები დგება სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციის სახელზე, ხელს აწერენ შემოწმებული სუბიექტის ხელმძღვანელი ან პასუხისმგებელი თანამდებობის პირები და გამაგრებული უნდა იყოს მათი ბეჭდით.     მუხლი 13🔗. 1. შემოწმების აქტს შემმოწმებელი აცნობს შემოწმებული სუბიექტის ხელმძღვანელობას და სხვა თანამდებობის პირებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან შემოწმებასთან, ამასთანავე ხელმძღვანელი და მთავარი ბუღალტერი, ინდივიდუალური საწარმოს შემთხვევაში ინდივიდუალური მეწარმე აწერენ ხელს შემოწმების აქტს, მასზედ რომ გაეცნენ მას და ერთი ეგზემპლარი დანართებით ჩაიბარეს. 2. შემოწმების აქტის მიმართ შესამოწმებელი სუბიქტის მხრიდან შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, შენიშვნები და პრეტენზიები აქტს ერთვის  წერილობითი სახით. თხუთმეტი კალენდარული დღის განმავლობაში აღნიშნული შენიშვნები იგზავნება სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციის ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მისამართით. 3. იმ შემთხვევაში, როცა შესამოწმებელი სუბიექტის ხელმძღვანელობა შემოწმების აქტს ხელს არ აწერს, შემმოწმებელი შემოწმების აქტში აკეთებს შესაბამის ჩანაწერს და განმარტავს ამ მიზეზს.     მუხლი 14🔗. 1. შემოწმების აქტი დგება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი პირი განკუთვნილია შემმოწმებლისთვის, მეორე პირი რჩება შესამოწმებელ ობიექტზე. შემოწმების მასალების სხვა ორგანიზაციაში  გაგზავნის აუცილებლის შემთხვევაში (შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, უშიშროების სამინისტრო, კონტროლის პალატა, საგადასახადო ინსპექცია და სხვა) შემოწმების აქტის პირველი ეგზემპლარიდან კეთდება ქსეროასლი და იგზავნება დანიშნულებისამებრ.     მუხლი 15🔗. 1. თუ გამოვლენილი დარღვევები შემოწმების პროცესში არ არის აღმოფხვრილი, შემმოწმებელი ორი კვირის ვადაში უგზავნის შესამოწმებელ სუბიექტს აუცილებელ მითითებებს შემოწმების აქტში ასახული დარღვევების აუცილებელი აღმოფხვრის შესახებ, კონკრეტული ვადების მითითებით. 2. სასინჯი ზედამხედველობის ინსპექცია კონტროლს უწევს შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის მიმდინარეობას. 3. თუ შემოწმების პროცესში გამოვლენილი ან არსებული დარღვევები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, სასინჯი ზედამხედველობის ინსპექცია შემოწმების მასალებს უგზავნის სამართალდამცავ ორგანოებს. თავი IV იურიდიულ და ფიზიკურ პირთა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები     მუხლი 16🔗. 1. იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებულნი არიან: ა) ხელი შეუწყონ სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციის მუშაკებს შემოწმების პროცესში მათზე დაკისრებული მოვალეობების დროულ და სრულ შესრულებაში; ბ) იცნობდნენ ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან, მათი გამოყენებით დამზადებულ ნაწარმთან დაკავშირებული საქართველოს კანონებს და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს. 2. იურიდიული და ფიზიკური პირები ვალდებულნი არიან შემმოწმებლისათვის წარდგენილი მონაცემების უტყუარობაზე. თავი V სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციის თანამშრომელთა პასუხისმგებლობა     მუხლი 17🔗. შემმოწმებელი პასუხისმგებელია: ა) მეწარმე სუბიექტის, სახელმწიფო მნიშვნელობის სამეწარმეო ან კომერციული საქმიანობის კომფიდენციალურობის დაცვაზე; ბ) შემოწმების აქტში გამოთქმული დასკვნების უტყუარობაზე; გ) დაიცვას გეგმით გათვალისწინებული შემოწმების ვადები; დ) მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი VI დასკვნითი დებულებანი     მუხლი 18🔗. აღნიშნული წესი ძალაში შევიდეს მისი გამოქვეყნებისთანავე. დ. ონოფრიშვილი