„სინჯის აღმნიშვნელი ყალბი დამღების ან მისი ანაბეჭდის გამოვლინების და შემდგომი რეაგირების წესების“ დამტკიცების თაობაზე
სახელმწიფო მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 06.09.1999
ძალის დაკარგვა 26.12.2006
გამომცემი ორგანო ფინანსთა სამინისტრო
ნომერი №195
სარეგისტრაციო კოდი 000000100.01(2).003.000821
გამოქვეყნების წყარო სსმ, 44(51), 16/09/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
„სინჯის აღმნიშვნელი ყალბი დამღების ან მისი ანაბეჭდის გამოვლინების და შემდგომი რეაგირების წესების“ დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:LitMtavrPS;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:10.0pt; font-family:LitMtavrPS;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:28.35pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.55pt 28.35pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.012.003.821
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №195
1999 წლის 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
„სინჯის აღმნიშვნელი ყალბი დამღების ან მისი ანაბეჭდის გამოვლინების და შემდგომი რეაგირების წესების“ დამტკიცების თაობაზე
საქართველოს კანონის “ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ” მოთხოვნებიდან გამომდინარე. დამტკიცდეს „სინჯის აღმნიშვნელი ყალბი დამღების ან მისი ანაბეჭდის გამოვლინების და შემდგომი რეაგირების წესები”.
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. წესების შემუშავების სამართლებრივი საფუძველი და მისი მიზანი
1. წინამდებარე წესები შემუშავებულია საქართველოს კანონის “ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების სახელმწიფო კონტროლის, ანალიზისა და დადამღვის შესახებ” მოთხოვნების შესაბამისად და მათ შესასრულებლად.
2. წინამდებარე წესებით განსაზღვრულია სინჯის აღმნიშვნელი ყალბი დამღის და სახელმწიფო დამღის გაყალბების, აგრეთვე ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების გამოყენებით დამზადებული ყალბი ნაწარმის ფაქტების გამოვლენისას შესაბამისი სამსახურების და თვით მეწარმეთა რეაგირების პროცედურები.
მუხლი 2🔗. წესებში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობაა
1. ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობაა:
ა) სინჯის აღმნიშვნელი ყალბი დამღი – კონკრეტული სინჯის მიმანიშნებელი დამღი ანუ ინსტრუმენტი, რომელიც არ შეესაბამება დადგენილ კონფიგურაციას, გამზადებულია ინდივიდუალურად და რომელსაც არ იყენებს ფინანსთა სამინისტროს სასინჯი ზედამხედველობის ინსპექცია ძვირფასი ლითონების ნაწარმის დასადამღავად;
ბ) სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღის გაყალბება – ნაწარმზე დასმული სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღის ანაბეჭდით (ტვიფრით) მანიპულირება, როდესაც იგი ამოჭრილია ნაკეთობიდან და ხელოვნურადაა მიბმული ან მიდუღებული ნაწარმზე, რომელსაც არსებული კანონმდებლობით არ გაუვლია სასინჯი კონტროლი და არ დადამღულა სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციაში; აგრეთვე ა) ქვეპუნქტში აღნიშნული სინჯის აღმნიშვნელი ყალბი დამღის შესაბამისი ანაბეჭდი (ტვიფრი) დასმული ან მიბმული ან მიდუღებული ნაწარმზე;
გ) ყალბი ნაწარმი – ნაწარმი, რომელზეც დასმულია სინჯის აღმნიშვნელი გაყალბებული სახელმწიფო დამღის ანაბეჭდი (ტვიფრი), მიუხედავად იმისა, მისი ფაქტიური სინჯი შეესაბამება თუ არა მასზე ამოტვიფრულს.
