საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობას შორის ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმება

მიღების თარიღი 18.05.2007
ძალაში შესვლა 16.05.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016040
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110617001, 21/06/2011
matsne.gov.ge 1,064 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.05.2007 მიღება
16.05.2011 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობას შორის ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმება /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; text-align:justify; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; text-align:justify; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; text-align:justify; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; text-align:justify; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; text-align:justify; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობას შორის ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობა (შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი) აღიარებენ რა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებისა და ხელშეწყობის მნიშვნელობას, აცნობიერებენ რა, რომ თანამშრომლობა მთელ რიგ სფეროებში განამტკიცებს ორი ქვეყნის ხალხებს შორის მეგობრულ კავშირებს და ურთიერთგაგებას, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 მხარეები მხარს დაუჭერენ და ხელს შეუწყობენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებას თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით.     მუხლი 2🔗 მხარეები, წინამდებარე ჩარჩო შეთანხმების შესაბამისად, მხარს დაუჭერენ კონტრაქტებისა და თანამშრომლობის დამყარებას ორ ქვეყანაში არსებულ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს და ფიზიკურ პირებს შორის მთელ რიგ სფეროებში. ამ მიზნით, მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობის განვითარებას ისეთ სფეროებში, რომლებიც მათი საერთო ინტერესის საგანს შეადგენს, კერძოდ, როგორიცაა: 1. ტურიზმი: თანამშრომლობა ტურიზმის ხელშეწყობისა და მარკეტინგის სფეროში, ტურისტთა გაცვლის ხელშეწყობა, ტრენინგი და გამოცდილების გაზიარება სასტუმროს მენეჯმენტისა და ტურიზმის პოპულარიზაციის სფეროში. 2. ვაჭრობა: ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ვაჭრობის ხელშეწყობა და წახალისება. 3. თანამშრომლობა მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროში: მექანიზმების შემუშავება მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროში თანამშრომლობისა და ორი ქვეყნის სამეცნიერო ინსტიტუტებს შორის სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მიზნით. 4. კულტურა: თანამშრომლობის გაძლიერება კულტურული ღონისძიებების განხორციელების მიზნით; კულტურისა და შემოქმედებით დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა; შემოქმედებითი ჯგუფის გაცვლა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების მიზნით, ასევე შეხვედრების, ფესტივალებისა და კონფერენციების ორგანიზება კულტურისა და ხელოვნების სფეროში. 5. ინვესტიციების წახალისება: ინვესტიციების წახალისება და ორ ქვეყანას შორის ინვესტიციათა ნაკადის ხელშეწყობა, ასევე იმ საშუალებათა განსაზღვრა, რომლებიც უზრუნველყოფს ორივე ქვეყნის სასიკეთოდ ასეთ ინვესტიციათა ორმხრივ დენას. 6. განათლება: მოსწავლეთა, სტუდენტების, მასწავლებლებისა და სასწავლო დელეგაციების გაცვლა საგანმანათლებლო სისტემებისა და სასწავლო გეგმების გაცნობის მიზნით. გარდა ამისა, სასწავლო პროგრამებისა და ინსტრუქციების შესახებ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაცვლა, საგანმანათლებო დოკუმენტის ეკვივალენტურობის უზრუნველყოფა. 7. უმაღლესი განათლება: უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთობის განმტკიცება; პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლა, სტიპენდიების მინიჭება და დამამთავრებელი კურსის სტუდენტების გაცვლა. გარდა ამისა, ინფორმაციის, სამეცნიერო პუბლიკაციების, სასწავლო გეგმების, პროგრამების და კვლევების, განსაკუთრებით არაბული და ისლამური კულტურის სფეროში, გაცვლის ხელშეწყობა. სტიპენდიების მინიჭების შემთხვევაში, მხარეთა ან ორ ქვეყანაში არსებულ შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის უნდა განისაზღვროს სადიპლომო შრომების რაოდენობა და კვლევის სფეროები. 8. ჯანდაცვა: თანამშრომლობის ხელშეწყობა და გაცვლები ჯანდაცვისა და მედიცინის სფეროში. 9. ახალგაზრდობა და სპორტი: ახალგაზრდებისა და სპორტსმენთა დელეგაციების გაცვლა, გუნდური ვიზიტები, ასევე ახალგაზრდა სკაუტების ღონისძიებებში მონაწილეობა. ამასთან ერთად, სპეციალისტებისა და მწვრთნელების გაცვლა სპორტული თამაშების მომზადების მიზნით. 10. მხარეები ითანამშრომლებენ ინტელექტუალური საკითხების დაცვის სფეროში საერთაშორისო შეთანხმებებისა და ნორმების შესაბამისად, რომლის მონაწილენიც არიან ან იქნებიან მხარე სახელმწიფოები. 11. ნებისმიერი სხვა სახის თანამშრომლობა მხარეთა შეთანხმებისამებრ.        მუხლი 3🔗 მე-2 მუხლში მითითებულ სფეროებში თანამშრომლობის განხორციელება, ასევე ექსპერტებით, კონსულტანტებითა და სხვა პერსონალით უზრუნველყოფა განხორციელდება ცალკეული პროგრამების, ოქმების, შეთანხმებებისა და კონტრაქტების ფარგლებში, რომლებიც დაიდება ორი მხარის კომპეტენტურ ორგანოთა მიერ. თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, წინამდებარე ჩარჩო-შეთანხმებით გათვალისწინებული საქმიანობა და გაცვლები განხორციელდება ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე, ფინანსური ნაცვალგების ჩათვლით.      მუხლი 4🔗 თითოეული მხარე, თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად, მიიღებს სათანადო ზომებს, რათა უზრუნველყოს თავისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მეორე მხარის სახელმწიფოს იმ მოქალაქეთა შესვლა, დროებით ყოფნა და გამგზავრება, რომლებიც ახორციელებენ წინამდებარე ჩარჩო-შეთანხმებით გათვალისწინებულ საქმიანობას.     მუხლი 5🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ შესაბამისი საგანმანათლებლო დოკუმენტის ცნობას, ეკვივალენტობისა და ავთენტიკურობის დადგენას ცალკეული შეთანხმების გაფორმების გზით.     მუხლი 6🔗 წინამდებარე ჩარჩო-შეთანხმება არ ახდენს გავლენას რომელიმე მხარის მიერ გაფორმებული სხვა საერთაშორისო შეთანხმებით, კონვენციით, ხელშეკრულებით ან ოქმით გათვალისწინებული ვალდებულების ნამდვილობაზე.      მუხლი 7🔗 წინამდებარე ჩარჩო ხელშეკრულების შესრულების, კოორდინაციისა და მონიტორინგის განხორციელების მიზნით, მხარეები განსაზღვრავენ კომპეტენტურ ორგანოებს, საქართველოს მთავრობის მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტრო, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მთავრობის მხრიდან დაგეგმარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო.     მუხლი 8🔗 მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე ოქმის სახით, წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორი წესითაც ეს შეთანხმება შევიდა ძალაში.     მუხლი 9🔗 1) წინამდებარე ჩარჩო შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი შეტყობინების მიღების დღიდან. 2) წინამდებარე ჩარჩო-შეთანხმება მოქმედების ხუთი (5) წლის ვადით მისი ძალაში შესვლის დღიდან და ამის შემდგომ განახლდება შემდგომი (5) წლიანი ვადით, თუ ერთი მხარე წერილობით, დიპლომატიური არხების საშუალებით არ აცნობებს მეორე მხარეს თავის გადაწყვეტილებას შეთანხმების დენონსაციის შესახებ. დენონსაცია ძალაში შევა მეორე მხარის მიერ დიპლომატიური არხების საშუალებით წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ექვსი (6) თვის შემდეგ. 3) წინამდებარე ჩარჩო შეთანხმების დენონსაციის შემთხვევაში, თუ სხვაგვარად არ არის შეთანხმებული, დენონსაცია გავლენას არ მოახდენს მიმდინარე პროგრამებსა და პროექტებზე, რომელთა განხორციელება გაგრძელდება მათ საბოლოო დასრულებამდე.                         მუხლი 10🔗 წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი სადავო საკითხი გადაწყდება დიპლომატიური არხების მეშვეობით, კონსულტაციების გზით.     მუხლი 11🔗 ზემოაღნიშნულის დასტურად, ქვემორეხელისმომწერნი, თავიანთ მთავრობათა მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილნი, ხელს აწერენ წინამდებარე ჩარჩო- შეთანხმებას. შესრულებულია ქ. ––––––––––, წლის 18 მაისს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, არაბულ და ინგლისურ ენებზე. მხარეთა მიერ წინამდებარე ჩარჩო-შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით        იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს                                                                                          მთავრობის სახელით                                           ხელმოწერილია                                         ხელმოწერილია