მეაბრეშუმეობის საკოორდინაციო ცენტრ "აბრეშუმის სახლის" დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 15.12.1998
ძალის დაკარგვა 17.01.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
ნომერი №2-489
სარეგისტრაციო კოდი 000000210.01(3).003.000423
გამოქვეყნების წყარო სსმ, 2(9), 28/01/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
მეაბრეშუმეობის საკოორდინაციო ცენტრ "აბრეშუმის სახლის" დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.45pt 1.0in 1.0in 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 150.012.003.424
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის
მინისტრის ბრძანება №2-489
1998 წლის 15 დეკემბერი
ქ. თბილისი
მეაბრეშუმეობის საკოორდინაციო ცენტრ "აბრეშუმის სახლის" დებულების დამტკიცების შესახებ
1. დამტკიცდეს მეაბრეშუმეობის საკოორდინაციო ცენტრ "აბრეშუმის სახლის" დებულება (დანართი №1) და ხარჯთა ნუსხა (დანართი №2).
2. იურიდიულ და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველომ (ი. ლომთათიძე) მეაბრეშუმეობის საკოორდინაციო ცენტრ "აბრეშუმის სახლთან" (ზ. ასათიანი) ერთად უზრუნველყოს:
ა) კანონით დადგენილი წესით აღნიშნული ბრძანების იუსტიციის სამინისტროში სახელმწიფო რეგისტრაცია და სარეგისტრაციო კოდის მინიჭება;
ბ) საქვეუწყებო დაწესებულების სახელმწიფო კანცელარიის სპეციალურ რეესტრში რეგისტრაცია.
3. ადმინისტრაციულმა დეპარტამენტმა (თ. ლოლაძე) უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანების და დებულების პრესაში გამოქვეყნება.
4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს მინისტრის პირველმა მოადგილემ ბატონ ვ. გვარჯალაძემ.
ბ. გულუა
დანართი №1
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მეაბრეშუმეობის საკოორდინაციო ცენტრის "აბრეშუმის სახლის" დებულება
I. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მეაბრეშუმეობის საკოორდინაციო ცენტრი "აბრეშუმის სახლი" (შემდგომში – ცენტრი) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ოქტომბრის №607 ბრძანებულების საფუძველზე, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1998 წლის 17 ნოემბრის №2-466 ბრძანებით, მეაბრეშუმეობის დარგობრივი მუზეუმისა და ბიბლიოთეკის ბაზაზე და თავის საქმიანობას ახორციელებს "აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე.
ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი 380012, გ. ცაბაძის ქ.№6.
2. ცენტრი არის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელსაც ეკისრება მეაბრეშუმეობის დარგის, მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიული წარსულის წარმოჩენის, მეაბრეშუმეობის მუზეუმსა და ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური ექსპონატების და წიგნადი ფონდის შენარჩუნება-გაფართოების სახელმწიფო რეგულირება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმირებისა და უწყებრივი დაქვემდებარების მიუხედავად.
3. ცენტრი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ბრძანებებით, სამინისტროს სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
4. ცენტრს აქვს დებულება, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით.
5. ცენტრის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი, ცენტრის მიერ კანონმდებლობით ან სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული და მიღებული არასაბიუჯეტო შემოსავლები შეიტანება საქართველოს ბიუჯეტში.
6. ცენტრის ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში გადაცემული, აგრეთვე შეძენილი ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, რომლებიც ასახვას პოულობს ცენტრის დამოუკიდებელ ბალანსში.
7. ცენტრის ხარჯთანუსხას ამტკიცებს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი, ხოლო საშტატო განრიგს ცენტრის გენერალური დირექტორი.
II. ცენტრის საქმიანობის მიზანი, სფერო, ფუნქციები და ამოცანები
8. ცენტრის მიზანი, სფერო, ფუნქციები და ამოცანებია:
ა) მეაბრეშუმეობის ტრადიციული დარგის, აბრეშუმის მუზეუმსა და ბიბლიოთეკაში დაცული ექსპონატების და წიგნადი ფონდის შენარჩუნება-გაფართოებისა და მრავალსაუკუნოვანი ისტორიული წარსულის წარმოჩენის, ახალი ექსპონატების შეკრების, დაცვისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებისა და უწყებრივი დაქვემდებარების მიუხედავად;
ბ) მეაბრეშუმეობაში რესურსების რაციონალურად ათვისების და მისი პრტენციალის მაქსიმალურად გამოყენების ხელშეწყობა, საქართველოში აბრეშუმის წარმოების კულტურისა და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის წარმოჩენა, ამ მიმართულებით უცხოეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობა;
გ) სამამულო პროდუქციის მწარმოებელთა კონკურენტუნარიანობისათვის ხელის შეწყობა, საექსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენება;
დ) დარგში უახლესი მეცნიერული მიღწევების პოპულარიზაცია, საერთაშორისო დახმარების კოორდინაცია და გამოცდილების დანერგვა;
ე) დარგში სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავება, დაგეგმვა-პროგნოზირება, სოფლის მეურნეობის მინისტრისათვის წინადადებების და პროექტების წარდგენა, მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებაზე ღონისძიებების დასახვა;
ვ) დარგის წარმოების და რეალიზაციის სფეროს საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შემუშავებაში მონაწილეობა;
ზ) საშინაო და საგარეო ბაზრების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი, სისტემატიზაცია, პროგნოზირება და გავრცელება;
თ) არასახელმწიფო სტრუქტურების (ასოციაციები და სხვა საზოგადოებრივი გაერთიანებები) საქმიანობისათვის ხელშეწყობა;
ი) მუზეუმსა და ბიბლიოთეკაში დაცული ექსპონატების და წიგნადი ფონდის დაცვა, განახლება, შევსება;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელისუფლების ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან ინფორმაციის მიღება, გადამუშავება და ანალიზი;
ლ) აბრეშუმის ნედლეულის და პროდუქციის ტექნოლოგიური ნორმების დადგენასა და სტანდარტების პროექტების შექმნაში მონაწილეობა – "საქსტანდარტთან" ერთად;
მ) ქ. თბილისში, ცაბაძის ქ. №6-ში მდებარე შენობის ისტორიული კულტურის ძეგლის "აბრეშუმის სახლის" მოვლა-პატრონობა და დაცვა.
9. ცენტრს უფლება აქვს:
ა) არსებული წესის მიხედვით დაამყაროს ურთიერთობები სხვა ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გააფორმოს მათთან ხელშეკრულებები;
ბ) შექმნას საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა, მეცნიერებისა და სპეციალისტების მონაწილეთა სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭო;
გ) განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები, ცენტრის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები;
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის აქტებით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი;
ე) მონაწილეობა მიიღოს მეაბრეშუმეობის და აბრეშუმის წარმოების განვითარების კონცენფციის შემუშავებაში;
ვ) შექმნას აბრეშუმის ნედლეულის და პროდუქციის წარმოების რესურსების ერთიანი საინფორმაციო ბანკი საერთაშორისო გამოცდილების და მოთხოვნების შესაბამისად;
ზ) განახორციელოს თუთის ნერგის, აბრეშუმის გრენის (თესლის) და პარკის წარმოების ტექნოლოგიური დისციპლინის დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედვაელობის საწარომოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) მონაწილეობა მიიღოს აბრეშუმის ნედლეულის პროდუქციის წარმოებაში, აგრეთვე სამუზეუმო და საბიბლიოთეკო საქმიანობაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშემწყობ ღონისძიებათა (ბიზნეს-გეგმების, ბიზნეს-წინადადებების, პროგრამების), შემუშავებასა და რეალიზაციაში;
ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ცენტრის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების რეალიზაციისათვის საერთაშორისო ორგანიზაციებში დაამყაროს ურთიერთობა და შესაძლებლობის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს მათ საქმიანობაში;
კ) მოაწყოს კონფერენციები და სიმპოზიუმები, მიიღოს ტურისტები და სხვა დამთვალიერებლები, ხელი შეუწყოს ცენტრის სპეციალისტების მივლინებას საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად, კონფერეციებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობის მისაღებად.
10. ცენტრი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს დაკისრებული ამოცანების დაფუნქციების შესრულება;
ბ) დროულად და ხარისხიანად შეასრულოს საქართველოს პრეზიდენტის, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დავალებები და მითითებები, ბრძანებები საქართველოს კანონის "აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ".
გ) დადგენილ ვადებში და მოთხოვნების შესაბამისად წარმოადგინოს წინადადებები კანონპროექტების, ინდიკატური გეგმის, სახელმწიფო პროგრამების და სხვა შესასრულებლად;
დ) არ დაუშვას სხვა უწყებების კომპეტენციაში ჩარევა;
ე) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით უზრუნველყოს სისტემატური ურთიერთობა საზოგადოებრიობასთან;
ვ) დადგენილ ვადებში დაწესებული ფორმით წარუდგინოს ანგარიში შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს;
ზ) პასუხი აგოს მიღებულ გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ამ გადაწყვეტილებით მიღებულ ზიანზე ან ზარალზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
IV. ცენტრის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა
11. ცენტრს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც ამ თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი.
12. გენერალური დირექტორი, როგორც ცენტრის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს ცენტრს და აწესრიგებს ცენტრის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) მუზეუმის და ბიბლიოთეკის დირექტორებს ნიშნავს და ათვისუფლებს სამინისტროსთან შეთანხმებით;
გ) თავი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს სხვა საჯარო მოსამსახურეებს;
დ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები სამინისტროში გადაწყვეტილებების მისაღებად იმ საკითხებზე, რომელიც ცენტრის გამგებლობის სფეროს განეკუთვნება;
ე) ანგარიშს აბარებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ცენტრის საქმიანობის შესახებ;
ვ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით და განკარგულებებით, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებებით და განკარგულებებით მიღებულ დავალებებს;
ზ) პასუხისმგებელია თავისი ბრძანებების კანონიერებისა და მიწანშეწონილობისათვის;
თ) ამტკიცებს ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, ინსტრუქციებს, ცირკულარულ წერილებს;
კ) ხელმძღვანელობს ცენტრთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს.
V. დასკვნითი დებულება
13. ცენტრის დებულებას ამტკიცებს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი.
14. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ კანონით დადგენილი წესით.
დანართი №2
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მეაბრეშუმეობის საკოორდინაციო ცენტრ "აბრეშუმის სახლის" ხარჯთანუსხა 1999 წლისათვის
(ლარებში)
საერთო ხარჯები- 3 2958
მუშა-მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება - 13098
მ.შ.: - ხელფასი- 7209
- პრემია- 2404
- დანამატი- 2884
- დახმარება- 601
დამქირავებლიდან ანარიცხები- 4060
- სოცუზრუნველყოფის და სამედიცინო დაზღვევის სახ. ფონდში- 3536
- ჯანდაცვის სახ. ფონდში- 393
- დასაქმების ფონდში- 131
მივლინებები- 4200
- ქვეყნის შიგნით- 2000
- ქვეყნის გარეთ- 2200
სხვა საქონელი და მომსახურება- 11600
- ოფისის ხარჯები- 5600
- კომუნალური მომსახურება- 3500
- ტრანსპორტის ხარჯები- 2500
საფინანსო-ეკონომიკური
დეპარტამენტის უფროსი გ. გურგენიძე