მეორე აუქციონის განაცხადი

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110616009, 17/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

მეორე აუქციონის განაცხადი

 

     „გადახდისუუნარობის შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს „სელმას (ს/კ - 202391072) გაკოტრების მმართველი, შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენ“-ი აცხადებს აუქციონს შპს „სელმას (იურიდიული მისამართი: თბილისი, ბაქრაძის q. #4, b.26)   სამეურვეო ქონების ერთიანი კომპლექსის სახით გაყიდვის მიზნით.

      აუქციონი ჩატარდება შემდეგ მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №71, ბლოკი 4, სართული 2, ოფისი №11, 2011 წლის 7 ივლისს 11:00 სთ-ზე.

    აუქციონზე იყიდება შპს „სელმას მოთხოვნები (დებიტორული დავალიანებები) სამეწარმეო სუბიექტების მიმართ:

 

1.      შპს „მამული“ – 5756ლარი

2.      ი.მ. „ქარქაშაძე დათო“ – 3100 ლარი

3.      ი.მ „ბოლქვაძე მამუკა“ – 1790 ლარი

4.      შპს „ჭაბუკა“ – 4360 ლარი

5.      ი.მ. „ცქიფურიშვილი სერგო“ – 8255 ლარი

6.      სს „შუამთა“ – 12400 ლარი

7.      ი.მ. „შათირიშვილი ბესარიონი“ – 31000 ლარი

8.      ი.მ. „გუგუშვილი თემური“ – 4200 ლარი

9.      შპს „ გოლიათები მე-2 პურის ქარხანა“ – 9200 ლარი

10.  შპს „ქართულ-ევროპული მაკარონის ინდუსტრია“ – 1890 ლარი

11.  შპს „ორი გიო“ – 6200 ლარი

12.  შპს „სარგო +“ – 4843 ლარი

13.  ი.მ. „ოსიფაშვილი იოსები“ – 1980 ლარი

14.  „მაჭარაშვილი ივანე“ –  11671 ლარი   

15.  შპს „ხმიადი“ – 3840 ლარი

16.  „მელიწკაური მერაბი“ – 1700 ლარი

 

     აუქციონზე გასაყიდი სამეურვეო ქონების საწყისი ფასია 56102.5 (ორმოცდათექვსმეტი ათას ას ორი) ლარი და 0.50 თეთრი.

     აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველმა გაკოტრების მმართველს უნდა მიმართოს არა უგვიანეს 2011 წლის 6 ივლის ის 18 საათისა განაცხადით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №71, მე-4 ბლოკი, მე-2 სართული (ტელ: 99595 959997), აუქციონში მონაწილეობის თაობაზე და წარადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია:

    ა) დოკუმენტი სამეურვეო ქონების საწყისი ფასის 10 პროცენტის ბეს სახით გაკოტრების მმართველის ანგარიშზე განთავსების თაობაზე ან წარმოადგინოს საბანკო გარანტია სამეურვეო ქონების საწყისი ფასის 10 პროცენტის ოდენობით, რომლითაც მოხდება აუქციონზე დაფიქსირებული შესყიდვის ფასის გადახდის უზრუნველყოფა. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 15 საბანკო დღისა,

    ბ) იურიდიული პირის მიერ აუქციონში მონაწილეობის შემთხვევაში პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და კომპანიის გადაწყვეტილება ქონების აუქციონზე შესყიდვის თაობაზე;

    გ) პირადობის მოწმობა.

      გაკოტრების მმართველი ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტების სრულყოფილებას, რის შემდეგაც რეგისტრაციაში ატარებს განაცხადს და აფიქსირებს მიღების დროს.

      აუქციონის დანიშვნის შესახებ გაკოტრების მმართველის მიერ გამოქვეყნებულ განაცხადში მითითებული დროის შემდეგ მონაწილეთა განცხადებების მიღება წყდება.

       აუქციონზე გამარჯვების კრიტერიუმია მაქსიმალური ფასის შეთავაზება, მაგრამ არანაკლებ საწყისი ფასისა.

        აუქციონზე ქონების რეალიზაციის შემთხვევაში ქონების შემძენს ევალება გაკოტრების მმართველის ანგარიშზე (მიმართეთ გაკოტრების მმართველს) შეიტანოს გადასახდელი თანხა სრულად 7 საბანკო დღის განმავლობაში, რომლის შემდეგაც შემძენს, დადგენილი წესით, წარმოეშობა საკუთრების უფლება.

       თუ შემძენი აუქციონის პირობებით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხდის ქონების ფასს, აუქციონის შედეგები ანულირდება, გადახდილი ბე არ დაუბრუნდება ან ამოქმედდება საბანკო გარანტია.

გაკოტრების მმართველის სახელით,

პ. კუნჭულია