„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№445
სარეგისტრაციო კოდი
280120000.22.026.016057
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110614015, 14/06/2011

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №445

2011 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებ ის შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ”საქართველოს კანონის მე-20მუხლის მე-4პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1.,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახე ბ”საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანები ს(სსმ III, 2007წ. №134, მუხ. 1467):

1. პირველი პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ნ) სახმელეთო ჯარების სარდლობისა და ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სტრუქტურული ქვედანაყოფების ნუსხა (დანართი №13) და აღნიშნულ დანართში მითითებული სახმელეთო ჯარების სარდლობისა და ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სტრუქტურული ქვედანაყოფების სამოქალაქო შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე მოსამსახურე პირებს(სახმელეთო ჯარების სარდლობის შემთხვევაში, აგრეთვე სამხედრო თანამდებობაზე დანიშნულ სამოქალაქო პირებს), რომელთა კატეგორიებს ან თანამდებობათა ნუსხებს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად მიეცეთ დანამატი დანართი №13-ის შესაბამისად.”.

2. 23პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,23. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფის იმ სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს, გარდა სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული სამოქალაქო პირისა, რომელთა კატეგორიებს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად, ეძლევათ დანამატი დანართი №17-ის შესაბამისად.“.

3. მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,14. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს, რომლებიც გასულები არიან მუდმივი დისლოკაციის (დაბანაკების) პუნქტის გარეთ სასწავლო-საწვრთნელ ცენტრებში, ბანაკებში, პოლიგონებზე, სათადარიგო აეროდრომებზე, მანევრებსა და წვრთნებზე, სამხედრო ამოცანათა დამუშავებისათვის, ახალი სამხედრო ტექნიკის შესწავლისა და ათვისებისათვის (მეცადინეობაზე გასვლის დღიდან მეცადინეობის დამთავრების დღის ჩათვლით, რომელიც დამტკიცებულია ზემდგომი შტაბის სასწავლო გეგმით), საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შეიძლება მიეცეს საველე ფული ყოველდღიური ანაზღაურების სახით არაუმეტეს თანამდებობრივი სარგოს 3%-ის ოდენობით.”.

4. დანართი №17-ის:

 ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა დანამატების ნუსხა“;

ბ)მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1 2.

დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე, მოადგილე

 1 100

  ’’                                                                                                                                                    “.

მუხლი 2.

 1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 2. ამ ბრძანების პირველი მუხლის:

 ა) პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2011 წლის 8 აპრილიდან.

 ბ) მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 19 ნოემბრიდან.

ბ. ახალაია