„სამოქალაქო ავიაციის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თობაზე
მიღების თარიღი 28.12.2001
ძალის დაკარგვა 24.07.2003
გამომცემი ორგანო ტრანსპორტის სამინისტრო
ნომერი №109
სარეგისტრაციო კოდი 310050000.11.115.005096
გამოქვეყნების წყარო სსმ, 137, 28/12/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„სამოქალაქო ავიაციის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt 1.0in 35.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.050.000.11.115.005.096
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების
მინისტრის ბრძანება №109
2001 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სამოქალაქო ავიაციის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თობაზე
„ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 და მე-14 მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს დებულება „სამოქალაქო ავიაციის სფეროში სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის დადგენისა და გადახდის წესის შესახებ“.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან.
მ. ადეიშვილი
დებულება „სამოქალაქო ავიაციის სფეროში ავიასაწარმოების საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის შესახებ“
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. მოცემული დებულება შემუშავებულია „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 და მე-14 მუხლების შესაბამისად.
2. სამოქალაქო ავიაციის სფეროში რეგულირების ყოველწლიური საფასური წარმოადგენს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ საფასურს, რომელიც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის შემდგომში – ადმინისტრაციის) ბიუჯეტის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა, უშუალოდ არის დაკავშირებული ადმინისტრაციისათვის კანონმდებლობით მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციის შესრულებასთან და არ წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლს.
მუხლი 2🔗. დებულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებანი
ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) საანგარიშო პერიოდი – კალენდარული თვე;
ბ) ავიასაწარმო (სამოქალაქო ავიაციის რეგულირების სუბიექტი) – საქართველოს სამოქალაქო ავიაციის რეგულირების სუბიექტი. საქართველოს საავიაციო ბაზარზე დაშვებული უცხო ქვეყნის ავიასაწარმო და სამოქალაქო ავიაციის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა საწარმო;
გ) შემოსავლი – საქართველოს საგადასახადო კოექსით განსაზღვრული ერობლივი შემოსავალი (დღგ-ის გარეშე) და სხვა შემოსავლები ავიასაწარმოს ხარჯების დასაფარავად (სუბსიდია, საბიუჯეტო ასიგნებები და სხვა);
მუხლი 3🔗. საფასურის გადამხდელები
ავიასაწარმოების საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადამხდელები არიან:
ა) აეროპორტები და „საქაერონავიგაცია“;
ბ) ავიაკომპანიები;
გ) საწვავით გასამართი კომპანიები;
დ) ყვლა სხვა ავიასაწარმო (გადაყვანა-გადაზიდვების მოცულობების სარეალიზაციო სააგენტოები, საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების საწარმოები, საბორტო კვების საწარმოები, ავიასაწვავსაცხები მასალებით გასამართი საწარმოები, სატვირთო გადაზიდვების ტერმინალები, საავიაციო სასწავლო დაწესებულებები, ავიამომსახურების საწარმოები).
მუხლი 4🔗. რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობა, გამოანგარიშება და გადახდის წესი
1. ავიასაწარმოების საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასური დგინდება შემდეგი წესის შესაბამისად:
ა) ს=შXკ
სადაც ს – რეგულირების საფასური, ლარი;
შ – შემოსავლის ოდენობა, ლარი;
კ – რეგულირების საფასურის კოეფიციენტი:
ა.ა) აეროპორტებისა და ”საქაერონავიაგაციასთვის“ – კ – 0,04;
ა.ბ.) ყველა სხვა ავიასაწარმოსათვის – კ – 0,015;
ბ) ავიაკომპანიებისათვის: ს=ტXრXფ
სადაც ს – რეგულირების საფასური, ლარი;
ტ – თვითმფრინავის მაქსიმალური ასაფრენი მასა;
რ – შესრულებული რეისების რაოდენობა;
ფ – ერთ ტონა ასაფრენ მასაზე დაწესებული რეგულირების საფასური – 6 ლარი.
გ) საწვავით გასამართი კომპანიებისათვის:
ს=ტXფ
სადაც ტ – საჰაერო ხომალდებისათვის მიწოდებული საწვავის ოდენობა ტონებში;
ფ – ერთ ტონა საწვავზე დაწესებული რეგულირების საფასური – 6 ლარი.
2. ავიასაწარმოების საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასური მთლიანად ჩაირიცხება ადმინისტრაციის ანგარიშზე და ადმინისტრაცია განკარგავს ამ თანხას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. რეგულირების ყოველწლიური საფასური გამოიანგარიშება კალენდარული წლის განმავლობაში ავიასაწარმოს შემოსავლებიდან.
4. შემოსავლებს განეკუთვნება როგორც ფულადი, ასევე სხვა ფორმით მიღებული შემოსავალი.
5. რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობა გამოიანგარიშება ნაზარდი ჯამით წლის დასაწყისიდან ყოველი საანგარიშო პერიოდისათვის ფაქტობრივად მიღებული შემოსავლებიდან გამომდინარე.
6. გასული საანგარიშო პერიოდის მიხედვით ადმინისტრაციის ანგარიშზე ჩარიცხული თანხები ჩაითვლება ყოველი მომდევნო პერიოდის მიხედვით გამოანგარიშებული საფასურის თანხაში.
7. რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადახდა წარმოებს ყოველთვიურად არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 20 რიცხვისა.
8. რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადამხდელის მიერ ბალანსში ასახული წლიური შემოსავლების დაზუსტების შემთხვევაში კორექტირებას ექვემდებარება რეგულირების ყოველწლიური საფასურის თანხაც.
9. „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, რეგულირების ყოველწლიური საფასური შეიტანება მომსახურების ტარიფში, რითაც მფლობელს საშუალება ეძლევა დაფაროს ეკონომიკურად გამართლებული ხარჯები.
მუხლი 5🔗. ადმინისტრაციასა და ავიასაწარმოებს შორის ანგარიშსწორება
1. ავიასაწარმოები ვალდებულნი არიან:
ა) ყოველწლიურად წარუდგინონ ადმინისტრაციას ანგარიში რეგულირების საფასურის გადარიცხვის შესახებ დანართ №1-ში მოყვანილი ფორმის მიხედვით არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 25 რიცხვამდე;
ბ) ადმინისტრაციასთან მოახდინონ ურთიერთშედარება რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადახდის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
2. ურთიერთშედარება ადმინისტრაციასა და ავიასაწარმოებს შორის უნდა მოხდეს – 6 თვის – არა უგვიანეს მიმდინარე წლის 1-ლ აგვისტომდე და წლიური – არა უგვიანეს მომდევნო წლის 15 თებერვლამდე.
მუხლი 6🔗. გადამხდელის პასუხისმგებლობა
რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადაუხდელობისათვის ან გადახდის ვადის დარღვევისათვის საფასურის გადამხდელი პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 7🔗. ავიასაწარმოს ლიკვიდაცია, რეორგანიზაცია, პროფილის შეცვლა ან საქმიანობის შეწყვეტა
1. ავიასაწარმოს ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შემთხვევაში ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო გადაწყვეტილების მიღებიდან 30 დღის ვადაში ადმინისტრაციას წარუდგენს ინფორმაციას რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობაზე.
2. ავიასაწარმოს მიერ საქმიანობის პროფილის შეცვლის ან საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში იგი ვალდებულია საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობაზე.
მუხლი 8🔗. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ბრძანებით.