სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის - ,,ქართული ეროვნული სამოსის კვლევის” დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 15.06.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №103/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016140
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110616020, 17/06/2011
matsne.gov.ge 1,858 სიტყვა · ~9 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (8)
1 ნათლად არის ჩამოყალიბებული პროექტის კონცეფცია, მიზანი და ამოცანები
2 პროექტის მოსალოდნელი შედეგების შესაბამისობა კონკურსის მიზნებთნ
3 ნაშრომში ინფორმაციის მიწოდების საშუალებათა მრავალფეროვნება, ვიზუალური ინფორმატიულობა და პოლი­გრაფიული ხარისხი
4 პროექტი მეთოდოლოგიურად გამართული და თანმიმდევრულია
5 პროექტის განხორციელებისათვის გრანტის მაძიებელს გააჩნია სათანადო პროფესიული განათლება და კვალიფიკაცია
6 პროექტის განხორციელება შემოთავაზებული დროისა და ბიუჯეტის ფარგლებში და არსებული და მოთხოვნილი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყენება რეალისტურია
კრიტერიუმების დასახელება
სულ 100
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის - ,,ქართული ეროვნული სამოსის კვლევის” დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:AcadMtavr;} @font-face {font-family:Literaturuly-WB; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Literaturuly-WB","sans-serif"; text-transform:uppercase;} p.MsoHeading8, li.MsoHeading8, div.MsoHeading8 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Literaturuly-WB","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.MsoPageNumber {font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {mso-style-link:"Body Text 3 Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} a:link, span.MsoHyperlink {font-family:"Times New Roman","serif"; color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {font-family:"Times New Roman","serif"; color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.BodyText3Char {mso-style-name:"Body Text 3 Char"; mso-style-link:"Body Text 3"; font-family:"Times New Roman","serif";} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:62.9pt 48.2pt .25in 48.2pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №103/ნ 2011 წლის 15 ივნისი ქ. თბილისი სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „ქართული ეროვნული სამოსის კვლევის” დებულების დამტკიცების თაობაზე  „სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილებისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „ქართული ეროვნული სამოსის კვლევის” დებულება, ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად. 2. დამტკიცდეს საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები, ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დ. შაშკინი დანართი №1 სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „ქართული ეროვნული სამოსის კვლევის” დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „ქართული ეროვნული სამოსის კვლევა” (შემდგომში – კონკურსი) მიზანია საგრანტო დაფინანსების მეშვეობით ქართველოლოგიური კვლევების ფარგლებში ხელი შეუწყოს ტრადიციული ეროვნული სამოსის მეცნიერულ შესწავლას, ისტორიული, ეთნოგრაფიული, გეოგრაფიული, სოციალური, სამეურნეო და ა.შ. ასპექტების კვლევასა და სისტემატიზაციას; კვლევის შედეგების პოპულარიზაციას ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. 2. კონკურსს შედეგად უნდა მოჰყვეს ქართული ეროვნული სამოსის შესახებ მეცნიერულად დამუშავებული ენციკლოპედიური სახის ქართულ-ინგლისური გამოცემა-ცნობარისა და თანდართული ვიზუალური თვალსაჩინოების მომზადება და დაბეჭდვა. ცნობარი ინფორმატიული იქნება როგორც საკითხით დაინტერესებული სპეციალისტებისათვის, ასევე ფართო საზოგადოებისათვის. 3. კონკურსის გამართვა მიზნად ისახავს სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაციის წახალისებას, კვლევების, განსაკუთრებით, ქართველოლოგიური კვლევების დაფინანსებაში ბიზნეს-სტრუქტურების მონაწილეობის სტიმულირებას.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დებულების მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ფონდი – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი; ბ) სამეცნიერო საბჭო – ფონდის მართვის ორგანო, რომლის ფუნქციებში შედის დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება; გ) პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი – დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე ფიზიკური პირი, რომელიც კოორდინაციას უწევს პროექტის შედგენას, პროექტით გათვალისწინებულ კვლევას და პასუხისმგებელია როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ასევე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე; დ) მკვლევართა ჯგუფი – გრანტის მიმღები ფიზიკური პირები, რომლებიც ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს.  ე) საბაზო ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამარ­თლი­ს იურიდიულ პირი, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირი, რომელთა წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები. ვ) პროექტის მენეჯერი - სამეცნიერო ხელმძღვანელთან ერთად პროექტის ლოჯისტიკურ უზრუნველყოფასა და ფინანსურ ანგარიშსწორებაზე პასუხისმგებელი პირი. ზ) თანადამფინანსებელი - იურიდიული პირი/პირები, რომე­ლიც ფონდთან ერთად აფინანსებს კვლევას; თ) საკონკურსო დოკუმენტაცია – ამ დებულებითა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელთა წარმოდგენა აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად; ი) საგრანტო ანგარიში – საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული პროექტში მონაწილე ფიზიკურ პირთა და საბაზო ორგანიზაციების მიერ პროექტის სახსრებისთვის გახსნილი მიზნობრივი, მიმდინარე საბანკო ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა; კ) პროექტის ბიუჯეტი – პროექტის განხორციელებისთვის საჭირო საგრანტო დაფინანსების საერთო ოდენობა, რომელიც შედგება შემდეგი ხარჯვითი კატეგორიებისაგან: პროექტის ხელმძღვანელისა და მონაწილეების შრომის ანაზღაურება; ქვეყნის შიგნით მივლინება; კაპიტალური ხარჯები; საქონელი და მომსახურება. ლ) ტრანში – პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული, კონკრეტული საანგარიშო პერიოდისთვის გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები; მ) საანგარიშო პერიოდი – პროექტის განხორციელების 6-თვიანი მონაკვეთები, რომელთა მიხედვით გაწერილია პროექტის ამოცანები და ტრანშები;  ნ) კომისია – ფონდის გენერალური დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საკონკურსო კომისია.     მუხლი 3🔗. კონკურსის ადმინისტრირება 1. კონკურსს ატარებს და მის სრულ ადმინისტრირებას ახორციელებს ფონდი. 2. დასაფინანსებელი პროექტის შერჩევა მოხდება ღია და საჯაროდ გამოცხადებული კონკურსის გზით. 3. ფონდი უზრუნველყოფს: ა) კონკურსის გამოცხადებას; ბ) კონკურსის გამართვისა და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენას, კონკურსის პროგრამისა და პირობების შემუშავებასა და დამტკიცებას, საკონკურსო დოკუმენტაციის, განაცხადისა და პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშის ფორმების დამტკიცებას; გ) საკონკურსო დოკუმენტაციის მიღებას; დ) კონკურსის პირობებთან საკონკურსო დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენას; ე) პროექტების შესაფასებლად კომისიის შექმნას; ვ) კომისიის მიერ გამოვლენილი გამარჯვებული პროექტის დამტკიცებას; ზ) დამტკიცებული პროექტის დაფინანსებასა და მისი განხორციელების მონიტორინგს.     მუხლი 4🔗. სუბიექტები 1. კონკურსში მონაწილეობისათვის პროექტს ამზადებს და ფონდში შემოაქვს მკვლევართა ჯგუფს ან/და საბაზო ორგანიზაციას. 