საჯარო სამართლის იურიდიული პირის - წყალზე სამაშველო სამსახურის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის სამაშველო სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბუნებრივი კატაკლიზმების პროგნოზირებისა და მართვის ცენტრის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 07.06.2011
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010320020.32.057.016038
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110613010, 15/06/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,616 სიტყვა · ~18 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - წყალზე სამაშველო სამსახურის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის სამაშველო სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბუნებრივი კატაკლიზმების პროგნოზირებისა და მართვის ცენტრის შექმნის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:"\@Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Arial Unicode MS","sans-serif";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 46.3pt 56.7pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №17 2011 წლის 7 ივნისი ქ. ბათუმი საჯარო სამართლის იურიდიული პირის– წყალზე სამაშველო სამსახურის რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის– აჭარის სამაშველო სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ბუნებრივი კატაკლიზმების პროგნოზირებისა და მართვის ცენტრის შექმნის შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის „თ“ ქვეპუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად: 1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი– წყალზე სამაშველო სამსახური და მის ბაზაზე შეიქმნას: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირი– აჭარის სამაშველო სამსახური; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი– ბუნებრივი კატაკლიზმების პროგ­ნო­­ზი­რებისა და მართვის ცენტრი. 2. დამტკიცდეს: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის– აჭარის სამაშველო სამსახურის დებუ­­ლება (დანართი №1); ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ბუნებრივი კატაკლიზმების პროგ­ნო­­ზირებისა და მართვის ცენტრის დებულება (დანართი №2). 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის –აჭარის სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთა საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 34 ერთეულით. 4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ბუნებრივი კატაკლიზმების პროგნო­ზირებისა და მართვის ცენტრის მოსამსახურეთა საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 122 ერთეულით. 5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის– აჭარის სამაშველო სამსახურისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ბუნებრივი კატაკლიზმების პროგნო­ზირებისა და მართვის ცენტრის სახელმწიფო კონტროლი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და თანდართული დებულებების შესაბამისად განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ. 6. საჭიროების შემთხვევაში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. ბოლქვაძე) უზრუნველყოს დადგენილების შესაბამისად შექმნილი დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი დამატებითი ხარჯების გათვალისწინება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების პროექტში. 7. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის–წყალზე სამაშველო სამსახურის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 28 ივნისის №55 დადგენილება (გაზეთი „აჭარა“ №119 (22.381)28.06.05. გვ. 11). 8. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  მთავრობის თავმჯდომარე    ლ. ვარშალომიძე დანართი №1 საჯარო სამართლის იურიდიული პირის– აჭარის სამაშველო სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი  1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აჭარის სამაშველო სამსახური (შემდ­გომში–სამსახური) არის ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტი­ტუციური კანონისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (დაწესებულება), რომელიც შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში– სამინისტრო) სისტემაში.  2. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა სათანადო საკანონმდებლო და კანონქვემ­დებარე სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.  3. კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში სამსახური ანგარიშ­­ვალდებული და პასუხისმგებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა (შემდგომში - მთავრობა) და სამინისტროს წინაშე. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად სამსახურს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. სამსახური უფლებამოსილი არ არის განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომლის უფლებაც მას მინიჭებული არა აქვს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით ან/და ამ დებულებით.  4. სამსახური კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს, კისრულობს მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ, აგრეთვე მესამე პირებთან ურთიერთობაში.  5. სამსახურს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები, ბეჭედი, ბლანკი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.  6. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, გუდიაშვილის ქუჩა №4.     მუხლი 2🔗. სამსახურის მიზნები, ამოცანები და ფუნქციები  1. სამსახურის მიზნები, ამოცანები და ფუნქციებია:  ა) ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყოფი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისათვის კონსულტაციების გაწევა;  ბ) მოქალაქეთათვის პირველადი დახმარების აღმოჩენა, საჭიროების შემთხვევაში მათი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების უზრუნველყოფა;  გ) ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული ტურისტული ობიექტების მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება, კომპეტენციის ფარგლებში ამ ობიექტების მომსახურების ხარისხის მონიტორინგი, გამოვლენილ ნაკლოვანებათა შესახებ სათანადო რეკომენდაციების მომზადება შესაბამისი დაწესებულებებისათვის წარდგენისა და შემდგომი რეაგირების მიზნით;  დ) სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისა და ხალხის კონცენტრაციის ადგილებზე წესრიგის, სიმშვიდისა და ტურისტული ობიექტების მომსახურების ხარისხის მონიტორინგი, მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტების დაფიქსირება და შესაბამისი რეაგირების მიზნით საჭირო ღონისძიებების გატარება;  ე) მოქალაქეთა მხრიდან მიმართვის შემთხვევაში სათანადო რეაგირება, დახმარე­ბის გაწევა, აგრეთვე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში პრობლემის სრულყოფილად მოგვარების შეუძლებლობის შემთხვევაში შესაბამისი ორგანიზაციებისა და დაწესე­ბუ­ლე­ბების ჩართვისა და მონაწილეობის უზრუნველყოფა;  ვ) ტურისტების მიერ ტურის განხორციელებისას წარმოქნილი დისკომფორტული სიტუაციების (უსახლკაროთაგან დაცვა და სხვა) დარეგულირების ხელშეწყობა, ტურისტის მიმართ ქურდობის, ძარცვის ან სხვაგვარი ძალადობის ჩადენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში ფაქტის დაფიქსირება სათანადო ოქმით და უფლებამოსილ ორგანოებთან ერთად რეაგირება;  ზ) ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ტურისტული ობიექ­ტებისა და დანადგარ-მოწყობილობების შემოწმება (სასეირნო კატარღის გამართუ­ლობა, რაფტინგის, კლდეზე ცოცვის, მთამსვლელობის, ყვინთვისათვის და ა.შ. საჭირო ამუნიციისა და მოწყობილობების გამოყენების უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამი­სობა და სხვა);  თ) საშუამავლო ფუნქციის განხორციელება სატრანსპორტო, გადამზიდავ და სხვა მსგავსი ტიპის მომსახურების სფეროში მოქმედ კომპანიებთან, ფორმალური დოკუმენ­ტაციის შევსებაში მოქალაქეთა დახმარება;  ი) დაინტერსებული პირების საინფორმაციო ბიულეტენებით უზრუნველყოფა, რომელთა მეშვეობითაც ისინი მიიღებენ სრულყოფილ ინფორმაციას სხვადასხვა მასობრივი დასვენების ადგილებზე არსებული შეზღუდვებისა და აკრძალვების (საპიკნიკედ გამოყოფილ ადგილებში ცეცხლის გაჩაღება, ალკოჰოლური საშუალებების მოხმარება და სხვა) თაობაზე;  კ) ტურისტული მარშრუტებისა და ტურების დაგეგმვისას ტურისტებისათვის უსაფრთ­ხოების შესახებ რეკომენდაციების გაწევა, ტურების მსვლელობისას ტურის­ტების თანხლება და სათანადო ინსტრუქტაჟის ჩატარება;  ლ) მსოფლიო პრაქტიკაში დანერგილი სიახლეებისა და ინოვაციების პერიოდული იმპლემენტაციის მეშვეობით სამაშველო დარგის განვითარების ხელშეწყობა მომხმარე­ბელთა ხარისხიანი სამაშველო მომსახურების გაწევის მიზნით;  მ) საფრთხეში მყოფ ადამიანთა სამაშველო და სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების ორგანიზება საზღვაო, სამთო, ეკოტურიზმის თუ სხვა ნების­მიე­რი სახის დასვენებისას;  ნ) სამინისტროსთან შეთანხმებით სამაშველო სადგურებისა და საგუშაგოების რაოდენობის განსაზღვრა და დისლოკაცია;  ო) სამაშველო საქმის სპეციალისტების, სამაშველო გემების (კატარღების) მძღოლების, ცურვის ინსტრუქტორების, აკვალანგისტების დამზადება, კვალიფი­კა­ციის ამაღლება, ცოდნის შემოწმება და ატესტაცია;  პ) საბანაო ადგილების, პლაჟების, საცურაო აუზების, ყველა სახისა და დანიშნულების საგუბრებისა და არხების აღრიცხვა და შესწავლა, ამ ობიექტებით უსაფრთხოდ სარგებლობის მიზნით შესაბამისი წინადადებების, რეკომენდაციების, გეგმებისა და პროექტების შემუშავება;  ჟ) პლაჟებისა და ორგანიზებული სამუშაო ადგილების, სხვა საწყლოსნო ობიექტე­ბის აკვატორიების ფსკერის საბანაო სეზონისათვის შემოწმება და მომხმარებელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ამ ობიექტების საშიში საგნებისაგან დასუფთავება შესაბამის ორგანიზაციებსა და დაწესებულებებთან კოორდინი­რე­ბუ­ლი თანამშრომლობის საფუძ­ველზე;  რ) უბედური შემთხვევების სტატისტიკა, ანალიზი და მათ საფუძველზე სათანადო რეკომენდაციების შემუშავება, შესაბამისი პროფილაქტიკური და სხვა ღონისძიებების განხორციელება;  ს) სამაშველო საქმის პროფესიონალურად წარმართვის, სამაშველო გემების უსაფრთხო ექსპლუატაციის, უსაფრთხო დასვენების სფეროში ინსტრუქციების, სასწავლო-საჩვენებელი, სააგიტაციო-მასობრივი და სხვა გამოცემების შემუშავება და გავრცელება, აგრეთვე უსაფრთხოების საკითხებზე ლექცია-სემინარების მოწყობა, ამ სფეროში შესაბამისი ინფორმაციის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცე­ლე­ბის ორგანიზება;  ტ) კომპეტენციის ფარგლებში სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებში მონაწილეობა;  უ) საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფოების შესაბამისი ორგანიზაციების გამოცდილების შესწავლა და გამოყენება, სამაშველო საქმიანობისადმი მიძღვნილ ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა;  ფ) საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.  2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს სამინისტროს ზედამხედველობით. სამსახური საჭიროების შემთხვევაში ვალდებულია დაკისრებული ამოცანები და ფუნქციები განახორციელოს ტურიზმის, გარემოს დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის, სანიტარული ზედამხედველობის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო (ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივ) ორგანოებთან, დაწესებულებებსა და ორგანიზა­ციებთან კოორდინირებული ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე.     მუხლი 3🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა  1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს მთავრობა, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.  2. სამსახურის უფროსს ჰყავს 2 მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი. მოადგილეებს სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი სამსახურის უფროსის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.  3. მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებს ანაწილებს სამსახურის უფროსი შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.  4. სამსახურის უფროსის არ ყოფნის, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან შეწყვეტის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე.     მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსის უფლებამოსილება  1. სამსახურის უფროსი:  ა) კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში ერთპიროვნულად და დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას, მოქმედებს სამსახურის სახელით და სპეციალური მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში;  ბ) პერსონალურად პასუხისმგებელია ამ დებულებისა და სამსახურის საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების, აგრეთვე მათგან გამომდინარე მთავრობისა და მინისტრის დავალებების ზუსტად და დროულად შესრულებაზე;  გ) პერსონალურად პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობის სწორად წარმართვაზე, სამსახურის ქონების, მათ შორის ფულადი სახსრების მიზნობრივ ხაჯვასა და გამოყენებზე;  დ) თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ (ადმინისტრაციულ) აქტებს - ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა სამსახურის ყველა თანამშრომლისათვის, ასევე, ხელს აწერს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ფინანსურ და სხვა დოკუმენტებს;  ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის თანამშრომლებს;  ვ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების საქმიანობაზე, ატარებს თათბირებს თანამშრომლებთან, პირიოდულად ისმენს მათი მუშაობის შედეგებს, სამსახურის სახელით სამოქმედოდ გასცემს მინდობილობას სამსახურის თანამშრომლებსა და სხვა პირებზე;  ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია სამსახურის თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისწიპლინური პასუხის­მგებლობის ზომები;  თ) უფლებამოსილია სამსახურის სახელით გახსნას და დახუროს ანგარიშები ბანკში, დადოს შრომითი და სხვა ხელშკრულებები (შეთახმებები) ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;  ი) სამინისტროს წინასწარი თანხმობით განსაზღვრავს და ადმინისტრაციული აქტით ამტკიცებს სამსახურის საშტატო ნუსხას, ხელფასის ფონდს, თანამდებობრივ სარგოებს და ხარჯთა ნუსხას, ადგენს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის ბალანსს;  კ) ამტკიცებს სამსახურის შინაგანაწესს და სამსახურის თანამშრომელთა შვებუ­ლებაში გასვლის განრიგს, უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სამსა­ხურის თანამშრომელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას;  ლ) წელიწადში ორჯერ სამინისტროს, ხოლო მთავრობას მოთხოვნისთანავე წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობისა და ფინანსური სახსრების გამოყენების შესახებ;  მ) სამინისტროს მეშვეობით მთავრობას წარუდგენს დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მთავრობის დადგენილების პროექტს, სამინისტროსა და მთავრობას წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საქმიანობის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ;  ნ) ასრულებს კანონმდებლობით, ამ დებულებით და მათ შესაბამისად მთავრობის ან/და სამინისტროს მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.  2. სამსახურის უფროსი არ შეიძლება ეწეოდეს სხვა რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო-პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა.     მუხლი 5🔗. სამსახურის სახელმწიფო კონტროლი  1. სამსახურის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგა­ნოა სამინისტრო.  2. სამსახურის სახელმწიფო კონტროლი მოიცავს სამსახურის მიერ განხორ­ციე­ლებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფი­ნანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.  3. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სამსახურის უფროსის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მინისტრს უფლება აქვს სამსახურის უფროსს მოსთხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია.  4. სამსახურის უფროსი ვალდებულია წელიწადში ორჯერ - 10 მაისამდე და 10 დეკემბრამდე სამინისტროს, ხოლო მთავრობას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს წერილობითი ანგარიში სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის, მათ შორის სამსახურის ფინანსური სახსრების თაობაზე.  5. სამსახურის საქმიანობის შესამოწმებლად საჭიროების შემთხვევაში დამოუკი­დებელ აუდიტორს ნიშნავს სამინისტრო.     მუხლი 6🔗. სამსახურის საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას  სამსახურმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:  ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;  ბ) სესხის აღება;  გ) თავდებობა;  დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;  ე) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ქონებასთან დაკავშირებით თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.     მუხლი 7🔗. სამსახურის ქონება  1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სამსახურს აქვს საჭირო განცალკევებული ქონება, რომელიც მას მოქმედი კანონ­მდებლობით დადგენილი წესით დროებით სარგებლობაში, უსასყიდლოდ გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისაგან.  2. სამსახურის ქონებას შეიძლება შეადგენდეს აგრეთვე სამსახურის ფუნქციო­ნირების განმავლობაში მისი ფინანსური სახსრებით შეძენილი ან/და შექმნილი ქონება. ასეთ ქონებაზე სამსახურს აქვს უსასყიდლო სარგებლობის, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრების უფლება.  3. სამსახურის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება რჩება აჭარის ავტონო­მიური რესპუბლიკას საკუთრებაში.  4. სამსახურის ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 8🔗. სამსახურის ფინანსები  1. სამსახურის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:  ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;  ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;  გ) ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავ­ლები;  დ) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;  ე) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;  ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.  2. ამ მუხლით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სამსახურის ხარჯების ანაზღაურებას, სამსახურის თანამშრომლებზე ხელფასების გაცემას, შესაბამისი ნორმატიული აქტებითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. სამსახურის სახსრებისა და შემოსავლების რაიმე სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.     მუხლი 9🔗. სამსახურის საბუღალტრო ანგარიშგება  1. სამსახური ვალდებულია კა9ნონმდებლობის, მათ შორის საქართველოში მოქმე­დი საერთაშორისო საბუღალტრო ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.  2. სამსახურის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 10🔗. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია  სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონ­მდებლობის შესაბამისად.     მუხლი 11🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა  დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მთავრობის დადგენი­ლებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ს წ ო რ ი ა: დანართი №2     საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბუნებრივი კატაკლიზმების პროგნოზირებისა და მართვის ცენტრის დ ე ბ უ ლ ე ბ ა  მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი  1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი–ბუნებრივი კატაკლიზმების პროგნოზი­რებისა და მართვის ცენტრი (შემდგომში– ცენტრი) არის ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტი­ტუციური კანონისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბა­მისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (დაწესებულება), რომელიც შედის აჭარის ავტონო­მიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში– სამინისტრო) სისტემაში.  2. ცენტრი თავის საქმიანობას ახორციელებს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა სათანადო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.  3. კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ცენტრი ანგარიშ­ვალდებული და პასუხისმგებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა (შემდგომში–მთავრობა) და სამინისტროს წინაშე. დასახული მიზნებისა და დაკისრე­ბული ფუნქციების შესასრულებლად ცენტრს გააჩნია სპეციალური უფლებაუნა­რია­ნობა. ცენტრი უფლებამოსილი არ არის განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომლის უფლებაც მას მინიჭებული არა აქვს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით ან/და ამ დებულებით.  4. ცენტრი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს, კისრულობს მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ, აგრეთვე მესამე პირთან ურთიერთობაში.  5. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები, ბეჭედი, ბლანკი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.  6. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, გუდიაშვილის ქუჩა №4.  მუხლი 2🔗. ცენტრის მიზნები, ამოცანები და ფუნქციები  1. ცენტრის მიზნები, ამოცანები და ფუნქციებია:  ა) სახანძრო-სამაშველო ოპერაციების განხორციელება შესაბამისი ძალებით;  ბ) სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების განხორციელება ტერიტორიულ ფარგლებში;  გ) ბუნებრივი კატაკლიზმების, სტიქიური უბედურებების აღრიცხვა და სტატის­ტიკის წარმოება;  დ) შესაბამის კომპეტენტურ ორგანიზაცია-დაწესებულებებთან ერთად, კოორდინი­რებულად ბუნებრივი კატაკლიზმების პროგნოზირების განხორციელება, პროგნო­ზ­ი­რების საფუძველზე არსებული ინფორმაციის დროული მიწოდება მოსალოდნელი საფრთხის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის, სტიქიური მოვლენების უსაფრთხოების ღონისძიებათა ორგანიზება შესაბამისი მუნიციპალიტეტისა და, საჭიროების შემთხვევაში სხვა სათანადო სახელმწიფო თუ ავტონომიური რესპუბ­ლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან კოორდინირებულად; ე) სტიქიური მოვლენების სახეობების მიხედვით რეაგირების ჯგუფების ორგანიზება და მათი საქმიანობის კოორდინირება; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჰუმანიტარული ტვირთების განაწილებაში მონაწილეობა; ზ) ბუნებრივი კატაკლიზმებისა და სტიქიური მოვლენების პრევენციულ ღონისძიებებში მონაწილეობა; თ) მოსალოდნელი საფრთხეების ან მათი წინმსწრები მოვლენების შესახებ ინფორმაციის დროული დაფიქსირება, დადგენილი წესით მოპოვებული ინფორმაციის წარდგენა ყველა უწყებაში, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულნი არიან მონაწილეობა მიიღონ სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებში; ი) შესაბამის ტერიტორიულ საზღვრებში საგანგებო სიტუაციებით გამოწვეული დამაზიანებელი ფაქტორების ზემოქმედებისაგან მოსახლეობის დაცვის მიზნით, მოსახლეობის დაცვის ინდივიდუალური და კოლექტიური საშუალებების (დამცავი ნაგებობების: თავშესაფრები, მართვის პუნქტები, გამოქვა­ბულები, გვირაბები, მიწისქვეშა გადასასვლელები და სხვ.) გამოყენების, მათი მუდმ­ი­ვი მზადყოფნისა და საევაკუაციო ღონისძიებათა დაგეგმვის ორგანიზება შესაბამისი ინსტრუქციების მიხედვით; კ) ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ სტიქიური მოვლენების პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვა, მათი შესრულების ორგანიზება, ცალკეული სტიქიური მოვლენის შედეგებზე რეაგირების გეგმების შემუშავება და სრულყოფა; ლ) ბუნებრივი კატაკლიზმების დადგომისა და განვითარების შემთხვევაში წინასწარ დამტკიცებული გეგმების შესაბამისად ოპერაციებში მონაწილეობა; მ) პოტენციურად საშიში საწარმოო ობიექტების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის კომპეტენტურ დაწესებულებებთან თანამშრომლობა; ნ) ბუნებრივ კატაკლიზმებზე რეაგირების სპეციალური დანაყოფის ორგანიზება და მათი კვალიფიკაციის ამაღლების საკითხებზე ზრუნვა; ო) შემოსულ საგანგებო ზარებზე პირველადი რეაგირება; პ) შესაბამისი თანამშრომლების 24-საათიანი მორიგეობისა და მათი მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისათვის; ჟ) კომპლექსურ და სპეციალურ ვარჯიშებში მონაწილეობა; რ) სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება; ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე კონტროლის განხორციელება მოქმედი კანონმდებლობით სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვაზე მაკონტროლებელ ორგანოებთან ერთად; ტ) ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი ძალებისა და საშუალებების გამოყენებაზე ოპერატიული ხელმძღვანელობა; უ) კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებების ორგანი­ზება ავარიებით, კატასტროფებითა და სტიქიური უბედურებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და შედეგების ლიკვიდაციის მიზნით; ფ) მდინარეებზე, ტბებზე, წყალსაცავებზე სამაშველო ღონისძიებების განხორ­ციე­ლება ადამიანების სიცოცხლის დაცვის მიზნით; ქ) წყალქვეშა ტექნიკური და სხვა საძიებო (სამყვინთაო) სამუშაოების ჩატარება; ღ) უწყებების, წარმოება-დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანე­ლობის, აგრეთვე მოსახლეობის ინფორმირება სტიქიური მოვლენების დადგომის შემთხვევაში მათი ქცევისა და მოქმედების აუცილებელი წესების თაობაზე; ყ) საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველყოფა. 