ძვირფასი ქვებისა და მათი გამოყენებით დამზადებულ ნაწარმზე შეფასებითი სამუშაოების ჩატარების წესების დამტკიცების თაობაზე
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 06.09.1999
ძალის დაკარგვა 26.12.2006
გამომცემი ორგანო ფინანსთა სამინისტრო
ნომერი №194
სარეგისტრაციო კოდი 000000100.01(2).003.000820
გამოქვეყნების წყარო სსმ, 44(51), 16/09/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| 1 | 2 |
| № | მინერალის სახე |
| დეფექტურობის ჯგუფების დახასიათება | ბრილიანტების დეფექტურობის ჯგუფები |
| kp-17 და kp-33 | წვრილი< 0.29კარ. kp-17 და kp-33 გარდა |
| უდეფექტო | 1 |
დოკუმენტის ტექსტი
ძვირფასი ქვებისა და მათი გამოყენებით დამზადებულ ნაწარმზე შეფასებითი სამუშაოების ჩატარების წესების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-7.1pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:normal;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:24.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:56.7pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.55pt 31.2pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სასახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.012.003.820
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №194
1999 წლის 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
ძვირფასი ქვებისა და მათი გამოყენებით დამზადებულ ნაწარმზე შეფასებითი სამუშაოების ჩატარების წესების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს კანონის ,,ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ” მოთხოვნებიდან გამომდინარე დამტკიცდეს ,,ძვირფასი ქვებისა და მათი გამოყენებით დამზადებულ ნაწარმზე შეფასებითი სამუშაოების ჩატარების წესები”.
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
ეს წესები შემუშავებულია ,,ძირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე. იგი განსაზღვრავს ძვირფას ქვებზე შეფასებითი სამუშაოების განხორციელების პრინციპებს, აგრეთვე ამ საქმიანობით დაკავებულ პირთა ვალდებულებებს ძვირფასი ქვების ატესტაციის სფეროში.
მუხლი 2🔗
1. ძვირფასი ქვების შეფასებითი სამუშაოები წარმოებს:
ა) სალომბარდო საქმიანობისას;
ბ) საკომისიო ვაჭრობისას;
გ) შესყიდვისას;
დ) საკრედიტო დაწესებულებებში ძვირფასი ქვების ყიდვა-გაყიდვისას.
2. ძვირფასი ქვების სერტიფიკაცია წარმოებს იმ პირთა მიერ, ვინც წესისამებრ აწარმოებს ძვირფასი ქვების მოწახნაგებას.
მუხლი 3🔗
ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1. კარატი – ძვირფასი ქვების მასის საზომი ერთეული, შემოკლებით კარ. ან ct,
1 მეტრული კარატი = 200 მგ = 0,2 გრამი.
2. თლილი – მოწახნაგებით მიღებული პროდუქტი.
3. ბრილიანტი – მრგვალი ალმასი, ბრილიანტური თლილით.
4. ,,ბრილიანტური თლილი” ანუ ,,სრული თლილი” ალმასის მრგვალი ფორმა, დაწახნაგებული არანაკლებ 57 წახნაგით;
5. სერტიფიკაცია – ძვირფასი ქვების პასპორტის შედგენა.
6. შემფასებელი – სათანადო კვალიფიკაციის მქონე იურიდიული და ფიზიკური პირი, რომელიც აწარმოებს ძვირფასი ქვების შეფასებით სამუშაოებს.
მუხლი 4🔗
ძვირფასი ქვების შეფასებითი სამუშაოების ჩატარებისას განისაზღვრება ძვირფასი ქვების:
ა) რაობა ანუ კლასიფიკაციური და კომერციული სახელწოდება;
ბ) მასა;
გ) ფერი;
დ) სიწმინდე (სისუფთავე);
ე) ფორმა და თლილი.
მუხლი 5🔗
1. ძვირფასი ქვების რაობა ანუ კლასიფიკაციური და კომერციული სახელწოდება განისაზღვრება ნომენკლატურის შესაბამისად (დანართი №1).
2. ძვისფასი ქვების მასა აისახება კარატებში, აწონვის სიზუსტე განისაზღვრება საქართველოში მოქმედი სტანდარტებით:
ა) დაუმაგრებელი ძვირფასი ქვები იწონება პირდაპირი აწონვით;
ბ) ნაკეთობაში დამაგრებული ძვირფასი ქვების მასა განისაზღვრება გათვლით კალიბრებული საზომი ხელსაწყოების და ფორმულების გამოყენებით (დანართი №2).
3. ფერი განისაზღვრება მოქმედი ტექნიკური მოთხოვნებიდან გამომდინარე (დანართი №3).
4. სიწმინდე (სისუფთავე) განისაზღვრება მოქმედი ტექნიკური მოთხოვნებიდან გამომდინარე (დანართი №4, 4ა).
5. ფორმა და თლილი განისაზღვრება ძვირფასი ქვების გეომეტრიული პარამეტრების, პროპორციულობის და ფინალური დამუშავების პარამეტრების დადგენით.
მუხლი 6🔗
ძვირფასი ქვების შეფასების შედეგს წარმოადგენს შეფასების ოქმი, რომელიც მოიცავს შემდეგი შინაარსის ჩანაწერებს:
1. საიუველირო და საყოფაცხოვრებო ნაკეთობის დასახელებას, მის სრულ აღწერილობას;
2. ძვირფასი ლითონების დასახელებას;
3. ძვირფასი ლითონების სინჯს;
4. ნაკეთობის საერთო წონას გრამებში;
5. ნაკეთობაში შემავალი ძვირფასი ქვების:
ა) რაობას;
ბ) რაოდენობას ცალებში;
გ) ფორმას და თლილს;
დ) ფერის მახასიათებელს;
ე) სიწმინდის მახასიათებელს;
ვ) მასას კარატებში.
6. შემფასებელი შეფასების ოქმს დაამოწმებს ხელმოწერით და ბეჭდით.
7. 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებში მითითებული მონაცემების გარდა დასაშვებია სხვა პარამეტრების განსაზღვრაც.
თავი II
ძვირფასი ქვების შემფასებელთა ვალდებულებანი
მუხლი 7🔗
ძვირფასი ქვების შემფასებლები ვალდებულნი არიან:
1. ჰქონდეთ ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან დაკავშირებული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციის მიერ გაცემული შეტყობინების მიღების დამადასტურებელი დოკემენტი.
2. I თავის მე-6 მუხლის შესაბამისად გასცენ შეფასების ოქმი.
3. არსებული წესების დაცვით აღრიცხონ შესრულებული სამუშაოები.
4. სამუშაოები ჩაატარონ კონფიდენციალობის დაცვით.
მუხლი 8🔗
ძვირფასი ქვების შემფასებლები პასუხს აგებენ მათ მიერ ჩატარებული შეფასებითი სამუშაოების სიზუსტეზე.
მუხლი 9🔗
1. შეფასების ოქმით განსაზღვრულ (I თავის მე-6-ე მუხლი) ჩანაწერების საფუძველზე ნაკეთობის მფლობელთან წამოჭრილი დავის შემთხვევაში, შემფასებელი:
ა) წერილობით მიმართავს სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციას სადავო საკითხზე ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე;
ბ) ექსპერტიზის დანიშვნის დღეს მფლობელის თანდასწრებით წარმოადგენს სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციაში სადავო ნაკეთობას და მის მიერ გაცემულ ნაკეთობის (ნაკეთობების) შეფასების ოქმს.
2. შემფასებელი სადავო საკითხებზე შესაბამის პრეტენზიას მიიღებს შეფასების ოქმის გაცემიდან 24 საათის განმავლობაში.
მუხლი 10🔗
სხვა სადავო საკითხები განიხილება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებში.
მუხლი 11🔗
1. მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის სადავო საკითხებზე, სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციაში მომართვის დღიდან ინიშნება ექსპერტიზა სამი სამუშაო დღის ვადაში.
2. სასინჯი ზედამხედველობის ინსპექცია ჩატარებული ექსპერტიზის თაობაზე ადგენს ექსპერტიზის აქტს (დასკვნას).
3. შეცდომით ჩატარებული შეფასებითი სამუშაოების შემთხვევაში სასინჯი ზედამხედველობის ინსპექცია დამნაშავის მიმართ ატარებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს.
მუხლი 12🔗
სათანადო ინფორმაციის არქონა ან არცოდნა შემფასებელს არ უხსნის პასუხისმგებლობას.
