„ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 14.01.2002
ძალის დაკარგვა 14.11.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 360090000.11.103.005121
გამოქვეყნების წყარო სსმ, 7, 21/01/2002
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.karixml, li.karixml, div.karixml {mso-style-name:kari_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.karisataurixml, li.karisataurixml, div.karisataurixml {mso-style-name:kari_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 59.15pt 42.55pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.090.000.11.103.005.121
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
მინისტრის ბრძანება №3
2002 წლის 14 იანვარი
ქ. თბილისი
„ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
„ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონის 48-ე მუხლის „დ” პუნქტის „დ.ა.” ქვეპუნქტის საფუძველზე ამავე მუხლით დადგენილი სა,მართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“;
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 10.12.01. წ., № 103 ბრძანება „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. ჩხობაძე
დებულება
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ
კარი I
ზოგადი ნაწილი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც და რომლის შესასრულებლადაც გამოიცა დებულება „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ”
ეს დებულება მომზადებულია „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის 48-ე მუხლის „დ.ა.” ქვეპუნქტის შესაბამისად, ამავე მუხლით დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნის შესასრულებლად.
მუხლი 2🔗. დებულების რეგულირების საგანი
ეს დებულება არეგულირებს ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), ასევე სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებს (ორგანოებს) შორის, ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირების სფეროში.
მუხლი 3🔗. კანონმდებლობის სისტემა ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირების სფეროში
კანონმდებლობის სისტემა ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირების სფეროში შედგება „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოების შესახებ,” „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონების, აგრეთვე იმ სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან (მათ შორის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებებისაგან), რომლებიც წარმოადგენენ სამართლებრივ ბაზას ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირების რეგულირების სფეროში.
მუხლი 4🔗. დებულების მიზნები და ამოცანები
ამ დებულების მიზანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის (საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად), ასევე სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებს შორის დაარეგულიროს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირების საკითხი, ასევე უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს ადამიანისა და გარემოს დაცვას მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან.
მუხლი 5🔗. დებულებაში გამოყენებული ძირითადი ცნებები
1. ამ დებულებაში გამოყენებულ ცნებებს, თუ განსაკუთრებული მითითება არ არის, აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონში.
2. ქვემოთ მოცემულ შემდეგ ცნებებს ამ დებულებისათვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) „სამინისტრო” – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, როგორც ლიცენზიის გამცემი ორგანო;
ბ) “უსაფრთხოების სამსახური” – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოების სამსახური.
კარი II
ძირითადი ნაწილი
თავი II
ლიცენზირების პროცედურა
მუხლი 6🔗. ლიცენზია
1. საქართველოში ბირთვული და რადიაციული საქმიანობის განხორციელება ხდება სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე, რომელიც წარმოადგენს მასში მითითებული საქმიანობის განხორციელების კანონიერების დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტს. ლიცენზია იძლევა მხოლოდ იმ საქმიანობის განხორციელების უფლებას, რაც კონკრეტულად აღნიშნულია ლიცენზიაში.
2. „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ”კანონის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად ლიცენზირებას ექვემდებარება ამავე კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ყველა საქმიანობა.
3. ლიცენზიები რადიაქტიურ ნარჩენების მართვის უფლებაზე (რადიაქტიურ ნარჩენების აღრიცხვა, შეგროვება, გადამუშავება, გაუვნებელყოფა, ტრანსპორტირება და შენახვა), აგრეთვე რადიაქტიური ნარჩენების საცავების, როგორც რადიაციული ობიექტის მშენებლობის, ფლობის და ექსპლუატაციის უფლებაზე „რადიაქტიურ ნივთიერებათა გადაზიდვების შესახებ” და „რადიაქტიური ნარჩენებისა და რადიაქტიური ნარჩენების საცავების შესახებ” კანონების მიღებამდე გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პრინციპებისა და წესების დაცვით, ამ დებულებით გათვალისწინებული პროცედურით.