თავი II
ყალბი ნაწარმის გამოვლენა
მუხლი 3🔗. იურიდიული და ფიზიკური პირების მოვალეობანი
1. იურიდიული და ფიზიკური პირები, მათ შორის საკრედიტო დაწესებულებები (ბანკები, ლომბარდები), რომელებიც აწარმოებენ ძვირფას ლითონებთან და ძვირფას ქვებთან, მათი გამოყენებით დამზადებულ ნაწარმთან დაკავშირებულ საქმიანობას, ვალდებული არიან:
ა) იცოდნენ სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღის კონტურის, სურათის ინსპექციისა და მისი რეგიონალური სამსახურების შიფრების და საკონტროლო ნიშნების შესახებ;
ბ) არსებული წესების დაცვით მიიღონ ყალბი (საეჭვო) ნაწარმი, რის შემდგომ დაუყოვნებლივ აცნობოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებს;
გ) ოპერატიულად აცნობოს გამოვლენილი ფაქტის შესახებ ადგილობრივი პოლიციის განყოფილებას იმ შემთხვევაშიც თუ: ნაწარმის მფლობელი სხვა ქვეყნის მოქალაქეა, ან არ გააჩნია პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ან უარი განაცხადა მის წარმოდგენაზე, ან სცადა მიმალვა.
მუხლი 4🔗. სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციის მოვალეობანი
1. სასინჯი ზედამხედველობის ინსპექცია მის მიერ ჩატარებული შემოწმების დროს ამოღებულ ყალბ (საეჭვო) ნაწარმზე სიყალბის დადასტურების შემთხვევაში ადგენს წერილობით მიმართვას იმ რაიონის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოზე, სადაც მოხდა ნაწარმის ამოღება, რომელსაც ურთავს ექსპერტიზის აქტს და შემოწმების მასალებს.
2. იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზით დადასტურდა, რომ ჩამორთმეული ნაწარმი არ წარმოადგენს ყალბ ნაწარმს, ანალოგიური ფაქტის გამეორების თავიდან აცილების მიზნით:
ა) ფინანსთა სამინისტროს სასინჯი ზედამხედველობის ინსპექცია ანაზღაურების გარეშე ახდენს ნაწარმზე დამღის ნაჭდევის აღდგენას ან სვამს საკითხს ნაწარმზე სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების თაობაზე მასზე სინჯის აღმნიშვნელი სახელმწიფო დამღის დასმის მიზნით;
ბ) ა) ქვეპუნქტში მითითებული პროცედურების გავლის შემდგომ ნაწარმი უბრუნდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოს ან თუ იგი ინსპქციის მიერ არის ამოღებული იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირს, ვისგანაც იგი იქნა ამოღებული.
3. სასინჯი ზედამხედველობის ინსპექცია დაუყოვნებლივ იღებს ექსპერტიზაზე სამართალდამცავი ორგანოების მიერ წარმოდგენილ ნაწარმს და ხუთი (5) სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს ნაწარმზე დამღის ანაბეჭდის ჭეშმარიტების თაობაზე ექსპერტიზის დასკვნის მომზადებას და შეტყობინებას.
მუხლი 5🔗. იურიდიული და ფიზიკური პირების უფლებები
იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომელთაც ეჭვი ეპარებათ მათ ხელთ არსებული ნაწარმის ჭეშმარიტებაში, საკითხის გარკვევის მიზნით შეუძლიათ მიმართონ ფინანსთა სამინისტროს სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციას.
მუხლი 6🔗. იურიდიული და ფიზიკური პირების პასუხისმგებლობა
იურიდიული და ფიზიკური პირი, რომელიც აწარმოებს ძვირფას ლითონებთან და ძვირფას ქვებთან, მათი გამოყენებით დამზადებულ ნაწარმთან საქმიანობას და უარს განაცხადებს საეჭვო ნაწარმის მიღებაზე, მიჩქმალავს ფაქტებს და არ დაიცავს საეჭვო და ყალბი ნაწარმის გამოვლენისა და ამოღების შესახებ დადგენილ წესებს, პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი III
ყალბ ნაწარმთან მოპყრობა
მუხლი 7🔗. სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციის მოვალეობანი
1. იმ ყალბ ნაწარმზე, რომელიც საგამოძიებო ან სასამართლო გადაწყვეტილებით ექვემდებარება მფლობელზე დაბრუნებას, აუცილებელია მოცილებულ იქნეს ყალბი დამღის ანაბეჭდი (ტვიფრი).