მუხლი 13🔗
ძვირფასი ქვების შემფასებლებს უფლება აქვთ გაუწიონ მომხმარებლებს კონსულტაციები ძვირფასი ქვების ან ნაკეთობების რეალიზაციის (ყიდვა-გაყიდვა), დაგირავებისა და სხვა საკითხებში.
თავი III
დასკვნითი დებულებები
მუხლი 14🔗
ეს წესები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. ონოფრიშვილი
დანართი №1
ნომენკლატურა
№
მინერალის სახე
სახესხვაობა
კომერციული სახელწოდება
1
2
3
4
ალმასი
ალმასი (ბრილიანტი)
ალმასი (ბრილიანტი)
ბივრილი
ზურმუხტი (მწვანე ფერის)
აქვამარინი
გოშენიტი
ბივრილი (ყველა ფერის)
ზურმუხტი
აქვამარინი
უფერო ბივრილი
ყვითელი, ოქროსფერი, ჰელიოდორი, მწვანე, ვარდისფერი-მორგანიტი
კორუნდი (იაგუნდი)
ლალი (წითელი ფერის)
საფირონი (ლურჯი)
კორუნდი (იაგუნდი ყველა ფერის ლურჯის გარდა)
ლალი
საფირონი ვარსკვლავისებრი,
საფირონი,
საფირონი კატის თვალი
საფირონი ან იაგუნდი ფერის მითითებით
ქრიზობივრილი
ქრიზობივრილი
ქრიზობივრილის კატის თვალი
ალექსანდრიტი (ფერის ცვალებადობა)
ალექსანდრიტის კატის თვალი
ქრიზობივრილი
ქრიზობივრილის კატის თვალი
ალექსანდრიტი
ალექსანდრიტის კატის თვალი
მარგალიტი
ზღვის მარგალიტი
მტკნარი წყლის მარგალიტი
მარგალიტი (ყველა ფერის) აღმოსავლური მარგალიტი
აბალონ-მარგალიტი
ბლისტერ-მარგალიტი
მარცვლოვანი
სიიდ-მარგალიტი ნიჟარის
ვარდისფერი მარგალიტი (კონხ-მარგალიტი)
მარგალიტი (ყველა ფერის)
მდინარის მარგალიტი
ორსადგულიანი ნიჟარის მარგალიტი
ბლისტერი, ბლისტერ-მარგალიტი
მარცვლოვანი
სიიდ-მარგალიტი
დანართი №2
ნაკეთობაში დამაგრებული ძვირფასი ქვების მასა განისაზღვრება შემდეგი ფორმულებით
ბრილიანტებისათვის:
მრგვალი თლილი M= R2 * H*0,0245 ან M= D2 * H*0,00612
ოვალი M= (D1+D2)/2) 2 *H*0,0062
ზურმუხტისებრი M=(L-1/3W)*W*H*0,013 ან M=L*W*H*0,0088
,,მარკიზი” (ნავი) M=L*W*H*0,0058 ან M=(L-1/3W)*W*H*0,0077
წვეთი (მსხლისებრი) M=L*W*H*0,0059
ბაგეტი M=L*W*H*0,0091
გული M=L*W*H*0,0059
სამკუთხა M=L*W*H*0,0057
ფერადი ქვებისათვის:
მრგვალი თლილი M=D2*H*p*0,0018
ოვალი M=L*W*H*p*0,0020
ზურმუხტისებრი ან რვაკუთხა M=L*W*H*p*0,00245
მართკუთხა M=L*W*H*p*0,0026
,,მარკიზი” (ნავი) M=L*W*H*p*0,0016
მსხლისებრი (წვეთი) M=L*W*H*p*0,00175
კვადრატული M=L*W*H*p*0,0023
კაბოშონი M=L*W*H*p*0,0026
სადაც M- მასა ct, R-რადიუსი მმ, L-სიგრძე მმ, W-სიგანე მმ,
H- სიმაღლე მმ, D-დიამეტრი მმ, p-სიმკვრივე გრ/სმ3 .