2. პროექტი უნდა ითვალისწინებდეს თანადამფინანსებლის მონაწილეობას. მისი ფუნქციაა პროექტის ფარგლებში მომზადებული ცნობარის პოლიგრაფიული წესით არანაკლებ 1000-იანი ტირაჟით გამოცემა და ფონდისთვის და ხელშეკრულებით განსაზღვრული დაწესებულებებისათვის არანაკლებ 1000 ეგზემპლარის გადაცემა. 3. პროექტს უნდა ჰყავდეს სამეცნიერო ხელმძღვანელი, რომელიც წარმართავს პროექტით დაგეგმილ კვლევას და პასუხისმგებელია პროექტის სამეცნიერო შედეგებზე. 4. პროექტში დასაშვებია მენეჯერის პოზიციის არსებობა. სამეცნიერო ხელმძღვანელთან ერთად მენეჯერი პასუხისმგებელია პროექტის ლოჯისტიკურ უზრუნველყოფასა და პროექტის ფინანსურ ანგარიშსწორებაზე. მენეჯერის პოზიციის არარსებობის შემთხვევაში მის ფუნქციებს ითავსებს სამეცნიერო ხელმძღვანელი.     მუხლი 5🔗. ძირითადი ფინანსური მოთხოვნები 1. პროექტის მიერ ფონდიდან მოთხოვნილი მაქსიმალური დაფინანსება შეადგენს 70 000 ლარს. 2. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კვლევის ხანგრძლივობა, მასალის გამოსაცემად მომზადების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს 18 თვეს. 3. გრანტის მიმღები მინიჭებულ გრანტს მიიღებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული 6-თვიანი ტრანშების სახით. გადარიცხვა იწარმოებს გრანტის თითოეული მიმღების მიერ გახსნილ მიზნობრივ ანგარიშზე. 4. გრანტის მიმღებ პირებს, ავანსის სახით, გადაერიცხება დამტკიცებული ბიუჯეტის პირველი ტრანში. ხელშეკრულების შესაბამისად, შემდეგი ტრანშების გადარიცხვა მოხდება პროექტის განხორციელების პერიოდში. 5.  გრანტის მიმღებ პირებს ბოლო ტრანშით გათვალისწინებული სახელფასო ანაზღაურება გადაერიცხებათ მხოლოდ ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემდეგ.     მუხლი 6🔗. პროექტის ბიუჯეტი: პროექტის ფარგლებში დაფინანსდება: ა) პროექტის ხელმძღვანელისა და მონაწილეების შრომის ანაზღაურება; ბ) ქვეყნის შიგნით მივლინება; გ) კაპიტალური ხარჯები; დ) საქონელი და მომსახურება (საკანცელარიო და სხვ.).     მუხლი 7🔗. კონკურსის ეტაპები კონკურსის ძირითადი ეტაპებია: ა) კონკურსის გამოცხადება; ბ) პროექტების ფონდში წარდგენა; გ) შემოსული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; დ) პროექტების შეფასება კომისიის მიერ; ე) კომისიის შეფასების საფუძველზე შერ­ჩეული დასაფინანსებელი პროექტის სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცება; ვ) დასაფინანსებლად შერჩეულ პროექტში მონაწილე გრანტის მიმღებ ფიზიკურ პირებთან ან/და საბაზო ორგანიზაციებთან ხელშეკრულებების გაფორმება.     მუხლი 8🔗. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა 1. ფონდში საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და ვადების დაცვით. დადგენილი ბოლო ვადის გასვლის შემდეგ საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება. 2. ფონდი უფლებამოსილია კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტები, რომლებიც არ შეესაბამება კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებს ან შეიცავს ყალბ ინფორმაციას.     მუხლი 9🔗. პროექტების შეფასება 1. პროექტების განხილვასა და შეფასებას ახორციელებს კომისია. 2. კომისია აფასებს პროექტებს ამავე დებულების დანართით დადგენილი საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების მიხედვით და ამ შეფასების საფუძველზე გამოავლენს ერთ გამარჯვებულ პროექტს.     მუხლი 10🔗. ინტერესთა კონფლიქტი 1. დაუშვებელია კომისიის წევრი იყოს პირი, რომელიც არის ამავე კონკურსის მონაწილე. 2. არ შეიძლება პროექტების დამტკიცების პროცესში მონაწილეობდეს სამეცნიერო საბჭოს ის წევრი ან კომისიის წევრი იყოს ის პირი: ა) რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია პროექტის მონაწილეებთან ან მონაწილეობდა მათთან ერთსა და იმავე სამეცნიერო–კვლევით პროექტში ან მუშაობს ერთსა და იმავე სტრუქტურულ ერთეულში (ფაკულტეტი, ინსტიტუტი, დეპარტამენტი); ბ) რომელმაც შესაძლოა მიიღოს პროფესიული, ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში; გ) რომელსაც აქვს პროექტის თემატიკის ან კვლევის მეთოდიკის შესახებ პროექტის ავტორებისაგან ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიცია; დ) რომელიც თვითონ არის დაინტერესებული მხარე პროექტში; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის ნათესავია; პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია; იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით; შრომით ურთიერთობაშია პროექტში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან. 3. ამ დებულების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება: ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი; ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი; გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა; დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები. 4. სამეცნიერო საბჭოს წევრი და კომისიის წევრი ვალდებულია სამეცნიერო საბჭოს/ფონდის გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ. 5. იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია კომისიის წევრის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცებამდე, ფონდი უფლებამოსილია იმსჯელოს კომისიის წევრის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმებასთან დაკავშირებით.     მუხლი 11🔗. საგრანტო ხელშეკრულება 1. დასაფინანსებლად შერჩეული პროექტის სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმებას დასაფინანსებლად შერჩეულ გრანტის მიმღებ ფიზიკურ პირებთან ან/და საბაზო ორგანიზაციებთან. 2. პროექტის შესრულების დროს გრანტის მიმღები ფიზიკური პირების და საბაზო ორგანიზაციების მიერ შექმნილ ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ფონდსა და გრანტის მიმღებს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებით. 3. ფონდი უფლებამოსილია გრანტის მიმღების მიერ ყოველი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე არა უგვიანეს 20 დღით ადრე წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან/და ხარჯთაღრიცხვაში განახორციელოს ცვლილება. საანგარიშო წლის პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებები დასაშვებია პროექტის მიმდინარე წლის ფონდიდან მოთხოვნილი ბიუჯეტის 5%-ის ფარგლებში.     მუხლი 12🔗. პროექტის შესრულების მონიტორინგი 1. გრანტის მიმღები ვალდებულია, ფონდთან დადებული საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში წარმოადგინოს პროექტის მიმდინარეობის შესახებ შუალედური და საბოლოო ანგარიში. შუალედური და საბოლოო ანგარიში შედგება ორი (პროგრამული და ფინანსური) ნაწილისაგან. 2. ფონდი ახორციელებს დაფინანსებული პროექტის ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს. პროექტის ამოცანების შეუსრულებლობის, გრანტის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვისა და ყალბი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში ფონდი უფლებამოსილია, შეაჩეროს ან\და შეწყვიტოს პროექტის საგრანტო დაფინანსება. დაფინანსების შეჩერების შემთხვევაში ფონდის გადაწყვეტილებაში მიეთითება ის ვადები და პირობები, რომელთა შესრულების შემთხვევაში შესაძლებელია დაფინანსების განახლება, ხოლო შეუსრულებლობის შემთხვევაში – შეწყვეტა.  დანართი №2  საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები № კრიტერიუმების დასახელება შეფასება სუსტი საშუალო კარგი 1 ნათლად არის ჩამოყალიბებული პროექტის კონცეფცია, მიზანი და ამოცანები 0-9 10-17 18-20 2 პროექტის მოსალოდნელი შედეგების შესაბამისობა კონკურსის მიზნებთნ 0-6 7-11 12-14 3 ნაშრომში ინფორმაციის მიწოდების საშუალებათა მრავალფეროვნება, ვიზუალური ინფორმატიულობა და პოლი­გრაფიული ხარისხი 0-7 8-13 14-18 4 პროექტი მეთოდოლოგიურად გამართული და თანმიმდევრულია 0-7 8-15 16-20 5 პროექტის განხორციელებისათვის გრანტის მაძიებელს გააჩნია სათანადო პროფესიული განათლება და კვალიფიკაცია 0-7 8-13 14-17 6 პროექტის განხორციელება შემოთავაზებული დროისა და ბიუჯეტის ფარგლებში და არსებული და მოთხოვნილი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყენება რეალისტურია 0-5 6-9 10-11 სულ  100