საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე შევსებული საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი            090.013.003.823

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის

სამსახურის უფროსის ბრძანება №40

1999 წლის 2 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე შევსებული საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის დამტკიცების შესახებ

"დაზღვევის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად ვბრძანებ:

1. საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე შევსებული საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობა დაზღვევის სახეობების მიხედვით განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) სოცოცხლის დაზღვევა (1), საპენსიო დაზღვევა (დამატებით შემოსავლის დაზღვევა) (2) - 600 000 ლარი;

ბ) უბედური შემთხვევებისაგან და ავადმყოფობისაგან დაზღვევა (3), სამედიცინო დაზღვევა (4), სახმელეთო სატრანპორტო საშუალებათა დაზღვევა (5), საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა (6), საწყლოსნო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა (7), ტვირთების დაზღვევა (8), ყველა სხვა სახის ქონების დაზღვევა (9) გარდა ზემოთ ჩამოთვლილი (5), (6), (7), (8) სახეობისა, ფინანსური რისკების დაზღვევა (10), ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა (11), გადამზიდველის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა (12), პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა (13), ვალდებულებათა შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობის დაზღვევა (14), ყველა სხვა სახის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა (15), გარდა (11), (12), (13), (14) სახეობებისა – 500 000 ლარი;

გ) გადაზღვევა (16) – 1 000 000 ლარი.

2. მზღვეველი სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე უნდა ფლობდეს აუცილებელი შევსებული მინიმალური საწესდებო კაპიტალის 80% - ს ფულადი ფორმით.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ცერცვაძე