თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება- შპს "მაკრო ჯგუფის" კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
2011 წლის 10 ივნისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი: შპს ,,მაკრო ჯგუფი”
(საიდენტიფიკაციო ნომერი 200277716)
წარმომადგენელი: გიორგი ქარელი (დირექტორი)
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განმცხადებლის შპს ,,მაკრო ჯგუფის” კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2010 წლის 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს ,,მაკრო ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი ქარელიმ და ითხოვა აღნიშნული საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა. 2010 წლის 1 დეკემბრის განჩინებით განმცხადებელს მიეცა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადა ხარვეზის შევსების მიზნით. 2010 წლის 9 დეკემბერს გიორგი ქარელმა სასამართლოს მიმართა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით და სასამართლოს წარმოუდგინა ხარვეზების შესავსებად საჭირო დოკუმენტები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 13 დეკემბრის განჩინებით მიღებულ იქნა სასამართლოს წარმოებაში, შპს ,,მაკრო ჯგუფის“ (ს/ნ 200277716) მეურვედ დაინიშნა დადუნა კოხრეიძე, გაკოტრების მმართველად პაატა კუნჭულია.
2011 წლის 3 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს ,,მაკრო ჯგუფის“ გაკოტრების მმართველმა პაატა კუნჭულიამ, წარმოადგინა შპს ,,მაკრო ჯგუფი’’-ს გაკოტრების ანგარიში და ითხოვა კრედიტორთა კრების დანიშვნა.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, მიაჩნია, რომ განცხადება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ 42-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე.
სასამართლოს აზრით, დანიშნული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნეს საკითხები : 1) გაკოტრების მმართველის ანგარიში და სამეურვეო ქონების რეალიზაციის შედეგები და განაწილება, 2) შპს ,,მაკრო ჯგუფის“ სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლის და საქმის წარმოების დასრულების შესახებ.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე, 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2011 წლის 28 ივნისს, 1600 (თექვსმეტი) საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქ. თბილისი, დ ავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №29) ;
2. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და სასამართლოს დაფაზე;
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ამავე სასამართლოში მხარეებისათვის განჩინების გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე თ. ჭუნიაშვილი