⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (18.07.2014)
გაუქმებულია:

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.06.2011
ძალის დაკარგვა 18.07.2014
გამომცემი ორგანო მარნეულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7/4
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.159.016053
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110614023, 17/06/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,958 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.06.2011 მიღება
18.07.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } h1 { margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; color:#365F91;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } span.PlainTextChar { } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.a, li.a, div.a { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } span.Heading1Char { color:#365F91; font-weight:bold;} p.a0, li.a0, div.a0 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.a0CxSpFirst, li.a0CxSpFirst, div.a0CxSpFirst { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.a0CxSpMiddle, li.a0CxSpMiddle, div.a0CxSpMiddle { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.a0CxSpLast, li.a0CxSpLast, div.a0CxSpLast { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:28.4pt 37.3pt 7.1pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7/4 2011 წლის 13 ივნისი მარნეული მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის, აგრეთვე ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25 -ე მუხლის შესაბამისად , 1. დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 მაისის №6/6 დადგენილება. 3. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე                   ი. ქერიმოვი მარნეულის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. დებულება შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფის მიზნით. 2. მარნეულის მუნიციპალიტეტის საფინანსო -საბიუჯეტო სამსახური (შემდგომში –საფინანსო -საბიუჯეტო სამსახური) წარმოადგენს მარნეულის მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულს და ექვემდებარება რა აღნიშნული ადგილობრივ ორგანოს გამგეობას, წარმოადგენს საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის განმახორციელებელ რგოლს შესაბამის თვითმმართველ ერთეულში და ანგარიშვალდებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინაშე, რომლის შენახვა ხორციელდება შესაბამისი ადგილობრივი ბიუჯეტიდან. 3. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით , საქართველოს საგადასახადო, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ამ დებულებითა და ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ტექნიკური მითითებებით. 4. სამსახურს აქვს ბეჭედი თვითმმართველი ერთეულის მიერ დამტკიცებული მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით, ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და ამ სტატუსის მქონე სამსახურისათვის საჭირო რეკვიზიტები.     მუხლი 2🔗. საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნები  საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნებია: ა) მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის (შემდგომში–ადგილობრივი ბიუჯეტი) შემოსულობებისა (საგადასახადო ორგანოებთან ერთად) და გადასახადების ფორმირების ეკონომიკური დასაბუთება, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის აუცილებელი ფინანსური ბაზის შექმნის სამუშაოების კოორდინაცია და მათი წარმართვა ადგილობრივი მეურნეობის განვითარებისა და სოციალური სფეროს შეუფერხებული ფუნქციონირების ღონისძიებათა დასაფინანსებლად; ბ) საბიუჯეტო პროცესის კოორდინაცია და განხორციელება მარნეულის მუნიციპალიტეტში; გ) ფისკალურ საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების შესწავლა, მათი პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენება და დაყვანა შემსრულებლებამდე, აგრეთვე შესრულებაზე მეთოდური დახმარება; დ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, მარნეულის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების გადაწყვეტილებების საფუძველზე საფინანსო–საბიუჯეტო საქმიანობის წარმართვა სახელმწიფო ფინანსური რესურსების რაციონალურად და მიზნობრივად გამოყენებისათვის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება, რომელთა შესრულება სავალდებულოა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი სუბიექტებისთვის; ე) საფინასო -საბიუჯეტო სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშიდან გადასახადების საბუღალტრო და საბანკო ოპერაციებს, რისთვისაც საჭიროების მიხედვით იყენებს მუნიციპალიტეტის გამგეობის ბეჭედს და შტამპს.     მუხლი 3🔗. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საქმიანობის ძირითადი ამოცანები  საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის საქმიანობის ძირითადი ამოცანებია: ა) დადგენილი წესით მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენის სამუშაოების ორგანიზაციის ღონისძიებათა პროექტების შემუშავება და მათი დამტკიცების შემდეგ შესრულების კოორდინაცია, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ეკონომიკურ, საგადასახადო და სხვა ორგანოებთან მჭიდრო კავშირში; ბ) თავისი კომპენტეციის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების ძირითადი მიმართულებებისა და სოციალურ -ეკონომიკური განვითარების გეგმების შესაბამისად საბიუჯეტო -საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტების შემუშავება და გამგებლისთვის წარდგენა და მათი დამტკიცების შემდეგ შესრულების უზრუნველყოფა; გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებისა და ღონისძიებების შეუფერხებული დაფინანსება, რომლებიც მიზნად ისახავენ ადგილობრივი მეურნეობის და სოციალური სფეროს განვითარებას და მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესების სრულად დაკმაყოფილებას; დ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრების მიზნობრივად და ეკონომიკურად ხარჯვაზე წინასწარი და მიმდინარე კონტროლის დაწესება და განხორცილება; ე) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლების დავალებათა შესრულების ანალიზი და ამ საქმეში დაშვებული ჩამორჩენის დასაძლევად ღონისძიებათა შემუშავება. ვ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ანალიზის ჩატარების საფუძველზე შემოსავლების ზრდის და ხარჯებში ეკონომიის განხორციელების წინადადებათა მომზადება; ზ) საბიუჯეტო კანონმდებლობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დადგენილებების, გადაწყვეტილებების, ბიუჯეტის შედგენის და შესრულების საკითხზე ზემდგომი ორგანოების მითითებათა შესრულება და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; თ) მისი კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტთან საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების და ფიზიკური პირების ურთიერთდამოკიდებულების ფორმების სრულყოფისა და საბიუჯეტო რესურსების ზრდის თაობაზე წინადადებების შემუშავება; ი) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური რეზერვების მობილიზაციისთვის ზრუნვა და მისი ხარჯვის სრულყოფისათვის წინადადებების შემუშავება და განხორციელება; კ) ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისა და თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებულ საწარმოებს, საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს შორის ფინანსური ურთიერთობების სრულყოფის თაობაზე წინადადებების შემუშავება; ლ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე არსებული დაწესებულებების ბუღალტრული (პირველადი და საანგარიშგებო ) ოპერაციების განხორციელება, ამ ბიუჯეტის შესრულების შედეგებზე ყოველი თვის სადეპეშო, კვარტალური (ნაზარდი ჯამით) და წლიური ანგარიშის შედგენა.     მუხლი 4🔗. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ფუნქციები საფინანსო -საბიუჯეტო სამსახური, მისი საქმიანობის ძირითადი ამოცანებიდან გამომდინარე, ასრულებს შემდეგ ფუნქციებს: ა) ადგენს მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს დასაგეგმი და შემდგომი 3 წლისათვის, რისთვისაც მარნეულის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე განლაგებული ორგანიზაციებისა და საბიუჯეტო დაწესებულებების საფინანსო საქმიანობის მახასიათებელი საგეგმო და საანგარიშო მაჩვენებლების, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების, ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების პროგნოზის შესრულების ოპერატიული მონაცემების, სტატისტიკური და ბუღალტრული ანგარიშების ანალიზისა და შემოწმებების მასალებიდან გამომდინარე, განსაზღვრავს მიმდინარე წლის ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების მოსალოდნელ შესრულებას; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორცილებს მარნეულის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით ან ამ ქონების მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირის, ადმინისტრაციულ -ტერიტორიული ერთეულის ტერიტორიაზე განლაგებული მუნიციპალური ორგანიზაციების და დაწესებულებების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს სამსახურებისა და განყოფილებების საბიუჯეტო განაცხადების პროექტების მიღებას და დადგენილი წესით განხილვას, განხილვის შედეგების მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტში შეტანას. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შემოსავლების პროგნოზირებას ახორციელებს ადგილობრივ საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთკავშირში; გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დაწესებულ ვადებში, დადგენილი წესით დამტკიცებულ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს და შემდგომ ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებას წარუდგენს ამ უკანასკნელს; დ) ადგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების წლიურ, კვარტალურ და თვეების მიხედვით გაწერის პროექტს, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებელი წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად; ე) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების დამტკიცებული გაწერით გათვალისწინებული ასიგნებებისა და ფაქტობრივად მიღებული შემოსავლების ფარგლებში (საჭიროების შემთხვევაში, დადგენილი წესით, მასში შეტანილი ცვლილებების ჩათვლით) სახაზინო მომსახურების პრინციპებზე ახორცილებს შეუფერხებულ დაფინანსებას. საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის მიერ სახსრების გაცემა ხორციელდება სამ ეტაპად: შემოსული ვალდებულებების აღება, დამოწმება და სახსრების გადახდა; ვ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე მუნიციპლაიტეტის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, შესაბამისი გადაწყვეტილების ამოქმედებამდე, ადგილობრივი საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი უფლებამოსილია, მხარჯავ დაწესებულებებზე ყოველთვიურად გასცეს თანხები არა უმეტეს გასული წლის ასიგნებების 1/12 -ის ოდენობით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ფაქტობრივად მიღებულ შემოსავლებს; ზ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების პირველადი ბუღალტრული აღრიცხვა–ანგარიშგების ოპერაციებს საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად; თ) საფინანსო -საბიუჯეტო სამსახური ამოწმებს საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და მხარჯავი დაწესებულებებისათვის დადგენილი წესით დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვებისა და სამეურნეო ორგანიზაციათა საფინანსო მაჩვენებლების რეალობას, ამ ხარჯთაღრიცხვებისა და საფინანსო მაჩვენებლების ნაერთ ხარჯთაღრიცხვებთან ან ნაერთ საფინანსო პროგნოზებთან შესაბამისობას; შეისწავლის საბიუჯეტო ორგანიზაციათა ხართაღრიცხვების შედგენის, დამტკიცებისა და შესრულების სისწორეს და გამოვლენილი ზედმეტი და დაუსაბუთებელად გაზრდილი ასიგნებებით ამცირებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ამ დაწესებულებების დაფინანსებას; ი) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი რეგიონალური სახაზინო სამსახურის მეშვეობით ყოველთვიურად ღებულობს ანგარიშებს შემოსულობების დავალებათა შესრულების შესახებ, აანალიზებს ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების მდგომარეობას და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს წარუდგენს წინადადებებს ბიუჯეტის შესრულებისა და მისი შემოსავლების გაზრდის უზრუნველსაყოფად; კ) განსაზღვრავს ბიუჯეტის შესრულების პროცესში მიღებული დამატებითი შემოსავლების თანხას და, საჭიროების შემთხვევაში, ამზადებს წინადადებებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადასაწყვეტად ამ თანხის, აგრეთვე გასული წლის საბიუჯეტო სახსრების თავისუფალი ნაშთის მიმდინარე წელს გამოყენების თაობაზე; ლ) საჭიროების შემთხვევაში, აწარმოებს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში დადგენილი წესით შეტანილი ცვლილებების აღრიცხვას, შესაბამის ორგანოებში აგზავნის შეტყობინებებს ამ ცვლილებების მიხედვით განსახორციელებელ ანგარიშწორებაზე და დადგენილის წესით დაზუსტებულ ბიუჯეტს წარადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში; მ) ახორციელებს კონტროლს საბანკო დაწესებულებების მიერ ბიუჯეტის დადგენილი წესით საკასო შესრულებაზე, საქართველოს სახელმწიფო და შესაბამის თვითმმართველობის ბიუჯეტს შორის შემოსავლების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამიჯვნის სისწორეზე და დარღვევების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობებს საბანკო დაწესებულებებს , ხოლო საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს შემოსავლების შესაბამის ბიუჯეტში კუთვნილებისამებრ გადატანის თაობაზე; ნ) განიხილავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს, მუნიციპალურ/ წილობრივი მონაწილეობით შექმნილ/ საკუთრებაში მყოფი სამეურნეო ორგანიზაციების, საბიუჯეტო და მხარაჯავი დაწესებულებების, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ბიუჯეტის ინტერესებიდან გამომდინარე, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოებისა და საბიუჯეტო დაწესებულებების ანგარიშებს და შეიმუშავებს წინადადებებს ბიუჯეტის შემოსავლების გადიდების, საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და მხარჯავი დაწესებულებების ხარჯთაღრიცხვებში ცვლილებების შეტანის, გამოვლენილი დარღვევა -ნაკლოვანებების აღმოფხვრის შესახებ; ო) აწარმოებს საბიუჯეტო დაწესებულებებში პირველად ბუღალტრულ ოპერაციებს, უძღვება ხარჯთაღრიცხვების შესრულების მდგომარეობას, აკონტროლებს ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების მიზნობრივ ხარჯვას, სისწორეს და უკანონო და ზედმეტი ხარჯების გამოვლენის შემთხვევაში უზრუნველყოფს მათ ბიუჯეტში ამოღებას; პ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გარდამავალი საბრუნავი საშულაებების დაგეგმვას, დადგენილი წესით შევსებას, წლის განმავლობაში საჭიროების შემთხვევაში გამოყენებასა და წლის დასასრულისათვის მათ შენარჩუნებას; ჟ) აანალიზებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების შენახვის ხარჯების გამოყენების სისწორეს და ამზადებს წინადადებებს თვითმმართველობითი აპარატის ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესებისა და აღნიშნულ ხარჯებში ეკონომიის რეჟიმის განხორცილების თაობაზე; რ) ახორცილებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და დაწესებულებების საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების საქმიანობას.     მუხლი 5🔗. საფინასო-საბიუჯეტო სამსახურის უფლებამოსილებანი საფინასო -საბიუჯეტო სამსახური უფლებამოსილია: ა) მიიღოს შესაბამისი მხარჯავი დაწესებულებებიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შესადგენად აღნიშნული ორგანიზაციების ფაქტობრივი შესრულების ამსახველი მონაცემები, სტატისტიკური და საბუღალტრო ანგარიშგებანი, ბალანსები, საჭიროების შემთხვევაში ცალკეული საკითხების განხილვისა და დამუშავებისთვის მოიწვიოს მათი წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვს საჭირო ინფორმაცია; ბ) შეზღუდოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, შეაჩეროს საბიუჯეტო ორგანიზაციათა და მხარჯავ დაწესებულებათა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსება, მათ მიერ სახსრების უკანონო ხარჯვისას, აგრეთვე წინათ გაცემული სახსრების გამოყენების თაობაზე ანგარიშებისა და სხვა კანონით დადგენილ ანგარიშებათა წარმოუდგენლობის შემთხვევაში და ამის შესახებ მოახსენოს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს; გ) ჩაატაროს თემატური შემოწმებები საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის სისწორეზე მისი ფუნქციებით გათვალისწინებულ სხვა საკითხზე და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები; დ) ჩაატაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ საბიუჯეტო ორგანიზაციათა და მხარჯავ დაწესებულებათა კვარტალური და წლიური ბალანსებისა და ხარჯთაღრიცხვების ანგარიშგების ანალიზი, მოამზადოს წინადადებები მათში საჭირო შესწორებათა შეტანის თაობაზე, აგრეთვე შეისწავლოს, თუ რა ზომებია მიღებული ამ წინადადებათა განხორცილებისათვის; ე) წარუდგინოს მუნიციპალიტეტის გამგებელს წინადადებები საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით, საზოგადოებრივი მიზნებისთვის სესხის აღების თაობაზე; ვ) დაინტერესებულ საბიუჯეტო ორგანიზაციათა და მხარჯავ დაწესებულებათა წარმომადგენლებთან ერთად ჩაატაროს სემინარები და თათბირები თავის კომპენტეციის ფარგლებში შემავალ საკითხებზე; ზ) საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურს ამ დებულებაში ჩამოთვლილ უფლებებთან ერთად აქვთ აგრეთვე მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებანი.     მუხლი 6🔗. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის სტრუქტურა და სამუშაოების ორგანიზაცია 1. საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურს სათავეში უდგას სამსახურის უფროსი, რომელსაც დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი; 2. საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურში სამსახურებრივ მოვალეობათა ჩამონათვალი განისაზღვრება დადგენილი წესით დამტკიცებული მომსახურეთა ფუნქციური განაწილების შესაბამისად; 3. საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოები (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში), მისი შენახვის ხარჯები და შრომის ანაზღაურების წლიური ფონდი მტკიცდება თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ; 4. საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი: ა) უზრუნველყოფს მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და პერსონალურად აგებს პასუხს საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურზე დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე, მოქმედი საბიუჯეტო -საგადასახადო კანონმდებლობის დაცვასა და სწორად გამოყენებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მუშაკებს შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას; გ) დაგენილი წესით ამზადებს წინადადებას საფინასო -საბიუჯეტო სამსახურის საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში; დ) საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ტექნიკურ მითითებებს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებებისა და განკარგულებების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცემული ბრძანებების, ინსტრუქციებისა და ტექნიკური მითითებების საფუძველზე მათ შესასრულებლად; ე) დამტკიცებული საშტატო განრიგის საფუძველზე მუნიციპალიტეტის გამგებელი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მუშაკებს.     მუხლი 7🔗. სამსახურის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა 1. სამსახურის დებულება გამგებლის წარდგინებით მიიღება საკრებულოს მიერ დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა. 2. დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიძლება შეტანილ იქნეს გამგებლის ინიციატივით. 3. დებულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს მიერ დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.