ქ. ბათუმში, ზ. გორგილაძის (ყოფილი ერას)ქუჩაზე დაწესებული ცალმხრივი მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმის მოქმედების დროებით შეჩერების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№28
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.132.016055
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110622001, 24/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

თვითმმართველი ქალაქის–ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №28

2011 წლის 21 ივნისი

ქ. ბათუმი

ქ. ბათუმში, ზ. გორგილაძის (ყოფილი ერას) ქუჩაზე დაწესებული ცალმხრივი მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმის მოქმედების დროებით შეჩერების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის22-ე მუხლის1-ლი პუნქტის„რ“ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის–ბათუმის საკრებულო ადგენს:

 

1. „ქ. ბათუმში ერას, ფარნავაზ მეფის, მ. აბაშიძის ქუჩებზე და ე.წ. „ძველ ბათუმში“ საავტომობილო მოძრაობის დარეგულირების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-9დადგენილების(გაზეთი „აჭარა“ №24, 14.02.2007წ. გვ. 17-19) პირველი პუნქტის იმ ნორმის მოქმედება, რომელიც შეეხება ქ. ბათუმში, ზ. გორგილაძის (ყოფილი ერას) ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესებას, შეჩერებულ იქნეს დროებით (გარდა ზ. გორგილაძის ქუჩის იმ მონაკვეთისა, რომელიც მდებარეობს დ. თავდადებულისა და                          ნ. ბარათაშვილის ქუჩებს შორის) საკრებულოს მიერ მისი ამოქმედების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.

2. დადგენილების შესახებ ეცნობოს საპატრულო პოლიციის შესაბამის სამსახურს.

3. ეს დადგენილება გამოქვეყნდეს კანონმდებლობის დადგენილი წესით და ამოქმედდეს 2011 წლის 9 ივნისიდან.

საკრებულოს თავმჯდომარე გ. კირთაძე

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქ. ბათუმში, ზ. გორგილაძის (ყოფილი ერას)ქუჩაზე დაწესებული ცალმხრივი მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმის მოქმედების დროებით შეჩერების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქ. ბათუმში, ზ. გორგილაძის (ყოფილი ერას)ქუჩაზე დაწესებული ცალმხრივი მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმის მოქმედების დროებით შეჩერების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.06.2011.
როდის იქნა მიღებული „ქ. ბათუმში, ზ. გორგილაძის (ყოფილი ერას)ქუჩაზე დაწესებული ცალმხრივი მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმის მოქმედების დროებით შეჩერების შესახებ“?
„ქ. ბათუმში, ზ. გორგილაძის (ყოფილი ერას)ქუჩაზე დაწესებული ცალმხრივი მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმის მოქმედების დროებით შეჩერების შესახებ“ მიღებულია 21.06.2011. მიმღები ორგანო — თვიმმართველი ქალაქი ბათუმი. დოკუმენტის ნომერი — №28. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.132.016055.
სად არის „ქ. ბათუმში, ზ. გორგილაძის (ყოფილი ერას)ქუჩაზე დაწესებული ცალმხრივი მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმის მოქმედების დროებით შეჩერების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.06.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ქ. ბათუმში, ზ. გორგილაძის (ყოფილი ერას)ქუჩაზე დაწესებული ცალმხრივი მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმის მოქმედების დროებით შეჩერების შესახებ“, №28, 21.06.2011, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.132.016055 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.06.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1381111/