დანართი №3
ბრილიანტის ფერის კლასიფიკაცია
ალმასები მრგვალი 17 წახნაგიანი ელფერის მიხედვით იყოფა 4 ჯგუფად
– უფერო 1 – ჯგუფი
– მცირე მოყვითალო, აქვამარინის, მწვანე, იისფერი და უმნიშვნელო ელფრით 2 – ჯგუფი
– ნათლად ხილული ყვითელი და უმნიშვნელო ყავისფერი ელფრით 3 – ჯგუფი
– ყავისფერი 4 – ჯგუფი
ბრილიანტი მასით 0.30 კარატამდე ელფერის მიხედვით იყოფა 7 ჯგუფად
– უფერო 1 – ჯგუფი
– უმნიშვნელო ელფრით 2 – ჯგუფი
– მცირე მოყვითალო, აქვამარინის, მწვანე, იისფერი, ნაცრისფერი და უმნიშვნელო ყავისფერი ელფრით 3 – ჯგუფი
– ნათლად ხილული ყვითელი, ლიმონისფერი, მწვანე, აქვამარინის ნაცრისფერი ელფრით 4 – ჯგუფი
– ყვითელი, (ყვითელი, მწვანე, ლიმონისფერი, მთლიან ბრილიანტში) 5 – ჯგუფი
– უმნიშვნელო ყავისფერი ელფრით 6 – ჯგუფი
– ყავისფერი ელფრით 7 – ჯგუფი
0,30 კარატზე მეტი მასის ბრილიანტი ელფერის მიხედვით იყოფა 9 – ჯგუფად.
– უფერო უმაღლესი, აგრეთვე მოცისფრო ელფერით 1 – ჯგუფი
– უფერო 2 – ჯგუფი
– ოდნავ შესამჩნევი ელფერით 3 – ჯგუფი
– სიყვითლის უმნიშვნლელო ელფერით 4 – ჯგუფი
– უმნიშვნელო მოყვითალო, მომწვანო, აქვამარინის, იისფერი და ნაცრისფერი ელფერით 5 – ჯგუფი
– ხილული ყვითელი, მწვანე, აქვამარინის, ნაცრისფერი და უმნიშვნელო ყავისფერი ელფერით 6 – ჯგუფი
– ნათლად ხილული ელფერით, მწვანე, ლიმონის, აქვამარინის და ნაცრისფერი ელფერით 7 – ჯგუფი
– ყვითელი-მოყვითალო, მწვანე, ლიმონის ფერით მთელ ბრილიანტში 8 – ჯგუფი
– ყავისფერი ან ყვითელ-ყავისფერი ელფერით 9 – ჯგუფი
დანართი №4
დეფექტურობის
ჯგუფების დახასიათება
ბრილიანტების
დეფექტურობის ჯგუფები
kp-17
და
kp-33
წვრილი<
0.29კარ.
kp-17 და kp-33
გარდა
საშუალო და მსხვილი>
უდეფექტო
1
1
1
დეფექტების მქონე: ცენტრალურ ზონაში ერთი ნათელი წერტილი, რომელიც შეიმჩნევა ბრილიანტის ქვედა მხრიდან დათვარიელებისას ან შუა და პერიფერიულ ზონებში არა უმეტეს ორი ძლივს შესამჩნევი ნათელი წერტილისა და ერთი ოდნავ შესამჩნევი ზოლი.
ნებისმიერ ზონაში არა უმეტეს 3 უმნიშვნელო ნათელი წერტილისა ან ცენტრალურ და პერიფერიულ ზონებში არა უმეტეს ორი დეფექტისა უმნიშვნელო მუქი წერტილების ან ზოლების სახით.
ცენტრალურ ზონაში არა უმეტეს ორი უმნიშვნელო მუქი წერტილი ან ნებისმიერ ზონაში არა უმეტეს 4 მცირე ნათელი წერტილისა, ან არა უმეტეს 2 ზოლისა, ან ერთი ზოლი და 3 მცირე ნათელი წერტილი, ან პერიფერიულ ზონებში ერთი უმნიშვნელო ნაპრალი.
2
2
3
2
3
4
ცენტრალურ ზონაში ერთი მცირე ნათელი ღრუბელი ან ერთი მცირე ნაპრალი, არა უმეტეს 3 მცირე მუქი წერტილისა. ნებისმიერ ზონაში არა უმეტეს 6 დეფექტისა მცირე ნათელი წერტილებისა და ზოლების სახით, ან შუა და პერიფერიულ ზონებში არა უმეტეს 3 უმნიშვნელო ნაპრალისა.
