საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.06.2011
ძალის დაკარგვა 01.04.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
ნომერი №78
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.029.016017
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110613018, 16/06/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,742 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.06.2011 მიღება
01.04.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt .75in 1.0in .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება № 78 201 1 წლის 13 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კ. სუბელიანი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადმინისტრაციული დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის (შემდგომში _ მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 2. დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს. 3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. დეპარტამენტის საქმიანობას კოორდინაციას უწევს კურატორი მინისტრის მოადგილე.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები 1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია: ა) მინისტრის საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა; ბ) მინისტრის თათბირებისა და სხდომების ორგანიზება; გ) სამინისტროს სისტემაში საქმისწარმოების ორგანიზება; დ) საარქივო საქმიანობის წარმართვა; ე) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ვ) წლიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშების შედგენა მათი დანიშნულებისამებრ წარდგენის მიზნით; ზ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა; თ) საკადრო რესურსების მართვის ორგანიზება; სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსისა და სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციის ორგანიზება; ი) სამინისტროს ფუნქციონირების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; კ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან მინისტრისა და სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა; ლ) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს საქმიანობის თაობაზე; მ) ბრიფინგებისა და სამინისტროს ვებგვერდის საინფორმაციო უზრუნველყოფა და ორგანიზება; ნ) სამინისტროს განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტების მომზადება-გავრცელება; ო) სამინისტროში არსებულ ცხელ ხაზზე დევნილებისაგან შემოსულ სატელეფონო შეტყობინებათა რეგისტრაცია და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა; შემოსულ შეტყობინებებეზე რეაგირების მიზნით სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ინფორმაციის მიწოდება; პ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. დეპარტამენტი, მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისას, თანამშრომლობს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. იგი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებსა და მოხელეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს; დ) ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ე) ხელს აწერს და/ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ და/ან სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს; ვ) ამზადებს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) მინისტრსა და შესაბამის მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; თ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად; ი) წარუდგენს მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, მოხელეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე; ლ) მინისტრთან და შესაბამის მინისტრის მოადგილესთან შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე; მ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ნ) წარუდგენს ანგარიშს მინისტრს და კურატორ მინისტრის მოადგილეს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ; ო) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. 2. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) საქმისწარმოების სამმართველო; ბ) კადრების სამმართველო; გ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო; დ) საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო, რომლის სტრუქტურული ქვედანაყოფია მოქალაქეთა შეტყობინებების რეგისტრაციისა და კონსულტაციის (ცხელი ხაზი) განყოფილება. 2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე. 3. სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. საქმისწარმოების სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) სამინისტროში შემოსული პრეზიდენტის განკარგულებებისა და ბრძანებების, პრემიერ-მინისტრის ბრძანებების, მთავრობის განკარგულებებისა და დადგენილებების, მთავრობის სხდომის ოქმების რეგისტრაცია და დანიშნულებისამებრ შემსრულებლებისთვის გადაცემა; ბ) სამინისტროდან სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებში, საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, აგრეთვე მოქალაქეებთან გასაგზავნი წერილების რეგისტრაცია და გაგზავნის უზრუნველყოფა, მათი კომპიუტერული ბაზის შექმნა; გ) ადრესატისათვის სასწრაფოდ გადასაცემი წერილის ადგილზე მიტანა; დ) გაგზავნილი წერილის უკან დაბრუნების შემთხვევაში შემსრულებლის ინფორმირება აღნიშნულის თაობაზე; ე) სამინისტროში სხვადასხვა ორგანიზაციებიდან შემოსული წერილების რეგისტრაცია და მათი კომპიუტერული ბაზის შექმნა;  ვ) შემოსული წერილების შესრულების მიმდინარეობის ანალიზი და კომპიუტერში მათი შესრულების შესახებ ინფორმაციის შეტანა; ზ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისათვის შემოსული წერილების შესრულების თაობაზე შეხსენებების დარიგება; თ) სამინისტროში შემოსული მოქალაქეთა განცხადებების რეგისტრაცია: თანდართული დოკუმენტაციის შემოწმება, განცხადებისათვის საჭირო დოკუმენტების ასლის გადაღება; ი) განცხადებების შესრულების მიმდინარეობის ანალიზი და კომპიუტერში მათი შესრულების შესახებ ინფორმაციის შეტანა; კ) სამინისტროში შემოსული დევნილთა განცხადებების კომპიუტერული ბაზის შექმნა; ლ) რეზოლუციებით დაბრუნებული წერილების შემსრულებლებისათვის გადაცემა; მ) ყოველი დღის ბოლოს გასული წერილების რეესტრის ამობეჭვდა; ნ) სამინისტროს შიდა მიმოწერის განხორციელება: მოხსენებითი ბარათებისა და სამსახურებრივი ბარათების რეგისტრაცია და მათი კომპიუტერული ბაზის შექმნა; ადრესატებისათვის გადაცემა; ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის ბრძანებების რეგისტრაცია და შემსრულებლებამდე დაყვანა; პ) დევნილთა საკითხების და მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობების რეგისტრაცია; ჟ) სამინისტროს საქმიანი კორესპონდენციის საარქივო წარმოება; საჭიროების შემთხვევაში არქივიდან დოკუმენტების გაცემა და მათზე პასუხისმგებლობა; რ) სამინისტროს უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ მოქალაქეებზე დაშვებული საშვების კომპიუტერული ბაზის შექმნა; მოქალაქეებზე (დევნილებზე) საშვის გამოწერა; ს) საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეთათვის (დევნილთათვის) ახსნა-განმარტების მიცემა; ტ) პერიოდულად ანალიზის გაკეთება საქმისწარმოების მიმდინარეობის თაობაზე; უ) სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება. 5. კადრების სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:  ა) სამინისტროს კადრების განვითარების პოლიტიკის განხორციელება. შესაბამისად, კადრების განვითარების გეგმის შემუშავება, გეგმის განხორციელების კოორდინაცია; ბ) საკადრო რესურსების მართვის სისტემის ორგანიზება, ამ მიზნით შესაბამისი პროცედურების, პროგრამებისა და პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების მონიტორინგის კონტროლი; გ) სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; დ) დადგენილი წესის შესაბამისად, ნომენკლატურის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა/მუშაკთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება; ე) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება; ვ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა; ზ) მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობების მომზადება, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენა; თ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის დადგენილი წესით ატესტაციის ჩატარების ორგანიზება; ი) დადგენილი წესის შესაბამისად, სამინისტროს სისტემაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ორგანიზება; კ) სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა; ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის ბრძანებების რეგისტრაცია და სისტემატიზაცია; მ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება; ნ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა შემადგენლობის აღრიცხვა; ო) შრომითი ხელშეკრულებების დადების უზრუნველყოფა; პ) ყოველკვარტალურად საჯარო სამსახურის ბიუროსთვის სამინისტროს თანამშრომელთა შესახებ მონაცემების ელექტრონული ბაზის მიწოდება; ჟ) მინისტრის მიერ განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. 6. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის შეუფერხებელი მუშაობისათვის საჭირო შესასყიდი საქონლისა და მომსახურების მიღება; ამასთან დაკავშირებით მომსახურე ორგანიზაციებთან მიღება-ჩაბარების, ურთიერთშედარების აქტების მომზადება და მომწოდებელი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტების (მიღება-ჩაბარების აქტი, ურთიერთშედარების აქტი, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადები) ხელმოწერა და დამოწმება; ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის შეუფერხებელი მუშაობისათვის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა; გ) შესაძენი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების ნაერთი-განაცხადის შესადგენად მოსამზადებელი სამუშაოების ორგანიზება; დ) ნაერთი განაცხადის შედგენა და შესყიდვების სამმართველოსთვის გადაცემა; ე) მატერიალურ ფასეულობათა შემოსავალ-გასავლის დოკუმენტების დამუშავება; ვ) მატერიალური ფასეულობების რაოდენობრივი აღრიცხვა და კონტროლი მათი ექსპლუატაციისა და შენახვის წესების დაცვაზე; ზ) მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივად არსებული და ბალანსზე რიცხული ნაშთების შესაბამისობის უზრუნველყოფა; თ) საანგარიშო პერიოდში მატერიალური ფასეულობების სისტემური და შერჩევითი შემოწმება; ი) მატერიალურ ფასეულობათა ფაქტობრივად ნაშთების ყოველთვიური შედარება ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებთან; კ) მატერიალურ ფასეულობათა პასუხისმგებელ პირებზე მიმაგრების უზრუნველყოფა; ლ) საინვენტარიზაციო კომისიასთან ერთად, ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრაში მონაწილეობა, აღწერაში მატერიალური ფასეულობების სრულად და ზუსტად შეტანის უზრუნვლყოფა და მასზე პასუხისმგებლობა; მ) სამინისტროს შენობის მიმდინარე რემონტისა და შეკეთების უზრუნველყოფა; ნ) სამინისტროს შენობაში ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მრიცხველების გამართულ მუშაობაზე კონტროლი; ო) გათბობის სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; პ) სამინისტროს შიდა და ქალაქის კავშირგაბმულობის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა; ჟ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანების საწვავითა და ტექნიკური მომსახურებით უზრუნველყოფა; რ) ექსპლუატაციისათვის უვარგისი საშუალებების სათანადო წესით ჩამოწერის უზრუნველყოფა და სხვა სახარჯი მასალების ხარჯებში გაწერის დოკუმენტების მომზადება; ს) სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება. 7. საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) სამინისტროს შესახებ საინფორმაციო საშუალებებში გასული ინფორმაციების მონიტორინგი; ბ) მონიტორინგი ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე მთავარ მოვლენებთან დაკავშირებით; გ) ნიუსების მოძიება სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებზე როგორც სამინისტროს შესახებ, ისე სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე და სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტებსა და სამმართველოებში დაგზავნის უზრუნველყოფა; დ) პრეს-რელიზების მომზადება და გავრცელება; ე) სამინისტროს სხვადასხვა აქტივობების გაშუქება; ვ) სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობა; ზ) მედია-მონიტორინგის მასალების დაარქივება; თ) ჟურნალისტების კითხვებზე წერილობითი და ზეპირი პასუხების გაცემა; ი) კომენტარების გაკეთება მედიასაშუალებებისათვის; კ0 სამინისტროს ვებგვერდის ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ლ) მოქალაქეთა შეტყობინებების რეგისტრაციისა და კონსულტაციის (ცხელი ხაზი) განყოფილებაში შემოსულ სატელეფონო შეტყობინებათა რეგისტრაცია და მოქალაქეთათვის შესაბამისი კონსულტაციის გაწევა; მ) შემოსულ შეტყობინებებეზე რეაგირების მიზნით სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ინფორმაციის მიწოდება; ნ) სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.     მუხლი 5🔗. დეპარტამენტის მოსამსახურეები დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი. დეპარტამენტის მოსამსახურეები, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსის მოადგილის, სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.