„სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის გამარტივებული წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის №282 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №238
2011 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი
„სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის გამარტივებული წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის2010წლის10 სექტემბრის№282დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი1. „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20მუხლის მე-4პუნქტის შესაბამისად, „სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის გამარტივებული წესის შესახებ“საქართველოს მთავრობის2010წლის10 სექტემბრის№282 დადგენილებაში (სსმ, 2010წ., მუხ. 1092) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების:
ა) მე‑2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი–სურსათის ეროვნული სააგენტო ამ წესით განსაზღვრული სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის პირობების შემოწმების მიზნით ინსპექტირების განხორციელებისას უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს მხოლოდ ამ დადგენილებით დამტკიცებული წესით, შესაბამისი სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და/ან გზამკვლევების (გაიდლაინების) მიღება/აღიარებამდე.“;
ბ) მე‑3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი–სურსათის ეროვნული სააგენტო ინსპექტირების განხორციელების პროცესში უფლებამოსილია, ჰიგიენის გამარტივებული წესით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მიზნით სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის მიმართ გასცეს მხოლოდ რეკომენდაციები:
ა)„სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის 361 მუხლის 11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ევროკავშირში ექსპორტიორი სურსათის მწარმოებელი საწარმოებისათვის–2011წლის1ივლისამდე;
ბ) „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის 361 მუხლის 11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყველა სხვა სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოებისათვის–2012წლის3იანვრამდე.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის გამარტივებული წესის“:
ა) მე‑3 მუხლის მე‑2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. უფლებამოსილი ორგანო–საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი–სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში–სააგენტო).“.
შესაბამისად, წესის მთელ ტექსტში სიტყვა: „სამსახური“ შეიცვალოს სიტყვით: „სააგენტო“;
ბ) №1 და №2 დანართებში სიტყვები: „სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური“ შეიცვალოს სიტყვებით: „სურსათის ეროვნული სააგენტო“, ხოლო სიტყვა: „სამსახური“ – სიტყვით: „სააგენტო“.
მუხლი2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური