შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ
მიღების თარიღი 15.05.1997
ძალაში შესვლა 26.07.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 430003000.00.000.000285
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 16/11/1999
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
span.MsoFootnoteReference { vertical-align:super;}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.FootnoteTextChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ
საქართველოს მთავრობა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მონაწილე მხარეებად“წოდებულნი,
სურთ რა, შექმნან ხელსაყრელი პირობები ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის და განსაკუთრებით ერთი მონაწილე მხარის ინვესტორების მიერ, მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით,
და
აცნობიერებენ, რომ საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად ამგვარი ინვესტიციების წახალისება და ურთიერთდაცვა ხელს შეუწყობს წარმოების სტიმულირებას და გაზრდის ორივე ქვეყნის კეთილდღეობას,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗. განმარტებანი
ამ შეთანხმების მიზნებისათვის:
1
. ტერმინი „ინვესტიცია“ ნიშნავს ნებისმიერი სახის ქონებას დაბანდებულს ამ შეთანხმების ძალაში შესვლამდე ან მის შემდეგ, ერთი მონაწილე მხარის ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე იმ პირობით, რომ ეს კაპიტალდაბანდებები განხორციელდა ამ უკანასკნელი მონაწილე მხარისკანონებისა და წესების შესაბამისად და კერძოდ მოიცავს, მაგრამ არამხოლოდ:
ა) მოძრავ და უძრავ ქონებას, ისევე როგორც სხვა რომელიმე ქონებრივ უფლებას და უფლებას „in rem“, როგორიცაა თავდება,თამასუქი და იპოთეკა.
ბ) აქციებს, ობლიგაციებს, წილობრივ კაპიტალს ან კომპანიაში მონაწილეობის ნებისმიერ სხვა ფორმებსა და კრედიტის ნებისმიერ სხვა საშუალებებს,ისევე როგორც სამთავრობო ფასიან ქაღალდებს;
გ) მოთხოვნის უფლებას თანხაზე ან ინვესტიციებთან დაკავშირებულ ეკონომიკური ღირებულების მქონე ნებისმიერ საქმიანობაზე, რეინვესტირებულ შემოსავალსა და კაპიტალის ნამატს;
დ) საავტორო უფლებას, კომერციულ სავაჭრო ნიშნებს, პატენტებს, სამრეწველო დიზაინსა და სხვა ინტელექტუალურ და სამრეწველო საკუთრების უფლებებს, ნოუ
-ჰაუს,სავაჭრო საიდუმლობებს, სავაჭრო სახელებსა და გუდვილს;
ე) ნებისმიერ ეკონომიკურ უფლებას,რომელსაც განსაზღვრავს ეკონომიკური საქმიანობის შესახებ კანონმდებლობის ან კონტრაქტის და ნებისმიერი ლიცენზიისა და კონცესიის მოქმედი დებულებები, ბუნებრივი რესურსების ძიების, მოპოვებისა და გამოყენების უფლების ჩათვლით;
ვ) საწყისი კაპიტალდაბანდების ღირებულების მოცულობის ნებისმიერ ზრდას.
ინვესტირების ნებისმიერი ფორმით მოდიფიკაცია არ გულისხმობს მისი არსის ცვლილებას.
2. ტერმინი „ინვესტორი“ ნიშნავს მონაწილე მხარის ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც პირდაპირ ან მისი შვილობილი საწარმოს მეშვეობით ახორციელებს ინვესტირებას მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე.
3. ტერმინი „ფიზიკური პირი“, ორივე მონაწილე მხარესთან მიმართებაში, ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც ატარებს ამ სახელმწიფოს მოქალაქეობას მისი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ტერმინი „იურიდიული პირი“, ორივე მონაწილე მხარესთან მიმართებაში,ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც დაფუძნებული ან სხვაგვარად ორგანიზებულია ერთი მონაწილე მხარის ტერიტორიაზე ამ მონაწილე მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, გააჩნია თავისი სათავო ოფისი ამ მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლდება ერთი მონაწილე მხარის მოქალაქის ან იურიდიული პირის მიერ, რომელსაც გააჩნია თავისი სათავო ოფისი ერთი მონაწილე მხარის ტერიტორიაზე და დაფუძნებული ან სხვაგვარად ორგანიზებულია ამ მონაწილე მხარის კანონმდებლობის შესაბამისად.
5. ტერმინი „შემოსავალი“ ნიშნავს ინვესტიციებიდან მიღებულ თანხებს და კერძოდ, მაგრამ არამხოლოდ, მოიცავს მოგებას, პროცენტებს, მოგებას კაპიტალზე, დივიდენდებს, როიალთის, ჰონორარებს, ანაზღაურების ნებისმიერ სხვა ფორმას.
6. ტერმინი „ტერიტორია“ ნიშნავს სახმელეთო საზღვრებს შიგნით მდებარე ზონებს და აგრეთვე „საზღვაო ზონებს“. ეს უკანასკნელი აგრეთვე მოიცავს საზღვაო და წყალქვეშა ზონებს, რომლებზეც საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად მონაწილე მხარეები ახორციელებენ სუვერენიტეტს და სუვერენულ ან იურისდიქციულ უფლებებს.
7. „საინვესტიციო შეთანხმება“ ნიშნავს მონაწილე მხარესა (ან მის სააგენტოებს ან აღმასრულებელ ორგანოებს) და მეორე მონაწილე მხარის ინვესტორს შორის შეთანხმებას ინვესტიციების შესახებ.
8. „ხელმიწვდომის უფლება“ ნიშნავს ერთი მონაწილე მხარის ინვესტორის უფლებას, ნება დაერთოს განახორციელოს ინვესტიციები მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, ამ უკანასკნელის კანონების და წესების შესაბამისად.
მუხლი 2🔗. ინვესტიციების წახალისება და დაცვა
1. ორივე მონაწილე მხარე ხელს შეუწყობს მეორე მონაწილე მხარის ინვესტორს განახორციელოს ინვესტირება მათ ტერიტორიაზე მათი კანონებისა და წესების შესაბამისად.
2. ერთ-ერთი მონაწილე მხარის ინვესტორებს მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე საინვესტიციო საქმიანობისათვის, ამ უკანასკნელი მონაწილე მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, ექნებათ არანაკლებ ხელშემწყობი ხელმიწვდომის უფლება, ვიდრე ის, რომელიც მინიჭებულია 3.1. მუხლით.
3. ორივე მონაწილე მხარემ ყოველთვის უნდა უზრუნველყოს თანაბარი და სამართლიანი რეჟიმით მეორე მონაწილე მხარის ინვესტორების ინვესტიციები, ორივე მონაწილე მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ მათ ტერიტორიაზე მეორე მონაწილე მხარის ინვესტორების მიერ განხორციელებული ინვესტიციების მართვა, ხელშეწყობა, გამოყენება, გარდაქმნა, სარგებლობა ან გადანაწილება,ისევე როგორც იურიდიული პირების, კერძოდ, მაგრამ არაამომწურავად, ის კომპანიები და საწარმოები, რომლებშიც განხორციელდა ეს ინვესტიციები არანაირად არ უნდა გახდნენ უსამართლო ან დისკრიმინაციული ზომების საგანი.
4. თითოეულმა მონაწილე მხარემ თავის ტერიტორიაზე, თითოეული კონკრეტული ინვესტორის მიმართებაში, უნდა შექმნას და უზრუნველყოს ხელსაყრელი ეკონომიკური და სამართლებრივი პირობები, კეთილსინდისიერად, ყველა აღებული ვალდებულებების შესაბამისად.
მუხლი 3🔗. ეროვნული და უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი
1. ორივე მონაწილე მხარემ, მათი შესაბამისი ტერიტორიების საზღვრებს შიგნით უნდა შეუქმნას მეორე მონაწილე მხარის ინვესტორების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებსა და მათ წილად მოსულ შემოსავლებს იმაზე არანაკლებ ხელშემწყობი რეჟიმი, ვიდრე ის, რომელიც მინიჭებული აქვთ თავიანთი, ან მესამე სახელმწიფოს ინვესტორების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს ან მათ წილად მოსულ შემოსავლებს.
2. თუ ერთ-ერთი მონაწილე მხარის მიმართ მოქმედებს ან მომავალში იმოქმედებს საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებიც შეიცავენ წესებს, საერთოსა თუ კონკრეტულს და მეორე მონაწილე მხარის ინვესტორების ინვესტიციებს იმაზე უფრო ხელსაყრელ რეჟიმს შესთავაზებენ ვიდრე ის, რომელიც შემოთავაზებულია ამ ხელშეკრულებით, ასეთი წესები, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი უფრო ხელსაყრელია, უპირატესობით ისარგებლებენ ამ ხელშეკრულებაზე.
3. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები არ ეხება იმ უპირატესობებსა და პრივილეგიებს, რომლებიც ერთ-ერთმა მონაწილე მხარემ შეიძლება მიანიჭოს მესამე სახელმწიფოების ინვესტორებს საბაჟო ან ეკონომიკურ კავშირში, საერთო ბაზარში, თავისუფალ სავაჭრო ზონაში, რეგიონულ ან სუბრეგიონულ შეთანხმებაში, მრავალმხრივ საერთაშორისო ეკონომიკურ შეთანხმებაში ან იმ შეთანხმებებში მისი გაწევრიანების საფუძველზე, რომლებიც ითვალისწინებენ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებას ან საზღვრისპირა ვაჭრობისათვის ხელშეწყობას.
მუხლი 4🔗. ზარალის ან დანაკარგების ანაზღაურება
ერთი მონაწილე მხარის ინვესტორებს, რომლის ინვესტიციებმაც განიცადეს დანაკარგი ან ზარალი მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე ომის, შეიარაღებული კონფლიქტის სხვა ფორმების, საგანგებო მდგომარეობის, სამოქალაქო მღელვარების ან სხვა მსგავსი მოვლენების შედეგად, უფლება მიეცემათ მონაწილე მხარის მიერ, რომლის ტერიტორიაზეც განხორციელდა ინვესტიცია მიიღონ ადეკვატური კომპენსაცია ასეთი დანაკარგების ან ზარალის გამო, მიუხედავად იმისა, იყო თუ არა ასეთი დანაკარგი ან ზარალი სამთავრობო ძალების მიზეზით გამოწვეული. საკომპენსაციო გადასახადები იქნება თავისუფლად ტრანსფერებადი, დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე.
დაინტერესებული ინვესტორები მიიღებენ იგივე რეჟიმს, როგორც მეორე მონაწილე მხარის მოქალაქეები და ყოველ შემთხვევაში იმაზე არანაკლებ ხელშემწყობს, ვიდრე იმას, რომელიც მინიჭებულია მესამე ქვეყნების ინვესტორებისათვის.
მუხლი 5🔗. ექსპროპრიაცია
1. თითოეული მონაწილე მხარის ინვესტორების ინვესტიციები არ უნდა იყოს „de jure„ ან „de facto“, ექსპროპრირებული ან დაქვემდებარებული იმ ზომებისადმი, რომლებსაც მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე ნაციონალიზაციის ან ექსპროპრიაციის (შემდგომში წოდებული „ექსპროპრიაცია“) მსგავსი ეფექტი გააჩნიათ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს საზოგადო მიზნებსა და ეროვნულ ინტერესებს ეხება.
ექსპროპრიაცია უნდა განხორციელდეს კანონმდებლობის შესაბამისი პროცესის თანახმად, არადისკრიმინაციულ საფუძველზე და სწრაფი, ადეკვატური და ეფექტური კომპენსაციის გადახდის საფუძველზე.
ექსპროპრიირებული ინვესტიციის ასეთი კომპენსაცია უნდა იყოს იმ საბაზრო ღირებულების ეკვივალენტური, რომელიც მათ გააჩნდათ უმალ ექსპროპრიაციის გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტისათვის.
გაცვლითი კურსი, რომელიც მიესადაგება რომელიმე მსგავს კომპენსაციას უნდა იყოს ისეთი, რომელიც არსებობდა ექსპროპრიაციის შესახებ გადაწყვეტილების უმალვე გამოცხადების მომენტისათვის.
კომპენსაცია უნდა შეიცავდეს LIBOR-ის საფუძველზე გამოთვლილ პროცენტს, ექსპროპრიაციის თარიღიდან გადახდის თარიღამდე, გადაუდებლივ უნდა იქნეს განხორციელებული ან ნებისმიერ შემთხვავაში უნდა იყოს სამი თვის მანძილზე ეფექტურად რეალიზებადი და კონვერტირებად ვალუტაში თავისუფლად ტრანსფერებადი.
2. მიმღებ მონაწილე მხარესა და ინვესტორს შორის კომპენსაციის რაოდენობასთან დაკავშირებით გაუგებრობის არსებობის შემთხვევაში, ეს უკანასკნელი განსაზღვრული უნდა იქნეს საინვესტიციო დოკუმენტებით გათვალისწინებული პარამეტრების მიხედვით.
3. ამ მუხლის დებულებები აგრეთვე გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე მხარე ექსპროპრიაციას უკეთებს იმ კომპანიის აქტივებს, რომელიც რეგისტრირებული ან დაფუძნებულია მის ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის თანახმად და რომლის წილსაც ფლობენ მეორე მონაწილე მხარის ინვესტორები.
იმ შემთხვევაში, როდესაც ექსპროპრიაციის ობიექტი არის იტალიელი და ქართველი ინვესტორების მიერ ერთობლივად დაფუძნებული იურიდიული პირი, ინვესტორის წილის შეფასება მოხდება იმ ვალუტაში, რომელშიც განხორციელდა ინვესტიცია და არ იქნება საწყის ღირებულებაზე ნაკლები, გაზრდილი – კაპიტალის ნამატითა და კაპიტალის გადაფასებით, გაუნაწილებელი მოგებითა და სარეზერვო ფონდებით და შემცირებული – კაპიტალის შემცირებისა და დანაკარგების რაოდენობით.
4. ერთ-ერთი მონაწილე მხარის ინვესტორს, რომელიც აცხადებს, რომ მისი ინვესტიციები მთლიანად ან ნაწილობრივ დაზარალდა ექსპროპრიაციის შედეგად, ექნება მეორე მონაწილე მხარის კომპეტენტურ სასამართლო ან ადმინისტრაციულ დაწესებულებებში სწრაფი განხილვის უფლება, იმის განსასაზღვრავად და ყველა სხვა შესაბამისი საკითხების გადასაწყვეტად, განხორციელდა თუ არა ასეთი ზომა და თუ განხორციელდა, შეესაბამება თუ არა ეს ზომა და ნებისმიერი კომპენსაცია ამ ხელშეკრულების დებულებებსა და საერთაშორისო კანონმდებლობის პრინციპებს.
5. კომპენსაცია ჩაითვლება გადახდილად, თუ იგი განხორციელებულ იქნა იმავე ვალუტაში, რომლითაც უცხოელმა ინვესტორმა განახორციელა ინვესტიცია, იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი ვალუტა არის ან რჩება კონვერტირებადად, ანდა ინვესტორის მიერ აღიარებულ სხვა ნებისმიერ ვალუტაში, კომპენსაცია იქნება თავისუფლად ტარნსფერებადი.
6. ამ მუხლის დებულებები აგრეთვე გამოიყენება ინვესტიციების შედეგად მიღებული მოგებისა და გაკოტრების შემთხვევაში ლიკვიდაციის შედეგად მიღებული თანხის მიმართ.
7. თუ ექსპროპრიაციის შედეგად ქონების ჩამორთმევის შემდეგ, ნახსენები აქტივები მთლიანად ან ნაწილობრივ არ იქნა გამოყენებული, ამ მიზნისათვის მფლობელს ან მის სრულუფლებიან წარმომადგენლებს ეძლევათ საბაზრო ფასებში აქტივების გამოსყიდვის უფლება.
მუხლი 6🔗. ინვესტიციებთან დაკავშირებული კაპიტალის, მოგებისა და შემოსავლის რეპატრიაცია
1. თითოეულმა მონაწილე მხარემ უნდა გასცეს გარანტია იმის შესახებ, რომ მეორე მონაწილე მხარის ინვესტორებს შეუძლიათ საზღვარგარეთ გადარიცხონ ინვესტიციებთან დაკავშირებული თანხები, დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე, ნებისმიერ კონვერტირებად ვალუტაში. ამგვარი გადარიცხვები უნდა შეიცავდეს, კერძოდ, მაგრამ არაამომწურავად:
ა) კაპიტალსა და დამატებით კაპიტალს, რეინვესტირებული შემოსავლის ჩათვლით, რომელიც გამოყენებულია ინვესტიციის უზრუნველყოფისა და გაზრდისათვის;
ბ) სუფთა შემოსავალს, დივიდენდებს, როიალთის, ჰონორარებს, პროცენტებსა და სხვა სახის მოგებას;
გ) ინვესტიციის მთლიანი ან ნაწილობრივი ლიკვიდაციისაგან ან მთლიანი ან ნაწილობრივი გაყიდვისაგან მიღებულ შემოსავალს;
დ) ანაზღაურებასა და ხელფასებს, გადახდილს მეორე მონაწილე მხარის მოქალაქეებისათვის, იმ სამუშაოსა და მომსახურების შესრულებისათვის, რომელიც დაკავშირებულია მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე განხორციელებულ ინვესტიციებთან, მოქმედი ეროვნული კანონითა და საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული რაოდენობითა და წესების მიხედვით.
2. თითოეულმა მონაწილე მხარემ უნდა შეუქმნას მეორე მონაწილე მხარის ინვესტორებს ინვესტიციასთან დაკავშირებული სესხებისა და მათზე დარიცხული პროცენტების გადახდისათვის საზღვარგარეთ სახსრების გადარიცხვის პირობები, დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე, ნებისმიერ კონვერტირებად ვალუტაში.
3. ამ შეთანხმების მე-3 მუხლის მოქმედების შეზღუდვის გარეშე მონაწილე მხარეები იღებენ ვალდებულებას ამ მუხლის 1-ლ პარაგრაფში ნახსენები გადარიცხვების მიმართ გამოიყენონ ისეთივე ხელსაყრელი რეჟიმი, რომელიც მინიჭებულია მესამე სახელმწიფოს ინვესტორების მიერ განხორციელებული ინვესტიციებისადმი, იმ შემთხვევაში, თუ ის უფრო ხელსაყრელია.
მუხლი 7🔗. სუბროგაცია
იმ შემთხვევაში, თუ ერთმა მონაწილე მხარემ ან მისმა დაწესებულებამ გასცა მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე თავისი ერთ-ერთი ინვესტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციისათვის გარანტია არაკომერციულ რისკთან მიმართებაში და ნახსენები ინვესტორისადმი განახორციელა გადახადა ამ გარანტიის საფუძველზე, მეორე მონაწილე მხარემ უნდა აღიაროს ინვესტორის უფლებების გადაცემა პირველად ხსენებულ მონაწილე მხარისადმი ან მისი დაწესებულებისადმი.
მუხლი 8🔗. გადარიცხვის პროცედურები
1. მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 მუხლებში ნახსენები გადარიცხვები განხორციელებული უნდა იქნეს კონვერტირებად ვალუტაში, დაუსაბუთებელი შეფერხების გარეშე, ნებისმიერ შემთხვევაში არაუმეტეს ექვსი თვის განმავლობაში, ყველა საფინანსო ვალდებულებების დაკმაყოფილების შემდეგ. ყველა გადარიცხვა უნდა მოხდეს იმ მომენტისათვის დაფიქსირებული გაცვლითი კურსით, როცა ინვესტორი ახორციელებს ამ გადარიცხვას, გარდა იმ შემთხვევებისა, რომელიც აღნიშნულია მე-5 მუხლის 1-ლ პარაგრაფში.
2. წინა პარაგრაფში აღნიშნული საფინანსო ვალდებულებები ითვლება შესრულებულად, თუ ინვესტორი განახორციელებს იმ მონაწილე მხარის კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოქმედებებს, რომლის ტერიტორიაზეც განხორციელდა ინვესტიცია.
მუხლი 9🔗. დავის მოგვარება ინვესტორებსა და მონაწილე მხარეებს შორის
1. ნებისმიერი დავა, ინვესტიციის თაობაზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ერთი მონაწილე მხარისა და მეორე მონაწილე მხარის ინვესტორს შორის, კომპენსაციის რაოდენობასთან დაკავშირებული დავების ჩათვლით, გადაწყვეტილი უნდა იქნეს შეძლებისდაგვარად მეგობრული გზით.
2. იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორმა და ერთ-ერთმა მონაწილე მხარემ წინასწარ განსაზღვრეს საინვესტიციო შეთანხმება, მაშინ გამოიყენება ასეთ საინვესტიციო შეთანხმებაში გათვალისწინებული პროცედურა.
3. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი დავის მოგვარება ვერ მოხერხდება მეგობრული გზით, დავის მოგვარების შესახებ წერილობითი შეტყობინების დღიდან ექვსი თვის განმავლობაში, ინვესტორს შეუძლია თავისი არჩევნისდა მიხედვით წარუდგინოს დავა განსახილველად:
ა) ტერიტორიული იურისდიქციის მქონე მონაწილე მხარის სასამართლოს;
ბ) „ad hoc“-ის საარბიტრაჟო სასამართლოს, საერთაშორისო სავაჭრო კანონის შესახებ გაერთიანებული ერების კომისიის (UNCITRAL) საარბიტრაჟო წესის შესაბამისად. მასპინძელი მხარე იღებს ვალდებულებას მიიღოს ნახსენები საარბიტრაჟო სასამართლო;
გ) საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრს, რომელიც ახორციელებს საარბიტრაჟო პროცედურებს, სახელმწიფოებსა და მეორე სახელმწიფოების მოქალაქეებს შორის საინვესტიციო დავების მოგვარების შესახებ, 1965 წლის 18 მარტის ვაშინგტონის კონვენციის თანახმად, თუ ან როგორც კი, ორივე მონაწილე მხარე მიუერთდება მას.
4. ორივე მონაწილე მხარემ თავი უნდა შეიკავოს დიპლომატიური არხების მეშვეობით საარბიტრაჟო პროცედურასთან ან სასამართლო პროცედურებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის მოლაპარაკებისაგან მანამ, ვიდრე ეს პროცედურები შეთანხმდება და ერთ-ერთი მონაწილე მხარე არ შეასრულებს საარბიტრაჟო სასამართლოს ან საკანონმდებლო სასამართლოს გადაწყვეტილებას, დადგენილებით გათვალისწინებულ ვადაში ან კიდევ იმ ვადაში, რომელიც შეიძლება განისაზღვროს იმ საერთაშორისო ან ადგილობრივი კანონმდებლობის დებულებების საფუძველზე, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნან ამ შემთხვევისათვის.
მუხლი 10🔗. დავის მოგვარება მონაწილე მხარეებს შორის
1. ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მონაწილე მხარეებს შორის ამ შეთანხმების ინტერპრეტაციასთან ან მოქმედებასთან დაკავშირებით, მოგვარებული უნდა იქნეს დიპლომატიური არხების მეშვეობით შეძლებისდაგვარად მეგობრული გზით.
2. იმ შემთხვევაში, თუ დავის მოგვარება ვერ მოხერხდება ერთი მონაწილე მხარის მიერ მეორე მონაწილე მხარისათვის წერილობითი შეტყობინების დღიდან ექვსი თვის ვადაში, ამგვარი დავა ერთ-ერთი მონაწილე მხარის მოთხოვნით, ამ მუხლის შესაბამისად, წარედგინება „ad hoc“ საარბიტრაჟო სასამართლოს.
3. საარბიტრაჟო სასამართლო დაფუძნებული უნდა იქნეს შემდეგი წესით: არბიტრაჟის ჩატარების შესახებ მოთხოვნის მიღების თარიღიდან ორი თვის ვადაში, თითოეულმა მონაწილე მხარემ უნდა დანიშნოს ტრიბუნალის წევრი. ორმა წევრმა პრეზიდენტის მოვალეობის შესასრულებლად უნდა აირჩიოს მესამე ქვეყნის მოქალაქე. პრეზიდენტი არჩეული უნდა იქნეს სხვა ორი წევრის დანიშვნის დღიდან სამი თვის ვადაში.
4. თუ ამ მუხლის მე-3 პარაგრაფში განსაზღვრული პერიოდის მანძილზე არ მოხდება დანიშვნები, თითოეული მონაწილე მხარე სხვა შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში სთხოვს საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტს გააკეთოს დანიშვნა. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს პრეზიდენტი არის ერთ-ერთი მონაწილე მხარის მოქალაქე ან სხვა რაიმე მიზეზის გამო მისთვის შეუძლებელია დანიშვნის გაკეთება, თხოვნით უნდა მიემართოს სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტს. თუ სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი არის ერთ-ერთი მონაწილე მხარის მოქალაქე, ან სხვა რაიმე მიზეზის გამო მას არ შეუძლია დანიშვნის გაკეთება, საერთაშორისო სასამართლოს რიგით უფროსი წევრი, რომელიც არარის ერთ-ერთი მონაწილე მხარის მოქალაქე მიწვეულ იქნება დანიშვნის გასაკეთებლად.
5. საარბიტრაჟო სასამართლომ უნდა მართოს ხმათა უმრავლესობით და მისი გადაწყვეტილებები სავალდებულო იქნება ორივე მონაწილე მხარისათვის. ყოველმა მონაწილე მხარემ უნდა გადაიხადოს ტრიბუნალის საკუთარი წევრისა და თავისი წარმომადგენლების ხარჯები საქმის მოსმენის დროს. პრეზიდენტის ხარჯები და სხვა ნებისმიერი ხარჯები თანაბრად უნდა იქნეს განაწილებული მონაწილე მხარეთა შორის.
საარბიტრაჟო ტრიბუნალმა უნდა დაადგინოს საკუთარი პროცედურები.
მუხლი 11🔗. სხვა დებულებების გამოყენება
1. თუ საკითხი წარიმართება ამ შეთანხმებისა და სხვა საერთაშორისო შეთანხმების მიხედვით, რომლის ხელმომწერიც არის ორივე მონაწილე მხარე, ან საერთაშორისო კანონმდებლობის ზოგადი დებულებებით, მონაწილე მხარეებისა და მათი ინვესტორებისადმი უნდა იქნეს გამოყენებული ყველაზე ხელსაყრელი პირობები.
2. როდესაც ერთი მონაწილე მხარის მიერ მეორე მონაწილე მხარის ინვესტორებისადმი თავისი კანონმდებლობისა და საკანონმდებლო აქტების, სხვა დებულებების, განსაზღვრული კონტრაქტის, საინვესტიციო ნებართვების ან საინვესტიციო შეთანხმების მიხედვით მინიჭებული რეჟიმი უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ამ შეთანხმებითაა გათვალისწინებული, გამოიყენება უფრო ხელსაყრელი რეჟიმი.
3. ინვესტიციის განხორციელების შემდეგ, ინვესტიციების მიმართებაში დამცავი პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა აისახოს იმ მონაწილე მხარის კანონმდებლობაში, რომლის ტერიტორიაზეც განხორციელდა ინვესტიცია, ამასთანავე წინა კანონმდებლობით გათვალისწინებული დამცავი პირობები არ შეიძლება იქნეს გამოყენებული.
მუხლი 12🔗. ძალაში შესვლა
ეს შეთანხმება ძალაში შევა მეორე შეტყობინების მიღების დღიდან, რომლითაც ორივე მონაწილე მხარე აცნობებს ერთმანეთს ამ შეთანხმების ძალაში შესვლასთან დაკავშირებული შესაბამისი სარატიფიკაციო პროცედურების დასრულების შესახებ.
მუხლი 13🔗. დამატებები
ამ შეთანხმების დებულებებში დამატებების შეტანა შეიძლება შეთანხმებულ იქნეს მონაწილე მხარეთა შორის. ამგვარი დამატებები ძალაში შევა იმ დღიდან, როდესაც მონაწილე მხარეები წერილობით შეატყობინებენ ერთმანეთს, მათი ძალაში შესვლისათვის საჭირო ყველა შესაბამისი სარატიფიკაციო პროცედურების დასრულების შესახებ.
მუხლი 14🔗. შეთანხმების მოქმედების ხანგრძლივობა და შეწყვეტის პირობები
1. ეს შეთანხმება იმოქმედებს, მე-12 მუხლით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინების დღიდან 10 წლის განმავლობაში და ძალაში დარჩება შემდგომი ხუთი წლის მანძილზე მანამდე, სანამ მისი დასრულების თარიღამდე ერთი წლით ადრე ერთ-ერთი მონაწილე მხარე წერილობით არ განაცხადებს თავის გადაწყვეატილებას მისი მოქმედების შეწყვეტის შესახებ.
2. იმ შემთხვევაში, როცა ინვესტიციები გნხორციელდა შეწყვეტის დღემდე, როგორც ეს ამ მუხლის 1-ელ პარაგრაფშია გათვალისწინებული, 1-დან მე-11 მუხლების დებულებები ძალაში დარჩება შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში ზემოხსენებული თარიღის შემდეგ.
ამის დასტურად, სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა ქვემოთ ხელის მომწერებმა ხელი მოვაწერეთ ამ შეთანხმებას.
ხელმოწერილია 1995 წლის 15 მაისს, ქ. რომში, ორ ეგზემპლარად, ქართულ, იტალიურ და ინგლისურ ენებზე, სამივე ტექსტს აქვს თანაბარი ძალა.
ინტერპრეტაციის დროს განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
იტალიის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
ოქმი
საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმების ხელმოწერისას, მონაწილე მხარეები აგრეთვე შეთანხმდნენ შემდეგ მუხლებზე, რომლებიც შეადგენენ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
1. ინვესტიციებთან დაკავშირებული საქმიანობა
ამ შეთანხმების დებულებები აგრეთვე გამოიყენება ინვესტიციებთან დაკავშირებული ყველა სახის საქმიანობის მიმართ. ეს საქმიანობა უნდა შეიცავდეს, კერძოდ, მაგრამ არამხოლოდ:
საქმის წარმართვისათვის კომპანიების, ფილიალების, სააგენტოების, ოფისების, ქარხნების ან სხვა საშუალებების ორგანიზაციას, კონტროლს, მართვას, ექსპლუატაციას და განთავსებას; კონტრაქტების დადებასა და განხორციელებას; ყველა სახის ქონების მოპოვებას, გამოყენებას, დაცვასა და განთავსებას ინტელექტუალური საკუთრების ჩათვლით; კაპიტალის სესხებას; თანაბარი წილებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების შესყიდვას, გამოშვებასა და გაყიდვას და იმპორტისათვის საჭირო ვალუტის შესყიდვას.
2. მეორე მუხლთან მიმართებაში
ა) მონაწილე მხარეს (ან მის სააგენტოებს ან საშუამავლო დაწესებულებებს) შეუძლია წინასწარ შეუთანხმოს მეორე მონაწილე მხარის ინვესტორებს, რომლებიც მონაწილე მხარეების ტერიტორიებზე ახორციელებენ ეროვნული ინტერესის მქონე ინვესტიციას ის საინვესტიციო შეთანხმება, რომელიც წარმართავს კონკრეტულ იურიდიულ ურთიერთობას ნახსენებ ინვესტიციებთან მიმართებაში;
ბ) არცერთი მონაწილე მხარე არ დააწესებს ინვესტიციების შექმნის, გავრცობის ან გაგრძელების პირობას, რომელსაც შეუძლია იგულისხმოს ნებისმიერი შეზღუდვის მიღება ან დაკისრება შიდა ან საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქციის გაყიდვასთან დაკავშირებით, ან რომელიც განსაზღვრავს იმას, რომ პროდუქცია უნდა გაიყიდოს ადგილზე, ან მსგავს პირობებს;
გ) თითოეული მონაწილე მხარე ინვესტიციებისა და საინვესტიციო შეთანხმებათა მიმართ ეფექტური ზომებით უზრუნველყოფს სარჩელთა დაცვას და უფლებათა გაძლიერებას;
დ) თითოეული მონაწილე მხარის მოქალაქეებს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან იმუშაონ მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით, მიმღები მონაწილე მხარის კანონმდებლობის შესაბამისად მიეცემათ შესაბამის პირობებში თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლება;
ე) თითოეული მონაწილე მხარე თავისი კანონმდებლობისა და საკანონმდებლო აქტების მიხედვით შესაძლებლობისდაგვარად გადაჭრის შეთანხმებით გათვალისწინებული საინვესტიციო საქმიანობის განსახორციელებლად მის ტერიტორიაზე მეორე მონაწილე მხარის მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების შესვლასთან, გაჩერებასთან, მუშაობასთან და გადაადგილებასთან დაკავშირებულ პრობლემებს;
ვ) იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც დაფუძნებულნი არიან ერთი მონაწილე მხარის შესაბამისი კანონმდებლობისა ან საკანონმდებლო აქტების მიხედვით და რომლებიც ეკუთვნიან ან კონტროლდებიან მეორე მონაწილე მხარის ინვესტორების მიერ, ნება მიეცემათ შეარჩიონ მაღალი რანგის მმართველი პერსონალი, მიუხედავად ეროვნებისა, მიმღები მონაწილე მხარის კანონმდებლობის შესაბამისად.
3. მე-3 მუხლთან მიმართებაში
ნედლეულისა და გადამუშავებული მასალების, ენერგიის, სათბობისა და წარმოების საშუალებების შესყიდვასთან, ვაჭრობასთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ ყველა საქმიანობას, ისევე, როგორც მათთან დაკავშირებულ ნებისმიერი სხვა სახის მოქმედებას დაკავშირებულს ამ შეთანხმებით გათვალისწინებულ საინვესტიციო საქმიანობასთან, თითოეული მონაწილე მხარის ტერიტორიაზე მიენიჭებათ იმაზე არანაკლებ ხელშემწყობი რეჟიმი, ვიდრე ის, რომელიც მინიჭებულია მიმღები მონაწილე მხარის ან მესამე სახელმწიფოს ინვესტორების მიერ აღებულ მსგავს საქმიანობისა და წამოწყებების მიმართ.
4. მე-5 მუხლთან მიმართებაში
ნებისმიერი ზომა, მიღებული ერთ-ერთი მონაწილე მხარის ინვესტორის მიერ განხორციელებული ინვესტიციის მიმართ, რომელიც სუბსტრაგირებას უკეთებს საფინანსო წყაროებს ან სხვა აქტივებს ინვესტიციიდან ან ხდება მიზეზი ამ ინვესტიციის ღირებულების საგრძნობი ზიანისა, ისევე როგორც მსგავსი ეფექტის მქონე ნებისმიერი სხვა ზომა, ჩაითვლება მე-5 მუხლის 1-ლ პარაგრაფში ნახსენებ ერთ-ერთ ზომად.
5. მე-5 მუხლთან მიმართებაში
მე-9 მუხლის (3) (ბ)-ს თანახმად, საარბიტრაჟო სასამართლო უნდა წარიმართოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო სავაჭრო კანონის შესახებ კომისიის (UNCITRAL|) საარბიტრაჟო სტანდარტების შესაბამისად, ისევე როგორც შემდეგი პირობებიდან გამომდინარე:
ა) საარბიტრაჟო ტრიბუნალი უნდა შესდგეს სამი არბიტრისაგან; თუ ისინი არ წარმოადგენენ რომელიმე მონაწილე მხარის მოქალაქეებს, ისინი უნდა იყვნენ იმ სახელმწიფოების მოქალაქეები, რომელთაც გააჩნიათ დიპლომატიური ურთიერთობა ორივე მონაწილე მხარესთან.
არბიტრების დანიშვნა, საჭიროებისდა მიხედვით UNCITRAL-ის წესების თანახმად, უნდა შესრულდეს სტოკჰოლმის სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო ინსტიტუტის პრეზიდენტის, როგორც დანიშვნისადმი უფლებამოსილი პირის მიერ. არბიტრაჟი გაიმართება სტოკჰოლმში იმ შემთხვევაში, თუ არბიტრაჟის ორი მხარე ხსვაგვარად არ შეთანხმდება.
ბ) გადაწყვეტილების გამოტანისას საარბიტრაჟო სასამართლო, ნებისმიერ შემთხვევაში, აგრეთვე ითვალისწინებს ამ შეთანხმების დებულებებს, ისევე როგორც ორივე მონაწილე მხარის მიერ აღიარებული საერთაშორისო კანონების პრინციპებს.
მონაწილე მხარეების ტერიტორიაზე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღიარება და შესრულება ხდება მათი მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი საერთაშორისო კონვენციის მიხედვით, რომლის წევრებიც არიან მხარეები.
დასტურად აღნიშნულისა, ქვემოთ ხელის მომწერნი, რომლებიც უფლებამოსილნი არიან მათი მთავრობების მიერ, ხელი მოაწერეს ნამდვილ პროტოკოლს.
შესრულებულია ქ. რომში, 1997 წლის 15 მაისს, ორ ეგზემპლარად, ქართულ, იტალიურ და ინგლისურ ენებბზე, ყველა ტექსტს აქვს თანაბარი ძალა.
აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში ტექსტს ინგლისურ ენაზე ენიჭება უპირატესობა.
საქართველოს მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
იტალიის რესპუბლიკის მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)