"მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №316
2011 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1.„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში (სსმIII, 2005 წ., №48, მუხ.488) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ები და დამატება:
ა) ბრძანებულების პირველი პუნქტის ,,ა“ქვეპუნქტით დამტკიცებული №1 დანართის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,12. მგზავრობის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამის მიმართულებაზე არსებული მგზავრობის ღირებულების გათვალისწინებით, მაგრამ არა უმეტეს ეკონომკლასის ბილეთის ღირებულებისა, გარდა ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული გამონაკლისების მიუხედავად, ბიზნესკლასის ბილეთის ღირებულების ანაზღაურება დაუშვებელია, თუ ფრენის (მათ შორის, ტრანზიტული მგზავრობის დროს ერთი ფრენის) ხანგრძლივობა 5 საათზე ნაკლებია (მათ შორის, მგზავრობის ხარჯის ფაქტობრივად გაწეული ხარჯების შესაბამისად ანაზღაურებისას).“;
ბ)ბრძანებულების პირველი პუნქტის ,,ა“ქვეპუნქტით დამტკიცებულ №1 დანართ ს დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 პუნქტი:
„181.ამ ბრძანებულების №3 დანართის შენიშვნის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებ ს ა მავე პუნქტით განსაზღვრული ფაქტობრივად გაწეული ხარჯები შესაძლებელია აუნაზღაურდეთ შესაბამისი საბუთების ამ წესის მე-18 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ წარდგენის შემთხვევაშიც.“;
გ) ბრძანებულების პირველი პუნქტის ,,ა“ქვეპუნქტით დამტკიცებულ ი№1 დანართის შენიშვნ ი ს მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,7. ამ წესის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მივლინების შემთხვევებზე.’’.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი