საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება №47/ა „საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის 2003 წლის 12 დეკემბრის №52 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№47/ა
სარეგისტრაციო კოდი
310020000.17.227.006735
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , ვებგვერდი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.020.000.172.227.006.735

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის

ბრძანება  №47/ა

2004 წლის 28 სექტემბერი

 ქ. თბილისი

„საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის 2003 წლის 12 დეკემბრის  №52 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

საქართველოს საზღვაო კოდექსის 62-ე მუხლის, „მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ” საქართველოს კანონის, „ზღვაზე სიცოცხლის უსაფრთხოების შესახებ” 1974 წლის საერთაშორისო კონვენციის (SOLAS74), „მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის სტანდარტების შესახებ” 1995 წლის საერთაშორისო კონვენციის (STCW95) და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 1999 წლის 25 ნოემბრის „უსაფრთხო ექსპლოატაციის პრინციპების შესახებ” A 890 (21) რეზოლუციის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფისათვის საჭირო ეკიპაჟის მინიმალური შემადგენლობის შესახებ” („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, 2003 წლის 26 დეკემბერი,  №149, გვ. 19-21) დებულების მე-3 მუხლში შეტანილ იქნას ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. ეკიპაჟის მინიმალური რაოდენობა

გემთმლობელი ვალდებულია ექსპლუატაციის დროს მუდმივად უზრუნველყოს ეკიპაჟის რაოდენობა არანაკლებ ცხრილში მითითებულისა (იხ. ცხრილი I და II).

                                                                                                      ცხრილი I

სანავიგაციო შემადგენლობა

საერთაშორისო კონვენციით განსაზღვრული გემის

საერთო ტევადობა

 

თანამდებობა

 

500-999

1000 – 2999

3000 - 4999

5000 – 15 000

> 15000

20 001

1

კაპიტანი

1

1

1

1

1

1

2

უფროსი თანაშემწე

1

1

1

1

1

1

3

შტურმანი/თანაშემწე

 1(ა)

1

1

2

2

2

4

პირველი კლასის მატროსი

2

3

 4

5

6

3

5

მეორე კლასის მატროსი

 

 

 

 

 

3

 

სულ

5

6

7

9

10

10

 

(ა) „ნაოსნობის შეზღუდული რაიონში” ნაოსნობისას შეიძლება შემცირებული იქნეს 1 სავახტო ოფიცერი;

 

                                                                                            ცხრილი II

სამანქანო შემადგენლობა

გემის მთავარი ძრავის სიმძლავრე კვტ-ში

 

 №

თანამდებობა

350-750

751 – 1500

1501 - 3000

3001 – 7450

7451-11200

> 11201

1.

უფროსი მექანიკოსი

1

1

1

1

1

1

2.

მეორე მექანიკოსი

(ბ)1

(ბ)1

1

1

1

1

3.

მესამე მექანიკოსი

 

 

(გ)1

(გ)1

(გ)1

(გ)2

4.

პირველი კლასის მოტორისტი

1

1

(დ)2

 (დ)3

3

3

5.

მეორე კლასის მოტორისტი

 

 

 

 

 

 

 

სულ

3

3

5

6

6

7

 

(ბ) გემებზე, სადაც არსებობს სამანქანო შემადგენლობის ავტომატიზებული მართვის სისტემა შეიძლება შემცირებულ იქნეს მე-2 მექანიკოსი;

(გ) გემებზე, სადაც არსებობს სამანქანო შემადგენლობის ავტომატიზებული მართვის სისტემა შეიძლება შემცირებულ იქნეს ერთი სავახტო მექანიკოსი;

(დ) გემებზე, სადაც არსებობს სამანქანო შემადგენლობის ავტომატიზებული მართვის სისტემა შეიძლება შემცირებული იქნეს სამანქანო შემადგენლობის ერთი მოტორისტი.

შენიშვნა: თუ გემზე არსებულ პირთა რაოდენობა შეადგენს 10-ს და მეტს, მაშინ საჭიროა მზარეულის ვალდებულების შესასრულებლად ერთი დამატებითი ეკიპაჟის წევრის დაშვება.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. ცინცაძე