აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF - Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეწარმეო პროგრამის (STEP) - ბიზნეს-პარტნიორობის (BPG)“ ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 15.06.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №105/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016142
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110616022, 17/06/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.06.2011 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF - Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეწარმეო პროგრამის (STEP) - ბიზნეს-პარტნიორობის (BPG)“ ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
@font-face {font-family:Literaturuly-WB; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Literaturuly-WB","sans-serif"; text-transform:uppercase;}
p.MsoHeading8, li.MsoHeading8, div.MsoHeading8 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Literaturuly-WB","sans-serif"; font-weight:bold;}
p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
span.MsoPageNumber {font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {mso-style-link:"Body Text 3 Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
a:link, span.MsoHyperlink {font-family:"Times New Roman","serif"; color:blue; text-decoration:underline;}
a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {font-family:"Times New Roman","serif"; color:purple; text-decoration:underline;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
span.BodyText3Char {mso-style-name:"Body Text 3 Char"; mso-style-link:"Body Text 3"; font-family:"Times New Roman","serif";}
span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";}
span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";}
span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:62.9pt 48.2pt 35.95pt 48.2pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №105/ნ
2011 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF – Global), სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეწარმეო პროგრამის (STEP) – ბიზნეს-პარტნიორობის (BPG)“ ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების თაობაზე
„სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილებისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს „აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global), სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეწარმეო პროგრამის (STEP) – ბიზნეს-პარტნიორობის (BPG)“ ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global), სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეწარმეო პროგრამის (STEP) – ბიზნეს-პარტნიორობის (BPG)“ ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global), საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამეწარმეო პროგრამის (STEP) – ბიზნეს-პარტნიორობის (BPG) ერთობლივი სამეცნიერო გრანტების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) მიზანია: კომერციულ კომპანიებსა და მეცნიერთა ჯგუფებს შორის ორივე მხარისათვის ეკონომიკური სარგებლობის მომტანი ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბება.
2. კონკურსის შედეგად დასაფინანსებლად შეირჩევა სამეცნიერო პროექტები შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს (შემდგომში – ფონდი), აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდსა (შემდგომში – CRDF Global) და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდს (შემდგომში – სსგფ) შორის შეთანხმებული პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებებიდან.
3. ეს დებულება აწესრიგებს გრანტის მისაღებად კონკურსის გამართვის, გრანტის გაცემისა და საგრანტო პროექტების (შემდგომში – პროექტი) შესრულების მონიტორინგის წესს.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დებულების მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა)
ფონდი
– საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი;
ბ)
სამეცნიერო
საბჭო
– ფონდის მართვის ორგანო, რომლის ფუნქციებში შედის დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცება;
გ)
CRDF Global
–
აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი, რომელთანაც საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა (უფლებამონაცვლე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი) საქართველოს კვლევისა და განვითარების ფონდთან ერთად გააფორმა „2007-2008 წლებში STEP-ის ბიზნეს-პარტნიორობის პროექტების ერთობლივი დაფინანსების შესახებ შეთანხმება“ და „აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდსა (სკგფ) და საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს (სესფ) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება“;
დ) სსგფ – საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდი, რომელთანაც საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა (უფლებამონაცვლე საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი) გააფორმა ხელშეკრულება – „სსიპ – საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და საქართველოს სამეცნიერო ტექნოლოგიური განვითარების ფონდს შორის 2008 წლის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამეწარმეო პროგრამა – „ბიზნეს-პარტნიორობის გრანტების“ განხორციელების თაობაზე”;
ე)
ხელმძღვანელი
– საქართველოს მოქალაქე, რომელიც კოორდინაციას უწევს პროექტის შედგენას, პროექტით გათვალისწინებულ კვლევას და პასუხისმგებელია როგორც პროექტის სამეცნიერო შედეგებზე, ასევე პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე და პროექტის განხორციელების პერიოდში ცხოვრობს და მუშაობს საქართველოში;
ვ) მეცნიერთა ჯგუფი – გრანტის მიმღები საქართველოს მოქალაქენი, რომლებიც ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს და პროექტის განხორციელების პერიოდში ცხოვრობენ და მუშაობენ საქართველოში;
ზ)
საბაზო
ორგანიზაცია
–
საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომლის წესდების/დებულების მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება; საბაზო ორგანიზაცია უზრუნველყოფს მეცნიერთა ჯგუფს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ახორციელებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად, ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისაგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას და ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს;
თ) კომპანია – თანადამფინანსებელი კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებული და რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოში ან აშშ-ში და სამეწარმეო საქმიანობას უნდა ეწეოდეს ერთ-ერთ ზემოაღნიშნულ ქვეყანაში;
ი) ზემდგომი პირი – იურიდიული/ფიზიკური პირი, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია ხელმძღვანელი და რომელიც მუშაობს იმავე სტრუქტურულ ერთეულში, რომელშიც ხელმძღვანელი;
კ)
საკონკურსო
დოკუმენტაცია
– ამ დებულებითა და ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტების ერთობლიობა, რომელთა წარმოდგენა აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად;
ლ) საერთო საგრანტო დაფინანსება – ფონდის, CRDF Global-ისა და კომპანიის მიერ გამოყოფილი ჯამური საგრანტო დაფინანსება;
მ)
საგრანტო ანგარიში –
საგრანტო ხელშეკრულებაში განსაზღვრული საბაზო ორგანიზაციის
მიერ პროექტის სახსრებისთვის გახსნილი მიზნობრივი,
მიმდინარე საბანკო ანგარიში, რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და
მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა;
ნ)
ტრანში – პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული, კონკრეტული საანგარიშო პერიოდისთვის გადასარიცხი/გადარიცხული სახსრები;
ო)
საანგარიშო
პერიოდი
– პროექტის განხორციელების 6-თვიანი მონაკვეთები, რომელთა მიხედვით გაწერილია პროექტის ამოცანები და
ტრანშები;
პ) ექსპერტი – დამოუკიდებელი ექსპერტი/ექსპერტები (ადგილობრივი და აშშ-დან), რომელიც პირველ ეტაპზე მოახდენს პროექტების შეფასებას.
ჟ) ერთობლივი კომისია – ეკონომიკის დარგის ექსპერტებისაგან (ადგილობრივი და აშშ-დან) შემდგარი პირთა ჯგუფი, რომელიც ახდენს პროექტთა გადაყვანას მეორე ეტაპზე;
რ) შემაჯამებელი კონფერენცია – ეკონომიკის დარგის ექსპერტებისაგან (ადგილობრივი და აშშ-დან) შემდგარი პირთა ჯგუფი, რომელიც ახდენს საბოლოო გამარჯვებულების გამოვლენას.
მუხლი 3🔗. კონკურსის ადმინისტრირება
1. კონკურსს ადმინისტრირებას ერთობლივად უწევენ ფონდი, CRDF Global-ი და სსგფ.
2. პროექტის მონაწილეთა (გრანტის მიმღებთა) დაფინანსებას უზრუნველყოფს ფონდი და CRDF Global-ი (შემდგომში – დამფინანსებელი მხარეები).
3.ფონდი:
ა) უზრუნველყოფს CRDF Global-სა და სსგფ-სთან შეთანხმებით კონკურსის გამოცხადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) უზრუნველყოფს CRDF Global-სა და სსგფ-სთან შეთანხმებით კონკურსის გამართვის წესისა და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენასა და საჯაროდ გამოცხადებას, აგრეთვე, საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშის ფორმების დამტკიცებას;
გ) სსგფ-სთან ერთად შეარჩევს ადგილობრივ ექსპერტებს;
დ) მონაწილეობს ერთობლივი კომისიის მუშაობაში მეორე ეტაპზე გადასაყვანი პროექტების გამოვლენის მიზნით;
ე) მონაწილეობს შემაჯამებელ კონფერენციაში საბოლოო გამარჯვებულების გამოვლენის მიზნით;
ვ) ექსპერტთა შეფასების შედეგებზე დაყრდნობით ამტკიცებს პროექტებს დასაფინანსებლად;
ზ) უზრუნველყოფს CRDF Global-თან
და კომპანიასთან ერთად გამარჯვებული პროექტების დაფინანსებასა და მათი შესრულების მონიტორინგს.
4. ფონდი და სსგფ ატყობინებენ ერთმანეთს მიღებული/რეგისტრირებული საპროექტო წინადადებების შესახებ.
მუხლი 4🔗. სუბიექტები
1. კონკურსში მონაწილეობისათვის პროექტი ერთობლივად შემოაქვთ საბაზო ორგანიზაციისა და მეცნიერთა ჯგუფს.
2. პროექტში მონაწილე ჯგუფს ჰყავს ორი ხელმძღვანელი: ერთი – კომპანიიდან და მეორე – მეცნიერთა ჯგუფიდან.
3. პროექტში დაგეგმილი კვლევა სრულდება საბაზო ორგანიზაციაში და/ან კომპანიაში.
4. პროექტში აუცილებელია თანადამფინანსებლის მონაწილეობა კომპანიის სახით.
5. არ დაიშვება იმ საბაზო ორგანიზაციის/კომპანიის მონაწილეობა ან ასეთ საბაზო ორგანიზაციაში/კომპანიაში დასაქმებული ფიზიკური პირების მონაწილეობა,
რომლებსაც აშშ-ის
ხელისუფლების მიერ აკრძალული აქვთ აშშ-ი
ს ფინანსური დახმარების, მასალების ან/და
მომსახურების მიღება.
6. ხელმძღვანელის ზემდგომი პირის კონკურსში მონაწილეობის შემთხვევაში ზემდგომ პირს საგრანტო დაფინანსება არ მიეცემა.
მუხლი 5🔗. ძირითადი ფინანსური მოთხოვნები
1. საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს.
2. ფონდიდან მოთხ
ოვნილი საგრანტო დაფინანსება თითოეულ პროექტზე
არ უნდა აღემატებოდეს 50 000
ლარს.
3. საბაზო ორგანიზაციებში პროექტით დაგეგმილი ამოცანების განხორციელებისათვის აუცილებელი ხარჯები უნდა აისახოს ხარჯვის კატეგორიაში „ზედნადები ხარჯები“. ზედნადები ხარჯების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან და CRDF Global-იდან მოთხოვნილი ჯამური თანხის 10%-ს.
4. თანადამფინანსებლის თანამონაწილეობა პროექტის დაფინანსებაში უნდა გამოიხატოს ფულადი შენატანის სახით. მისი მოცულობა არ უნდა იყოს ფონდიდან და CRDF Global-იდან მოთხოვნილი ჯამური თანხის 10%-ზე ნაკლები.
5. იმ შემთხვევაში, თუ პროექტის წარმომდგენი სამეცნირო ჯგუფის წევრი არის კომპანიაში დასაქმებული პირი, იგი ვერ მიიღებს საგრანტო დაფინანსებას საერთო საგრანტო დაფინანსების თანხიდან.
6.
ფონდის მხრიდან
პროექტის საგრანტო დაფინანსება ხორციელდება საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტრანშების სახით.
გრანტის თანხები გადაირიცხება საბაზო ორგანიზაციის მიერ გახსნილ საგრანტო
ანგარიშებ
ზე.
ტრანშების მოცულობა იგეგმება შესაბამის პერიოდში/
ეტაპზე პროექტში განსახორციელებელი საქმიანობის მიხედვით.
თითოეული პერიოდის ხანგრძლივობა 6
თვეა.
7.
ფონდის მხრიდან
პირველი ტრანში,
ავანსის სახით,
გაიცემა საგრანტო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. მეორე (ბოლო)
ტრანშის
სახელფასო ნაწილის 25%
გაიცემა პროექტის საბოლოო ანგარიშგების შემდგომ.
8.
პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის სახსრებით შეძენილი ქონება საკუთრებაში რჩება საბაზო
ორგანიზაციას ან/და ფიზიკურ პირს/პირებს
, მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით.
