საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილისათვის კვების ხარჯების დანიშვნის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე
მიღების თარიღი 17.06.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №107
სარეგისტრაციო კოდი 100060040.22.038.016055
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110620015, 21/06/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.06.2011 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილისათვის კვების ხარჯების დანიშვნის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:45.0pt 55.3pt .75in 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №107
2011 წლის 17 ივნისი
ქ. თბილისი
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილისათვის კვების ხარჯების დანიშვნის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე
,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗. დამტკიცდეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილისათვის კვების ხარჯების დანიშვნის წესი და პირობები თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ. კალმახელიძე
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილისათვის კვების ხარჯების დანიშვნის წესი და პირობები
მუხლი 1🔗. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ მსჯავრდებულისათვის კვების ხარჯების დანიშვნის საფუძვლები
1. ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაჩენის აღსრულებისას, მსჯავრდებულს, მისი სოციალური მდგომარეობისა და სამუშაო პირობების გათვალისწინებით, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – პრობაციის ეროვნული სააგენტო) მიერ აუნაზღაურდება კვების ხარჯები, თუ დამსაქმებლის მიერ საკუთარი სახსრებით მსჯავრდებულის კვებით უზრუნველყოფა შეუძლებელია.
2. დამსაქმებლის მიერ საკუთარი სახსრებით მსჯავრდებულის კვებით უზრუნველყოფაზე უარის მიღების შემდეგ, პრობაციის ეროვნული სააგენტო ინდივიდუალურად განიხილავს მსჯავრდებულისათვის კვების ხარჯების ანაზღაურების საკითხს.
3. კვებით უზრუნველყოფის ხარჯები მოიცავს მსჯავრდებულის სამუშაო დღის განმავლობაში ერთჯერადი კვების ხარჯს 4 ლარის ოდენობით.
4. ამ ბრძანებით განსაზღვრული მსჯავრდებულის კვების ხარჯების ანაზღაურება პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ ხორციელდება პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასაბიუჯეტო შემოსულობებიდან მიღებული სახსრებიდან.
მუხლი 2🔗. მსჯავრდებულისათვის კვების ხარჯების დანიშვნის პირობები
1. მსჯავრდებულის კვებით უზრუნველყოფა (კვების ხარჯების ანაზღაურება) ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) მსჯავრდებული წარმოადგენს არასრულწლოვანს და მისთვის განსაზღვრული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხანგრძლივობა აღემატება 14-დან 16 წლამდე არასრულწლოვნისათვის დღეში 3 საათს, ხოლო 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნისათვის დღეში 5 საათს;
ბ) 18 წლის ზევით მსჯავრდებული პირი, რომელიც წარმოადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირს და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი ნაკლებია საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე და, ამასთან, მისთვის განსაზღვრული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხანგრძლივობა აღემატება დღეში 6 საათს.
მუხლი 3🔗. მსჯავრდებულისათვის კვების ხარჯების ანაზღაურება
1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ მსჯავრდებულისათვის კვების ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით, მსჯავრდებულისათვის სპეციალურად ამ მიზნით გახსნილ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საბანკო ანგარიშზე დარიცხული თანხის განაღდებას მსჯავრდებული შეძლებს ყოველი სამუშაო კვირის დასაწყისში, მის მიერ კვირის განმავლობაში შესასრულებელი სამუშაო დღის რაოდენობის გათვალისწინებით.
3. მსჯავრდებულის მიერ სამუშაო დღის გაცდენის შემთხვევაში ანაზღაურებული კვების ხარჯი გათვალისწინებული იქნება მომდევნო სამუშაო კვირის კვების ხარჯებში.