„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებისა და გირაოს მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 დეკემბრის N160/01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№48/04
სარეგისტრაციო კოდი
220010040.18.011.016032
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110617013, 20/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №48/04

2011 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებისა და გირაოს მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 დეკემბრის  №160/01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის ა და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებისა და გირაოს მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 16 დეკემბრის  №160/01 ბრძანებით (სსმ III, 17.12.2010,  № 165 მუხ. 2374) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ერთდღიანი სესხის თანაფარდობას ერთდღიანი სესხის უზრუნველყოფასთან;“.

2. მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-12 მუხლის მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. იმ შემთხვევაში, თუ ბანკი ამ მუხლის მე-16 პუნქტით განსაზღვრული პირობის შესასრულებლად, შესაბამისი საოპერაციო საათების დასრულებამდე ვერ უზრუნველყოფს აუქციონით დაკმაყოფილებული განაცხადების შესაბამისი თანხების მობილიზებას თავის ანგარიშსწორების ანგარიშზე, რაც აუცილებელია ანგარიშსწორების განსახორციელებლად, ბანკის ყველა განაცხადი უქმდება.“.

4. მე-14 მუხლის მე-10-მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. თუ ბანკის შესაბამის ანგარიშზე ეროვნულ ბანკში, სავალუტო აუქციონის ანგარიშსწორების დღ ე ს, RTGS სისტემის მეორე შეზღუდვამდე არ აღმოჩნდა ანგარიშსწორების განხორციელებისათვის საკმარისი თანხა, ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო საბანკო დღეს.

11. თუ სავალუტო აუქციონის ანგარიშსწორების დღ ი ს ვალუტირების თარიღით, ანგარიშსწორების ვალუტის ემიტენტ ქვეყანაში საბანკო დღის ბოლომდე არ მოხდება სავალუტო აუქციონის ანგარიშწორებისათვის აუცილებელი თანხების ჩარიცხვა ეროვნული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე, ბანკს ეროვნული ბანკის სასარგებლოდ დაეკისრება პირგასამტეხლო სავალუტო აუქციონზე დაკმაყოფილებული თანხის 2 პროცენტის ოდენობით.

12. თუ ბანკის შესაბამის ანგარიშზე ეროვნულ ბანკში, სავალუტო აუქციონის ანგარიშსწორების დღის მომდევნო საბანკო დღ ე ს, RTGS სისტემის მეორე შეზღუდვამდე არ აღმოაჩნდა ანგარიშსწორების განხორციელებისათვის საკმარისი თანხა, სავალუტო აუქციონზე დაკმაყოფილებული განაცხადი ჩაითვლება ბათილად.“.

5. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 19. აკრძალული ქმედებები და ბანკების ვალდებულებები

1. ბანკს ეკრძალება ისეთი გარიგებები და ქმედებები, რომელთა შედეგადაც იგი დამოუკიდებლად ან სხვა პირებთან ერთად აღმოჩნდება დომინირებულ მდგომარეობაში ფულად, საფინანსო ან საკრედიტო ბაზარზე, აგრეთვე ყოველგვარი მანიპულაცია, რომელიც დაუმსახურებელ უპირატესობას მიანიჭებს მას ან მესამე პირებს, შექმნის საბანკო საქმიანობის კონკურენციის შეზღუდვის, საპროცენტო განაკვეთებისა და საკომისიო გასამრჯელოს ფიქსაციის შესაძლებლობას ან საშიშროებას.

2. ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებულ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების, რეფინანსირების სესხებისა და სავალუტო აუქციონებში მონაწილეობისას და ამ მონაწილეობასთან დაკავშირებით ბანკებს ეკრძალებათ შემდეგი ქმედებების განხორციელება:

ა) ერთმანეთთან წინასწარ შეთანხმდნენ კონკრეტული აუქციონისთვის საკუთარი განაცხადების თაობაზე;

ბ) აუქციონის დამთავრებამდე ერთმანეთს აცნობონ ინფორმაცია საკუთარი განაცხადების შესახებ;

გ) კონკურენტი ბანკების ინსაიდერული ინფორმაციის ან მათგან მიღებული სხვა ინფორმაციის გამოყენებით განახორციელონ ისეთი ქმედებები, რომელიც აუქციონზე მათ ჩააყენებს დაუმსახურებელ უპირატეს მდგომარეობაში სხვა მონაწილეებთან და/ან მესამე პირებთან შედარებით;

დ) აუქციონზე გააკეთონ განაცხადები ერთმანეთის ნაცვლად და/ან ერთმანეთის სასარგებლოდ;

3. ბანკებს ეკრძალებათ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ჩაერთონ მეორად ბაზარზე ისეთ სავაჭრო გარიგებებში, რომლებიც მიმართულია კონკრეტულ ფინანსურ ინსტრუმენტზე ფასებისა და საპროცენტო განაკვეთების მანიპულირებისაკენ.

4. ეროვნული ბანკის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებების აღმოჩენის ან საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ეროვნულ ბანკ ს უფლება აქვს დარღვევის სერიოზულობიდან გამომდინარე თავის შეხედულებისმებრ ბანკი გარკვეული დროით აღარ დაუშვას ეროვნული ბანკის აუქციონებზე.

5. ბანკები ვალდებულნი არიან განუხრელად დაიცვან ამ დებულების მოთხოვნები და პირობები.

6. ეროვნული ბანკის მიერ ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და პირობების დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ბანკს გარკვეული დროით შეუჩეროს შესაბამისი მონეტარული ინსტრუმენტით სარგებლობის უფლება.“.

    მუხლი 2

ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია ქვეყანაში ფულად–საკრედიტო ამოცანებიდან გამომდინარე, საბანკო სისტემაში ლიკვიდობის მართვისა და საპროცენტო განაკვეთების რეგულირების მიზნით.

    მუხლი 3

ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

გ. ქადაგიძე