⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (09.04.1999)
გაუქმებულია:

სააქციო საზოგადოებების აქციების სპეციალიზებულ აუქციონზე ნულოვანი საწყისი ფასით გაყიდვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.12.1998
ძალის დაკარგვა 09.04.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი
ნომერი №1-3/778
სარეგისტრაციო კოდი 000000020.01(2).003.000424
გამოქვეყნების წყარო სსმ, 1(8), 20/01/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 982 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.12.1998 მიღება
09.04.1999 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სააქციო საზოგადოებების აქციების სპეციალიზებულ აუქციონზე ნულოვანი საწყისი ფასით გაყიდვის წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი            020.012.003.429 საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის ბრძანება №1-3/778                                  1998 წლის 23 დეკემბერი ქ. თბილისი სააქციო საზოგადოებების აქციების სპეციალიზებულ აუქციონზე ნულოვანი საწყისი ფასით გაყიდვის წესის დამტკიცების შესახებ მასობრივი პრივატიზაციის პროცესის დაჩქარების, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციების რეალიზაციისა და ამ პროცესში მოსახლეობის ფართო ფენების მოზიდვის მიზნით, "სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონისა და საპრივატიზებო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის №671 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ: 1.    დამტკიცდეს ნულოვანი საწყისი ფასით სპეციალიზებული აუქციონის ჩატარების წესი (დანართი №1). 2.    დაევალოს სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტს ამ ბრძანების წარდგენა იუსტიციის სამინისტროში სარეგისტრაციო კოდის მისანიჭებლად. 3.    ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის შემდგომ უზრუნველყოს ბრძანებისა და თანდართული დებულების (წესის) გამოქვეყნება პრესაში. 4.    კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ქალბატონ ირმა ქავთარაძეს. მ. უკლება დანართი №1 ნულოვანი საწყისი ფასით სპეციალიზებული აუქციონის ჩატარების წესი 1. სახელმწიფო საწარმოების გარდაქმნის გზით შექმნილ სააქციო საზოგადოებათა სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი აქციების გაყიდვას სპეციალიზებულ აუქციონზე ნულოვანი საწყისი ფასით ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო. 2. აუქციონებზე გადახდის საშუალებად მიიღება ეროვნული ვალუტა (ლარი) და აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად, გამომდინარე ნულოვანი აუქციონის პრინციპიდან, დასაშვებად ჩაითვალოს ლარების ნებისმიერი ოდენობის გადახდა. 3. სპეციალიზებულ აუქციონებზე ნულოვანი საწყისი ფასით, თითოეული სააქციო საზოგადოებების მიხედვით, გასაყიდად გამოტანილი აქციების რაოდენობა ნაწილდება ამ აქციების შეძენის მიზნით ყოველი ცალკეულად გადახდილი თანხის პროპორციულად, იმის გათვალისწინებით, რომ ნაშთად დარჩენილი აქციები დაემატება იმ მონაწილეს, რომელმაც ყველაზე დიდი თანხა შეიტანა ამ აქციების შესაძენად. 4. სპეციალიზებულ აუქციონებზე ცალკეული გადახდილი თანხის სანაცვლოდ გასაცემი აქციების რაოდენობა იანგარიშება ფორმულით: №ც=№მთლ*Vც/Vმთლ სადაც: №ც არის ცალკეული გადახდილი თანხის სანაცვლოდ გასაცემი აქციების რაოდენობა; №მთლ არის გასაყიდად გამოტანილი კონკრეტული სააქციო საზოგადოების აქციების მთლიანი რაოდენობა; Vც არის ამ აქციების შესასყიდად ცალკეული გადახდილი თანხა; Vმთლ არის ამ აქციების შესასყიდად გადახდილი მთლიანი თანხა; თუ №ც მეტია ერთზე და არ წარმოადგენს მთელ რიცხვს, მას ჩამოსცილდება წილადი ნაწილი და ცალკეული გადახდილი თანხის სანაცვლოდ გასაცემი აქციების რაოდენობა შეადგენს ამ რიცხვის მთელ ნაწილს. როცა №ც ნაკლებია ერთზე, გაიცემა ერთი აქცია ნაშთად დარჩენილი აქციების ფარგლებში. 5. მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აქციების განაწილების გაანგარიშების შედეგად ნაშთად დარჩენილი აქციები საკუთრებაში გადაეცემა აუქციონის იმ მონაწილეს, რომელმაც ყველაზე მეტი თანხა შეიტანა ამ სააქციო საზოგადოების აქციების შესაძენად, ხოლო თანაბარი თანხების შემთხვევაში აქციები განაწილდება თანაბარი რაოდენობით. 6. საინფორმაციო ცნობა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ●     სააქციო საზოგადოების სრული დასახელება და იურიდიული მისამართი; ●     გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობა; ●     ერთი აქციის ნომინალური ღირებულება; ●     აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი აქციების საერთო რაოდენობა; ●     განაცხადის შეტანის ვადები; ●     მისამართი სადაც იწარმოებს განაცხადების მიღება აუქციონის მონაწილეებისაგან; ●     საინფორმაციო ცნობაში გამოსაქვეყნებელი დამატებითი მონაცემების ნუსხას საჭიროების შემთხვევაში განსაზღვრავს ქონების მართვის სამინისტრო; 7. აუქციონებზე გასაყიდი აქციების  განლაგების და სააქციო საზოგადოებების ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მყიდველებმა შეუძლიათ მიიღონ უშუალოდ სააქციო საზოგადოებაში, ნუსხაში მითითებულ მისამართზე. 8. სააქციო საზოგადოების გენერალური დირექტორი ვალდებულია შეუფერხებლად უზრუნველყოს მყიდველებისათვის აუცილებელი დამატებითი ინფორმაციის გაცნობა და მას ეკისრება პასუხისმგებლობა ამ ინფორმაციის სისწორეზე. 9. აუქციონებში მონაწილედ დაიშვება საქართველოს ან საზღვარგარეთის ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირები, თუ იურიდიულ პირთა საწესდებო კაპიტალში საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (გარდამავალ პერიოდში მმართველობის ადგილობრივი ორგანოების) მონაწილეობის  წილი შეადგენს 25%-ზე ნაკლებს. 10. აუქციონებში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია ეროვნული ბანკის მიერ უფლებამოსილ, განსაზღვრულ საბანკო დაწესებულებებში, ან საზღვარგარეთის ქვეყნების ბანკებში ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით შეიტანოს თანხა, რომლის გადახდის დამადასტურებელი, თანხის მიმღები საბანკო დაწესებულებების ბეჭდით დამოწმებული საბუთი (ქვითარი) წარმოადგენს განაცხადს აუქციონებში მონაწილეობის შესახებ და თანხმობას გადახდილი თანხის სანაცვლოდ აქციების მიღებაზე აუქციონების შედეგების შესაბამისად. 11. ამასთან, ლარების ჩარიცხვა უნდა მოხდეს საქართველოს ეროვნული ბანკის საოპერაციო სამმართველოში პრივატიზაციის სატრანზიტო ანგარიშზე, ხოლო უცხოური ვალუტისა სპეცანგარიშზე. თანხის გადახდის ქვითარში აღნიშნული უნდა იყოს: ა) მონაწილე ფიზიკური პირისათვის – სახელი, გვარი, პასპორტის სერია და ნომერი ან პირადობის მოწმობის ნომერი, მისამართი, ხოლო იურიდიული პირისათვის ძირითადი რეკვიზიტები; ბ) სააქციო საზოგადოების დასახელება და ბრძანებაზე თანდართულ სიაში მითითებული ნომერი, რომლის აქციების შეძენაზეც ფორმდება ქვითარი; გ) შეტანილი თანხის ოდენობა. 12. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შესაბამისი საუქციონო კომისია ეროვნული ბანკიდან ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოფს აუქციონების შედეგების შეჯამებას თანხების გადახდის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი რეესტრის საფუძველზე, ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით. 13. ტერიტორიული ორგანოები აუქციონებზე თანხების მიღების დამთავრებიდან 3 დღის ვადაში წარმოადგენენ სამინისტროში ინფორმაციას საბანკო დაწესებულებებში შეტანილი თანხების შესახებ, რომელიც უნდა შეიცავდეს თითოეული სააქციო საზოგადოების მიხედვით შეტანილი თანხების ოდენობას, შემტანთა რეკვიზიტებს და დამოწმებული უნდა იყოს საბანკო დაწესებულებების და ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელთა ხელმოწერებითა და მრგვალი ბეჭდებით. 14. აუქციონების შედეგების შესაბამისად თითოეული სააქციო საზოგადოების მიხედვით აუქციონების კურსის შესახებ ინფორმაციები ქვეყნდება პრესაში. 15. აუქციონების კურსი განისაზღვრება თითოეული სააქციო საზოგადოების მიხედვით ერთ ლარზე მოსული აქციების რაოდენობით და იანგარიშება აუქციონზე გამოტანილი აქციების რაოდენობის შეტანილ თანხაზე გაყოფით.