მუხლი 6🔗. ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება
1. ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება შესაძლებელია ითვალისწინებდეს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს:
ა) მეცნიერთა ჯგუფის საგრანტო დაფინანსება;
ბ) მივლინება: სამივლინებო ხარჯები
ქვეყნის შიგნით და
ქვეყნის გარეთ განისაზღვრება „
დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №
220 ბრძანების შესაბამისად;
გ) საქონელი და მომსახურება: „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანებით გათვალისწინებული ხარჯები;
დ) კაპიტალური ხარჯები: სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის, საოფისე ტექნიკის, კომპიუტერების, ასლის გადამღები აპარატურის, პრინტერის, ა.შ., სხვა სამეცნიერო მოწყობილობების, კვლევისთვის აუცილებელი ფოტო, ვიდეო და სხვა ციფრული ტექნიკის (მობილური ტელეფონების გარდა) და სხვა ძირითადი აქტივების შეძენის ხარჯი, რომელთა საექსპლუატაციო ვადა აღემატება 1 წელს, ხოლო ერთეულის ღირებულება აღემატება 500 ლარს და მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება პროექტის დასრულების შემდეგაც, ასევე, პროექტის ფარგლებში გამოყოფილი ფართის მიმდინარე სარემონტო სამუშაოების ხარჯები;
ე) ზედნადები ხარჯები: პროექტის ტექნიკური უზრუნველყოფისათვის საჭირო წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციის მიერ გასაწევი ხარჯები, რომელიც შეადგენს ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსების
არა უმეტეს 10%-ს. იგი ხმარდება პროექტის შესრულების უზრუნველყოფას – წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციის მიერ გაწეულ კომუნალური (სატელეფონო მომსახურების, ელექტროენერგიის, წყალმომარაგების, გათბობის) დანახარჯებს, გრანტით შეძენილი ძირითადი საშუალებების ტრანსპორტირებას, შენობა-ნაგებობების დაცვასა და მოვლა-დასუფთავებაზე გაწეულ (მ.შ., შრომით) დანახარჯებს, ოფისის (გრანტის საფინანსო-საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების ბლანკების, ნივთების, და სხვა) დანახარჯებს, ბანკის მომსახურების ხარჯებს, ელექტრონულ და ბეჭდურ სამეცნიერო ჟურნალებზე ხელმოწერის ან/და ონლაინ მონაცემთა ბაზებით მომსახურების ხარჯებს, აგრეთვე, ადმინისტრაციული მომსახურებისათვის გაწეულ შრომით დანახარჯებს (ბუღალტრის ხელფასი).
2. ფონდიდან მიღებული დაფინანსებით დაუშებელია უძრავი ქონების შეძენა, უძრავი ქონების იჯარა, კაპიტალური რემონტი/შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, ავტომანქანის შეძენა.
მუხლი 7🔗. კონკურსის ეტაპები
კონკურსის ძირითადი ეტაპებია:
ა) კონკურსის გამოცხადება;
ბ) პროექტების ფონდში წარმოდგენა ელექტრონული სახით კომპაქტდისკზე (CD-R) კონკურსში მონაწილეობის შესახებ, მეცნიერთა ჯგუფის და საბაზო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ერთობლივ განცხადებასთან ერთად;
გ) შემოსული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
დ) პროექტების შეფასება ექსპერტთა მეშვეობით;
ე) პროექტების მეორე ეტაპზე გადაყვანა ერთობლივი კომისიის მიერ;
ვ) საბოლოო გამარჯვებულების გამოვლენა შემაჯამებელ კონფერენციაზე;
ზ) დასაფინანსებელი პროექტების სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცება;
თ) გამარჯვებულ
პროექტებში მონაწილე საბაზო
ორგანიზაციებსა და მეცნიერთა ჯგუფთან
საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება.
მუხლი 8🔗. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა
1. ფონდში საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა
უნდა მოხდეს ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და ვადების დაცვით. დადგენილი ბოლო ვადის გასვლის შემდეგ საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება.
2. ფონდი უფლებამოსილია კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტები, რომლებიც
არ შეესაბამება კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ
მოთხოვნებს ან შეიცავს ყალბ ინფორმაციას.
მუხლი 9🔗. პროექტების შეფასება
1. პირველ ეტაპზე პროექტების შეფასებას პარალელურად ახორციელებენ ექპერტები საქართველოდან და აშშ-დან.
