ხელშეკრულება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ

მიღების თარიღი 08.03.1996
ძალაში შესვლა 18.02.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480160000.02.002.000474
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 30/01/2004
matsne.gov.ge 7,444 სიტყვა · ~37 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.03.1996 მიღება
18.02.1997 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ხელშეკრულება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kvekanaxml, li.kvekanaxml, div.kvekanaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:600.0pt 750.0pt; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ხ ე ლ შ ე კ რ უ ლ ე ბ ა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ      საქართველო და აზერბაიჯანის რესპუბლიკა დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ რა სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას, შეთანხმდნენ შემდეგზე: პირველი თავი ზოგადი დებულებანი 1. სამართლებრივი დაცვა     მუხლი 1🔗 სამართლებრივი დაცვის მოცულობა 1. ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორც საკუთარი მოქალაქეები. ამ მიზნით მათ უფლება აქვთ თავისუფლად მიმართონ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოებს, პროკურატურისა და სახელმწიფო ნოტარიატის ორგანოებს (შემდგომში „იუსტიციის დაწესებულებებად”    წოდებულთ) და სხვა დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ მათში, აღძრან შუამდგომლობა და წარადგინონ სარჩელი, აგრეთვე განახორციელონ სხვა პროცესუალური მოქმედებანი, იმავე პირობებით როგორც საკუთარმა მოქალაქეებმა. 2. ამ ხელშეკრულების დებულებანი შესაბამისად გამოიყენება იურიდიული პირებისა და მათთან გათანაბრებული იმ წარმომნაქმნების მიმართ, რომლებიც ხელშეკრულების მონაწილე ერთ-ერთი მხარის კანონმდებლობის შესაბამისადაა შექმნილი.     მუხლი 2🔗 სასამართლო ხარჯები ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეებს რომლებიც ხელშერულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოებში გამოდიან და იმყოფებიან ხელშეკრულების მონაწილე ერთ-ერთი მხარის ტერიტორიაზე, არ შეიძლება დაეკისროთ სასამართლო ხარჯების ანაზღაურება მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ისინი უცხოელები არიან, ან არ გააჩნიათ საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის ტერიტორიაზე, რომლის წინაშეც ისინი გამოდიან.     მუხლი 3🔗 სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლება 1. ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეებს ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოები ათავისუფლებენ საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებისა და სახელმწიფო ბაჟის (შემდგომში “სასამართლო ხარჯები”) გადახდისაგან იმავე პირობებითა და იმავე მოცულობით, როგორც საკუთარ მოქალაქეებს.      2. ხელშეკრულების მონაწილე მხარის კომპეტენტური სასამართლოს მიერ კონკრეტულ საქმეზე სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლება, გადაწყვეტილების აღსრულების ჩათვლით, ვრცელდება ყველა იმ პროცესუალურ მოქმედებაზე, რომლებსაც ამ პროცესის მსვლელობისას ახორციელებენ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოები.      3. სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გასათავისუფლებლად საჭირო დოკუმენტს პირადი და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ გასცემს ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კომპეტენტური დაწესებულება, რომლის ტერიტორიაზეც განმცხადებელს გააჩნია საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი.      4. თუ განმცხადებელს ხელშეკრულების მონაწილე არც ერთი მხარის ტერიტორიაზე არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი, ამ შემთხვევაში საკმარისია ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლის მოქალაქეც იგი არის.      5. სასამართლოს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლების შესახებ, დოკუმენტის გამცემი დაწესებულებისაგან შეუძლია გამოითხოვოს დამატებითი მონაცემები.      6. შუამდგომლობა სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლების შესახებ შეიძლება გადაცემულ იქნეს ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კომპეტენტური სასამართლოს მეშვეობით, რომლის მოქალაქეც არის განმცხადებელი. ეს სასამართლო შუამდგომლობას განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ სხვა დოკუმენტებთან ერთად გადაუგზავნის ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოს მე-12 მუხლში გათვალისწინებული წესით.      7. სასამართლო ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლების შესახებ შუამდგომლობასთან ერთად შეიძლება შეტანილ იქნეს შუამდგომლობა იმ საქმეზე წარმოების აღძვრის შესახებ, რომელზეც ვრცელდება ხარჯების გადახდისაგან განთავისუფლება, აგრეთვე შუამდგომლობა ადვოკატის დანიშვნის შესახებ ან სხვა შესაძლო შუამდგომლობები. 2. სამართლებრივი დახმარება     მუხლი 4🔗 სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა      1. ხელშეკრულების მონაწილე მხარეების იუსტიციის დაწესებულებები ერთმანეთს აღმოუჩენენ სამართლებრივ დახმარებას სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე ამ ხელშეკრულების დებულებათა შესაბამისად. 2.იუსტიციის დაწესებულებები სამართლებრივ დახმარებას აღმოუჩენენ სხვა დაწესებულებებსაც, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები. 3.სხვა დაწესებულებები, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საქმეები, იუსტიციის დაწესებულებების მეშვეობით აგზავნიან თხოვნას სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ.     მუხლი 5🔗 სამართლებრივი დახმარების მოცულობა      1. ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ერთმანეთს სამართლებრივ დახმარებას აღმოუჩენენ ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცესუალური და სხვა მოქმედებების შესრულების, კერძოდ, დოკუმენტების შედგენის და გადაგზავნის, ჩხრეკის ჩატარების, ამოღების, ნივთიერ მტკიცებულებათა გადაგზავნისა და გაცემის, ექპერტიზის ჩატარების, მხარეთა გამოკითხვის, ბრალდებულთა, განსასჯელთა, მოწმეთა, ექსპერტთა დაკითხვის, სისხლის სამართლებრივი დევნის აღძვრის, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნისა და გადაცემის, სასამართლო დათვალიერების, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა და სამოქალაქო სარჩელის ნაწილში განაჩენთა ცნობისა და აღსრულების, სააღსრულებო წარწერათა შესრულების, აგრეთვე დოკუმენტების გადაცემის გზით.      2. ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ვალდებულებას კისრულობენ საკუთარი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით დაადგინონ მათ ტერიტორიაზე მყოფი იმ პირების მისამართები, რომელთა მიმართაც ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილის ან ადგილსამყოფელის მქონე პირების მიერ წარდგენილია სამოქალაქო ან საოჯახო სამართლებრივი მოთხოვნები. ამასთან, შემსრულებელ მხარეს უნდა ეცნობოს მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის ან ადგილსამყოფელის თავდაპირველი მონაცემები.      3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და პროკურატურა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრო და გენერალური პროკურატურა თხოვნის საფუძველზე ერთმანეთს აწვდიან ინფორმაციას მათ სახელმწიფოში მოქმედი ან ადრე მოქმედი კანონმდებლობის და იუსტიციის დაწესებულებების მიერ მათი გამოყენების პრაქტიკის შესახებ.     მუხლი 6🔗 ურთიერთობის წესი სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისას ხელშეკრულების მოანაწილე მხარეების იუსტიციის დაწესებულებები ურთიერთობას ახორციელებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და რესპუბლიკის პროკურატურის და აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის მეშვეობით.     მუხლი 7🔗 ურთიერთობის ენა 1. ხელშეკრულების მონაწილე მხარეების დაწესებულებები სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისას გამოიყენებენ ქართულ და აზერბაიჯანულ ენებს. სამუშაო ენად შეიძლება, აგრეთვე, გამოყენებულ იქნეს ინგლისური და რუსული ენები.      2. ხელშეუკრულების მონაწილე მხარეების ენაზე შესრულებულ თხოვნას სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ, ასევე დოკუმენტებს, რომლებიც გაიგზავნება ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის მიერ მათ შესრულებასთან დაკავშირებით, თან უნდა დაერთოს ხელშეკურულების მონაწილე მეორე მხარის ენაზე შესრულებული თარგმანი. თარგმანი დამოწმებული უნდა იქნას ოფიციალურად თარჯიმნის, შემკითხველი დაწესებულების ან ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ.     მუხლი 8🔗 დოკუმენტების გაფორმება იუსტიციის დაწესებულებების და სხვა დაწესებულებების მიერ სამართლებრივი დახმარების აღმოსაჩენად გასაგზავნ დოკუმენტებს უნდა ჰქონდეს გერბიანი ბეჭედი.     მუხლი 9🔗 სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის ფორმა და შინაარსი 1. შუამდგომლობაში სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ აღნიშნული უნდა იყოს: ა) შემკითხველი დაწესებულების დასახელება; ბ) შემსრულებელი დაწესებულების დასახელება; გ) საქმის დასახელება, რომელზეც იგზავნება შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ; დ) მხარეთა, ბრალდებულთა, განსასჯელთა, დაზარალებულთა და აგრეთვე შუამდგომლობასთან დაკავშირებულ სხვა პირთა სახელები და გვარები, მათი მოქალაქეობა, საქმიანობა, საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი; იურიდიული პირებისათვის და მათთან გათანაბრებული წარმონაქმნებისათვის დასახელება და ადგილსამყოფელი; ე) მათი რწმუნებულების სახელები, გვარები და მისამართები: ვ) შუამდგომლობის შინაარსი: ზ) სისხლის სამართლის საქმეებზე ჩადენილი დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებები, აგრეთვე მისი იურიდიული კვალიფიკაცია: თ) შუამდგომლობის შესრულებისათვის აუცილებელი სხვა მონაცემები. 2. შუამდგომლობა დოკუმენტების გადაცემის შესახებ ამ მუხლის 1–ლ პუნქტში მითითებულ მონაცემებთან ერთად უნდა შეიცავდეს მისი მიმღების ზუსტ მისამართს და გადასაცემი დოკუმენტების დასახელებას. 3. შუამდგომლობაში ცალკეული პროცესუალური მოქმედების შესრულების შესახებ ასევე აღნიშნული უნდა იყოს ფაქტები, რომლებიც საჭიროებენ მტკიცებას ან მოქმედებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს, აუცილებლობის შემთხვევაში კი უნდა გადმოიცეს საქმის გარემოებანი.     მუხლი 10🔗 სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულება 1. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისას იუსტიციის შემსრულებელი დაწესებულება იყენებს თავისი სახელმწიფოს კანონმდებლობას.      შემკითხველი დაწესებულების თხოვნით იუსტიციის შემსრულებელ დაწესებულებას შესრულების ხერხისა და ფორმის მიმართ შეუძლია გამოიყენოს ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის პროცესუალური ნორმები, რამდენადაც ისინი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის კანონმდებლობას. 2. თუ იუსტიციის შემსრულებელი დაწესებულება არ არის კომპეტენტური შეასრულოს დავალება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ, იგი მას გადაუგზავნის იუსტიციის კომპეტენტურ დაწესებულებას და ამის შესახებ აცნობებს შუამდგომლობის გამომგზავნ დაწესებულებას.      3. იუსტიციის შემკითხველი დაწესებულების თხოვნით იუსტიციის შემსრულებელი დაწესებულება დროულად აცნობებს მას, თუ როდის და სად შესრულდება შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ. 4. თუ შეუძლებელია სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის შესრულება მასში აღნიშნულ მისამართზე, იუსტიციის შემსრულებელი დაწესებულება თავისი კანონმდებლობის შესაბამისად აუცილებელ ზომებს ღებულობს მისამართის დასადგენად. 5. შუამდგომლობის შესრულების შემდეგ იუსტიციის დაწესებულება, რომელსაც მიმართეს შუამდგომლობით, დოკუმენტებს უგზავნის იუსტიციის შემკითხველ იმ დაწესებულებას, რომლისგანაც მომდინარეობს შუამდგომლობა; იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა, იგი აბრუნებს შუამდგომლობას და აცნობებს მისი შესრულების ხელშემშლელი გარემოებების შესახებ.   6. ხელშეკრულების მონაწილე ერთ–ერთი მხარის წარმომადგენლებს ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის თანხმობით შეუძლიათ ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის ტერიტორიაზე დაესწრონ სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობების შესრულებას.     მუხლი 11🔗 მოწმეთა და ექსპერტთა ხელშეუხებლობა 1. თუ ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის ტერიტორიაზე მიმდინარე წინასწარი გამოძიების ან სამსჯავრო განხილვისას წარმოიშვება ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე მყოფი მოწმის ან ექსპერტის პირადად გამოცხადების აუცილებლობა, მაშინ უწყების ჩაბარების შესახებ უნდა ეთხოვოს ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის იუსტიციის შესაბამის დაწესებულებას. 2. ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის ტერიტორიაზე მცხოვრები მოწმის ან ექსპერტის ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის იუსტიციის დაწესებულებაში გამოძახება არ უნდა შეიცავდეს მითითებას გამოუცხადებლობის შემთხვევაში იძულებითი ზომების გამოყენების შესახებ. 3. იუსტიციის შემკითხველ დაწესებულებაში გამოძახების საფუძველზე გამოცხადებული მოწმე ან ექსპერტი, მათი მოქალაქეობის მიუხედავად, არ შეიძლება ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის ტერიტორიაზე მიცემულ იქნან სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციულ პასუხისგებაში, აყვანილ იქნენ პატიმრობაში ან დაედოთ სასჯელი სახელმწიფო საზღვრის გადალახვამდე ჩადენილი სამართალდარღვევისათვის. ასეთი პირები აგრეთვე არ შეიძლება მიცემულ იქნენ პასუხისგებაში, აყვანილ იქნენ პატიმრობაში ან დაედოთ სასჯელი იმ ჩვენებების გამო, რომლებიც მათ მისცეს, როგორც მოწმეებმა ან იმ დასკვნების გამო, რომლებიც მათ მისცეს, როგორც ექსპერტებმა, ან განხილვის სტადიაში მყოფი სასხლის სამართლის საქმის გამო.      4. მოწმე ან ექსპერტი კარგავს ამ მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებულ გარანტიებს, თუ იგი, მიუხედვად შესაძლებლობისა შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ დატოვებს ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის ტერიტორიას ამ ვადაში არ ჩაითვლება ის დრო, რომლის განმავლობაშიც მოწმეს თუ ექსპერტს მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ შეეძლო დაეტოვებინა ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის ტერიტორია. 5. ამ პირებს უფლება აქვთ აინაზღაურონ მგზავრობასა და საზღვარგარეთ ყოფნასთან დაკავშირებული ხარჯები და მიუღებელი ხელფასი. ექსპერტებს, გარდა ამისა, უფლება აქვთ მიიღონ გასამრჯელო ექსპერტიზის ჩატარებისათვის. გამოძახებაში აღნიშნული უნდა იყოს თუ რა სახის ანაზღაურების მიღების უფლება აქვთ გამოძახებულ პირებს. მათი შუამდგომლობის საფუძველზე ხელშეკრულების მონაწილე მხარის იუსტიციის დაწესებულება, რომლისაგანაც მომდინარეობს გამოძახება, შესაბამისი ხარჯების დასაფარავად იხდის ავანსს. 6. თუ მოწმის სახით გამოძახებული იქნება პირი, რომელიც ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის ტერიტორიაზე იმყოფება პატიმრობაში, იგი შეიძლება დროებით გადაცემულ იქნეს იმ პირობით, რომ იგი იქნება პატიმრობაში და დაკითხვის შემდეგ დაუყოვნებლივ დაუბრუნებენ ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელ მხარეს. 7. ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი ან შემსრულებელი მხარის დაწესებულებაში სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობის საფუძველზე მოწმის ან ექსპერტის სახით გამოძახებულ პირს უფლება აქვს უარი თქვას ჩვენების მიცემაზე ან სხვა ფუნქციების შესრულებაზე, თუკი ასეთი გათვალისწინებულია ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი ან შემსრულებელი მხარის კანონმდებლობით. 8. ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის იუსტიციის დაწესებულებამ, აუცილებლობის შემთხვევაში, თხოვნას თან უნდა დაურთოს ცნობა კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ეხება ა მუხლის მე – 7 პუნქტში მოხსენებულ უფლებებსა და მოვალეობებს.     მუხლი 12🔗 დოკუმენტების გადაცემა 1. დოკუმენტების გადაცემის შესახებ შუამდგომლობაში აღნიშნული უნდა იყოს მიმღები პირის ზუსტი მისამართი და გადასაცემი დოკუმენტის დასახელება. თუ გადაცემის შესახებ შუამდგომლობაში აღნიშნული მისამართი არასრული ან არაზუსტი აღმოჩნდა, იუსტიციის შემსრულებელი დაწესებულება თავისი კანონმდებლობის შესაბამისად ღებულობს ზომებს ზუსტი მისამართის დასადგენად. 2. დოკუმენტების გადაცემა წარმოებს ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად. 3. თუ გადასაცემი დოკუმენტი შედგენილი არ არის ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის ენაზე და მას არ ერთვის დამოწმებული თარგმანი, იუსტიციის შემსრულებელი დაწესებულება ამ დოკუმენტს მიმღებ პირს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადასაცემს, თუ ეს უკანასკნელი თანახმა იქნება მიიღოს იგი. ასეთი დოკუმენტის მიუღებლობის შემთხვევაში, გადაცემა არ ჩაითვლება განხორციელებულად.     მუხლი 13🔗 დოკუმენტების გადაცემის დამოწმება დოკუმენტების გადაცემის დამოწმება ფორმდება ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის ტერიტორიაზე დოკუმენტების გადაცემის შესახებ მოქმედი წესების შესაბამისად. დამოწმებისას უნდა აღინიშნოს გადაცემის დრო და ადგილი, აგრეთვე პირი, რომელსაც გადაეცა დოკუმენტი.     მუხლი 14🔗 დოკუმენტების გადაცემა და მოქალაქეთა დაკითხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობათა ან საკონსულო დაწესებულებათა მეშვეობით ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს უფლება აქვთ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე დაკითხონ საკუთარი მოქალაქეები და გადასცენ დოკუმენტები თავიანთი დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების მეშვეობით.     მუხლი 15🔗 სამართლებრივი დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებული ხარჯები 1. ხელშეკრულების მონაწილე მხარეების იუსტიციის დაწესებულებები არ მოითხოვენ სამართლებრივი დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას. მხარეები თავად გაიღებენ ყველა იმ ხარჯებს, რომლებიც მათ ტერიტორიაზე სამართლებრივი დახმარების დროს წარმოიშობა. 2. იუსტიციის შემსრულებელი დაწესებულება იუსტიციის შემკითხველ დაწესებულებას აცნობებს გაწეული ხარჯების შესახებ. თუ იუსტიციის დაწესებულება აანაზღაურებინებს ამ ხარჯებს იმ პირს, რომელსაც ევალება მათი დაფარვა, გადახდევინებული თანხები ჩაირიცხება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის სასარგებლოდ, რომლის იუსტიციის დაწესებულებამაც მოახდინა თანხის ამოღება.     მუხლი 16🔗 უფასო სამართლებრივი დახმარება ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეებს მეორე მხარის სასამართლოებში და იუსტიციის სხვა დაწესებულებებში გაეწევათ უფასო სამართლებრივი დახმარება და უზრუნველყოფილნი იქნებიან უფასო სამართალწარმოებით იმავე პირობებითა და უპირატესობებით, როგორც საკუთარი მოქალაქეები.     მუხლი 17🔗 უარი სამართლებრივი დახმარების აღმოჩენაზე სამართლებრივი დახმარება არ გაიწევა, თუ ამით ზიანი ადგება ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას ან ეწინააღმდეგება მისი კანონმდებლობის ძირითად პრინციპებს. მეორე თავი სპეციალური დებულებანი 1. სამართლებრივი დახმარება სამოქალაქო და საოჯახო სამართლის საქმეებზე 1. პირადი სტატუსი     მუხლი 18🔗 ქმედუნარიანობა      პირის ქმედუნარიანობა განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის მოქალაქესაც იგი წარმოადგენს.     მუხლი 19🔗 იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა      იურიდიული პირისა და მასთან გათანაბრებული წარმონაქმნის უფლებაუნარიანობა განისაზღვრება ხელშკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის კანონმდებლობითაც იგი დაფუძნდა.     მუხლი 20🔗 უკვალოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება და გარდაცვალების ფაქტის დადგენა      1. უკვალოდ დაკარგულად აღიარების, გარდაცვლილად გამოცხადების (გარდაცვლილად აღიარება) ან გარდაცვალების ფაქტის დადგენის (გარდაცვალების მომენტის დადგენის) საქმეებზე კომპეტენტურია ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის დაწესებულება, რომლის მოქალაქესაც პირი წარმოადგენდა იმ დროს, როცა იგი უკანასკნელი მონაცემებით ცოცხალი იყო.      2. ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის დაწესებულებანი უფლებამოსილნი არიან ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის მოქალაქე აღიარონ უკვალოდ დაკარგულად, გამოაცხადონ გარდაცვლილად (აღიარონ გარდაცვლილად) ან დაადგინონ გარდაცვალების ფაქტი ( დაადგინონ გარდაცვალების მომენტი) მის ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა შუამდგომლობით, თუ მათი უფლებები და ინტერესები ემყარება ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის კანონმდებლობას.      3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა დაწესებულებანი იყენებენ თავისი სახელმწიფოს კანონმდებლობას. 2.  ქონებრივი ურთიერთობანი     მუხლი 21🔗 საკუთრების უფლება      1. საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება უძრავი ქონება.      2. საკუთრების უფლება ისეთ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც სახელმწიფო რეესტრში შეტანას ექვემდებარება, განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანო.      3. ქონებაზე საკუთრების უფლების ან სხვა ქონებრივი უფლების წარმოშობა ან შეწყვეტა განისაზღვრება იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფებოდა ქონება იმ მომენტში, როცა ადგილი ჰქონდა მოქმედებას ან სხვა გარემოებას, რომელიც გახდა ასეთი უფლების წარმოშობის ან შეწყვეტის საფუძველი. საკუთრების უფლების და სხვა ქონებრივი უფლების წარმოშობა ან შეწყვეტა ან სხვა სანითვო უფლება ქონებაზე, რომელიც გარიგების საგანს წარმოადგენს, განისაზღვრება გარიგების დადების ადგილის მოქმედი კანონმდებლობით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.     მუხლი 22🔗 გარიგების ფორმა 1.  გარიგების ფორმა განისაზღვრება მისი დადების ადგილის კანონით. 2. გარიგების ფორმა უძრავ ქონებაზე განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება უძრავი ქონება. 3. არასახელშეკრულებო ზიანის შედეგად წარმოშობილი ვალდებულებანი     მუხლი 23🔗 ზიანის ანაზღაურება      1. ვალდებულება ზიანის ანაზღაურებაზე, გარდა ხელშეკრულებებითა და სხვა მართზომიერი მოქმედებებით მიყენებული ზიანისა, განისაზღვრება ხელშეკრულების მოაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც ადგილი ჰქონდა მოქმედებას ან გარემოებას, რომელიც გახდა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი.      2. თუ ზიანის მიმყენებელი და დაზარალებული ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები არიან ან ცხოვრობენ ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის ტერიტორიაზე, მაშინ გამოიყენება ამ მხარის კანონმდებლობა.      3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტით გათვალისწინებულ საქმეებზე კომპეტენტურია ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის სასამართლო, რომლის ტერიტორიაზეც ადგილი ჰქონდა მოქმედებას ან სხვა გარემოებას, რომელიც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი გახდა. დაზარალებულს ასევე შეუძლია წარადგინოს სარჩელი ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის სასამართლოში, რომლის ტერიტორიაზეც მოპასუხეს გააჩნია საცხოვრებელი ადგილი.     მუხლი 24🔗 სასარჩელო ხანდაზმულობა      სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხი განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომელიც გამოიყენება შესაბამისი სამართალურთიერთობის რეგულირებისათვის. 4.ოჯახი     მუხლი 25🔗 ქორწინება      1. ქორწინების პირობები ქორწინების თითოეული მონაწილისათვის განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის მოქალაქეც იგი არის. გარდა ამისა, ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების მიმართ დაცული უნდა იქნეს ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობის მოთხოვნები, რომლის ტერიტორიაზეც ხდება ქორწინება.    2. ქორწინების ფორმა განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც ხდება ქორწინება.     მუხლი 26🔗 მეუღლეთა პირადი ქონებრივი სამართალურთიერთობანი      1. მეუღლეთა პირადი და ქონებრივი სამართალურთიერთობანი განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც მათ გააჩნიათ საერთო საცხოვრებელი ადგილი.      2. თუ ერთ–ერთი მეუღლე ცხოვრობს ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის ტერიტორიაზე, ხოლო მეორე ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე და ორივე მეუღლეს ერთი და იგივე მოქალაქეობა გააჩნია, მაშინ მათი პირადი და ქონებრივი სამართალურთიერთობანი განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის მოქალაქეებიც ისინი არიან.      3. თუ ერთ–ერთი მეუღლე ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეა, ხოლო მეორე, ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის მოქალაქე და ერთი მათგანი ცხოვრობს ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის, ხოლო, მეორე, მეორე მხარის ტერიტორიაზე მაშინ მათი პირადი და ქონებრივი სამართალურთიერთობანი განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც მათ ჰქონდათ უკანასკნელი საერთო საცხოვრებელი ადგილი.      4. თუ ამ მუხლის მესამე პუნქტში აღნიშნულ მეუღლეებს ხელშეკრულების მონაწილე მხარეების ტერიტორიაზე არ გააჩნდათ საერთო საცხოვრებელი ადგილი, გამოიყენება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობა, რომლის სასაართლოშიც იქნა წარდგენილი სარჩელი.     მუხლი 27🔗 განქორწინება      1. განქორწინების საქმეებზე გამოიყენება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობა და კომპეტენტურნი არიან ის დაწესებულებანი, რომლის მოქალაქეებიც არიან მეუღლეები განცხადების შეტანის მომენტში.      2. თუ ერთ–ერთი მეუღლე ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეა, ხოლო მეორე – ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის მოქალაქე, გამოიყენება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობა, რომლის დაწესებულებაც აწარმოებს განქორწინების საქმეს.     მუხლი 28🔗 ქორწინების ბათილად ცნობა      1. ქორწინების ბათილად ცნობის საქმეებზე გამოიყენება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობა, რომლის შესაბამისად, ამ ხელშეკრულების 25–ე მუხლის თანახმად მოხდა ქორწინება.      2. ქორწინების ბათილად ცნობის საქმეებზე დაწესებულებათა კომპეტენტურობა განისაზღვრება ამ ხელშეკრულების 27–ე მუხლის შესაბამისად.     მუხლი 29🔗 მშობლებისა და შვილების სამართალურთიერთობანი      1. მამობის დადგენის და სადაოდ გახდომის და მოცემული ქორწინებიდან ბავშვის დაბადების დადგენის საქმეებზე გამოიყენება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობა, რომლის მოქალაქეცაა ბავშვი დაბადებით.      2. მამობის დადგენის ფორმისათვის საკმარისია ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობის დაცვა, რომლის ტენრიტორიაზეც მოხდა მამობის დადგენა.      3. მშობლებისა და შვილების სამართალურთიერთობანი განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც მათ გააჩნიათ საერთო საცხოვრებელი ადგილი.      4. თუ მშობლების ან ერთ–ერთი მათგანის საცხოვრებელი ადგილი არის ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის ტერიტორიაზე, ხოლო ბავშვის საცხოვრებელი ადგილი, ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე, მაშინ მათ შორის სამართალურთიერთობა განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის მოქალაქეც არის ბავშვი.      5. მშობლებსა და შვილებს შორის სამართალურთიერთობათა საქმეებზე კომპეტენტურნი არიან ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის დაწესებულებანი, რომლის კანონმდებლობაც გამოიყენება ამ მუხლის 1–ლი, მე–3 და მე–4 პუნქტების თანახმად.      6. სრულწლოვანი შვილებისათვის ალიმენტის დაკისრების საქმეებზე გამოიყენება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობა, რომლის ტერიტორიაზეც პირს, რომელიც ითხოვს ალიმენტს, გააჩნია საცხოვრებელი ადგილი.     მუხლი 30🔗 შვილად აყვანა      1. შვილად აყვანა, შვილად აყვანის გაუქმება და შვილად აყვანის ბათილად ცნობა რეგულირდება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის მოქალაქეც არის ბავშვი შვილად აყვანის, შვილად აყვანის გაუქმების და შვილად აყვანის ბათილად ცნობის მომენტში.      2. შვილად აყვანის, შვილად აყვანის გაუქმების და შვილად აყვანის ბათილად ცნობის საქმეებზე კომპეტენტურნი არიან ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის დაწესებულებანი, რომლის მოქალაქეც არის ბავშვი შვილად აყვანის, შვილად აყვანის გაუქმების და შვილად აყვანის ბათილად ცნობის მომენტში. თუ მშვილებელს ან ნაშვილებს საცხოვრებელი ადგილი აქვთ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე, მაშინ ასევე კომპეტენტურნი არიან ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის დაწესებულებები.     მუხლი 31🔗 მეურვეობა და მზრუნველობა      1. მეურვეობისა და მზრუნველობის დაწესება ან გაუქმება ხდება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის მოქალაქეც არის პირი, რომლის მიმართაც უნდა დაწესდეს ან გაუქმდეს მეურვეობა ან მზრუნველობა.      2. სამართალურთიერთობა მეურვეს ან მზრუნველს და მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირს შორის განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის დაწესებულებამაც დანიშნა მეურვე ან მზრუნველი.      3. მეურვეობის ან მზრუნველობის მიღების ვალდებულება განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის მოქალაქეც არის მეურვედ ან მზრუნველად დანიშნული პირი.      4. მეურვეობის ან მზრნველობის დაწესების ან გაუქმების საქმეებზე გადაწყვეტილება გამოაქვს ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის დაწესებულებას, რომლის მოქალაქეც არის პირი, ვის მიმართაც უნდა დაწესდეს მეურვეობა ან მზრუნველობა, თუ აღნიშნული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 5.თუ ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის ტერიტორიაზე საჭიროა დაწესდეს მეურვეობა ან მზრუნველობა ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის იმ მოქალაქის მიმართ, რომლის საცხოვრებელი ადგილი, ადგილსამყოფელი ან ქონება იმყოფება ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის ტერიტორიაზე, ამ მხარის კომპეტენტური ორგანო დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკოსულო დაწესებულებას.      6. გადაუდებელ შემთხვევებში კომპეტენტური დაწესებულება თავისი კანონმდებლობის შესაბამისად ღებულობს დროებითი ხასიათის აუცილებელ ზომებს, მაგრამ მან ამ მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. დროებითი ზომები ძალაში რჩება მანამ, სანამ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის კომპეტენტური დაწესებულება არ გამოიტანს სხვა გალდაწყვეტილებას.      7. ამ მუხლის მე–4 პუნქტის თანახმად კომპეტენტურ დაწესებულებას შეუძლია მეურვეობა ან მზრუნველობა გადასცეს ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის დაწესებულებას, თუ მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი არის ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის ტერიტორიაზე.      მეურვეობის ან მზრუნველობის გადაცემა ძალაში შედის მაშინ, როდესაც შემსრულებელი დაწესებულება მეურვეობას ან მზრუნველობას თავის თავზე აიღებს და ამის შესახებ აცნობებს შემკითხველ დაწესებულებას. დაწესებულებას, რომელმაც მიიღო დროებითი ზომები, უნდა ეცნობოს ამის შესახებ.      8. ამ მუხლის 1–ლი პუნქტის თანახმად მეურვეობის ან მზრუნველობის მიმღები დაწესებულება მეურვეობას ან მზრუნველობას ახორციელებს თავისი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, მას უფლება არა აქვს გამოიტანოს გადაწყვეტილება იმ საკითხებზე, რაც მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის პირად სტატუსს ეხება. 5.  სამემკვიდრეო საქმეები     მუხლი 32🔗 თანასწორუფლებიანობის პრინციპი სამემკვიდრეო საქმეებზე      ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები უთანაბრდებიან ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის მოქალაქეებს მეორე მხარის ტერიტორიაზე არსებულ ქონებაზე ან უფლებებზე, რომლებიც ამ ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს ანდერძის შედგენის ან გაუქმებისას, ასევე ქონების ან უფლებების მემკვიდრეობით მიღების შესაძლებლობაში. ქონება და უფლებები მათზე გადადის იგივე პირობებით, რაც დადგენილია საკუთარი მოქალაქეებისათვის.     მუხლი 33🔗 მემკვიდრეობის უფლება      1. მემკვმდრეობის უფლება მოძრავ ქონებაზე განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის მოქალაქეც იყო სამკვიდროს დამტოვებელი გარდაცვალების მომენტისათვის.      2. მემკვიდრეობის უფლება უძრავ ქონებაზე განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც არის უძრავი ქონება.      3. საკითხი იმის შესახებ, თუ რომელი სამკვიდრო ქონება უნდა ჩაითვალოს მოძრავად, ხოლო რომელი – უძრავად, წყდება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც არის ქონება.     მუხლი 34🔗 ბეითალმანი ქონება      ბეითალმანი ქონება გადაეცემა ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარეს, რომლის მოქალაქეც იყო ქონების დამტოვებელი სიკვდილის მომენტში, ხოლო ბეითალმანი უძრავი ქონება გადაეცემა ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარეს, რომლის ტერიტორიაზეც იგი იმყოფებოდა.     მუხლი 35🔗 ანდერძი      1. ანდერძის შედგენის ან გაუქმების უფლება, ასევე დავები ანდერძის შესახებ და ანდერძის დასაშვები სახეები განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის მოქალაქეც იყო მოანდერძე ანდერძის შედგენის ან გაუქმების მომენტში.      2. ანდერძის შედგენის, შეცვლის ან მოშლის ფორმა განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის მოქალაქეც იყო მოანდერძე ანდერძის შედგენის, შეცვლის ან მოშლის მომენტში, ანდა იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც შედგა ან მოიშალა ანდერძი.     მუხლი 36🔗 სამემკვიდრეო საქმეთა წარმოებაზე კომპეტენტური ორგანოები      1. უძრავ ქონებაზე სამემკვიდრეო საქმეთა წარმოებას ახორციელებენ ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის იუსტიციის დაწესებულებანი, რომლის ტერიტორიაზეც არის უძრავი ქონება.      2. მოძრავ ქონებაზე სამემკვიდრეო საქმეთა წარმოებას ახორციელებენ ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის იუსტიციის დაწესებულებანი, რომლის ტერიტორიაზე სამკვიდროს დამტოვებელს ჰქონდა უკანასკნელი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.      3. ამ მუხლის 1–ლი და მე–2 პუნქტის დებულებანი შესაბამისად გამოიყენება სამემკვიდრეო დავების მიმართ.     მუხლი 37🔗 გარდაცვალების შესახებ შეტყობინება      1. თუ ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის ტერიტორიაზე გარდაიცვალა ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის მოქალაქე, შესაბამისმა დაწესებულებამ ამის შესახებ უნდას აცნობოს ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ასევე შეატყობინოს ყველა მისთვის ცნობილი მონაცემი გარდაცვლილის მემკვიდრეების. საცხოვრებელი ადგილის ან ადგილსამყოფელის. სამკვიდროს მოცულობისა და ღირებულების შესახებ, აგრეთვე იმის შესახებ, არსებობს თუ არა ანდერძი აღნიშნულ სამკვიდრო ქონებაზე. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის შესაბამისი დაწესებულება მიიღებს ცნობებს იმის შესახებ, რომ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის მოქალაქემ, რომელიც ხელშეკრულების მონაწილე ორივე მხარის ტერიტორიებს გარეთ გარდაიცვალა, ქონება დატოვა ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე.      2. თუ დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება უფრო ადრე მიიღებს ცნობებს გარდაცვალების შესახებ, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს იუსტიციის იმ დაწესებულებას, რომელიც კომპეტენტურია მიიღოს ზომები სამკვიდრო ქონების დასაცავად.     მუხლი 38🔗 დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების უფლებამოისლებანი სამემკვიდრეო საქმეთა წარმოებისას      1. ყველა სამემკვიდრეო საქმეზე, რომელიც ხელშეკრულების მონაწილე რომელიმე მხარის ტერიტორიაზე წარმოიშვება, ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის დიპლომატიური წარმომადგენელობის ან საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებს უფლება აქვთ გამოვიდნენ იუსტიციის დაწესებულებებისა და სხვა დაწესებულებებში საკუთარი მოქალაქეების წარმომადგენლებად, თუ ისინი სხვაგან იმყოფებიან და საქმის წარმოება ნდობით აღჭურვილი სხვა პირისათვის არ დაუვალებიათ. ასეთ შემთხვევებში განსაკუთრებული მინდობილობა საჭირო არ არის.      2. თუ ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქე გარდაიცვლება ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე გავლისას, სადაც მას არ ჰქონდა საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი, ნივთები, რომლებიც მას თან ჰქონდა, გადაეცემა ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, რომლის მოქალაქეც იგი იყო.     მუხლი 39🔗 სამკვიდროს დაცვა      1. თუ ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქის სამკვიდრო ქონება იმყოფება ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე, ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის იუსტიციის დაწესებულება თავისი კანონმდებლობის შესაბამისად ღებულობს ზომებს, რომლებიც აუცილებელია სამკვიდრო ქონების მართვისა და დაცვისათვის.      2. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მიღებული ზომების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება უფლებამოსილია მიიღოს მონაწილეობა ამ ღონისძიებების განხორციელებაში. მათი შუამდგომლობის საფუძველზე ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მიღებული ზომები შეიძლება შეიცვალოს ან გაუქმდეს.      3. სამემკვიდრეო საქმის წარმოებაზე ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მიღებული ზომები შეიძლება შეიცვალოს ან გაუქმდეს იუსტიციის კომპეტენტური დაწესებულების შუამდგომლობითაც.     მუხლი 40🔗 სამემკვიდრეო ქონების გაცემა      1. თუ მოძრავი სამემკვიდრეო ქონება ან თანხა, რომელიც ამოგებულია მოძრავი ან უძრავი სამემკვიდრეო ქონების გაყიდვის შედეგად სამემკვიდრეო წარმოების დამთავრების შემდეგ, ექვემდებარება იმ მემკვიდრეებზე გადაცემას, რომელთა საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე იმყოფება და, თუ მათ მიერ ან მათი წარმომადგენლის მეშვეობით აღნიშნული თანხის უშუალოდ გაცემა შეუძლებელია, ისინი გადაეცემა ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.      2. ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული წესი გამოიყენება, თუ:      1) გადახდილი ან უზრუნველყოფილია გარდაცვლილის კრედიტორთა ყველა მოთხოვნა ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს სამემკვიდრეო ქონება;      2) გადახდილი ან უზრუნველყოფილია მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ყველა სახის გადასახადი და მოსაკრებელი;      3) კომპეტენტურმა დაწესებულებებმა, აუცილებლობის შემთხვევაში, გასცეს თანხმობა სამემკვიდრეო ქონების გადასატანად ან ფულადი თანხის გადასაგზავნად. 6.  სასამართლოების კომპეტენცია     მუხლი 41🔗 სასამართლოების კომპეტენცია      1. თუ ამ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა სასამართლოები კომპეტენტურნი არიან განიხილონ სამოქალაქო და საოჯახო საქმეები, თუ მოპასუხეს მათ ტერიტორიაზე გააჩნია საცხოვრებელი ადგილი. იურიდიულ პირთა ან მათთან გათანაბრებულ წარმონაქმნთა მიმართ წარდგენილ სარჩელებზე ისინი კომპეტენტურნი არიან იმ შემთხვევაში. თუ მათ ტერიტორიაზე იმყოფება ამ პირთა მმართველობის ორგანო, წარმომადგენლობა ან ფილიალი.      2.ურავ ქონებაზე საკუთრების უფლების და სხვა სანივთო უფლებების შესახებ სარჩელებზე განსაკუთრებული კომპეტენციის მქონენი არიან აღნიშნული ქონების ადგილმდებარეობის მიხედვით არსებული სასამართლოები.      3. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა სასამართლოებს იმ შემთხვევებიც შეუძლიათ საქმეების განხილვა, თუ არსებობს მხარეთა წერილობითი შეთანხმება ამ სასამართლოებისათვის დავის გადაცემის შესახებ.      ასეთი შეთანხმების არსებობისას სასამართლო წყვეტს საქმის წარმოებას მოპასუხის განცხადებით, თუ ასეთი განცხადება სარჩელის გამო საწინააღმდეგო მოსაზრების წარდგენამდეა გაკეთებული.      სასამართლოების განსაკუთრებული კომპეტენცია არ შეიძლება შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით.      4. თუ ხელშეკრულების მონაწილე ორივე მხარის კომპეტენტურ სასამართლოებში აღძრულია წარმოება საქმეზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, მაშინ სასამართლო, რომელმაც მოგვიანებით აღძრა საქმეზე წარმოება, წყვეტს საქმის წარმოებას.      თუ გამოვლინდება იმ სასამართლოს არაკომპეტენტურობა, რომელმაც პირველმა აღძრა წარმოება, საქმეზე მაშინ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოს შეუძლია განაახლოს აღნიშნული საქმის წარმოება. მესამე თავი გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება     მუხლი 42🔗 გადაწყვეტილება, რომელიც ექვემდებარება ცნობას და აღსრულებას      1. ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის, სახელმწიფო ნოტარიატისა და მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის ორგანოების გადაწყვეტილებების ცნობა, ხოლო ქონებრივი ხასიათის საქმეებზე, ცნობა და აღსრულება ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე ხორციელდება ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით.      2. ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახლებული გადაწყვეტილებების ქვეშ იგულისხმება: 1)  გადაწყვეტილებები სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე; 2)  სასამართლო წესით დამტკიცებული მხარეთა მორიგება: 3)განაჩენები იმ ნაწილში, რომელიც ეხება დანაშაულით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას; 4)საალიმენტო ვალდებულებებისა და მამობის დადგენის შესახებ დოკუმენტები;      5) სააღსრულებო წარწერის მქონე დოკუმენტები;      6) გადაწყვეტილებები სასამართლო ხარჯების გადახდევინების შესახებ.     მუხლი 43🔗 გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების პირობები      1. ამ ხელშეკრულების 42–ე მუხლში მითითებული გადაწყვეტილებების ცნობა და აღსრულება ხორციელდება შემდეგი პირობების დაცვით:      1) გადაწყვეტილება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც იგი იქნა გამოტანილი, კანონიერ ძალაში შევიდა და ექვემდებარება აღსრულებას;      2) მხარე, რომლის წინააღმდეგაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, სათანადო წესით იქნა შეტყობინებული იმ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ხოლო პროცესუალური არაქმედუნარიანობის შემთხვევაში, ჰქონდა წარმომადგენლობის შესაძლებლობა.      3) ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის ტერიტორიაზე, სადაც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, ადრე არ იყო გამროტანილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იმავე დავის საფუძველზე და იმავე მხარეებს შორის ან ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის სასამართლოს მიერ ადრე არ იყო აღძრული წარმოება ამ საქმეზე;      4) ამ ხელშეკრულების დებულებების თანახმად, ხოლო ხელშეკრულებით გაუთვლისწინებელ შემთხვევებში, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა კანონმდებლობის შესაბამისად, საქმე არ განეკუთვნება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება.     მუხლი 44🔗 გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების წესი      1. ამ ხელშეკრულების 42–ე მუხლში მითითებული არაქონებრივი ხასიათის საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების ცნობა ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა ტერიტორიაზე ხდება დამატებითი განხილვის გარეშე.      2. ამ ხელშეკრულების 42–ე მუხლში მითითებული ქონებრივი ხასიათის საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების მიმართ ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის სასამართლოებს, რომლის ტერიტორიაზეც უნდა აღსრულდეს აღნიშნული გადაწყვეტილება, გამოაქვთ ნებართვა აღსრულებაზე. ამის შესახებ უნდა ეცნობოს შემკითხველ დაწესებულებას.      3. აღსრულებაზე ნებართვის გაცემისას, სასამართლო შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ხელშეკრულების 43–ე მუხლით გათვალისწინებული პირობები დაცულია.      4. აღსრულებაზე ნებართვის გაცემის და აღსრულების წესი რეგულირდება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს აღსრულება.      5. შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულებაზე ნებართვის გაცემისა და გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ წარედგინება იუსტიციის დაწესებულებას გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით. ეს დაწესებულება შუამდგომლობას გადაუგზავნის ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის კომპეტენტურ სასამართლოს.      6. თუ პირს, რომელიც შუამდგომლობს აღსრულებაზე ნებართვის გაცემის შესახებ, გააჩნია საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი ხელშეკრულების მონაწილე მხარის ტერიტორიაზე, სადაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას, მაშინ მას შეუძლია შუამდგომლობა უშუალოდ წარადგინოს ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის კომპეტენტურ სასამართლოში.      7. შუამდგომლობას თან უნდა ერთვოდეს:      1) სასამართლო გადაწყვეტილების დედანი ან დამოწმებული ასლი, იმის მითითებით, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას, თუკი ასეთი თავისთავად არ გამომდინარეობს გადაწყვეტილების ტექსტიდან.      2) დოკუმენტი, საიდანაც ჩანს, რომ მოპასუხეს, რომლის მიმართაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება დროულად და სათანადო ფორმით ჩაბარდა შეტყობინება პროცესის აღძვრის შესახებ, ხოლო მისი პროცესუალური არაქმედუნარიანობის შემთხვევაში მას უნდა ჰქონოდა წარმომადგენლობის შესაძლებლობა.      3) ამ მუხლის მე–7 პუნქტის 1–ლ და მე–2 პუნქტებში აღნიშნული დოკუმენტების დამოწმებული თარგმანები.      8. შუამდგომლობას სასამართლო ხარჯების გადახდევინების შესახებ, გადაწყვეტილების გამოტანისას თან უნდა ერთვოდეს გადასახდევინებელი ხარჯების თანხის შესახებ გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი.     მუხლი 45🔗 მოვალის საწინააღდეგო მოსაზრება      მოვალეს შეუძლია განაცხადოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგო მოსაზრება სასამართლოში, რომლის კომპეტენციასაც განეკუთვნება ამ გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ ნებართვის გაცემა და გადაწყვეტილების აღსრულება, თუკი ასეთი გათვალისწინებულია ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის დაწესებულებამაც გამოიტანა გადაწყვეტილება.     მუხლი 46🔗 გადაწყვეტილების აღსრულების ხარჯები      გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშებასა და გადახდევინებას ახორციელებს ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის სასამართლო, რომელიც კომპეტენტურია გადაწყვიტოს საკითხი აღსრულების შესახებ თავისი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 47🔗 ნივთების გადაზიდვა და ფულადი თანხების გადაგზავნა      ამ ხელშეკრულების შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის ტერიტორიიდან ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე ნივთების გადაზიდვის და ფულადი თანხების გადაგზავნის დროს გამოიყენება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობა, რომლის ტერიტორიიდანაც გადაიზიდება ნივთები და გადაიგზავნება ფულადი თანხები. მეოთხე თავი სამართლებრივი დახმარება სისხლის სამართლის საქმეებზე 1.  გადაცემა     მუხლი 48🔗 პირის გადაცემის ვალდებულება      ხელშეკრულების მონაწილე მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით შუამდგომლობის საფუძველზე ერთმანეთს გადასცენ მათ ტერიტორიაზე მყოფი პირები სისხლისსამართლებრივი დევნის განსახორციელებლად ან განაჩენის სისრულეში მოსაყვანად.     მუხლი 49🔗 დანაშაული, რომელსაც მოსდევს პირის გადაცემა 1. პირის გადაცემა სისხლისსამართლებრივი დევნის განსახორციელებლად წარმოებს ისეთი ქმედებებისათვის, რომლებიც ხელშეკრულების მონაწილე ორივე მხარის კანონმდებლობით დასჯადია და რომელთა ჩადენისათვის გათვალისწინებულია სასჯელის თავისუფლების აღკვეთით 1 წელზე მეტი ვადით ან სხვა უფრო მძიმე სასჯელი. 2. პირის გადაცემა განაჩენის სისრულეში მოსაყვანად წარმოებს. თუ იგი მსჯავრდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით 6 თვეზე მეტი ვადით ან სხვა უფრო მძიმე სასჯელით.     მუხლი 50🔗 უარი პირის გადაცემაზე 1.პირის გადაცემა არ ხდება, თუ: 1) პირი, რომლის გადაცემაზეც წარმოდგენილია შუამდგომლობა, არის ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის მოქალაქე, ან იგი ამ სახელმწიფოში სარგებლობს თავშესაფარის უფლებით;     2) შუამდგომლობის მიღების მომენტისათვის ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის კანონმდებლობით არ შეიძლება აღძრულ იქნას სისხლისსამართლებრივი დევნა ან განაჩენი მოყვანილ იქნეს სისრულეში ხანდაზმულობის ვადის გასვლის ან სხვა კანონიერი საფუძვლის გამო; 3) პირის მიმართ, რომლის გადაცემაზეც წაყენებულია თხოვნა, ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის ტერიტორიაზე იმავე დანაშაულისათვის უკვე არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან დადგენილება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ; 4) სისხლისსამართლებრივი დევნა ხელშეკრულების მონაწილე ორივე მხარის კანონმდებლობის შესაბამისად კერძო ბრალდების წესით ხორციელდება (დაზარალებულის განცხადებით). 2. პირის გადაცემაზე უარის თქმა შესაძლებელია, თუ დანაშაული, რომლის გამოც გაგზავნილია შუამდგომლობა გადაცემის შესახებ, ჩადენილია ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის ტერიტორიაზე. 3. პირის გადაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში შემკითხველ მხარეს უნდა ეცნობოს უარის თქმის საფუძველი.     მუხლი 51🔗 შუამდგომლობა პირის გადაცემის შესახებ      1. შუამდგომლობაში პირის გადაცემის შესახებ აღნიშნული უნდა იყოს:      1) შემკითხველი დაწესებულების სახელწოდება;      2) ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის კანონის ტექსტი, რომლის საფუძველზეც ქმედება მიჩნეულია დანაშაულად;      3) გადასაცემი პირის გვარი, სახელი, მოქალაქეობა, საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი, შეძლებისდაგვარად გარეგნული ნიშნები, ფოტოსურათი და თითების ანაბეჭდი, აგრეთვე მისი პიროვნების შესახებ სხვა მონაცემები.      2. შუამდგომლობას პირის გადაცემის შესახებ სისხლისსამართლებრივი დევნის განსახორციელებლად თან უნდა ერთვოდეს პატიმრობაში აყვანის დადგენილების დამოწმებული ასლის საქმის ფაქტიური გარემოებების აღწერით.      შუამდგომლობას პირის გადაცემის შესახებ განაჩენის სისრულეში მოსაყვანად თან უნდა ერთვოდეს განაჩენის დამოწმებული ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლის დადასტურებით და სისხლის სამართლის კანონის ტექსტი, რომლის საფუძველზეც მსჯავრდებულია პირი. თუ მსჯავრდებულმა მოიხადა სასჯელის ნაწილი, საჭიროა ეცნობოს მონაცემები ამის შესახებაც.      3. თუ შუამდგომლობა პირის გადაცემის შესახებ არ შეიცავს ყველა აუცილებელ მონაცემს, მაშინ ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელ მხარეს შეუძლია გამოითხოვოს დამატებითი მონაცემები, რისთვისაც აწესებს ერთი თვის ვადას. ეს დრო ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის შუამდგომლოით შეიძლება გაგრძელდეს 15 დღემდე ვადით.      4. ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარე წყვეტს წაროებას პირის გადაცემის შესახებ და ათავისუფლებს პატმრობაში აყვანილ პირს, თუ ამ მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ვადის განმავორბაში შეტყობინებული არ იქნება აუცილებელი დამატებითი მონაცემები.     მუხლი 52🔗 გადასაცემი პირის პატიმრობაში აყვანა      პირის გადაცემის შესახებ შუამდგომლობის მიღებისას ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარე დაუყოვნებლივ ღებულობს ზომებს გადასაცემი პირის პატიმრობაში ასაყვანად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პირის გადაცემა არ ხდება.     მუხლი 53🔗 პატიმრობაში აყვანა და დაკავება პირის გადაცემის შესახებ შუამდგომლობის მიღებამდე      1. პირი, რომლის გადაცემასაც ითხოვენ, თხოვნის საფუძველზე შეიძლება აყვანილ იქნეს პატიმრობაში გადაცემის შესახებ შუამდგომლობის მიღებამდეც, თუ ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის კომპეტენტური დაწესებულება დაეყრდნობა დადგენილებას პირის პატიმრობაში აყვანის შესახებ ან კანონიერ ძალაში შესულ განაჩენს და აცნობებს გადაცემის შესახებ შუამდგომლობის დაუყოვნებლივ გაგზავნის თაობაზე. შუამდგომლობა შეიძლება გადაიცეს ფოსტით, ტელეგრაფით, ტელექსით, ფაქსით, ტელეფონით ან სხვა გზით.      2. პირი შეიძლება დაკავებულ იქნეს ამ მუხლის 1 პუნქტში გათვალისწინებული თხოვნის გარეშეც, თუკი არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი, რომ მან ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე ჩაიდინა დანაშაული, რომელიც ითვალისწინებს გადაცემას.      3. ამ მუხლის 1–ლი და მე-2 პუნქტების თანახმად პირის პატიმრობაში აყვანის ან დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარეს. 4.ამ მუხლის 1–ლი პუნქტის თანახმად პატიმრობაში აყვანილი პირი უნდა გათავისუფლდეს, თუ შუამდგომლობა მისი გადაცემის შესახებ არ იქნება მიღებული პატიმრობაში აყვანის დღიდან ეთი თვის განმავლობაში. ეს ვადა ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარისთხოვნით შეიძლება გაგრძელდეს 15 დღით.      5. ამ მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად დაკავებული პირი უნდა გათავისუფლდეს, თუ თხოვნა მისი გადაცემის შესახებ არ იქნა მიღებული იმ ვადაში, რასაც დაკავებისათვის ითვალისწინებს ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობა, რომელმაც მოახდინა დაკავება.     მუხლი 54🔗 პირის გადაცემის გადავადება      1. თუ პირი, რომლის თაობაზეც გაგზავნილია შუამდგომლობა გადაცემის შესახებ, მოცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან იხდის სასჯელს სხვა დანაშაულისათვის ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის ტერიტორიაზე, მისი გადაცემა შეიძლება გადადებულ იქნეს სისხლისსამართლებრივი დევნის დამთავრებამდე ან სასჯელის მოხდამდე.      2. თუ პირის გადაცემის გადავადებას შეიძლება მოჰყვეს სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლა ან გამოძიების გართულება, მაშინ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, დასაშვებია პირის დროებითი გადაცემა. ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარე მოვალეა დააბრუნოს გადაცემული პირი არაუგვიანეს 3 თვისა დღიდან გადაცემისა. დასაბუთებულ შემთხვევებში ვადა შეიძლება გაგრძელდეს.     მუხლი 55🔗 რამდენიმე სახელმწიფოს მოთხოვნა      თუკი ერთი და იმავე პირის გადაცემის შესახებ მიღებულია რამდენიმე სახელმწიფოს შუამდგომლობა, საკითხს თუ რომელი მათგანი დაკამაყოფილდეს წყვეტს ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარე.     მუხლი 56🔗 სისხლისსამართლებრივი დევნის ფარგლები      1. ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის თანხმობის გარეშე არ შეიძლება გადაცემული პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დასჯა ან მესამე სახელმწიფოსათვის გადაცემა სისხლისსამართლებრივი დევნის განსახორციელებლად ან განაჩენის სისრულეში მოსაყვანად იმ დანაშაულისათვის, რომელიც მის გადაცემამდე იქნა ჩადენილი, მაგრამ იგი არ იყო გათვალისწინებული მისი გადაცემის შესახებ საკითხის გადაწყვეტისას.      2. ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის თანხმობა საჭირო არ არის, თუ:      1) გადაცემულმა პირმა, რომელიც არ არის შემკითხველი მხარის მოქალაქე სისხლის სამართლის დევნის დამთავრების ან კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი საფუძვლით გათავისუფლების დღიდან 15 დღის განმავლობაში არ დატოვა ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის ტერიტორია. ამ ვადაში არ ჩაითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც გადაცემულ პირს მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო არ შეეძლო დაეტოვებინა ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის ტერიტორია.      2) გადაცემულმა პირმა დატოვა ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის ტერიტორია, მაგრამ შემდეგ ნებაყოფლობით კვლავ დააბრუნდა ამ ტერიტორიაზე.     მუხლი 57🔗 პირის გადაცემის განხორციელება      1. ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარე, დადებითად გადაწყვეტს რა საკითხს გადაცემის შესახებ, ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარეს აცნობებს პირის გადაცემის ადგილსა და დროს.      2. პირი, რომლის გადაცემის საკითხიც დადებითად გადაწყდა, თავისუფლდება თუ ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარე არ მიიღებს მას გადაცემის თარიღის დადგენიდან 15 დღის განმავლობაში. ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის თხოვნით აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ არაუმეტეს 15 დღისა.     მუხლი 58🔗 ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის წარმოების შედეგების შესახებ      ხელშეკრულების მონაწილე მხარე, რომელსაც გადაეცა პირი, ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელ მხარეს აწვდის ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმის წარმოების შედეგების შესახებ. შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება გაიგზავნოს საბოლოო გადაწყვეტილების ასლი.     მუხლი 59🔗 პირის განმეორებითი გადაცემა      თუ გადაცემული პირი თავს აარიდებს სისხლისსამართლებრივ დევნას ან სასჯელის მოხდას და დაბრუნდება ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის ტერიტორიაზე, მაშინ იგი ახალი თხოვნის საფუძველზე განმეორებით გადაიცემა ხელშეკრულების 51–ე მუხლში ჩამოთვლილი დოკუმენტების წარდგენის გარეშე.     მუხლი 60🔗 საგნების გადაცემა      1. ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარე ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველ მხარეს გადასცემს საგნებს, რომლებიც წარმოადგენს დანაშაულის ჩადენის იარაღს იმ დანაშაულებზე, რომლებიც ხელშეკრულების 49–ე მუხლის თანახმად იწვევს პირის გადაცემას. აგრეთვე იმ საგნებს, რომლებზეც არის დანაშაულის კვალი ან რომლებიც შეძენილია დანაშაულებრივი გზით. მოთხოვნის საფუძველზე ეს საგნები გადაიცემა იმ შემთხვევაშიც, თუ პირის გადაცემა მისი სიკვდილის ან სხვა მიზეზების გამო შეუძლებელია.      2. ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარე უფლებამოსილია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საგნების გადაცემა შეაჩეროს დროებით, თუ ეს მისთვის საჭიროა სხვა სისხლის სამართლის საქმის წარმოებისათვის.      3. მესამე პირთა უფლებები შემკითხველი მხარისათვის გადაცემულ საგნებზე ძალაში რჩება. საქმის წარმოების დამთავრების შემდეგ ეს საგნები უნდა დაუბრუნდეს ხელშეკრულების მონაწილე მხარეს, რომელმაც გადასცა ისინი. ცალკეულ შემთხვევებში, თუ ეს შესაძლებელია და ამით ზიანი არ ადგება საქმის წარმოებას, საგნები შეიძლება დაუბრუნდეს მფლობელს საქმის წარმოების დამთავრებამდეც. თუ პირები, რომლებსაც უფლება აქვთ ამ საგნებზე, იმყოფებიან ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის ტერიტორიაზე, ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარეს უფლება აქვს ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის თანხმობით აღნიშნული საგნები დაუბრუნოს უშუალოდ ამ პირებს.     მუხლი 61🔗 სატრანზიტო გადაყვანა      1. შუამდგომლობის საფუძველზე ხელშეკრულების მონაწილე მხარე თავის ტერიტორიაზე იძლევა იმ პირთა გადაყვანის ნებართვას, რომლებიც ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარეს გადასცეს მესამე სახელმწიფოებმა.      2. შუამდგომლობა გადაყვანის შესახებ წარედგინება და განიხილება იმავე წესით, როგორც მოთხოვნა პირის გადაცემაზე. 3. ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ვალდებულნი არ არიან თანხმობა მისცენ იმ პირთა გადაყვანაზე, რომელთა გადაცემას არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე.      4. ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარე თანხმობას იძლევა ისეთი წესით გადაყვანაზე, რომელსაც იგი უფრო მიზანშეწონილად მიიჩნევს.     მუხლი 62🔗 გადაცემისა და სატრანზიტო გადაყვანის ხარჯები      გადაცემის ხარჯებს გაიღებს ხელშეკრულების მონაწილე ის მხარე, რომლის ტერიტორიაზეც ისინი წარმოიშვა, ხოლო სატრანზიტო გადაყვანის ხარჯებს გაიღებს ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარე. 2.  სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელება     მუხლი 63🔗 შუამდგომლობა სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების შესახებ      1. ხელშეკრულების მონაწილე თითოეული მხარე კისრულობს ვალდებულებას ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე თავისი კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა საკუთარი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენაში.      2. დევნის განხორციელების ვალდებულება ვრცელდება ასევე ისეთ სამართალდარღვევებზე, რომლებიც ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის კანონმდებლობით განიხილება როგორც დანაშაული, ხოლო ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის კანონმდებლობით, როგორც მხოლოდ ადმინისტრაციული გადაცდომა.      3. განცხადება სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების შესახებ, რომელიც დაზარალებულის მიერ ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად სათანადო ვადებში წარედგინება მის კომპეტენტურ დაწესებულებას, ნამდვილია ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზეც.      4. პირები, რომელთაც მიადგათ ზიანი დანაშაულის შედეგად, რომელთან დაკავშირებითაც გაგზავნილია შუამდგომლობა დევნის განხორციელების შესახებ, იმ შემთხვევაში მიიღებენ საქმეში მონაწილეობას თუ მათ მიერ წარდგენილი იქნება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.     მუხლი 64🔗 წარმოება შუამდგომლობაზე სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების შესახებ      1. სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების შესახებ შუამდგომლობაში აღნიშნული უნდა იყოს: 1)  შემკითხველი დაწესებულების სახელწოდება; 2) ქმედების აღწერა, რომელთან დაკავშირებითაც იგზავნება შუამდგომლობა დევნის განხორციელების შესახებ;      3) ქმედების ჩადენის დროისა და ადგილის შეძლებისდაგვარად ზუსტი აღნიშვნა;      4) ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის კანონის ტექსტი, რომლის საფუძველზეც ქმედება ითვლება დანაშაულად. აგრეთვე საქმის წარმოებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა კანონის ტექსტი;      5) ეჭვმიტანილი პირის სახელი და გვარი, მოქალაქეობა , საცხოვრებელი ადგილი ან ადგილსამყოფელი, აგრეთვე სხვა მონაცემები მისი პიროვნების შესახებ;      6) დაზარალებულთა განცხადებები კერძო ბრალდების საქმეებზე და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ;      7) დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა.      შუამდგომლობას თან უნდა ერთვოდეს ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის მიერ მოპოვებული მოკვლევის და წინასწარი გამოძიების მასალები და მტკიცებულებანი.      საგნების გადაცემისას, რომლებიც დანაშაულის იარაღს წარმოადგენენ ან დამნაშავესთან მოხვდნენ დანაშაულის შედეგად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ამ ხელშეკრულების მე – 60 მუხლის დებულებები.      2. თუ დევნის განხორციელების შესახებ დავალების გაგზავნის მომენტში ბრალდებული ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის ტერიტორიაზე პატიმრობაშია აყვანილი, იგი გადაიგზავნება ხელშეკრულების შემსრულებელი მხარე ტერიტორიაზე.      3. ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარე ვალდებულია ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველ მხარეს აცნობოს საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ. ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის მოთხოვნით მას უნდა გაეგზავნოს საბოლოო გადაწყვეტილების ასლი. ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე პატიმრობაში მყოფი პირის ეტაპირებაზე სანქციას გასცემს თანამდებობის პირი, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას საქმის გამოძიებაზე. ასეთი პირის გადაცემა ხდება ამ ხელშეკრულების 57 მუხლის 1–ლი პუნქტის შესაბამისად.     მუხლი 65🔗 სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების შედეგები      თუ ხელშეკრულების მონაწილე მხარეს ამ ხელშეკრულების 63–ე მუხლის შესაბამისად გაეგზავნა შუამდგომლობა სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების შესახებ, მაშინ განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის ან შემსრულებელი მხარის დაწესებულების მიერ სხვა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შემკითხველი მხარის დაწესებულების მიერ სისხლისსამართლის საქმე არ შეიძლება აღიძრას, ხოლო აღძრული წარმოებით უნდა შეწყდეს. 3. მსჯავრდებულთა გადაცემა     მუხლი 66🔗      1. ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები, რომლებსაც მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე, სასჯელის მოსახდელად ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაეცემიან იმ მხარეს, რომლის მოქალაქეებიც არიან.      2. სასჯელის მოსახდელად მსჯავრდებულის გადაცემას შეიძლება ადგილი ჰქონდეს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.     მუხლი 67🔗 უარი მსჯავრდებულის გადაცემაზე      მსჯავრდებულის გადაცემა არ ხდება, თუ:      1) ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული, ქმედება, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, დანაშაულს არ წარმოადგენს;      2) ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის ტერიტორიაზე, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული, სასჯელი არ შეიძლება აღსრულდეს ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ან ამ მხარის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით;      3) თუ ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის ტერიტორიაზე, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული, მან სასჯელი მოიხადა ან გამართლებული იქნა, ანდა საქმე შეწყდა, აგრეთვე, თუ პირი ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ სასჯელისაგან იქნა გათავისუფლებული;      4) მსჯავრდებულს, ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის ტერიტორიაზე, რომლის სასამართლომაც განაჩენი გამოიტანა, გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი;      5) ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით არ იქნა მიღწეული შეთანხმება მსჯავრდებულის გადაცემის შესახებ.     მუხლი 68🔗      სასჯელის მოსახდელად მსჯავრდებულის გადაცემა ხორციელდება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის წინადადებით, რომლის სასამართლომაც გამოიტანა განაჩენი, თუ ხელშეკრულების მონაწილე მხარე, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული, თანახმაა მიიღოს იგი განაჩენის აღსასრულებლად.      ხელშეკრულების მონაწილე მხარეს, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული, შეუძლია მიმართოს თხოვნით ხელშეკრულების მონაწილე მხარეს, რომლის სასამართლომაც განაჩენი გამოიტანა, რათა განიხილოს საკითხი მსჯავრდებულის გადაცემის შესაძლებლობის შესახებ.      მსჯავრდებულს, მის ნათესავებს ან კანონიერ წარმომადგენელს შეუძლიათ მიმართონ შუამდგომლობით მსჯავრდებულის გადაცემის შესახებ ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კომპეტენტურ ორგანოს, რომლის სასამართლომაც პირს მსჯავრი დასდო, ან ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კომპეტენტურ ორგანოს, რომლის მოქალაქეც იგი არის. ასეთი მიმართვის შესაძლებლობის შესახებ მსჯავრდებულს უნდა განემარტოს განაჩენის გამოტანისას.     მუხლი 69🔗 მიმართვა გადაცემის შესახებ      სასჯელის მოსახდელად მსჯავრდებულის გადაცემის მიზნით ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კომპეტენტური ორგანო, რომლის სასამართლომაც გამოიტანა განაჩენი, მიმართავს ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კომპეტენტურ ორგანოს, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული. მიმართვას თან ერთვის:      1) განაჩენის ან ზემდგომი სასამართლო ინსტანციების საქმეზე არსებული გადაწყვეტილებების დამოწმებული ასლები. ასევე, დოკუმენტები განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ;      2) დოკუმენტი მსჯავრდებულის მიერ სასჯელის ნაწილის მოხდის შესახებ და სასჯელის იმ ნაწილის შესახებ, რომელიც შემდგომში უნდა მოიხადოს;      3) დოკუმენტი დამატებითი სასჯელის აღსრულების შესახებ, თუ ასეთი დანიშნული იყო;      4) სისხლის სამართლის კანონის ტექსტი, რომლის საფუძველზეც პირი იქნა მსჯავრდებული;      5) მსჯავრდებულის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;      6) მიმართვისა და მასზე დართული დოკუმენტების დამოწმებული თარგმანი.      ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კომპეტენტურ ორგანოებს, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული, აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ გამოითხოვონ დამატებითი დოკუმენტები ან მონაცემები.     მუხლი 70🔗      1. ხლშეკრულების მონაწილე იმ მხარის კომპეტენტური ორგანო, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული, რაც შეიძლება მოკლე ვადაში აუწყებს ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კომპეტენტურ ორგანოს, რომლის სასამართლომაც გამოიტანა განაჩენი, თანახმაა თუ არა აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით მიიღოს მსჯავრდებული.      2. მსჯავრდებულის გადაცემის ადგილი, დრო და წესი განისაზღვრება ორივე მხარის კომპეტენტურ ორგანოებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.     მუხლი 71🔗      მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა ხორციელდება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის სასამართლოს განაჩენის საფუძველზე, რომლის ტერიტორიაზეც ის იქნა მსჯავრდებული. ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის სასამართლო, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული, გამოტანილი განაჩენის საფუძველზე ღებულობს გადაწყვეტილებას მისი აღსრულების შესახებ.      თუ ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული, მოცემული ქმედებისათვის თავისუფლებისაღკვეთის ზღვრული ვადა უფრო ნაკლებია, ვიდრე განაჩენით არის დადგენილი, სასამართლო განსაზღვრავს თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალურ ვადას, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის კანონმდებლობით. მსჯავრდებულის მიერ ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის ტერიტორიაზე მოხდილი სასჯელის ნაწილი, რომლის სასამართლომაც გამოიტანა განაჩენი, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაითვლება.      განაჩენით დადგენილი დამატებითი სასჯელი, თუ იგი არ აღსრულებულა, განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის სასამართლოს მიერ, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული, თუ ჩადენილი ქმედებისათვის ასეთი სასჯელი გათვალისწინებულია ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის კანონმდებლობით. დამატებითი სასჯელი განისაზღვრება ამ მუხლით გათვალისწინებული წესით.     მუხლი 72🔗      იმ პირის მიმართ, რომელიც სასჯელის მოსახდელად გადაეცა ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარეს, რომლის მოქალაქეც იგი არის, დგება მსჯავრდების ისეთივე სამართლებრივი შედეგები, როგორიც ხელშერულების მონაწილე ამ მხარის ტერიტორიაზე ასეთივე ქმედებისათვის მსჯავრდებულ პირთა მიმართ.     მუხლი 73🔗      ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კომპეტენტური ორგანო, რომელსაც გადაეცა მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად, ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კომპეტენტურ ორგანოს, რომლის სასამართლომაც გამოიტანა განაჩენი, ატყობინებს ამ განაჩენის აღსრულებაზე სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ.     მუხლი 74🔗      მსჯავრდებულის გადაცემამდე მოუხდელი სასჯელის აღსრულება, აგრეთვე სასჯელისაგან სრულად ან ნაწილობრივ გათვისუფლება ხორციელდება განაჩენის აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომელსაც მსჯავრდებული გადაეცა.      მსჯავრდებულის შეწყალება ხორციელდება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის მიერ, რომელსაც ის გადაეცა სასჯელის მოსახდელად. ამნისტია მსჯავრდებულის გადაცემის შემდეგ ხორციელდება ამნისტიის შესახებ გამოცემული იმ აქტების საფუძველზე, რომლებიც მიღებულია ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის მიერ, რომლის სასამართლომაც გამოიტანა განაჩენი და ასევე, ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის მიერ, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული.      განაჩენის გადასინჯვა მსჯავრდებულის მიმართ, რომელიც გადაეცა ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის, რომლის მოქალაქეც ის არის, შეიძლება განახორციელოს ხელშეკრულების მონაწილე განაჩენის გამომტანი მხარის კომპეტენტურმა სასამართლომ.     მუხლი 75🔗      თუ სასჯელის მოსახდელად მსჯავრდებულის გადაცემის შემდეგ ხელშეკრულების მონაწილე განაჩენის გამომტანი მხარის კომპეტენტური სასამართლო შეცვლის განაჩენს, ამის შესახებ გადაწყვეტილების ასლი და სხვა აუცილებელი დოკუმენტები ეგზავნება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კომპეტენტურ ორგანოს, რომელსაც მსჯავრდებული გადაეცა. ხელშეკრულების მონაწილე მხარის სასამართლო, რომელსაც გადაეცა მსჯავრდებული, წყვეტს საკითხს ასეთი გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე ამ ხელშეკრულების 71–ე მუხლით გათვალისწინებული წესით.      თუ სასჯელის მოსახდელად მსჯავრდებულის გადაცემის შემდეგ ხელშეკრულების მონაწილე განაჩენის გამომტანი მხარის კომპეტენტური სასამართლო გააუქმებს განაჩენს და შეწყვეტს სისხლის სამართლის საქმეს, ამის შესახებ გადაწყვეტილების ასლი და მისი დამოწმებული თარგმანი აღსასრულებლად დაუყოვნებლივ ეგზავნება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კომპეტენტურ ორგანოს, რომელსაც მსჯავრდებული გადაეცა. 4. ურთიერთობის წესი     მუხლი 76🔗 ურთიერთობის წესი      გადაცემისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების საქმეებზე ერთმანეთს უკავშირდებიან შესაბამისად საქართველოს პროკურატურა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურა. მეხუთე თავი ოფიციალური დოკუმენტები     მუხლი 77🔗 დოკუმენტები      1. დოკუმენტები, რომლებიც ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის ტერიტორიაზე დადგენილი წესით არის შედგენილი ან დამოწმებული და თავისი კომპეტენციის ფარგლებში იუსტიციის დაწესებულების ან სხვა დაწესებულების ანდა საამისოდ სპეციალურად უფლებამოსილი პირის მიერ ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად ხელმოწერით და ოფიციალური ბეჭდით არის დამოწმებული ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის დაწესებულებების მიერ მიიღება ლეგალიზაციის გარეშე.      2. დოკუმენტები, რომლებიც ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის ტერიტორიაზე განიხილება როგორც ოფიციალური დოკუმენტები, ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ ოფიციალური დოკუმენტების ისეთივე მამტკიცებელი ძალით.     მუხლი 78🔗 მოქალაქეობრივი მდგომარეობის შესახებ დოკუმენტების და სხვა დოკუმენტების გადაგზავნა      1. ხელშეკრულების მონაწილე მხარეები თხოვნის საფუძველზე ერთმანეთს გადაუგზავნიან მოწმობებს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის შესახებ, და სხვა დოკუმენტებს, რომლებიც ეხება ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის მოქალაქეთა პირად უფლებებსა და ინტერესებს.      2. ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერი ორგანოები მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის წიგნიდან ამონაწერებს სამსახურებრივი სარგებლობისათვის ერთმანეთს გადაუგზავნიან უფასოდ და თარგმნის გარეშე.     მუხლი 79🔗 ინფორმაცია სასამართლო განაჩენების შესახებ      ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ვალდებულებას კისრულობენ ყოველი წლის დასაწყისში ერთმანეთს მიაწოდონ მონაცემები კანონიერ ძალაში შესული იმ გამამტყუნებელი განაჩენების შესახებ, რომლებიც მათი სასამართლოების მიერ გამოტანილია წინა წელს ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის მოქალაქეთა მიმართ.     მუხლი 80🔗 მონაცემები ნასამართლობის შესახებ      ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ერთმანეთს უფასოდ წარუდგენენ მონაცემებს იმ პირთა ნასამართლობის შესახებ, რომლებიც ადრე მსჯავრდებულნი ივნენ ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის სასამართლოების მიერ, თუ ისინი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის ტერიტორიაზე. მეექვსე თავი დასკვნითი დებულებანი     მუხლი 81🔗 ხელშეკრულების ძალაში შესვლა      1. აღნიშნული ხელშეკრულება ექვემდებარება რატიფიკაციას და ძალაში შედის სარატიფიკაციო სიგელების გაცვლიდან 30-ე დღეს.      2. სარატიფიკაციო სიგელების გაცვლა შედგება ქ.       მუხლი 82🔗 ხელშეკრულების მოქმედების ვადა      1. ხელშეკრულება მოქმედებს ძალაში შესვლის დღიდან ხუთი წლის განმავლობაში.      2. ხელშეკრულება ძალაშია შემდგომ ხუთწლიან პერიოდში, თუ ხელშეკრულების მონაწილე ერთ–ერთი მხარე არ მოახდენს მის დენონსაციას, ნოტით აცნობებს რა ამის შესახებ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარეს ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ ექვსი თვით ადრე.      შესრულდა ქ. თბილისში 1996 წლის 8 მარტს ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე, ამასთან ორივე ტექსტს თანაბარი ძალა გააჩნია.     საქართველოს სახელით                                         აზერბაიჯანის რესპუბლიკის                                                                               სახელით