ნებისმიერ ზონაში არა უმეტეს 8 მცირე გაბნეული ნათელი დეფექტებისა – წერტილების, ზოლების, მცირე ნაპრალების, ზრდის ხაზების სახით, ან 5 მცირე წერტილი ან ერთი უმნიშვნელო გრაფიტის ჩანართი.
ნებისმიერ ზონაში არა უმეტეს 2 მცირე გაბნეული დეფექტისა (მათ შორის შეუიარაღებელი თვალით ოდნავ შესამჩნევი) წერტილების, ზოლების, წვრილი ბზარების, ღრუბლების სახით ან ერთი მცირე გრაფიტის ჩანართის სახით.
ნებისმიერ ზონაში არა უმეტეს 2 მცირე გრაფიტის ჩანართი ან არა უმეტეს 2 მცირე ზომის ბზარი, ან ერთი მცირე ღრუბელი გრაფიტულ ჩანართთან შერწყმული ან ერთი ბზარი ნახშირის ჩანართთან შერწყმული, ან რამდენიმე წყვილი ბზარები გრაფიტის ჩანართთან ერთად.
3
4
5
5
6
7ა
მრავალრიცხოვანი დეფექტების მქონე: ნებისმიერ ზონაში, გარდა გრაფიტის ჩანართებისა, მათ შორის ბზარის სახით, რომლებიც შეუიარაღებელი თვალით შეიმჩნევა.
ნებისმიერ ზონაში გრაფიტის ჩანართის სახით ან გრაფიტის ჩანართების სახით შეუიარაღებელი თვალით ხილულ ბზარებთან შერწყმული.
ნებისმიერ სხვადასხვა სახის ზონაში, შეუიარაღებელი თვალით ხილული და ბრილიანტის გამჭირვალება არა ნაკლები 60%.
4
6
7
8
9
10
სხვადასხვა სახის ნებისმიერ ზონაში, შეუიარაღებელი თვალით ხილული და ბრილიანტის გამჭირვალება ნაკლები 60%.
5
8
11
დანართი №4ა
ფერადი ძირფასი ქვების ხარისხის განსაზღვრის ცხრილი
ფერადი ძირფასი ქვები დაწახნაგების მიხედვით იყოფიან ორ ჯგუფად: მოწახნაგებული – 3 ხარისხად კაბოშონი – 2 ხარისხად
ა) მოწახნაგებული:
1-ლი ხარისხი – ძვირფასი ფერადი ქვები სუფთა და უმნიშვნელო დეფექტებით; იშვიათი ბზარებით, ზოლებით, წერტილოვანი ჩანართებით ქვის სხვადასხვა ზონებში. აქვთ ბრწყინვალება და ფერთა თამაში.
მე-2 ხარისხი – ძვირფასი ფერადი ქვები მცირე დეფექტებით, სხვა მინერალის წერტილოვან ჩანართებთან შერწყმული, რომლებიც ქვის ცალკეულ ზონებში ქმნიან შესქელებებს ან ქსელს. აქვთ ბრწყინვალება და ფერთა თამაში.
მე-3 ხარისხი – ძვირფასი ფერადი ქვები დეფექტებით, ბზარებით, ზოლებით, სხვა მინერალის წერტილოვანი ჩანართებით, რომლებიც განლაგებულნი არიან მთელ ქვაში, ქვის ცალკეულ ზონებში შემღვრეული უბნებით, ნაწილობრივ დაკარგული ბრწყინვალებითა და ფერთა თამაშით.
ბ) კაბოშონი:
1-ლი ხარისხი – ძვირფასი ფერადი ქვები დაქსელილი ბზარების და ზოლების სახით, ქვის სხვადასხვა ზონებში შემღვრეული უბნებით. აქვთ ნახევრად გამჭვირვალე ბრწყინვალება და ფერთა თამაში.
მე-2 ხარისხი – ძვირფასი ფერადი ქვები ბზარების შესქელებული ქსელით, ზოლებით ქვის მოცულობაში, შემღვრეული ზონების ჩანართებით. ძვირფასი ფერადი ქვები ნახევრად გამჭირვალეა ან გაუმჭვირვალეა. ნაწილობრივ დაკარგული აქვთ ბრწყინვალება და ფერთა თამაში.