2. ყალბი დამღის ანაბეჭდის (ტვიფრის) მოცილებისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებს შეუძლიათ მიმართონ სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციას ან მის რეგიონალურ სამსახურებს.
3. სასინჯი ზედამხედველობის ინსპექცია ან მის რეგიონალური სამსახურები ნაწარმზე ყალბი დამღის მოცილებას ახორციელებენ მის დაუზიანებლად, რაზედაც აფორმებენ შესაბამის აქტს.
მუხლი 8🔗. ყალბი ნაწარმის განადგურება
1. ის ყალბი ნაწარმი, რომელიც საგამოძიებო ან სასამართლო გადაწყვეტილებით ექვემდებარება საპროცესო კონფისკაციას – ნადგურდება (იმტვრევა).
2. განადგურების (დამტვრევის) შედეგად წარმოქმნილი ჯართი სათანადო საქმიანობით დაკავებულ საწარმოში დნება ზოდად და წარედგინება იგი სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციას გასასინჯად და დასადამღად.
3. სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციაში შესაბამისი სინჯით დადამღული ზოდი უსასყიდლოდ ბარდება საქართველოს ეროვნულ ბანკს.
4. წინამდებარე მუხლის 1-ლ, მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნული მოქმედებანი ფორმდება შესაბამისი აქტით.
მუხლი 9🔗. ყალბი ნაწარმის შენახვა
1. ყალბი ნაწარმი, რომელიც გამოვლენილი იქნა სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციის მიერ, ინახება ინსპექციაში. იმ შემთხვევაში, როდესაც გამომძიებლის დადგენილებით ან სასამართლო გადაწყვეტილებით ყალბი ნაწარმი ექვემდებარება მფლობელზე დაბრუნებას, სასინჯი ზედამხედველობის ინსპექცია:
ა) მოქმედებს წინამდებარე წესების მე-8 მუხლის 1-ლი და მე-3-ე პუნქტების შესაბამისად.
ბ) ნაწარმს უბრუნებს მფლობელს იმ ორგანიზაციის მეშვეობით, რომელშიც მოახდინა მისი ამოღება, რაზედაც აფორმებს სათანადო აქტს.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც გამომძიებლის დადგენილებით ან სასამართლო გადაწყვეტილებით ყალბი ნაწარმი ექვემდებარება საპროცესო კონფისკაციას, სასინჯი ზედამხედველობის ინსპექცია;
ა) მოქმედებს წინამდებარე წესების მე-9 მუხლის შესაბამისად.
ბ) ატყობინებს იმ ორგანიზაციას, რომელშიც მოახდინა მისი ამოღება.
მუხლი 10🔗. სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციის მოვალეობა შესაბამისი ორგანოსათვის შეტყობინების თაობაზე
ყალბი ნაწარმი, რომელიც საგამოძიებო ორგანოებმა შესანახად მიაბარეს სასინჯი ზედამხედველობის ინსპექციას, ინახება ამ ინსპექციაში: მოცემული საგამომძიებო ორგანოს მითითებით სასინჯი ზედამხედველობის ინსპექცია მოქმედებს წინამდებარე წესების მე-10 მუხლის 1-ლი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამასთან, იგი გატარებული ღონისძიებების შესახებ აცნობებს შესაბამის ორგანოს.
მუხლი 11🔗. არაძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ნაკეთობების განადგურება
ნაკეთობები, რომლებიც დამზადებულია არაძვირფასი ლითონებისაგან და რომელიც დადამღულია ყალბი დამღით, გამოძიების დამთავრებისთანავე ნადგურდება.
თავი IV
დასკვნითი დებულებები
მუხლი 12🔗. წინამდებარე წესების ამოქმედება
წინამდებარე წესები ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე.
დ. ონოფრიშვილი