2. ცენტრს, თავისი ამოცანებისა და ფუნქციების შეუფერხებლად რეალიზაციის მიზნით, უფლება აქვს: ა) წარადგინოს წინადადებები აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სტიქიური მოვლენების დადგომისას უსაფრთ­ხოებისა და სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე; ბ) მიიღოს საჭირო ინფორმაცია, განმარტებები და ცნობები იმ საქმეებსა და მასალებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება ბუნებრივ კატაკლიზმებს, სტიქიურ მოვლენებსა და სამოქალაქო თავდაცვის საკითხებს; გ) მონაწილეობა მიიღოს და კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშაოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება-განხილვაში; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ზედამხედველობა გაუწიოს უწყებებს, საწარმოებსა და ორგანიზაცია-დაწესებულებებს სამოქალაქო თავდაცვის საკითხებში; ე) მონაწილეობა მიიღოს სტიქიური უბედურებების შედეგად წარმოქმნილი მატერიალური ზარალის განსაზღვრაში; ვ) თავის გამგებლობაში შემავალ საკითხებზე ითანამშრომლოს სამთავრობო უწყებებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, აგრეთვე ადგილობ­რივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ზ) განახორციელოს კონტროლი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრუ­ლებების შესრულებაზე, რისთვისაც გამოყოფს კოორდინატორს ან თანამშრომელთა შემადგენლობით ქმნის სპეციალური ინსპექტირების ჯგუფს; თ) განახორციელოს მოქმედი კანონდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება­მოსი­ლებანი.  2. ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს სამინისტროს ზედამხედველობით. ცენტრი საჭიროების შემთხვევაში ვალდებულია დაკისრებული ამოცანები და ფუნქ­ციები განახორციელოს შესაბამისი სახელმწიფო (ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივ) ორგანოებთან, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან კოორდინი­რე­ბული ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე.  მუხლი 3🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა  1. ცენტრს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბ­ლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს მთავრობა, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავ­რობა მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.  2. ცენტრის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც ცენტრის უფროსის წარდგი­ნებით თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი ცენტრის უფროსის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით.  3. მოადგილის უფლებამოსილებებს განსაზღვრავს ცენტრის უფროსი შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.  4. ცენტრის უფროსის არყოფნის, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებ­ლობის ან შეწყვეტის შემთხვევაში უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს ცენტრის უფროსის მოადგილე.  მუხლი 4🔗. ცენტრის უფროსის უფლებამოსილება  1. ცენტრის უფროსი:  ა) კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში ერთპიროვნულად და დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს ცენტრის საქმიანობას, მოქმედებს ცენტრის სახელით და სპეციალური მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მას მესამე პირთან ურთიერთობაში;  ბ) პერსონალურად პასუხისმგებელია ამ დებულებისა და ცენტრის საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების, აგრეთვე მათგან გამომდინარე მთავრო­ბისა და მინისტრის დავალებების ზუსტად და დროულად შესრულებაზე;  გ) პერსონალურად პასუხისმგებელია ცენტრის საქმიანობის სწორად წარმართვაზე, ცენტრის ქონების, მათ შორის ფულადი სახსრების მიზნობრივ ხაჯვასა და გამოყენებზე;  დ) თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ (ადმინისტრაციულ) აქტებს - ბრძანებებს, რომელ­თა შესრულება სავალდებულოა ცენტრის ყველა თანამშრომლისათვის, ასევე, ხელს აწერს ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ ფინანსურ და სხვა დოკუმენტებს;  ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს;  ვ) ანაწილებს ფუნქციებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სამსახუ­რებრივ ზედამხედველობას ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღ­ვანელებისა და თანამშრომლების საქმიანობაზე, ატარებს თათბირებს თანამშ­რომ­–ლებთან, პირიოდულად ისმენს მათი მუშაობის შედეგებს, ცენტრის სახელით სამოქმედოდ გასცემს მინდობილობას ცენტრის თანამშრომლებსა და სხვა პირებზე;  ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია ცენტრის თანამშრომ­ლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისწიპლინური პასუხისმგებლობის ზომები;  თ) უფლებამოსილია ცენტრის სახელით გახსნას და დახუროს ანგარიშები ბანკში, დადოს შრომითი და სხვა ხელშეკრულებები (შეთახმებები) ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;  ი) სამინისტროს წინასწარი თანხმობით განსაზღვრავს და ადმინისტრაციული აქტით ამტკიცებს ცენტრის საშტატო ნუსხას, ხელფასის ფონდს, თანამდებობრივ სარგოებს და ხარჯთა ნუსხას, ადგენს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის ბალანსს;  კ) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს და თანამშრომელთა შვებულებაში გასვლის განრიგს, უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს თანამშრომელთა კანონიე­რი უფლებებისა და ინტერესების დაცვას;  ლ) წელიწადში ორჯერ სამინისტროს, ხოლო მთავრობას მოთხოვნისთანავე წარუდ­გენს ანგარიშს ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობისა და ფინანსური სახსრების გამოყენების შესახებ;  მ) სამინისტროს მეშვეობით მთავრობას წარუდგენს დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მთავრობის დადგენილების პროექტს, სამინისტროსა და მთავრობას წარუდგენს წინადადებებს ცენტრის საქმიანობის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ;  ნ) ასრულებს კანონმდებლობით, ამ დებულებით და მათ შესაბამისად მთავრობის ან/და სამინისტროს მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.  2. ცენტრის უფროსი არ შეიძლება ეწეოდეს სხვა რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო-პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა.  მუხლი 5🔗. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი  1. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო.  2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი მოიცავს ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონო­მიკური საქმიანობის ზედამხედველობას.  3. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის უფროსის არამართლ­ზომიერი გადაწყვეტილება. მინისტრს უფლება აქვს ცენტრის უფროსს მოსთხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია.  4. ცენტრის უფროსი ვალდებულია წელიწადში ორჯერ - 10 მაისამდე და 10 დეკემბრამდე სამინისტროს, ხოლო მთავრობას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს წერილობითი ანგარიში ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის, მათ შორის ფინანსური სახსრების თაობაზე.  5. ცენტრის საქმიანობის შესამოწმებლად საჭიროების შემთხვევაში დამოუკიდებელ აუდიტორს ნიშნავს სამინისტრო.  მუხლი 6🔗. ცენტრის საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას  ცენტრმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:  ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;  ბ) სესხის აღება;  გ) თავდებობა;  დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;  ე) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ქონებასთან დაკავშირებით თუ, ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.  მუხლი 7🔗. ცენტრის ქონება  1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს აქვს საჭირო განცალკევებული ქონება, რომელიც მას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით დროებით სარგებლობაში, უსასყიდლოდ გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან.  2. ცენტრის ქონებას შეიძლება შეადგენდეს აგრეთვე ცენტრის ფუნქციონირების განმავლობაში მისი ფინანსური სახსრებით შეძენილი ან/და შექმნილი ქონება. ასეთ ქონებაზე ცენტრს აქვს უსასყიდლო სარგებლობის, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრების უფლება.  3. ცენტრის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება რჩება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში.  4. ცენტრის ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.  მუხლი 8🔗. ცენტრის ფინანსები  1. ცენტრის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:  ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;  ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;  გ) ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავ­ლები;  დ) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;  ე) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;  ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.  2. ამ მუხლით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის ხარჯების ანაზღაურებას, თანამშრომლებზე ხელფასების გაცემას, შესაბამისი ნორმატიული აქტებითა და დებულებით გათვალისწინებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ცენტრის სახსრებისა და შემოსავლების რაიმე სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.  მუხლი 9🔗. ცენტრის საბუღალტრო ანგარიშგება  1. ცენტრი ვალდებულია კანნონმდებლობის, მათ შორის საქართველოში მოქმედი საერთაშორისო საბუღალტრო ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.  2. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუ­კიდებელი აუდიტორი.     მუხლი 10🔗. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია  ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 11🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა  დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ს წ ო რ ი ა: