გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.06.2011
ძალის დაკარგვა 06.06.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.023.016064
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110615012, 20/06/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 03.06.2013
დოკუმენტის ტექსტი
გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:LitMtavrPS; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt 45.0pt 35.95pt 63.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის
ბრძანება №23
2011 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად
,
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს საქმიანობის წესი.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის №514 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე
გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს საქმიანობის წესი
მუხლი 1🔗. გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს საქმიანობის წესის რეგულირების საგანი
გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს საქმიანობის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს (შემდგომში – საბჭო) უფლებამოსილებებსა და საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
მუხლი 2🔗. საბჭოს მუშაობის სამართლებრივი საფუძვლები
საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით, წესით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 3🔗. საბჭოს სტატუსი და საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის წესი
1. საბჭო წარმოადგენს სამინისტროს სათათბირო ორგანოს, რომელიც კომპლექტდება სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისაგან.
2. საბჭოს შემადგენლობას (საბჭოს წევრებს, თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს და მდივანს) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
მუხლი 4🔗. საბჭოს კომპეტენცია
საბჭოს კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან გათავისუფლების თაობაზე განცხადების განიხილვა, შესაბამისი წინადადების შემუშავება და მინისტრისათვის წარდგენა, თუ საერთო-სახელმწიფოებრივი ინტერესები მოითხოვს საქმიანობის დაწყებას და ამის შესახებ გადაწყვეტილების დროულად მიღებას.
მუხლი 5🔗. განაცხადის მიღება
1. გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან საქმიანობის გათავისუფლების შესახებ განცხადებას იღებს სამინისტრო, რომელიც ამ უკანასკნელს გადასცემს საბჭოს.
2. განცხადება უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) საერთო განმარტებითი ბარათი (ინფორმაცია დაგეგმილი საქმიანობის შესახებ)
;
ბ) საველე კვლევის მასალები (დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული საველე კვლევის მასალები: ჰიდროლოგია, გეოლოგია, ჰიდროგეოლოგია და ა.შ.)
;
გ) საპროექტო ნახაზები;
დ) დაგეგმილი საქმიანობის ტექნოლოგიური ციკლის აღწერა (მათ შორის დანადგარის საპასპორტო მონაცემები);
ე) დაგეგმილი საქმიანობიდან გამოწვეული რისკების ანალიზი (მშენებლობის ან/და ექსპლუატაციის ეტაპზე).
3. საბჭოს მიერ გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან საქმიანობის გათავისუფლების შესახებ წინადადების (რეკომენდაციის) შემუშავებისათვის საჭირო სხვა დოკუმენტაციის დროულად მომზადების და საბჭოსათვის მიწოდების საკითხს უზრუნველყოფს სამინისტრო.
4. საბჭოს სხომაზე განსახილველი განცხადება, თანდართული მასალებით საბჭოს სხდომამდე არა უადრეს სამი დღისა გასაცნობად მიეწოდება საბჭოს ყველა წევრს.
მუხლი 6🔗. საბჭოს მიერ სხდომის ჩატარებისა და წინადადების (რეკომენდაციის) შემუშავების წესი
1. საბჭო შედგება არანაკლებ 3 წევრისაგან.
2. საბჭოს სხდომებს იწვევს და უძღვება საბჭოს თავმჯდომარე (შემდგომში – თავმჯდომარე). თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
3. საბჭოს უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედი.
4. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საბჭო.
5. საბჭოს მიერ წინადადების (რეკომენდაციის) მიღება ხდება საბჭოს დახურულ სხდომაზე.
6. საბჭოს გადაწყვეტილებები მიღებულად ჩაითვლება
, თუ მას მხარს დაუჭერს საბჭოს სხდომის წევრთა უბრალო უმრავლესობა, ხმათა თანაბარი გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
7. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, დამსწრეთა ვინაობა, განხილული საკითხების შესახებ გამოთქმული მოსაზრებები, მათ შორის განსხვავებული აზრი და მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება საბჭოს სხდომის ოქმში. საბჭოს სხდომის ოქმს ხელს აწერს საბჭოს დამსწრე წევრები. თავმჯდომარე და საბჭოს სხდომის მდივანი პასუხისმგებელია სხდომის ოქმში დაფიქსირებული შინაარსის სისწორეზე. საბჭოს სხდომის ოქმი ინახება სამინისტროში.
8. საბჭოს მიერ შემუშავებული წინადადება (რეკომენდაცია) წარედგინება მინისტრს, რომელიც დაინტერესებულ უწყებასთან შეთანხმებით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რის თაობაზეც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ეცნობება განცხადების წარმომდგენ პირს.