შეთანხმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის სამართლებრივი ექსპერტიზის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 23.10.2001
ძალაში შესვლა 04.03.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
სარეგისტრაციო კოდი 480140000.03.030.000531
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 13/05/2005
matsne.gov.ge 519 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.10.2001 მიღება
04.03.2005 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია) სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია)

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის სამართლებრივი ექსპერტიზის სფეროში თანამშრომლობის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } span.BalloonTextChar { } @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 67.3pt 56.7pt 58.5pt;} div.Section1 {page:Section1;} შეთანხმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის სამართლებრივი ექსპერტიზის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი, ისწრაფვიან რა სასამართლო ექსპერტიზის სფეროში კავშირების მოწესრიგებისაკენ და თვლიან, რომ არსებული მეგობრული ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განმტკიცება პასუხობს ორივე ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, სამართლისა და სამართალგამოყენებითი პრაქტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარების გზით, ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების მიზნით, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 მხარეები ახორციელებენ თანამშრომლობას სასამართლო ექსპერტიზის თეორიული და მეთოდური პრობლემების შემუშავების სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების, საექსპერტო პროფილაქტიკის ეფექტიანობის, საექსპერტო გამოკვლევების და უკვე არსებული მეთოდებისა და მეთოდიკის სრულყოფისა და ახლის შექმნის, საექსპერტო პრაქტიკის გამოცდილების გაზიარების სფეროში.     მუხლი 2🔗 თანამშრომლობის განხორციელებისას მხარეები უკავშირდებიან ერთმანეთს უშუალოდ: საქართველოს მხრიდან: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრი; სომხეთის რესპუბლიკის მხრიდან: სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ცენტრი.     მუხლი 3🔗 მხარეები განავითარებენ თანამშრომლობას სასამართლო ექპერტიზის სფეროში, მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმიანობას შემდეგი მიმართულებებით: სასამართლო ექსპეტიზის პრობლემებზე სამეცნიერო სამუშაოს კოორდინაცია, მეთოდებისა და მეთოდიკის ერთობლივი შემუშავება; საინფორმაციო-საცნობარო საქმიანობის სფეროში მონაცემების გაცვლა; ერთობლივი სემინარების, ახალი მეთოდებისა და მეთოდიკის ათვისების კურსების ჩატარება; თანამშრომლობა საექსპერტო და სამეცნიერო კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სფეროში; სამეცნიერო სამუშაოებისა და ექსპერტიზის დასკვნების რეცენზირება; მეთოდოლოგიური და სამეცნიერო ლიტერატურის გაცვლა; სამეცნიერო და საექსპერტო საქმიანობის საკითხებში ერთმანეთისათვის სამეცნიერო მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა; სპეციალისტების გაცვლა სტაჟირებების გავლის მიზნით.     მუხლი 4🔗 მხარეები ურთიერთშეთანხმებით ხელს შეუწყობენ ღონისძიებებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე შეთანხმებით, მაგრამ პასუხობენ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სასამართლო ექსპერტიზის სფეროში თანამშრომლობის განვითარების მიზნებს.     მუხლი 5🔗 მხარეები უსასყიდლოდ შეასრულებენ წინამდებარე შეთანხმების მოქმედებასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, სამეცნიერო-ტექნიკური დახმარების სფეროში.     მუხლი 6🔗 მხარეთა ურთიერთშეთანხმებით წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება წერილობითი ფორმით შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები. ყველა ცვლილება და დამატება ფორმდება ოქმებით, რომლებიც წარმოადგენენ წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. მხარეთა შორის დავები და უთანხმოებები საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია წინამდებარე შეთანხმების მოქმედების სფეროსთან, გადაწყდება ორმხრივი მოლაპარაკებებისა და კოსულტაციების გზით.     მუხლი 7🔗 წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან და მოქმედებს ერთ-ერთი მხარის მიერ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან ექვსი თვის გასვლამდე. შესრულებულია ქ. ერევანში,  2001 წლის 23 ოქტომბერს, ორ პირად, თითოეული ქართულ, სომხურ და რუსულ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტს აქვს თანაბარი ძალა. წინამდებარე შეთანხმების დებულებების განმარტებისას უთანხმოებების წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია) სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სახელით (ხელმოწერილია)