2. მეორე ეტაპზე გადასასვლელ პროექტებს გამოავლენს ერთობლივი კომისია.
3. მეორე ეტაპზე გადასული პროექტების ავტორები წარსდგებიან პრეზენტაციით შემაჯამებელ კონფერენციაზე, რომელზეც მოხდება საბოლოო გამარჯვებული პროექტების გამოვლენა.
4.
ექსპერტთა ვინაობა კონფიდენციალურია.
მუხლი 10🔗. ინტერესთა კონფლიქტი
1.
დაუშვებელია ადგილობრივი
ექსპერტი იყოს პირი, რომელიც არის ამავე კონკურსის მონაწილე.
2. არ შეიძლება პროექტების დამტკიცების პროცესში მონაწილეობდეს სამეცნიერო საბჭოს ის წევრი ან იყოს ადგილობრივი
ექსპერტი პირი:
ა)
რომელსაც აქვს საერთო პუბლიკაცია პროექტის მონაწილეებთან
ან მონაწილეობდა მათ
თან ერთსა და იმავე სამეცნიერო-
კვლევით პროექტში ან მუშაობს ერთსა და იმავე სტრუქტურულ ერთეულში (
ფაკულტეტი,
ინსტიტუტი,
დეპარტამენტი);
ბ)
რომელმაც შესაძლოა მიიღოს პროფესიული,
ფინანსური ან პირადი სარგებელი პროექტის გამარჯვების ან დამარცხების შემთხვევაში;
გ)
რომელსაც აქვს პროექტის თემატიკის ან კვლევის მეთოდიკის შესახებ პროექტის ავტორებისაგან
ფუნდამენტურად განსხვავებული პოზიცია;
დ) რომელიც თვითონ არის დაინტერესებული მხარე პროექტში;
პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის ნათესავია;
პროექტში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია;
იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით;
შრომით ურთიერთობაშია პროექტში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან.
3. ამ დებულების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;
დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.
4. სამეცნიერო საბჭოს წევრი და ადგილობრივი
ექსპერტი ვალდებულია სამეცნიერო საბჭოს/
ფონდის გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ.
5.
იმ შემთხვევაში,
თუ ინფორმაცია ადგილობრივი
ექსპერტის ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ფონდისთვის ცნობილი გახდება დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცებამდე,
ფონდი უფლებამოსილია იმსჯელოს ექსპერტის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმებასთან დაკავშირებით.
მუხლი 11🔗. საგრანტო ხელშეკრულება
1.
დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმებას დასაფინანსებლად შერჩეულ პროექტებში მონაწილე ქართველ მეცნიერებთან და საბაზო ორგანიზაციებთან.
2.
პროექტის შესრულების დროს გრანტის მიმღების მიერ შექმნილი
ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ფონდსა და გრანტის მიმღებს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებით.
3.
ფონდი უფლებამოსილია გრანტის მიმღების მიერ ყოველი საანგარიშო პერიოდის
დაწყებამდე არა უგვიანეს 20 დღით ადრე წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე,
საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან/
და
ხარჯთაღრიცხვაში განახორციელოს ცვლილება. საანგარიშო წლის პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებები დასაშვებია პროექტის მიმდინარე წლის ბიუჯეტის 5%-ის
ფარგლებში.
მუხლი 12🔗. პროექტის შესრულების მონიტორინგი
1.
საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტრანშებს ფონდი რიცხავს ავანსის სახით და ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლოს ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს,
რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს.
2.
ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე
ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან.
3.
პროგრამული მონიტორინგი ხორციელდება გრანტის მიმღების ფიზიკური/იურიდიული პირების მიერ მოწოდებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე.
4.
პროექტის შეჩერება
ან/და შეწყვე
ტა ხორციელდება „
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 28 ივლისის №62/ნ ბრძანების შესაბამისად.
5.
საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის შემთხვევაში პროექტის ფარგლებში შეძენილი ქონება გადაეცემა ფონდს საკუთრებაში.
6. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად, თუ პროექტის ფარგლებში ავანსად გადარიცხულ ყველა ტრანშზე პროექტის დახურვის მომენტში წარმოდგენილია შუალედური და საბოლოო ანგარიშები და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი.