შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზებული სპეციალური ტრანსპორტისა და მისი ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 22.10.1998
ძალაში შესვლა 18.03.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000289
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 16/11/1999
matsne.gov.ge 955 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.10.1998 მიღება
18.03.1999 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზებული სპეციალური ტრანსპორტისა და მისი ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზებული სპეციალური ტრანსპორტისა და მისი ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება და ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, აღიარებენ რა, რომ ორივე ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად მოსახლეობის, ქალაქებისა და ძნელად მისადგომი მთიანი რელიეფის რაიონების წარმოებათა ტრანსპორტით უზრუნველყოფის პრობლემის ოპტიმალური გადაწყვეტა წარმოადგენს, ისწრაფვიან რა განავითარონ ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და სამრეწველო თანამშრომლობა ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზებული სამგზავრო და სატვირთო ელექტროტრანსპორტის (საბაგირო, მონორელსური, საბაგირო-რელსური, სატროლეიბუსო და სხვა), მისი ინფრასტრუქტურის (ჩატვირთვა, გადმოტვირთვა და საწყობში შენახვა), ორივე ქვეყნის ეროვნული ძირითადი სამეურნეო დარგების (საქალაქო კომუნალური მეურნეობა, მრეწველობა, სამთო მრეწველობა, ჯანმრთელობის დაცვა, ტურიზმი, სამთო-სათხილამური სპორტი და სხვა) განვითარებისა და რეკონსტრუქციის შექმნისა და დანერგვის სფეროში, ხელმძღვანელობენ რა სატრანსპორტო მომსახურების ხარისხისა და ეფექტურობის განუხრელი ამაღლების უზრუნველყოფის მიზნებით, მოქალაქეთა ცხოვრების დონის ამაღლებით, დასაქმების გაფართოებით, მიგრაციის შემცირებით, მატერიალური და შრომითი რესურსების რაციონალური გამოყენებით, გარემოს დაცვით, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 მხარეები, ამ შეთანხმების ფარგლებში განახორციელებენ თანამშრომლობას თანაბარი უფლებებისა და ურთიერთხელსაყრელი პრინციპების საფუძველზე.     მუხლი 2🔗 მხარეები, ითანამშრომლებენ შემდეგი მიმართულებებით: – სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები; – საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ეკოლოგიურად სუფთა სპეციალური ტრანსპორტის პროგრესულ სახეობათა ტექნიკური საშუალებებისა და ახალი მოწყობილობის საცდელი და სამრეწველო ნიმუშების დამზადება და მისი მართვის ავტომატიზებული სისტემები; – ეროვნული მეურნეობის ძირითადი დარგების სარეკონსტრუქციო და ხელახლა მშენებარე ობიექტების საპროექტო-საძიებო სამუშაოები; – სპეციალური მოწყობილობების და მათი სათადარიგო ნაწილების კომპლექტაცია; – სამონტაჟო-გამმართავი, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების და ობიექტების ექსპლუატაციაში „გასაღებზე“ გადაცემა საავტორო და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელებით; – საექსპლუატაციო-ტექნიკური პერსონალის მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება; – ტექნიკური დახმარების აღმოჩენა დანერგილი მოწყობილობების საშუალებათა და სისტემათა ათვისებაში მათი ექსპლუატაციის საიმედოობის განსაზღვრით; – გამოთვლითი ტექნიკის, ტელემექანიკისა და ავტომატიკის გამოყენებით სპეციალური ტრანსპორტისა და მისი საინფორმაციო-სამმართავი სისტემის დანერგილ სახეობათა ფაქტობრივი სოციალური და ტექნიკურ-ეკონომიკური ეფექტურობის განსაზღვრა და სისტემური ანალიზის ჩატარება; – მთავრობათაშორისი შეთანხმების საფუძველზე მათ ტერიტორიაზე ერთობლივი საწარმოების (სააქციო საზოგადოებების) შექმნის, ან ორივე ქვეყნის სამეცნიერო-საწარმოო, სამრეწველო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ენერგოდამზოგველი საშუალებების ჩათვლით, პირდაპირი კავშირების ხელშეწყობა; – ორივე ქვეყანას შორის საბაზრო ეკონომიკის რეფორმის და სისტემური გარდაქმნების ცხოვრებაში გატარების ხარისხიან და ეფექტურ ღონისძიებათა დამუშავების და რეალიზაციის უზრუნველმყოფი ღონისძიებების ხელშეწყობა; – საფოსტო და ელექტრონული კავშირების გამოყენებით სამეცნიერო-ტექნიკური და ეკონომიკური ინფორმაციის გაცვლა; – ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და საწარმოო ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის მთავრობათაშორისი მიზნობრივი პროგრამების დამუშავება და რეალიზაცია;     მუხლი 3🔗 მე-2 მუხლში გათვალისწინებული თანამშრომლობა, მათი კომპეტენციის ფარგლებში, განხორციელებული იქნება: საქართველოს მხრიდან – სპეციალური ტრანსპორტისა და მისი ავტომატიზებული მართვის სისტემის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „საქსპეცტრანსის“ (სათავო – სპეციალურ ტრანსპორტში), საინჟინრო აკადემიის, ტექნიკური უნივერსიტეტისა და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების მიერ; ყაზახეთის რესპუბლიკის მხრიდან – დაინტერესებული სამინისტროების, უწყებების, სამეცნიერო, საწარმოო, სამეურნეო ორგანიზაციების, უმაღლესი სასწავლებლებისა და ფირმების მიერ მათი კომპეტენციის ფარგლებში და მხარეთა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებულ სახელმწიფოთაშორისი შეკვეთების ან პირდაპირი სამეურნეო ხელშეკრულებების (კონტრაქტების) საფუძველზე.     მუხლი 4🔗 ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზებული სპეციალური ტრანსპორტის და მისი ინფრასტრუქტურის შექმნის და დანერგვის, რეკონსტრუქციისა და განვითარების მიზნობრივი მთავრობათაშორისი კომპლექსური პროგრამები და ბიზნესგეგმა განსაზღვრავენ წესს, მიზნებს, დავალების შინაარსს და მოსალოდნელ შედეგებს, დაფინანსების წყაროებს, ერთობლივი სამუშაოების შესრულებისა და რეალიზაციის ვადებსა და პირობებს. მესამე ქვეყნის ან საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლობაში მონაწილეობის მიზანშეწონილობა განისაზღვრება მხარეთა მიერ.     მუხლი 5🔗 შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობა შეიძლება რეალიზებულ იქნეს შემდეგ ფორმებში: 1. ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი და საცდელი საკონსტრუქტორო სამუშაოების: – ავტომატიზებული სამგზავრო, სატვირთო-სამგზავრო, სამგზავრო-საბაგირო და საბაგირო-რელსური ტრანსპორტის სისტემების; – სამგზავრო ავტომატიზებული, სატვირთო-სამგზავრო, სატვირთო-მონორელსური და საკონვეირო სატრანსპორტო სისტემების; – ავტომატიზებული სამგზავრო-სატროლეიბუსო სატრანსპორტო სისტემების; – სასაწყობო, დატვირთვისა და გადმოტვირთვის, ტრანსპორტირების პროცესების კომპლექსურ-მექანიზირებული და ავტომატიზებული სისტემების შექმნაში. 2. ზემოთხსენებული სისტემების საპროექტო-საკლევი, სამონტაჟო, გამმართავი და სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები. 3. სპეციალისტთა მომზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და სტაჟირების ორგანიზება. 4. ენერგოდამცავი და გარემოს დაცვის საშუალებების სისტემათა შექმნა. თანამშრომლობა შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე სხვა ურთიერთშეთანხმებულ ფორმებში, რომლებიც უზრუნველყოფენ შეთანხმების რეალიზაციას.     მუხლი 6🔗 ერთობლივი სამეცნიერო-ტექნიკური პროდუქციის (მომსახურება) დეკლარირება და აღრიცხვა განხორციელდება მხარეთა დეკლარანტების მიერ ხელშეკრულებების (კონტრაქტების) საფუძველზე და მხარეთა ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 7🔗 მხარეები შეათანხმებენ ინვესტიციებისა და კრედიტების გამოყოფის კონკურენტუნარიანი საექსპორტო პროდუქციის წარმოებისათვის წამახალისებელ სამუშაოთა განვითარების პირობებს, რომელიც ორივე ქვეყანაში კონვერტირებადი ვალუტის სტაბილური შემოსავლების რეალურ წყაროდ ითვლება.     მუხლი 8🔗 მხარეები, შეთანხმების რეალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, ქმნიან ორმხრივ სამუშაო ჯგუფს ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზებული სპეციალური ტრანსპორტისა და მისი ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე, რომელიც შეიმუშავებს თავის რეგლამენტს და დაამტკიცებს მხარეთა მიერ.     მუხლი 9🔗 მხარეები იღებენ ვალდებულებას, არ გაავრცელონ და არ გადასცენ მათი და მათი წარმომადგენლობების მიერ შეთანხმების საფუძველზე მიღებული ინფორმაცია ნებისმიერ მესამე მხარეს, ამაზე იმ მხარის ოფიციალური თანხმობის გარეშე, რომელმაც წარუდგინა ინფორმაცია და დოკუმენტაცია. მხარეები პასუხს აგებენ თანამშრომლობის პროცესში ერთმანეთისათვის გადაცემული საწყისი მონაცემების, ინფორმაციის, მასალების ხარისხსა და უტყუარობაზე.     მუხლი 10🔗 მხარეები გადაწყვეტენ ერთობლივ სამუშაოებში მონაწილე სპეციალისტთა გაცვლის საკითხებს მხარეთა სახელმწიფოების კანონმდებლობებით დადგენილი წესით.     მუხლი 11🔗 შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები ან დამატებები მხარეთა ურთიერთთანხმობით. ცვლილებები ან დამატებები ფორმდება შესაბამისი ოქმით, რომელიც შედის ძალაში მე-12 მუხლის დებულებათა შესაბამისად. შეთანხმება არ ეხება მხარეთა იმ უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობენ მათ მიერ დადებულ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან. შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული დავები გადაწყდება მხარეთა შორის მოლაპარაკებისა და კონსულტაციების გზით.     მუხლი 12🔗 შეთანხმება ძალაში შედის ორივე მხარის მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან. შეთანხმება მოქმედებს ათი წლის განმავლობაში. შეთანხმება ავტომატურად გრძელდება შემდგომი ათწლიანი პერიოდით, თუ შეთანხმების მოქმედების ვადის დამთავრებამდე ექვსი თვით ადრე, არცერთი მხარე წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავისი განზრახვის შესახებ, შეწყვიტოს მისი მოქმედება. შესრულებულია ქ.თბილისში 1998 წლის 22 ოქტომბერს ორ პირად, თითოეული ქართულ, ყაზახურ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტს აქვს თანაბარი ძალა. შეთანხმების განმარტებისას წინააღმდეგობების წარმოშობის შემთხვევაში, გამოიყენება ტექსტი რუსულ ენაზე. საქართველოს აღმასრულებელი             ყაზახეთის რესპუბლიკის ხელისუფლების სახელით               მთავრობის სახელით