4. რადიაქტიური ნარჩენების რეესტრის წარმოების უფლებაზე ლიცენზია გაიცემა „რადიაქტიური ნარჩენების რეესტრის შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად.
5. ფიზიკურ და იურიდიულ პირებს (მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) უფლება აქვთ მიიღონ ერთი ან რამდენიმე (კომპლექსური) სახის საქმიანობის ლიცენზია საქართველოს კანონმდებლობის დაცვით და ამ დებულების მოთხოვნათა გათვალისწინებით.
6. სამინისტროს, უსაფრთხოების სამსახურის მეშვეობით უფლება აქვს გააკონტროლოს ბირთვული და რადიაციული ობიექტების ექსპლუატაციის პირობების შესაბამისობა ლიცენზიის მოთხოვნებთან და შიდასაწარმოო კონტროლის მდგომარეობა.
7. ლიცენზირების პირობებთან შესაბამისობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, უსაფრთხოების სამსახურის მეშვეობით.
8. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია უფასოა და მის მიმღებ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს (მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება არ ეკისრებათ.
მუხლი 7🔗. ლიცენზიის მოქმედების ვადა
1. ლიცენზია გაიცემა არანაკლებ ერთი წლის ვადით, გამომდინარე საქმიანობის კონკრეტული სახედან. კონკრეტულ ვადას საქმიანობის კონკრეტული სახისათვის წყვეტს სამინისტრო.
2. ლიცენზიის გადაცემა მესამე პირებზე აკრძალულია.
თავი III
ლიცენზიის ფორმა
მუხლი 8🔗. ლიცენზიის ფორმა
1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია (დანართი 1) წარმოადგენს 21 X 30 სმ მართკუთხა ფორმატის შუაზე დაკეცილ სპეციალური ხარისხის სახელმწიფო ნიშნის მქონე ქაღალდს, მისი ყალბად დამზადებისაგან დაცვის უზრუნველყოფის სათანადო ნიშნებით. მის პირველ გვერდზე გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო ღერბი, რომლის ქვეშ თანმიმდევრობით გაკეთებულია წარწერები " საქართველო. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია", ლიცენზიის სერია ------------ ,№ ------------, ტიპი ----------, ლიცენზიის უწყებრივ რეგისტრაციაში გატარების თარიღი ------------- წლის "-----"---------------------, მიეცა -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პირის დასახელება და მონაცემები მის შესახებ
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------,
სამუშაოს ძირითადი მიზაანი და მათი წარმოების წესი
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ობიექტის ადგილმდებარეობა ქალაქი, რაიონი, სოფელი (მისამართი)
ლიცენზიის მოქმედების ვადა --------------------------------- დან --------------------------------- მდე.
2. ლიცენზიის მეორე გვერდზე და მესამე გვერდის ნაწილზე ჩამოწერილია ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობაზე კანონით გათველისწინებული მოთხოვნები, რომელსაც უნდა იცავდეს ლიცენზიის მფლობელი.
3. მესამე გვერდის თავისუფალი ნაწილი და მეოთხე გვერდი განკუთვნილია ბირთვული და რადიაციული საქმიანობის კონკრეტული სახიდან გამომდინარე დამატებითი პირობები.
4. ლიცენზიის მეოთხე გვერდის შუაში, მარცხენა კუთხეში კეთდება სამსახურის უფროსის ხელმოწერა. მის გასწვრივ მარჯვენა კუთხეში კეთდება ლიცენზიის მფლობელის ხელმოწერა, იმის თაობაზე რომ გაეცნო ლიცენზიის პირობებს და ვალდებულებას იღებს მის შესრულებაზე.
5. მეოთხე გვერდის ბოლოს, შუაში, კეთდება გარემოსა და ბუნებრივი რასურსების დაცვის მინისტრის ხელმოწერა.
6. სამივე ხელმოწერა დასტურდება სათანადო ბეჭდების დასმით. ლიცენზიაში ჩანაწერები კეთდება ტუშით.
მუხლი 9🔗. ლიცენზირების პროცედურა
1. ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელმა უსაფრთხოების სამსახურში უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება.
2. განცხადება უნდა შეიცავდეს:
ა) ფიზიკური პირისათვის – სახელს, გვარს, დაბადების ადგილსა და თარიღს, სამუშაო და საცხოვრებელ ადგილს. (თუ საქმიანობა ხორციელდება სამეწარმეო საფუძვლებზე – მაშინ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემებს, ნომერს);
ბ) იურიდიული პირისათვის – იურიდიულ დასახელებას, ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას, იურიდიულ მისამართს, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელსა და გვარს;
გ) მითითებას, თუ რა ვადის და რა სახის საქმიანობის უფლების ლიცენზიის მიღებას მოითხოვს პირი.
3. განცხადებასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იქნეს „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრულ სახელმწიფო ორგანოთა შესაბამისი ნებართვები.
4. ლიცენზიის მფლობელი მისი იურიდიული სახლწოდების (გვარის, სახელის), ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმის, იურიდიული მისამართის შეცვლის ან რეორგანიზაციის შემთხვევაში ვალდებულია სამინისტროს აცნობოს წერილობით ამის შესახებ და წარადგინოს სათანადო დოკუმენტები სახელმწიფო რეგისტრაციიდან 7 დღის განმავლობაში.
მუხლი 10🔗. ლიცენზიის მისაღებად წარდგენილ საბუთების განხილვა და ლიცენზიის გაცემის საფუძველი
1. ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილ საბუთებს იღებს და იხილავს უსაფრთხოების სამსახური, რომელიც სამინისტროსათვის ამზადებს გადაწყვეტილების პროექტს ლიცენზიის გაცემის შესახებ.
2. სამინისტრო ვალდებულია ლიცენზიის მაძიებლის წერილობით განცხადებაზე მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება განაცხადის წარდგენიდან 30 დღის განმავლობაში.
3. სამინისტრო ქმნის ერთობლივ კომისიებს ამ დებულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებისაგან (მუდმივმოქმედი ან ერთჯერადი მიზნებისათვის).
4. უსაფრთხოების სამსახური ადგენს განცხადებული საქმიანობის შესაბამისობის დადგენას „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოების შესახებ,” „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონებით, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან.
5. ბირთვული და რადიაციული ობიექტების მშენებლობისა და რეკონსტრუქციის უფლებაზე ლიცენზიის მიღების აუცილებელი პირობაა სამინისტროსათვის მათი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, აგრეთვე ამ პროექტებზე „მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების შესახებ” კანონით გათვალისწინებული დადებითი დასკვნის, აგრეთვე „გარემოსდაცვითი ნებართვების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ნებართვის არსებობა.
6. ბირთვული და რადიაციული ობიექტების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის ლიცენზიის პირობებში აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების, რადიაქტიური ნარჩენების ადგილზე გაუვნებელყოფის ან მათი რადიაქტიური ნარჩენების საცავამდე ტრანსპორტირების მოთხოვნები, აგრეთვე ობიექტებზე გამოყენებული დანადგარების, აგრეგატების, მოწყობილობებისა და ხელსაწყოების დემონტაჟის მოთხოვნები.
7. სამინისტროს თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს შეიმუშაოს და დაამტკიცოს სპეციალური მოთხოვნები ლიცენზირების პირობებზე ან ლიცენზიის გაცემის შემდეგ ცალმხრივად შეცვალოს მისი პირობები „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად.
8. უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოდგენილი საბუთების განხილვის შედეგების გათვალისწინებით სამინისტრო იღებს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას:
ა) ლიცენზიის გაცემის შესახებ;
ბ) ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
9. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს წერილობით დასაბუთებული და შეიცავდეს შესაბამის არგუმენტაციას.
10. თუ ლიცენზიის მაძიებელს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადებში არ ეცნობება დადებითი ან უარყოფითი პასუხი, მას უფლება აქვს ამ ვადის გასვლისთანავე შეუდგეს ლიცენზიის მისაღებ განცხადებაში აღნიშნულ (განზრახულ) საქმიანობას.
მუხლი 11🔗. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი
1. სამინისტროს უფლება აქვს უარი თქვას ლიცენზიის გაცემაზე, თუ:
ა) წარმოდგენილი საბუთები არ აკმაყოფილებს „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოების შესახებ,” „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონების, აგრეთვე ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოების სფეროში სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების (მათ შორის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებების) მოთხოვნებს, აგრეთვე ამ დებულების მოთხოვნებს;
ბ) ლიცენზიის მაძიებელს არ წარმოუდგენია ან არ შეუძლია წარმოადგინოს საბუთი, რომ მას აქვს ან ექნება ფინანსური ან ტექნიკური შესაძლებლობანი განზრახული საქმიანობის ეფექტური წარმოებისათვის (ფინანსური შესაძლებლობანი უნდა იყოს შესაბამისად დამოწმებული და არ უნდა იყოს იმ მოცულობაზე ნაკლები, რაც თავად განმცხადებელს აქვს წარმოდგენილი საქმიანობის გაძღოლის (მათ შორის გრძელვადიან) პროგრამაში. ტექნიკური შესაძლებლობანის არსებობა დგინდება შესაბამისი საბუთების წარმოდგენით, რომლებითაც დასტურდება, რომ ეს საშუალებები იმყოფებიან განმცხადებლის კანონიერ მფლობელობას და სარგებლობაში მათი განკარგვის უფლებით. სხვა შემთხვევაში განმცხადებელი წარმოადგენს შესაბამის საიჯარო ხელშეკრულებას ამ საშუალებებზე);
გ) ლიცენზიის მაძიებელი ითხოვს იმ საქმიანობის უფლების ლიცენზიას, რომელზედაც უკვე გაუუქმეს ლიცენზია ამ დებულების მე-14 მუხლის პუნქტი "1" „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას;
დ) ლიცენზიის მაძიებელს შეჩერებული აქვს ლიცენზია და არ არის აღმოფხვრილი ამ შეჩერების საფუძველი.
2. ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმა სხვა მიზეზით აკრძალულია.
მუხლი 12🔗 სალიცენზიო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება
1. თუ სალიცენზიო მოწმობა დაიკარგა ან დაზიანდა, მისი მფლობელი ან წარმომადგენელი მიმართავს სამინისტროს წერილობითი განცხადებით ლიცენზიის ასლის გაცემის თაობაზე.
2. ლიცენზიის ასლის გაცემის შესახებ კეთდება შესაბამისი ჩანაწერი უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
3. ლიცენზიის ასლს აქვს იგივე იურიდული ძალა, რაც დედანს.
თავი IV
ლიცენზიის შეჩერება, განახლება და გაუქმება
მუხლი 13🔗. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და განახლება
1. სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის მოქმედების შეჩერებაზე, თუ მისი მფლობელი არღვევს ლიცენზიის პირობებს, ან ლიცენზიით ნებადართული კონკრეტული სახის ბირთვული და რადიაციული საქმიანობისათვის კანონმდებლობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2. გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების შეჩერებაზე დაუყოვნებლივ ეცნობება წერილობით მის მფლობელს ლიცენზიის მოქმედების შეჩერების მოტივისა და საფუძვლის მითითებით და აღინიშნება უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
3. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ნიშნავს ლიცენზიით ნებადართული სახის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის აკრძალვას ლიცენზიის განახლებამდე. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება დაიშვება მხოლოდ სამინისტროს მიერ დადგენილი ვადით.
4. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ხდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს სამი თვისა.
5. ლიცენზიის მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების შემდეგ ლიცენზიის მოქმედება განახლდება სამინისტროს დამატებითი გადაწყვეტილებით.
6. გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების შეჩერებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
7. ლიცენზიის მოქმედების განახლების შესახებ გადაწყვეტილება შეიტანება უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
მუხლი 14🔗. ლიცენზიის გაუქმება
1. ლიცენზიის გაუქმება ხდება სამინისტროს მიერ, უსაფრთხოების სამსახურის წარდგინებით, რომლის საფუძველს წარმოადგენს:
ა) ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა;
ბ) ლიცენზიის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია);
გ) ლიცენზიის შეჩერების ვადის გასვლა;
დ) „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოების შესახებ,” „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონებით, აგრეთვე სხვა საკანონმდებლო ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები;
ე) ლიცენზიის მფლობელის მიერ კონკრეტული სახის ბირთვული და რადიაციული საქმიანობისათვის კანონმდებლობებით დადგენილი წესების სისტემატური დარღვევა.
2. გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმებაზე იღებს სამინისტრო.
3. სამინისტრო გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების შესახებ იღებს არა უმეტეს 15 დღის ვადაში, ლიცენზიის გაუქმების შესახებ წარდგინების მიღების დღიდან.
4. სამინისტრო:
ა) ლიცენზიის გაუქმების შესახებ საფუძველის მითითებით წერილობით აცნობებს ლიცენზიის მფლობელს;
ბ) გაუქმების შესახებ ცნობები შეაქვს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
თავი V
უწყებრივი სალიცენზიო რეესტრი
მუხლი 15🔗. უწყებრივი სალიცენზიო რეესტრი და მისი წარმოება
1. სამინისტროს ლიცენზიის მონაცემები შეაქვს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
2. უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შეიტანება:
ა) მონაცემები ლიცენზიის მფლობელის შესახებ (იურიდიული დასახელება, ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმა, სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემები, იურიდიული მისამართი. თუ მფლობელი ფიზიკური პირია – სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი, ასევე მონაცემები მისი იურიდიული დასახელების, ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმის, იურიდიულ მისამართის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ);
ბ) ლიცენზირებადი საქმიანობის სახე (სახეები);
გ) ლიცენზიის ნომერი და გაცემის თარიღი;
დ) მონაცემები ლიცენზიის მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმების ან ლიცენზიის ასლის გაცემის შესახებ.
მუხლი 16🔗. პასუხისმგებლობა
1. გაცემული ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობა ან თავად ლიცენზიის გარეშე საქმიანობა, აგრეთვე „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოების შესახებ,” „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონების, აგრეთვე ამ სფეროში სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
2. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ადამიანის ჯანმრთელობისათვის, ქონებისათვის აგრეთვე გარემოსათვის მიყენებული ზიანი თუ იგი გამოწვეულია „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის უსაფრთხოების შესახებ,” „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონების, აგრეთვე ამ სფეროში სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დარღვევით.
3. ზიანის ანაზღაურება არ ნიშნავს პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას.
კარი III
დასკვნითი ნაწილი
თავი VI
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 17🔗. ლიცენზიის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება
სამინისტროს გადაწყვეტილება ლიცენზიის თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, დადგენილი წესით.
მუხლი 18🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბრძანებით, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
(დანართი 1)
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო
ბირთვული და რადიაციული საქმიანობის
ლ ი ც ე ნ ზ ი ა
სერია -------------------------- # -------------------------- ტიპი -------------------------
ლიცენზიის სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარების
თარიღი ----------------- წლის ~-------------~ ------------------------
მიეცა --------------------------------------------------------------------------------------------------------
სუბიექტის დასახელება და მონაცემები მის შესახებ
სამუშაოების ძირითადი მიზანი და მათი წარმოების წესი
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ობიექტის ადგილმდებარეობა ქალაქი, რააიონი, სოფელი (მისამართი)
ლიცენზიის მოქმედების ვადა
--------------------------------------------------- დან ---------------------------------------- მდე
ბურთვული და რადიაციული
უსაფრთხოების სამსახურის
უფროსი
გავეცანი ლიცენზიის
პირობებს და ვალდებულებებს
საქართველოს გარემოსა და
ბუნებრივი რესურსების დაცვის
მინისტრი
ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობაზე კანონით
გააათვალისწინებული ნორმები:
ბირთვული და რადიაციული მოღვაწეობის კონკრეტული
საქმიანობიდან გამომდინარე დამატებითი პირობები: