შეთანხმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის საკითხებში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ

მიღების თარიღი 18.02.1997
ძალაში შესვლა 10.07.1997
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480260000.02.002.000478
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 30/01/2004
matsne.gov.ge 1,241 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.02.1997 მიღება
10.07.1997 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის საკითხებში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } @page Section1 {size:600.0pt 750.0pt; margin:.5in 33.0pt 1.0in .5in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;}  შეთანხმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის საკითხებში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობა და საქართველოს მთავრობა, შემდგომში მხარეებად წოდებულნი, გამომდინარე საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების აუცილებლობიდან, მათ შორის იმ ამოცანათა ეფექტურ გადაწყვეტაში, რომლებიც დაკავშირებულია საგადასახადო სამართალდარღვევების და დანაშაულის თავიდან აცილების, გამომჟღავნებასა და აღკვეთასთან, და აქვთ რა სურვილი ამ მიზნით აღმოუჩინონ ერთმანეთს რაც შეიძლება ფართო დახმარება, შეთანხმდნენ შემდეგზე:     მუხლი 1🔗 ამ შეთანხმების მიზნებისათვის გამოყენებული ტერმინები აღნიშნავენ:  „საგადასახადო კანონმდებლობა”– იურიდიულ ნორმათა და ნორმატიული აქტების ერთობლიობა, რომელიც ადგენს გადასახადების სახეებს და მათი ამოღების წესს მხარეების ტერიტორიაზე და არეგულირებს ურთიერთობებს, რომლებიც დაკავშირებულია საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობასთან, ცვლილებასთან და შეწყვეტასთან;  „საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევა”– სამართალსაწინააღმდეგო მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც გამოიხატება გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტის წინაშე ვალდებულების შეუსრულებლობაში ან არასათანადო შესრულებაში, რისთვისაც ეროვნული კანონმდებლობით დადგენილია პასუხისმგებლობა; „კომპეტენტური ორგანოები“ – სახელმწიფო ორგანოები, რომლებზეც მხარეთა ეროვნული კანონმდებლობით დაკისრებულია საგადასახადო კანონმდებლობის კონტროლის და ამ სფეროში დანაშაულისა და სამართალდარღვევასთან ბრძოლის ორგანიზაციის უზრუნველყოფა; „მომთხოვნი კომპეტენტური ორგანო“ – ერთ-ერთი მხარის კომპეტენტური ორგანო, რომელიც აყენებს მოთხოვნას საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის საკითხებში დახმარების აღმოჩენის შესახებ (შემდგომში იწოდება “მოთხოვნად დახმარების შესახებ”). “მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური ორგანო” – ერთ-ერთი მხარის კომპეტენტური ორგანო, რომელიც იღებს მოთხოვნას დახმარების შესახებ.     მუხლი 2🔗 ამ შეთანხმების ფარგლებში მხარეთა კომპეტენტური ორგანოები გამოიყენებენ თანამშრომლობის შემდეგ ფორმებს: გადასახადის გადამხდელების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში; ურთიერთქმედება ღონისძიებების გატარებაში, რომლებიც მიმართულია საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევების თავიდან აცილების, გამომჟღავნებასა და აღკვეთისაკენ; ეროვნული საგადასახადო სისტემის და საგადასახადო კანონმდებლობაში მიმდინარე ცვლილებების, აგრეთვე საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევების თავიდან აცილების, გამომჟღავნებასა და აღკვეთის თაობაზე მეთოდოლოგიური რეკომენდაციების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში; გამოცდილების გაზიარება და ურთიერთდახმარება იმ კომპიუტერული სისტემის შექმნასა, ფუნქციონირებასა და ურთიერთქმედებაში, რომელნიც უზრუნველყოფენ კომპეტენტური ორგანოების მუშაობას; თანამშრომლობის პროცესში წარმოქმნილ საკითხებზე საქმიანობის კოორდინაციის განხორციელება, მათ შორის სამუშაო ჯგუფების შექმნა და ექსპერტთა გაცვლა; კადრების მომზადებასა და გადამზადების სფეროში თანადგომა; სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციების, სემინარების ჩატარება და თანამშრომლობის სხვა ფორმები, რომლებიც მოითხოვს ერთობლივ ქმედებას. ამ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებში მხარეთა კომპეტენტური ორგანოები უშუალოდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან.     მუხლი 3🔗 მხარეთა კომპეტენტური ორგანოები აწვდიან ერთმანეთს ინფორმაციას, რომელიც შეეხება: საწარმოების, მათი ფილიალების და წარმომადგენლობების რეგისტრაციას, მათი ადგილმდებარეობის, დაქვემდებარების, საკუთრების ფორმის და სხვა მონაცემების ჩათვლით; გადასახადის გადამხდელების მიერ სახელმწიფო და კომერციულ ბანკებში ანგარიშების გახსნას, აგრეთვე ამ ანგარიშებზე ფულადი სახსრების არსებობას და მოძრაობას; გადასახადით დასაბეგრი ყველა სახის შემოსავლებსა და ობიექტებს, მხარეთა ტერიტორიაზე მიღებულ გადასახადების გადახდილ თანხებს ან სხვა ინფორმაციას, რომლებიც დაკავშირებულია დაბეგვრასთან. ერთი მხარის მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური ორგანოს მიერ ინფორმაცია მიეწოდება მომთხოვნი მხარის კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, იმ პირობით, თუ ასეთი ინფორმაციის მიწოდება არ ეწინააღმდეგება მოთხოვნის მიმღები მხარის ეროვნულ კანონმდებლობას. თუ ერთ-ერთი მხარის კომპეტენტური ორგანო თვლის, რომ მასთან არსებული ინფორმაცია წარმოადგენს ინტერესს მეორე მხარის კომპეტენტური ორგანოსათვის, მან შეუძლია მიაწოდოს ეს ინფორმაცია საკუთარი ინიციატივით.     მუხლი 4🔗 მხარეთა კომპეტენტური ორგანოების ურთიერთქმედება, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევების თავიდან აცილების, გამომჟღავნებასა და აღკვეთასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებისას, აგრეთვე ასეთი დარღვევების ჩამდენ ან ეჭვმიტანილ პირთა დაკავშირებით, შეიძლება ითვალისწინებს ერთობლივ დაგეგმვას, ძალთა და საშუალებების გამოყენებას, ამ ღონისძიებების ჩატარების მსვლელობისა და შედეგების შესახებ ინფორმაციის გაცვლას.     მუხლი 5🔗 მხარეთა კომპეტენტური ორგანოები: რეგულარულ საფუძველზე ახორციელებენ ინფორმაციის გაცვლას ეროვნული საგადასახადო სისტემის, საგადასახადო კანონმდებლობის დარგში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ საქმეების წარმოებისა და დანაშაულის გამოძიების ჩატარების მეთოდიკის შესახებ, აცნობებენ ერთმანეთს საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ არა უგვიანეს სამი თვისა ახალი ნორმატიული აქტების მიღების ან მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის შემდეგ; ახორციელებენ საგადასახადო კანონმდებლობის შესრულების საკითხებზე საინფორმაციო სისტემების შექმნის, უზრუნველყოფისა და ფუნქციონირების შესახებ მეთოდური და სამეცნიერო მასალების, გამოცდილების გაცვლას, უსასყიდლოდ აწვდიან ერთმანეთს მათ არქივებსა და მონაცემთა ბანკში არსებულ ინფორმაციას ამ შეთანხმების შესაბამისად; თანამშრომლობენ კადრების მომზადებასა და გადამზადებაში, საგადასახადო კანონმდებლობის დაცვაზე კონტროლის აქტუალურ საკითხზე ერთობლივი სამეცნიერო გამოკვლევების, კონფერენციების და სემინარების ჩატარებაში, აგრეთვე ცვლიან ექსპერტებს; ატარებენ პერიოდულ კონსულტაციებს ამ შეთანხმების რეალიზაციის მსვლელობის შესრულების მიზნით. ამ შეთანხმების შესრულებისათვის მხარეთა კომპეტენტური ორგანოები ქმნიან შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს. ამ შეთანხმების ჩარჩოში თანამშრომლობის რეალიზაციის კონკრეტული ფორმები, აგრეთვე დაფინანსების საკითხები განისაზღვრება კომპეტენტურ ორგანოებს შორის დადებული შესაბამისი შეთანხმებებით.     მუხლი 6🔗 მოთხოვნა დახმარების შესახებ უნდა გადაიცემოდეს წერილობით ფორმაში ან სატელეტაიპო, საფაქსიმილე ან კომპიუტერული კავშირის მეშვეობით. სატელეტაიპო, საფაქსიმილე ან კომპიუტერული კავშირის გამოყენებასა და დახმარების შესახებ მოთხოვნის სინამდვილესთან ან შინაარსთან დაკავშირებით ეჭვის წარმოქმნისას მოთხოვნის მიმღებ კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია მოითხოვოს დასტური წერილობით ფორმაში. მოთხოვნა დახმარების შესახებ უნდა შეიცავდეს: მომთხოვნი კომპეტენტური ორგანოს დასახელებას; მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური ორგანოს დასახელებას; გადასახადის გადამხდელის რეკვიზიტებს, რომელთან დაკავშირებითაც კეთდება მოთხოვნა დახმარების შესახებ; დახმარების შესახებ მოთხოვნის არსის მოკლე შინაარსს საგადასახადო კანონმდებლობის მოყვანით განსახილველი პერიოდისა და გადასახადის კონკრეტული სახეების მითითებით და მის შესასრულებლად აუცილებელ სხვა მონაცემებს. მოთხოვნა დახმარების შესახებ და მასზე პასუხი სრულდება რუსულ ენაზე ან ეროვნულ ენაზე რუსულ ენაზე დამოწმებული დანართით. მოთხოვნის მიმღებ კომპეტენტურ ორგანოს აქვს უფლება მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია დახმარების შესახებ მოთხოვნის შესასრულებლად.     მუხლი 7🔗 მხარეთა კომპეტენტური ორგანოები გაუწევენ ერთმანეთს დახმარებას მათი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური ორგანო მისი თხოვნით შეიძლება იყოს გაფრთხილებული დახმარების მოთხოვნის შესრულებისათვის განსახორციელებელი მოქმედების დროისა და ადგილის შესახებ. თუ მოთხოვნა დახმარების შესახებ მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური ორგანოს მიერ არ შეიძლება იყოს შესრულებული, ის დახმარების შესახებ მოთხოვნის მიღების დღიდან ერთი თვის განმავლობაში წერილობით ატყობინებს მომთხოვნ კომპეტენტურ ორგანოს ამის შესახებ დახმარების შესახებ მოთხოვნის შეუსრულებლობის მიზეზების მითითებით.     მუხლი 8🔗 მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური ორგანო დახმარების შესახებ მოთხოვნის შესაბამისად წარმოადგენს ნორმატიულ აქტებს, საბუთების დამოწმებულ ასლებს და სხვა მასალებს, რომელიც აუცილებელია დახმარების შესახებ მოთხოვნის შესასრულებლად. იმ შემთხვევაში, როცა დამოწმებული ასლები გამოძიებისათვის საკმარისი არ არის, შეთანხმებულ ვადებში შეიძლება წარდგენილ იყოს დოკუმენტებისა და სხვა მასალების ორიგინალები.     მუხლი 9🔗 ინფორმაცია, რომელიც ეხება კონკრეტულ გადასახადის გადამხდელს, არის კონფიდენციალური და დაცვის რეჟიმით მისი უზრუნველყოფა ხდება მხარეთა ეროვნული კანონმდებლობისა და მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნების შესაბამისად. მიღებული ინფორმაცია მხარეთა კომპეტენტური ორგანოების მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მიზნით, რაც გათვალისწინებულია ამ შეთანხმებით, მათ შორის ადმინისტრაციული ან სასამართლოს გარჩევისათვის. სხვა მიზნებისათვის ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარის მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური ორგანოს თანხმობით.     მუხლი 10🔗 მხარეები ისწრაფვიან ურთიერთთანხმობის მიღწევისაკენ სადავო საკითხების მოწესრიგებაში, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ შეთანხმების განმარტების ან გამოყენებისას. მხარეები აუცილებლობის შემთხვევაში გამართავენ კონსულტაციებს ამ შეთანხმების რეალიზაციის მიმდინარეობის შეფასებისათვის და მასში ცვლილებების შეტანის მიზანშეწონილობისათვის. ასეთი კონსულტაციების ჩატარების ვადები განისაზღვრება დამატებით მხარეების მიერ. ამ შეთანხმების დებულებების რეალიზაციის მიზნით მხარეებს შეუძლიათ ცალკეულ საკითხებზე დადონ დამატებითი შეთანხმებები. ამ შეთანხმების დებულებები არ შეეხება მხარეთა მიერ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებულ ვალდებულებებს.     მუხლი 11🔗 მხარეები განსაზღვრავენ კომპეტენტური ორგანოების ჩამონათვალს, რაზედაც დამატებით აცნობებენ ერთმანეთს დიპლომატიური არხებით ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ.     მუხლი 12🔗 ეს შეთანხმება დროებით გამოიყენება ხელმოწერის მომენტიდან და ძალაში შედის მხარეთა მიერ შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ უკანასკნელი შეტყობინების თარიღიდან და წყვეტს თავის მოქმედებას ექვსი თვის გასვლის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც ერთ|-ერთი მხარე წერილობითი ფორმით აცნობებს მეორე მხარეს თავის განზრახვას შეწყვიტოს მისი მოქმედება. შესრულებულია ქ. ბაქოში, 1997 წლის 18 თებერვალს, ორ პირად, თითოეული ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა. ამ შეთანხმების დებულებების განმარტებისას უთანხმოების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) აზერბაიჯანის         რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)