„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 31 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
200130000.35.103.016029
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110620001, 23/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2011 წლის 17 ივნისი

დ. მესტია

,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ’’ მესტიის   მუნიციპალიტეტის 2011 წლის 31 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,პ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №394 დადაგენილების შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

 1. ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ’’ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმდინარე ა/წლის 31 მარტის №6 დადგენილებაში დანართ №1-ში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები;

 ა) დანართი №1-ის მეოთხე მუხლი და მეხუთე მუხლი დამტკიცდეს წარმოდგენილი რედაქციით;

 ბ) მუხლი 8 ამოღებულ იქნეს მთლიანად;

 გ) მუხლი 9 ჩაითვალოს მუხლი 8-ად.

2. აღნიშნული დადგენილება გამოქვეყნდეს დადგენილი წესით და ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე.

    საკრებულოს თავმჯდომარე         გ. გვარლიანი

დანართი №1

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

    მუხლი 1

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს;

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1,5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს – 3-ჯერ.

    მუხლი 2

საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს 1 პროცენტს.

    მუხლი 3

ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.

    მუხლი 4

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

1. ა) სახნავი და სხვა მიწებისათვის კარგი – 56 ლარი და მწირი – 51 ლარი;

  ბ) სათიბებისათვის – 2,5 ლარი;

  გ) საძოვრებისათვის –1,5 ლარი.

2. გაკულტურებული: ა) სათიბები –16 ლარი;

 ბ) საძოვრები - 10 ლარი;

    მუხლი 5

ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწის ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 10 ლარი (საფუძველი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტი).

    მუხლი 6

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.

    მუხლი 7

1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს შემდეგი ოდენობით ლარებში:

 

მესტიის მუნიციპალიტეტი

ტერიტორიული

კოეფიციენტი

საბაზისო

განაკვეთი

1 მ2-ზე

(ლარებში)

წლიური გადასახადის განაკვეთი 1 მ2-ზე

(3 X 4)

1

 დაბა მესტია

0,22

0,24

0,053

 2.

მესტიის მუნიციპალიტეტის თემებსა

და სოფლებში

0,15

  0,24

0,035

 

    მუხლი 8

ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.