საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №32,1997 წლის 24 ივლისი) 273-ე მუხლის 59-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„59. ამ მუხლის 53-ე და 55-ე ნაწილებით განსაზღვრული თანხის 71% ჩაითვალოს დამატებული ღირებულების, 21% – მოგების (ფიზიკური პირის შემთხვევაში – საშემოსავლო), 4% – ეკონომიკური საქმიანობის, 4% – საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობის გადასახადების ანგარიშში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 7 ივნისი.
№1504_IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.06.2002.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 07.06.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1504. სარეგისტრაციო კოდი — 200.000.000.05.001.001.088.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.06.2002 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №1504, 07.06.2002, სარეგისტრაციო კოდი 200.000.000.05.001.001.088 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.06.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/13804/