„დუშეთის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 ივნისის №22 დადგენილება
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 16.06.2011
ძალის დაკარგვა 22.11.2016
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.152.016049
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110617004, 21/06/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„დუშეთის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 ივნისის №22 დადგენილება
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:"Amiran SP";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:42.55pt 28.3pt 49.65pt 78.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2011 წლის 16 ივნისი
ქ. დუშეთი
,,დუშეთის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 16 ივნისის №22 დადგენილება
,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 191 მუხლის მე-17 პუნქტის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს თანდართული წესი „დუშეთის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების შესახებ“ დანართი №1.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ც. საძაგლიშვილი
დუშეთის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს დებულება შემუშავებულია „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს დუშეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების/სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესს.
2. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
3. დუშეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების მიზანია საკუთრების/სარგებლობის უფლება მიენიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ელექტრონული აუქციონის ვაჭრობის პროცესში დუშეთის მუნიციპალიტეტის პრივატიზების/სარგებლობაში გადამცემ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა პირობებით საკუთრების/სარგებლობის უფლება მიანიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში დუშეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადამცემ ორგანოს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
4. ელექტრონული აუქციონის ფორმით დუშეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებას/სარგებლობაში გადაცემას ახორციელებს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
5. ელექტრონული აუქციონის ფორმით საპრივატიზებო და სარგებლობაში გადასაცემი დუშეთის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საფასური პრივატიზების განმახორციელებელი/სარგებლობაში გამცემი ორგანოს მიერ დგინდება საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულებით „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“.
6. ელექტრონული აუქციონის ფორმით საპრივატიზებო და სარგებლობაში გადასაცემი დუშეთის მუნიციპალიტეტის ქონების ბეს და ბიჯის სიდიდეს განსაზღვრავს დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
7. ელექტრონული აუქციონის ფორმით დუშეთის მუნიციპალიტეტის ქონების მყიდველი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველიოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.
8. ელექტრონული აუქციონი (აუქციონი პირობებით) ცხადდება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით.
9. ელექტრონული აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია აუქციონში მონაწილეთა შესახებ კონფიდენციალურია.
მუხლი 2🔗. აუქციონის ორგანიზება
1. ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზებას ახორციელებს პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანო.
2. დუშეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების განმახორციელებელი /სარგებლობაში გადამცემი ორგანო, დუშეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ინფორმაციას აქვეყნებს დუშეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე WWW.dusheti.org.ge ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება. ინფორმაციის საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ელექტრონული აუქციონის ფორმით დუშეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს აგრეთვე გაზეთ „24 საათში“.
3. დუშეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს დასახელებას:
ბ) საპრივატიზებო ქონების დასახელებას;
გ) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს;
დ) საპრივატიზებო ქონების საწყის საპრივატიზებო საფასურს;
ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას;
ვ) აუქციონის ჩატარების პირობებს;
ზ) საპრივატიზებო პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ბიჯის სიდიდეს;
ი) გამყიდველის საკონტაქტო ტელეფონს და დასადები ხელშეკრულების შინაარსს; კ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.
4. დუშეთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობაში გადაცემისას, გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) სარგებლობაში გადამცემი ორგანოს დასახელებას:
ბ) სარგებლობაში გადასაცემი ქონების დასახელებას;
გ) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს;
დ) სარგებლობაში გადასაცემი ქონების საწყის სარგებლობის საფასურს;
ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას;
ვ) აუქციონის ჩატარების პირობებს;
ზ) სარგებლობაში გადაცემის პირობებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ბიჯის სიდიდეს;
ი) სარგებლობაში გადაცემის ვადას;
კ) სარგებლობაში გადამცემის საკონტაქტო ტელეფონს და დასადები ხელშეკრულების შინაარსს; ლ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.
5. აქციების ან აქციათა პაკეტის (წილი) პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია დამატებით უნდა შეიცავდეს:
ა) იურიდიული პირის იურიდიულ მისამართს და საიდენტიფიკაციო კოდს;
ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;
გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას;
დ) აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყის ფასს და წილს საზოგადოების საწესდებო კაპიტალში;
ე) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის ნომერს.
6. მყიდველს/სარგებლობაში მიმღებს უფლება აქვს მიიღოს საპრივატიზებო/სარგებლობაში გადასაცემი ქონების შესახებ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ინფორმაცია.
7. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო/სარგებლობაში გადასაცემ დუშეთის მუნიციპალიტეტის ქონებას.
მუხლი 3🔗. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. ელექტრონული აუქციონი ტარდება გამოცხადების დღიდან განმკარგავი/სარგებლობაში გამცემი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ გააკეთონ სასურველი ფასის შეთავაზება, საწყის საფასურზე ბიჯის დამატებით.
2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:
ა) შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები);
ბ) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;
გ) „ინტერნეტ ბანკინგის“ საშუალებით, ასევე საბანკო დაწესებულების მეშვეობით ბეს თანხის გადახდა და/ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის–საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა.
3. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა დუშეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისთვის/სარგებლობაში გადაცემისთვის მოწყობილ ელექტრონულ აუქციონში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარმოადგინოს და/ან ბე უნდა გადაიხადოს თითოეული დუშეთის მუნიციპალიტეტის ქონებისათვის ცალ-ცალკე.
4. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:
ა) მონაწილე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო/სარგებლობაში გადასცემი ქონების მყიდველად/მოსარგებლედ;
ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნები.
მუხლი 4🔗. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი
1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობისთვის რეგისტრირდება შესაბამის ვებგვერდზე, ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რის შემდეგადაც მას ენიჭება აუქციონში მონაწილის სტატუსი.
2. ელექტრონული აუქციონი ტარდება ონლაინ რეჟიმში.
3. ელექტრონული აუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინ რეჟიმში.
4. ელექტრონული აუქციონის დასაწყისად ითვლება მისი ვებგვერდზე გამოცხადების მომენტი.
5. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა ონლაინ რეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც ასევე ფიქსირდება ონლაინ რეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. დუშეთის მუნიციპალიტეტის ქონება ითვლება გაყიდულად/სარგებლობაში გაცემულად იმ აუქციონის მონაწილეზე, რომლის მიერაც ონლაინ რეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისთვის შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.
6. თუ აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 5 წუთის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შემოთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 2 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით მანამ, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა, მაგრამ, თუ დამატებული 2 წუთის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შემოთავაზებული, აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო თანხის შემთავაზებელი პირი.
7. აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე (არა უგვიანეს 5 წუთისა) ნებისმიერ დროს მონაწილეს შეუძლია გადაიხადოს ბე ან/და წარმოადგინოს საბანკო გარანტია. ბეს გადახდა შესაძლებელია უნაღდო ანგარიშსწორებით.
8. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულსა და აუქციონის სხვა მონაწილეებს ელექტრონული გზით გაეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
9. აუქციონში გამარჯვებულს ელექტრონული გზით ეცნობება თანხის სრულად გადახდის თარიღი და ქონების გადაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.
10. აუქციონში გამაჯვებულთან გარიგების გაფორმების წესი რეგულირდება დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2010 წლის 25 აგვისტოს №85, №87 ბრძანებებით.
მუხლი 5🔗. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
1. პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია:
ა) შეცვალოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესი ან სხვა პირობები ნებისმიერ დროს და განათავსოს ვებგვერდზე;
ბ) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდიდან პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელ ორგანოს;
გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით;
დ) გააკონტროლოს ყველა მოქმედება მომხმარებლის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.
2. პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანო ვალდებულია კანონით დადგენილი წესით გადასცეს აუქციონში გამარჯვებულს საკუთრების/სარგებლობის უფლება ქონებაზე (ხოლო ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში საკუთრების/სარგებლობის უფლება ვალდებულებებთან ერთად).
3. მომხმარებელი უფლებამოსილია:
ა) გააკეთოს არჩევანი და შეიძინის ქონება;
ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.
4. მომხმარებელი ვალდებულია:
ა) დაიცვას აუქციონში მონაწილეობის წესები და პირობები;
ბ) პრივატიზების/სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ დროში გადაიხადოს შეძენილი/სარგებლობაში გადაცემული ქონების ღირებულება.
მუხლი 6🔗. ანგარიშსწორება
1. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც საბანკო დაწესებულებაში, ასევე საკრედიტო ბარათის მეშვეობით, ასევე უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის საშუალებით.
2. აუქციონის გვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს გადახდის ფორმები, აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების ნომრების მითითებით. მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს, ბეჭდავს ლოტის ფასის გადახდის ფორმას და აღნიშნული ფორმის საფუძველზე საბანკო დაწესებულებაში (საკუთარი საბანკო ანგარიშიდან) იხდის შესაბამის თანხას.
3. საკრედიტო ბარათით თანხის გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს ელექტრონული გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების (მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს) ნომრების მითითებით. მონაცემების სისწორის შემთხვევაში მომხმარებელი აჭერს გადახდის ღილაკს და შესაბამისად გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.
4. ოპერაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მომხმარებელს ელექტრონულ ფოსტაზე ეგზავნება შესაბამისი შეტყობინება.
5. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს ქონების ღირებულება აუქციონის პირობებში მითითებულ ვადაში, რის შემდეგაც ის მიიღებს სათანადო შეტყობინებას.
6. ელექტრონულ აუქციონში დამარცხებულს ბე ან/და საბანკო გარანტია დაუბრუნდება აუქციონის ჩატარების დღიდან არა უგვიანეს 7 საბანკო დღის ვადაში. ბე დაუბრუნდება იმ ანგარიშზე, საიდანაც მოხდა გადახდა.
მუხლი 7🔗. დავების გადაწყვეტის წესი
ელექტრონული აუქციონის შედეგებთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.